სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონფლიქტის გასაღები არის რუსეთსა და თურქეთში...  ჩვენ შეგვიძლია მოედანი შევთავაზოთ, მაგრამ ვეჭვობ, მის მოგვარებაში მონაწილეობა მივიღოთ" - გია ხუხაშვილი
"კონფლიქტის გასაღები არის რუსეთსა და თურქეთში...  ჩვენ შეგვიძლია მოედანი შევთავაზოთ, მაგრამ ვეჭვობ, მის მოგვარებაში მონაწილეობა მივიღოთ" - გია ხუხაშვილი

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი და­დე­ბი­თად აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო მზა­დაა, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა შეხ­ვედ­რას თბი­ლის­ში უმას­პინ­ძლოს.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­ჭირ­დე­ბა ამ თე­მის მე­დი­ა­ცია, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი ისე­თი მსხვი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბის საქ­მეა, რო­გო­რიც რუ­სე­თი და თურ­ქე­თია.

"თა­ვის­თა­ვად ეს გან­ცხა­დე­ბა მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­ჭირ­დე­ბა ამ თე­მის მე­დი­ა­ცია, რად­გან უფრო მსხვი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბის საქ­მეა. ვფიქ­რობ, ამ კონ­ფლიქ­ტის გა­სა­ღე­ბი არის რუ­სეთ­სა და თურ­ქეთ­ში. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მო­ე­და­ნი შევ­თა­ვა­ზოთ, მაგ­რამ სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ სა­კითხს, რომ რა­მე­ნა­ი­რად კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ. ტექ­ნი­კუ­რად შეგ­ვიძ­ლია ეს ფუნ­ქცია ვი­კის­როთ, მაგ­რამ სა­კი­თხი უფრო დიდი მო­თა­მა­შე­ე­ბის საქ­მეა", - აცხა­დებს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

მისი ვა­რა­უ­დით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის ლი­დე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას არ და­თან­ხმდე­ბი­ან. ის გა­მო­რი­ცხავს, რომ გარე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის ჩა­რე­ვის გა­რე­შე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტებ­მა დი­ა­ლო­გი და­ი­წყონ.

"ასე­თი კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა დიდი მო­თა­მა­შე­ე­ბის მიერ ხდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მო­ე­დან­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ამ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ტი­უ­რი მო­თა­მა­შე რუ­სე­თია, რომ­ლის პრო­ტექ­ტო­რა­ტის ქვეშ სომ­ხე­თი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და მე­ო­რე მხრივ - თურ­ქე­თი, რომ­ლის ტან­დე­მი აზერ­ბა­ი­ჯან­თან სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია. ევ­რო­კავ­შირს და აშშ-ს შე­უძ­ლია, შეშ­ფოთ­დეს, (შეშ­ფო­თე­ბა ბევ­რი იქ­ნე­ბა) მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, კონ­ფლიქ­ტის შე­ჩე­რე­ბა მხო­ლოდ მათ შე­უძ­ლი­ათ. იმე­დი მაქვს, ომს ავ­ცდე­ბით. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ­თვის შე­დე­გე­ბი სა­სარ­გებ­ლო არ იქ­ნე­ბა. რა­ღაც მო­მენ­ტში კონ­ფლიქ­ტი შე­ჩერ­დე­ბა და ალ­ბათ, სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ას უნდა ვე­ლო­დოთ - ან ექ­სკლუ­ზი­უ­რად რუ­სულს ან რუ­სულ-თურ­ქულს. მე შე­ჩე­რე­ბის სხვა მე­ქა­ნიზმს ვერ ვხე­დავ. გა­მოვ­რი­ცხავ, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბი დას­ხდე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთ­თან გა­რე­დან იძუ­ლე­ბის გა­რე­შე სა­უ­ბარს და­ი­წყე­ბენ. ასე­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა შე­უძ­ლია რუ­სეთს მო­ახ­დი­ნოს სომ­ხეთ­ზე და თურ­ქეთს-აზერ­ბა­ი­ჯან­ზე. სხვა გა­სა­ღე­ბი არ არ­სე­ბობს", -აცხა­დებს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

მისი გან­ცხა­დე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცია რუ­სე­თის მიერ არის წა­ქე­ზე­ბუ­ლი.

"ვფიქ­რობ, ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცია რუ­სე­თის მიერ არის წა­ქე­ზე­ბუ­ლი და ამის მი­ზე­ზი გახ­ლდათ ის, რომ სომ­ხეთ­მა ფა­ში­ნი­ა­ნის მოს­ვლის შემ­დეგ, და­ი­წყო პრო­და­სავ­ლუ­რი სა­უბ­რე­ბი, დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე მსჯე­ლო­ბა, რაც რუ­სეთს ძა­ლი­ან არ მო­ე­წო­ნა. ვფიქ­რობ, რუ­სეთ­მა ამ კონ­ფლიქ­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბით გა­და­წყვი­ტა აჩ­ვე­ნოს ვერ­სია, რა შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს სომ­ხეთს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი რუ­სე­თის მფარ­ვე­ლო­ბა­ზე უარს იტყვი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­თის გეგ­მა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - ერთი მხრივ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­თხოვ­ნა ნა­წი­ლობ­რივ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, ის გარ­კვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ებს და­იბ­რუ­ნებს, სომ­ხეთს მო­უ­წევს რუ­სე­თის ორ­ბი­ტა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით ახალ გამ­ყოფ ხაზ­ზე. სად გა­ივ­ლის ეს ხაზი, არ ვიცი",-აღ­ნიშ­ნავს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

რო­გორც ექ­სპერ­ტი აღ­ნიშ­ნავს, თუ ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცია გაგ­რძელ­დე­ბა, ეს სა­ქარ­თვე­ლო­ზეც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან დიდი სიბ­რძნე მარ­თებს, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით გა­მო­ვი­დეს.

"ჩვენ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცუ­დია, რად­გან თუ რუ­სეთ­მა და თურ­ქეთ­მა და­ი­წყეს აქ­ტი­უ­რი სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან პრობ­ლე­მა­ტუ­რი იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან დიდი სიბ­რძნე მარ­თებს დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ვექ­ტო­რი, მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით გა­მო­ვი­დეთ ამ ყვე­ლაფ­რი­დან და არ გან­ვი­თარ­დეს ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რი, რო­დე­საც მთე­ლი რე­გი­ო­ნი ისევ ამ ორი ქვეყ­ნის გავ­ლე­ნის არე­ალ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
0

როგორი თვითდაჯერებულია, ჰგონია ხალხს არაფერი ესმის, ვინც ამას ექსპერტი დაარქვა იმან ზიდოს ამის ცოდვა. ერთი გაგვაგებინოს რა მოედნის შეთავაზებაზეა ლაპარაკი, ამას ისე უყვარს საქართველო, როგორც ამის ჯიშს სალა.

უი
0

ყველაფერში შტერი როგორ არის ეს საცოდავი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"კონფლიქტის გასაღები არის რუსეთსა და თურქეთში...  ჩვენ შეგვიძლია მოედანი შევთავაზოთ, მაგრამ ვეჭვობ, მის მოგვარებაში მონაწილეობა მივიღოთ" - გია ხუხაშვილი

"კონფლიქტის გასაღები არის რუსეთსა და თურქეთში...  ჩვენ შეგვიძლია მოედანი შევთავაზოთ, მაგრამ ვეჭვობ, მის მოგვარებაში მონაწილეობა მივიღოთ" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველო მზადაა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში უმასპინძლოს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქართველოს გაუჭირდება ამ თემის მედიაცია, რადგან აღნიშნული საკითხი ისეთი მსხვილი მოთამაშეების საქმეა, როგორიც რუსეთი და თურქეთია.

"თავისთავად ეს განცხადება მისასალმებელია. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს გაუჭირდება ამ თემის მედიაცია, რადგან უფრო მსხვილი მოთამაშეების საქმეა. ვფიქრობ, ამ კონფლიქტის გასაღები არის რუსეთსა და თურქეთში. ჩვენ შეგვიძლია მოედანი შევთავაზოთ, მაგრამ სკეპტიკურად ვუყურებ საკითხს, რომ რამენაირად კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობა მივიღოთ. ტექნიკურად შეგვიძლია ეს ფუნქცია ვიკისროთ, მაგრამ საკითხი უფრო დიდი მოთამაშეების საქმეა", - აცხადებს ხუხაშვილი.

მისი ვარაუდით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებას არ დათანხმდებიან. ის გამორიცხავს, რომ გარე პოლიტიკური ძალების ჩარევის გარეშე, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა დიალოგი დაიწყონ.

"ასეთი კონფლიქტების მოგვარება დიდი მოთამაშეების მიერ ხდება. სამწუხაროდ, ამიერკავკასიის მოედანზე ჯერჯერობით ამ კონფლიქტთან დაკავშირებით აქტიური მოთამაშე რუსეთია, რომლის პროტექტორატის ქვეშ სომხეთი წლების განმავლობაში იყო და მეორე მხრივ - თურქეთი, რომლის ტანდემი აზერბაიჯანთან საყოველთაოდ ცნობილია. ევროკავშირს და აშშ-ს შეუძლია, შეშფოთდეს, (შეშფოთება ბევრი იქნება) მაგრამ რეალურად, კონფლიქტის შეჩერება მხოლოდ მათ შეუძლიათ. იმედი მაქვს, ომს ავცდებით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის შედეგები სასარგებლო არ იქნება. რაღაც მომენტში კონფლიქტი შეჩერდება და ალბათ, სამშვიდობო მისიას უნდა ველოდოთ - ან ექსკლუზიურად რუსულს ან რუსულ-თურქულს. მე შეჩერების სხვა მექანიზმს ვერ ვხედავ. გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები დასხდებიან და ერთმანეთთან გარედან იძულების გარეშე საუბარს დაიწყებენ. ასეთი ზემოქმედება შეუძლია რუსეთს მოახდინოს სომხეთზე და თურქეთს-აზერბაიჯანზე. სხვა გასაღები არ არსებობს", -აცხადებს ხუხაშვილი.

მისი განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაცია რუსეთის მიერ არის წაქეზებული.

"ვფიქრობ, ვითარების ესკალაცია რუსეთის მიერ არის წაქეზებული და ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ სომხეთმა ფაშინიანის მოსვლის შემდეგ, დაიწყო პროდასავლური საუბრები, დემოკრატიაზე მსჯელობა, რაც რუსეთს ძალიან არ მოეწონა. ვფიქრობ, რუსეთმა ამ კონფლიქტის პროვოცირებით გადაწყვიტა აჩვენოს ვერსია, რა შეიძლება დაემართოს სომხეთს იმ შემთხვევაში, თუ ისინი რუსეთის მფარველობაზე უარს იტყვიან. შესაბამისად, რუსეთის გეგმა ძალიან მარტივია - ერთი მხრივ, აზერბაიჯანის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდება, ის გარკვეულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, სომხეთს მოუწევს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება და ეს ყველაფერი განხორციელდება შესაბამისი სამშვიდობო მისიის ორგანიზებით ახალ გამყოფ ხაზზე. სად გაივლის ეს ხაზი, არ ვიცი",-აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, თუ ვითარების ესკალაცია გაგრძელდება, ეს საქართველოზეც უარყოფითად აისახება. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებას ძალიან დიდი სიბრძნე მართებს, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს.

"ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან ცუდია, რადგან თუ რუსეთმა და თურქეთმა დაიწყეს აქტიური სამშვიდობო მისიის განხორციელება კავკასიის რეგიონში, ეს ჩვენთვის ძალიან პრობლემატური იქნება. ძალიან დიდი სიბრძნე მართებს დღეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი განვითარების ვექტორი, მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ყველაფრიდან და არ განვითარდეს ყველაზე ცუდი სცენარი, როდესაც მთელი რეგიონი ისევ ამ ორი ქვეყნის გავლენის არეალში აღმოჩნდება", - განაცხადა ხუხაშვილმა.

"თამარ ჟვანიას ჯილდო ეკუთვნის, რომ იმ შეურაცხყოფას ითმენს, რაც განსაკუთრებით არჩევნების პირველ ღამეს მოითმინა" - ირაკლი კობახიძე

"პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე საუბარი რიტორიკაა.. იქნებ შეაშინონ და პარლამენტში შეათრიონ" - ხუხაშვილი

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მზადება დაიწყო" - კობახიძე