პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზერბაიჯანი ესაუბრება თურქეთს, სომხეთი - რუსეთს და ვის ესაუბრება საქართველო, რომ რეგიონალურ კონფლიქტში, რომელიც კარს არის მომდგარი, მიიღოს გარანტიები სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით?!"
"აზერბაიჯანი ესაუბრება თურქეთს, სომხეთი - რუსეთს და ვის ესაუბრება საქართველო, რომ რეგიონალურ კონფლიქტში, რომელიც კარს არის მომდგარი, მიიღოს გარანტიები სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით?!"

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ესა­უბ­რე­ბა თურ­ქეთს, სომ­ხე­თი ესა­უბ­რე­ბა რუ­სეთს და ვის ესა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, რომ ამ რე­გი­ო­ნა­ლურ კონ­ფლიქ­ტში, რო­მე­ლიც კარს არის მომ­დგა­რი, მი­ი­ღოს გა­რან­ტი­ე­ბი სამ­ხედ­რო უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით?! - ამის შე­სა­ხებ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ, ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა, „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და.

მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი თვლის, რომ სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ხი­ფა­თო ნიშ­ნულ­ზე მი­ვი­და და სა­ქარ­თვე­ლო ამ სი­ტუ­ა­ცი­ას სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ხვდე­ბა.

მისი შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს იმე­დი, რომ ეს და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გვერდს აუვ­ლის.

„ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ომში გა­დაზ­რდის დიდი შან­სი არ­სე­ბობს. ეს არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა. მან, შე­საძ­ლოა, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღოს და ამა­ზე მი­უ­თი­თებს თურ­ქე­თის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რუ­სე­თის პო­ზი­ცია და სომ­ხე­თის მო­წო­დე­ბა რუ­სე­თის მი­მართ, რომ და­ეხ­მა­როს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

გარ­და ამი­სა, ამა­ზე სა­უბ­რობს ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ვი­დან ავი­რი­დოთ რე­გი­ო­ნა­ლუ­რად ამის გან­ვი­თა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ამ სი­ტუ­ა­ცი­ას, სამ­წუ­ხა­როდ, სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დებ­ლად ხვდე­ბა და მხო­ლოდ და მხო­ლოდ სე­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, რო­მე­ლიც არა­სე­რი­ო­ზუ­ლია.

4 ივ­ლი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბი­დან ყვე­ლა ნი­შა­ნი იყო, რომ ორი­ვე მხა­რე სე­რი­ო­ზუ­ლი სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. ეს 27 სექ­ტემ­ბერს სე­რი­ო­ზულ სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ის მზად არის და­იბ­რუ­ნოს სომ­ხე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლია და ასე­ვე, სე­რი­ო­ზუ­ლია თურ­ქე­თის გან­ცხა­დე­ბა, რომ მზად არის აზერ­ბა­ი­ჯანს გვერ­დით და­უდ­გეს. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უბ­რა­ლოდ გა­მორ­ჩათ ეს სა­კი­თხი და არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­უდ­გნენ და მხო­ლოდ იმის იმე­დი აქვთ, რომ ეს სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა ჩა­ცხრე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს გვერდს აუვ­ლის“, - გა­ნა­ცხა­და ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აშშ-სთან სა­უ­ბა­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა და­ი­წყოს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა და ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტი სწო­რედ შტა­ტე­ბია.

„20 ივ­ლი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­და­ედ­გა ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან ამე­რი­კას­თან და ევ­რო­კავ­შირ­თან ამ თე­მა­ზე. თუ ეს და­პი­რის­პი­რე­ბა ომში გა­და­ი­ზარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა და ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ესა­უბ­რა ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან ამე­რი­კას­თან, რო­მე­ლიც არის ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტი სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის და და­ცუ­ლო­ბის. სხვა მო­სა­უბ­რე და მო­კავ­ში­რე სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყავს. ეს მო­მენ­ტი ხე­ლი­დან იქნა გაშ­ვე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს პრო­ცე­სი, რაც შე­იძ­ლე­ბა, მალე და­ი­წყოს და დრო არ და­ი­კარ­გოს, რად­გან ჩვენ გვჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა იმის­თვის, რომ არ აღ­მოვ­ჩნდეთ ჩათ­რე­უ­ლი რე­გი­ო­ნა­ლურ კონ­ფლიქ­ტში თუ აზერ­ბა­ი­ჯანს მხარ­ში ამო­უდ­გა თურ­ქე­თი და სომ­ხეთს რუ­სე­თი, რისი სა­შიშ­რო­ე­ბაც, რა თქმა უნდა, არ უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, მე­ო­რე დღეა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში სო­მეხ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ სამ­ხედ­რო­ებს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მხა­რე­ე­ბი მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად ამ დრომ­დე და­ღუ­პუ­ლია 21 და და­შა­ვე­ბუ­ლია ასო­ბით ადა­მი­ა­ნი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ღუ­პუ­ლებ­სა და და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც არი­ან.

ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თუ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყოს - ეს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სიც არის და ასეც იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, ამის ნიშ­ნე­ბი არ ჩანს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ciuri
1

mainteresebs hvenc gvqonda omebi magram am qveknebs ar sheqmniat problema.piriqit somxebma me mgoni xeli moitbo/ase rom kvelaperi kargad iqneba.kvela mis tavs mouvlis.davigale.davigale.davigale.raime kargze ilaparaket.

"ობიექტური შემფასებელი"
2

თქვენს ვითომ "რიტორიკულ" შეკითხვას, თუ ვის ესაუბრება საქართველო, მარტივი პასუხია: NATO-ს. ნუთუ არ იცის ბატონმა ვანომ, რომ გახარია სტოლტენბერგს უნდა შეხვდეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"აზერბაიჯანი ესაუბრება თურქეთს, სომხეთი - რუსეთს და ვის ესაუბრება საქართველო, რომ რეგიონალურ კონფლიქტში, რომელიც კარს არის მომდგარი, მიიღოს გარანტიები სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით?!"

"აზერბაიჯანი ესაუბრება თურქეთს, სომხეთი - რუსეთს და ვის ესაუბრება საქართველო, რომ რეგიონალურ კონფლიქტში, რომელიც კარს არის მომდგარი, მიიღოს გარანტიები სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით?!"

აზერბაიჯანი ესაუბრება თურქეთს, სომხეთი ესაუბრება რუსეთს და ვის ესაუბრება საქართველო, რომ ამ რეგიონალურ კონფლიქტში, რომელიც კარს არის მომდგარი, მიიღოს გარანტიები სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით?! - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა, „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მაჭავარიანი თვლის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება სახიფათო ნიშნულზე მივიდა და საქართველო ამ სიტუაციას სრულიად მოუმზადებელი ხვდება.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ ეს დაპირისპირება საქართველოს გვერდს აუვლის.

„ფართომასშტაბიან ომში გადაზრდის დიდი შანსი არსებობს. ეს არ იქნება მხოლოდ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება. მან, შესაძლოა, რეგიონალური ხასიათი მიიღოს და ამაზე მიუთითებს თურქეთის განცხადებები, რუსეთის პოზიცია და სომხეთის მოწოდება რუსეთის მიმართ, რომ დაეხმაროს აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ამაზე საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი, რომ მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ რეგიონალურად ამის განვითარება. საქართველო ამ სიტუაციას, სამწუხაროდ, სრულიად მოუმზადებლად ხვდება და მხოლოდ და მხოლოდ სესიაშვილის განცხადებებით შემოიფარგლება, რომელიც არასერიოზულია.

4 ივლისიდან მოყოლებული პირველი სამხედრო დაპირისპირებიდან ყველა ნიშანი იყო, რომ ორივე მხარე სერიოზული სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადებოდა. ეს 27 სექტემბერს სერიოზულ სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებები, რომ ის მზად არის დაიბრუნოს სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, საკმაოდ სერიოზულია და ასევე, სერიოზულია თურქეთის განცხადება, რომ მზად არის აზერბაიჯანს გვერდით დაუდგეს. საქართველოს ხელისუფლებას უბრალოდ გამორჩათ ეს საკითხი და არასერიოზულად მიუდგნენ და მხოლოდ იმის იმედი აქვთ, რომ ეს სამხედრო დაპირისპირება ჩაცხრება და საქართველოს გვერდს აუვლის“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ აშშ-სთან საუბარი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან საქართველოს მხარდაჭერა სჭირდება და ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი სწორედ შტატებია.

„20 ივლისიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაედგა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკასთან და ევროკავშირთან ამ თემაზე. თუ ეს დაპირისპირება ომში გადაიზარდა, საქართველოს გარეშე სამხედრო მოქმედებების განხორციელება წარმოუდგენელი იქნება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან აქტიურად ესაუბრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკასთან, რომელიც არის ერთადერთი გარანტი საქართველოს უსაფრთხოების და დაცულობის. სხვა მოსაუბრე და მოკავშირე საქართველოს არ ჰყავს. ეს მომენტი ხელიდან იქნა გაშვებული და მნიშვნელოვანია, ეს პროცესი, რაც შეიძლება, მალე დაიწყოს და დრო არ დაიკარგოს, რადგან ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ ჩათრეული რეგიონალურ კონფლიქტში თუ აზერბაიჯანს მხარში ამოუდგა თურქეთი და სომხეთს რუსეთი, რისი საშიშროებაც, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოვრიცხოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, მეორე დღეა მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. Reuters-ის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად ამ დრომდე დაღუპულია 21 და დაშავებულია ასობით ადამიანი. აღსანიშნავია, რომ დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

ასევე, საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ თუ დაპირისპირებულ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყოს - ეს საქართველოს ინტერესიც არის და ასეც იქნება, თუმცა, ამის ნიშნები არ ჩანს.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”

"მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან" - სტოლტენბერგისა და გახარიას შეხვედრა ბრიუსელში და საუბრის დეტალები