პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს... არ არის გამორიცხული, რომ გადმოვარდნილიყო" - მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი
"ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს... არ არის გამორიცხული, რომ გადმოვარდნილიყო" - მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი

გარ­დაც­ვლი­ლი ლუკა სი­რა­ძის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის, მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის ად­ვო­კა­ტის გაგი მო­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ლუკა სი­რა­ძეს თავი არ მო­უკ­ლავს, არა­მედ ის იმ პე­რი­ოდ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, რაც ექ­სპერ­ტი­ზით და­დას­ტურ­და. ად­ვო­კა­ტი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ლუკა სი­რა­ძე გად­მო­ვარ­დნი­ლი­ყო.

რო­გორც გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა მე­დი­ა­ცენ­ტრ „მთა­ვარ­ში“ გა­ნა­ცხა­და, სა­სა­მარ­თლომ მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის მი­მართ წარ­მო­ე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სას მოქ­მე­დებ­და არა სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, არა­მედ იმ გან­ცდე­ბი­თა და შთა­გო­ნე­ბით, რომ სა­სა­მარ­თლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

"ფაქ­ტია, სა­სა­მარ­თლომ საქ­მის არ­სე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვის დროს დად­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. ჩვენ არ გვინ­და ახალ­გაზ­რდა, გარ­დაც­ვლი­ლი პი­რის დის­კრე­დი­ტა­ცია, ამ გა­რე­მო­ე­ბას რა თქმა უნდა, ვე­მიჯ­ნე­ბით, თუმ­ცა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც საქ­მის არ­სე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვის დროს გა­მო­იკ­ვე­თა.

გა­მო­იკ­ვე­თა ის, რომ ლუკა სი­რა­ძეს, გარ­დაც­ვლილ ახალ­გაზ­რდას, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ჰქონ­და სა­კუ­თარ ძმას­თან და ძმა გან­მარ­ტავს, რომ ის ტე­ლე­ფო­ნით ეჩხუ­ბა. ფაქ­ტია ის, რომ ელი­კო ჩხი­ტუ­ნი­ძეს, ანუ ლუკა სი­რა­ძის დე­დას გარ­კვე­უ­ლი სა­ხის კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, რა­ზეც მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ანს ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და. თა­ვად დე­დას გარ­დაც­ვლილ­თან კონ­ფლიქ­ტუ­რი, და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და რბი­ლად რომ ვთქვათ მისი სი­ტყვე­ბით "მან ნი­კაპ­შიც კი გა­არ­ტყა, რად­გან უზ­რდე­ლობ­და".

ფაქ­ტია ისიც, რომ სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა, რო­დე­საც მრა­ვალ­კორ­პუ­სი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­დან გად­მო­ვარ­და, სის­ხლზე ჩა­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა და დად­გინ­და, რომ იგი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო. ასე­ვე, ფაქ­ტია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სამ­წუ­ხა­როდ, იყო გარ­კვე­უ­ლი სა­ხის დის­კრი­მი­ნა­ცია სწო­რედ დე­დის მხრი­დან გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდის მი­მართ, ვი­ნა­ი­დან მას არა­ერ­თხელ უთ­ქვამს და ამას მოწ­მე­ე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ერთი შვი­ლით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იყო, სა­უ­ბა­რია მის უფ­როს შვილ­ზე, ბექა სი­რა­ძე­ზე, რომ ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, ხოლო მისი პა­ტა­რა შვი­ლი, ლუკა სი­რა­ძე ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მებს უქ­მნი­და", - გა­ნა­ცხა­და გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ ლუკა სი­რა­ძე ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო.

„ჩა­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მე­ლიც არა გა­მო­ძი­ე­ბამ, არა­მედ დაც­ვის მხა­რემ ჩა­ა­ტა­რა. ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში უფრო არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ­დნა, ანუ გად­მო­ვარ­დნა უფრო შე­იძ­ლე­ბა იყო ის, რაც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ნა­ხეს და არა ვინ­მეს მხრი­დან თა­ვის მოკ­ვლა. ამი­ტომ, მხო­ლოდ იმა­ზე აპე­ლი­რე­ბა, რომ ლუკა სი­რა­ძემ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ თავი მო­იკ­ლა, არას­წო­რია. მას თავი არ მო­უკ­ლავს, ის იმ პე­რი­ოდ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ გად­მო­ვარ­დნი­ლი­ყო. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან და არც ამა­ზე სა­უბ­რობს ვინ­მე“,-აცხა­დებს გაგი მო­სი­აშ­ვი­ლი.

ად­ვო­კა­ტის თქმით, საქ­მის მა­სა­ლე­ბით არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ მო­ი­პო­ვე­ბა, რო­მე­ლიც მა­რი­ა­ნა ჩო­ლი­ა­ნის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას და­ა­დას­ტუ­რებ­და.

„შატ­ნაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც ასე აპე­ლი­რებს ბრალ­დე­ბი მხა­რე, არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. მხო­ლოდ დე­დის, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის ჩვე­ნე­ბაა. უფრო მე­ტიც, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბამ გა­ბე­და და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად და­მა­ლა, არ წარ­მო­ად­გი­ნა ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თუნ­დაც იმ კი­თხვა­ზე პა­სუხს სცემ­და, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ტომ გა­ჩერ­და ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 15 წლის მო­ზარ­დის ლუკა სი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მომ­ძი­ე­ბელ მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ანს 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

შე­გახ­სე­ნებთ, 15 წლის მო­ზარ­დი ლუკა სი­რა­ძე, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, 17 დე­კემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
9

უნამუსო ადვოკატი.

ნაგავო
9

მაგ სიმართლით იხარე შენ და შენმა ჯილაგმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს... არ არის გამორიცხული, რომ გადმოვარდნილიყო" - მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი

"ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს... არ არის გამორიცხული, რომ გადმოვარდნილიყო" - მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი

გარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, არამედ ის იმ პერიოდში ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რაც ექსპერტიზით დადასტურდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ლუკა სირაძე გადმოვარდნილიყო.

როგორც გაგი მოსიაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, სასამართლომ მარიანა ჩოლოიანის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანისას მოქმედებდა არა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, არამედ იმ განცდებითა და შთაგონებით, რომ სასამართლოს საზოგადოების დაკვეთა შეესრულებინა.

"ფაქტია, სასამართლომ საქმის არსებითი გამოკვლევის დროს დადგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა. ჩვენ არ გვინდა ახალგაზრდა, გარდაცვლილი პირის დისკრედიტაცია, ამ გარემოებას რა თქმა უნდა, ვემიჯნებით, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, საზოგადოებამ იცოდეს ის მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც საქმის არსებითი გამოკვლევის დროს გამოიკვეთა.

გამოიკვეთა ის, რომ ლუკა სირაძეს, გარდაცვლილ ახალგაზრდას, რომელიც პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სატელეფონო საუბარი ჰქონდა საკუთარ ძმასთან და ძმა განმარტავს, რომ ის ტელეფონით ეჩხუბა. ფაქტია ის, რომ ელიკო ჩხიტუნიძეს, ანუ ლუკა სირაძის დედას გარკვეული სახის კონფლიქტი მოუვიდა პოლიციის განყოფილებაში, რაზეც მარიანა ჩოლოიანს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. თავად დედას გარდაცვლილთან კონფლიქტური, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და რბილად რომ ვთქვათ მისი სიტყვებით "მან ნიკაპშიც კი გაარტყა, რადგან უზრდელობდა".

ფაქტია ისიც, რომ სამწუხაროდ, გარდაცვლილი ახალგაზრდა, როდესაც მრავალკორპუსიანი საცხოვრებელი ადგილიდან გადმოვარდა, სისხლზე ჩატარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო. ასევე, ფაქტია ის გარემოება, რომ სამწუხაროდ, იყო გარკვეული სახის დისკრიმინაცია სწორედ დედის მხრიდან გარდაცვლილი ახალგაზრდის მიმართ, ვინაიდან მას არაერთხელ უთქვამს და ამას მოწმეებიც ადასტურებენ, რომ ერთი შვილით ძალიან კმაყოფილი იყო, საუბარია მის უფროს შვილზე, ბექა სირაძეზე, რომ ის წარმატებული იყო, ხოლო მისი პატარა შვილი, ლუკა სირაძე ყოველთვის პრობლემებს უქმნიდა", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, საგამოძიებო უწყება არ დაინტერესებულა ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგინდა, რომ ლუკა სირაძე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.

„ჩატარდა ექსპერტიზა, რომელიც არა გამოძიებამ, არამედ დაცვის მხარემ ჩაატარა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამ შემთხვევაში უფრო არის თავისუფალი ვარდნა, ანუ გადმოვარდნა უფრო შეიძლება იყო ის, რაც შემთხვევის ადგილზე ნახეს და არა ვინმეს მხრიდან თავის მოკვლა. ამიტომ, მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ ლუკა სირაძემ საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ თავი მოიკლა, არასწორია. მას თავი არ მოუკლავს, ის იმ პერიოდში იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ეს დადასტურებული ფაქტია და არ არის გამორიცხული, რომ გადმოვარდნილიყო. ამასთან დაკავშირებით არც საგამოძიებო უწყებები არ დაინტერესებულან და არც ამაზე საუბრობს ვინმე“,-აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალებით არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომელიც მარიანა ჩოლიანის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებას დაადასტურებდა.

„შატნაჟთან დაკავშირებით, რომელზეც ასე აპელირებს ბრალდები მხარე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მხოლოდ დედის, დაინტერესებული პირის ჩვენებაა. უფრო მეტიც, სახელმწიფო ბრალდებამ გაბედა და მტკიცებულება ფაქტობრივად დამალა, არ წარმოადგინა ის მტკიცებულება, რომელიც თუნდაც იმ კითხვაზე პასუხს სცემდა, რამდენიმე საათის განმავლობაში რატომ გაჩერდა ახალგაზრდა პოლიციის განყოფილებაში“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის მშობლები მოზარდის მპოვნელს, ან ბავშვზე ინფორმაციის მიმწოდებელს 50 000 ლარს გადასცემენ

"მუსიკა, რომელიც დაპირისპირების მიზეზად იქცა" - "ტვ პირველი" მცხეთის საბედისწერო წვეულების კადრებს ავრცელებს

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოვცილებოდი, თუმცა ოჯახის მოთხოვნით დავბრუნდი" - მიხეილ რამიშვილი