პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რად გინდა კიდევ ერთი სასახლე, რეჯეფ?" - თურქეთის პრეზიდენტის გრანდიოზული სასახლეები, რომელზეც მილიონები იხარჯება
"რად გინდა კიდევ ერთი სასახლე, რეჯეფ?" - თურქეთის პრეზიდენტის გრანდიოზული სასახლეები, რომელზეც მილიონები იხარჯება

"მა­შინ როცა თურ­ქე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის შე­დე­გე­ბით გა­მოწ­ვე­ულ კრი­ზისს ებ­რძვის, პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელ­თა ფუ­ლის ხარ­ჯზე სა­სახ­ლე­ებს აშე­ნებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გერ­მა­ნუ­ლი რა­დი­ო­სად­გუ­რის "დო­ი­ჩე ველე"-ს ("Deutche Welle") მიერ ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტ­ში სა­თა­უ­რით: "ერ­დო­ღა­ნის სა­სახ­ლე­ე­ბი ბი­უ­ჯე­ტის ფუ­ლით: რას აშე­ნებს თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი".

"მა­ინც რა მშე­ნებ­ლო­ბე­ბი აქვს წა­მო­წყე­ბუ­ლი თურ­ქე­თის ჯუ­მჰურ­ბაშ­ქან (პრე­ზი­დენ­ტი) რე­ჯეფ ერ­დო­ღანს? უკვე თით­ქმის ორი წე­ლია თურ­ქე­თი ღრმა ეკო­ნო­მი­კურ და ფი­ნან­სურ კრი­ზის­შია ჩაფ­ლუ­ლი. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის - ლი­რის კურ­სი ეცე­მა, უმუ­შევ­რო­ბის დონე, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებ­ში, იზ­რდე­ბა. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ კი სი­ტუ­ა­ცია უფრო და­ამ­ძი­მა. ძა­ლი­ან და­ზა­რალ­და ტუ­რის­ტუ­ლი დარ­გი - თურ­ქე­თის ეკო­ნო­მი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და შე­მო­სავ­ლი­ა­ნი სფე­რო.

თურ­ქე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლია "წელ­ზე ქა­მა­რი უფრო მაგ­რად შე­მო­ი­ჭი­როს" და რო­გორ­მე ამ კრი­ზისს გა­უძ­ლოს. ზოგი სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დის - ეს უფრო ახალ­გაზ­რდებს ეხე­ბა. და ამ დროს, იმის ნაც­ვლად, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვოს, რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნი ერთი-მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით მსხვილ­მას­შტა­ბი­ან მშე­ნებ­ლო­ბებს იწყებს", - ამ­ბო­ბენ სი­უ­ჟეტ­ში რეს­პონ­დენ­ტე­ბი.

სა­სახ­ლე აკ-სა­რაი

გრა­დი­ო­ზუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლის აკ-სა­რა­ის მშე­ნებ­ლო­ბა ერ­დო­ღან­მა 2012 წელს და­ი­ყო და 2014 წელს და­ას­რუ­ლა. ის 40-ჯერ აღე­მა­ტე­ბა თეთრ სახ­ლს და რო­გორ ამ­ბო­ბენ, 1159 ოთა­ხის­გან შედ­გე­ბა. ად­გი­ლი, სა­დაც ერ­დო­ღან­მა სა­სახ­ლე აა­შე­ნა, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის ქვეშ იყო და იქ მშე­ნებ­ლო­ბე­ბი აკ­რძა­ლუ­ლი იყო, თუმ­ცა მას ამის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია. მან ასე­ვე არაფ­რად ჩა­აგ­დო ან­კა­რის ადა­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­მარ­თლოს და სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

სი­უ­ჟეტ­ში ასე­ვე ლა­პა­რა­კია ახალ მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე:

"რად გინ­და კი­დევ ერთი სა­სახ­ლე, რე­ჯეფ? ოპო­ზი­ცი­ის კრი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, პრე­ზი­დენ­ტი მი­ლი­ო­ნებს ხარ­ჯავს ზო­გი­ერ­თი სა­დაო ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თია პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე ვა­ნის ტბის ნა­პირ­ზე.

მშე­ნებ­ლო­ბა ვა­ნის ტბა­ზე

შე­ნო­ბა ისე­თი პრო­ექ­ტით შენ­დე­ბა, რო­მე­ლიც თურქ-სელ­ჯუკ­თა მმარ­თვე­ლის, რუ­მის სულ­თნის ალა­ე­დინ ქე­ი­ყუ­ბად პირ­ვე­ლის სა­სახ­ლეს მოგ­ვა­გო­ნებს, მე-13 სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში აგე­ბულს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­სახ­ლე იმ ად­გილ­ზე აშენ­დე­ბა, სა­დაც სელ­ჯუკ­თა კი­დევ ერ­თმა ცნო­ბილ­მა სულ­თან­მა არფ-არსლან­მა ბი­ზან­ტი­ის ჯარი და­ა­მარ­ცხა, 1071 წელს.

ეს ფაქ­ტი ის­ტო­რი­ა­ში "მან­ცა­კერ­ტის ბრძო­ლის" სა­ხე­ლით არის შე­სუ­ლი. პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის ფარ­თო­ბი ზუს­ტად 1071 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი იქ­ნე­ბა. მშე­ნებ­ლო­ბა­ზე უკვე 14 მი­ლი­ო­ნი ევ­როა და­ხარ­ჯუ­ლი, თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად 4 მი­ლი­ონ ევ­როდ შე­ფას­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­სახ­ლის ამ­გებ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ას რე­ჯე­ფის სკო­ლის დრო­ინ­დე­ლი მე­გო­ბა­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ის­ტო­რი­უ­ლი "ვაჰდე­ტი­ნი", რო­მე­ლიც მა­რა­ვალ­მი­ლი­ო­ნი რე­კოსნტრუქ­ცი­ის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ად გა­მო­ცხად­და

ვა­ნის ტბა­ზე მშე­ნე­ბა­რე სა­სახ­ლის გარ­და, რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნი სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ას აშე­ნებს ოკ­ლუ­კის უბე­ში, ქა­ლაქ მარ­მა­რის­თან ახ­ლოს, ხმელ­თა­შუა ზღვის ნა­პირ­ზე. თურ­ქუ­ლი მა­ს­მე­დი­ის ცნო­ბით, ეს შე­ნო­ბაც ძა­ლი­ან ძვი­რია და და­მა­ტე­ბით, ად­გი­ლობ­რივ გა­რე­მოს ეკო­ლო­გი­ურ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს. დღე­ი­სათ­ვის 300-ოთა­ხი­ა­ნი შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ბი­უ­ჯე­ტი­დან 37 მი­ლი­ო­ნი ევრო და­ი­ხარ­ჯა. ფუნ­და­მენ­ტი­სათ­ვის ად­გი­ლის გა­საწ­მენ­დად თით­ქმის 50 ათა­სი მრა­ვალ­წლი­ა­ნი ხე იქნა მოჭ­რი­ლი", იხი­ლეთ სრუ­ლად

ავტორი:

"რად გინდა კიდევ ერთი სასახლე, რეჯეფ?" - თურქეთის პრეზიდენტის გრანდიოზული სასახლეები, რომელზეც მილიონები იხარჯება

"რად გინდა კიდევ ერთი სასახლე, რეჯეფ?" - თურქეთის პრეზიდენტის გრანდიოზული სასახლეები, რომელზეც მილიონები იხარჯება

"მაშინ როცა თურქეთის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის შედეგებით გამოწვეულ კრიზისს ებრძვის, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გადასახადის გადამხდელთა ფულის ხარჯზე სასახლეებს აშენებს", - აღნიშნულია გერმანული რადიოსადგურის "დოიჩე ველე"-ს ("Deutche Welle") მიერ ეთერში გასულ სიუჟეტში სათაურით: "ერდოღანის სასახლეები ბიუჯეტის ფულით: რას აშენებს თურქეთის პრეზიდენტი".

"მაინც რა მშენებლობები აქვს წამოწყებული თურქეთის ჯუმჰურბაშქან (პრეზიდენტი) რეჯეფ ერდოღანს? უკვე თითქმის ორი წელია თურქეთი ღრმა ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისშია ჩაფლული. ეროვნული ვალუტის - ლირის კურსი ეცემა, უმუშევრობის დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, იზრდება. კორონავირუსის პანდემიამ კი სიტუაცია უფრო დაამძიმა. ძალიან დაზარალდა ტურისტული დარგი - თურქეთის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი და შემოსავლიანი სფერო.

თურქეთის მოსახლეობა იძულებულია "წელზე ქამარი უფრო მაგრად შემოიჭიროს" და როგორმე ამ კრიზისს გაუძლოს. ზოგი საზღვარგარეთ მიდის - ეს უფრო ახალგაზრდებს ეხება. და ამ დროს, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა მძიმე სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს, რეჯეფ ერდოღანი ერთი-მეორის მიყოლებით მსხვილმასშტაბიან მშენებლობებს იწყებს", - ამბობენ სიუჟეტში რესპონდენტები.

სასახლე აკ-სარაი

გრადიოზული საპრეზიდენტო სასახლის აკ-სარაის მშენებლობა ერდოღანმა 2012 წელს დაიყო და 2014 წელს დაასრულა. ის 40-ჯერ აღემატება თეთრ სახლს და როგორ ამბობენ, 1159 ოთახისგან შედგება. ადგილი, სადაც ერდოღანმა სასახლე ააშენა, სახელმწიფო დაცვის ქვეშ იყო და იქ მშენებლობები აკრძალული იყო, თუმცა მას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მან ასევე არაფრად ჩააგდო ანკარის ადამინისტრაციული სასამართლოს და სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება მშენებლობის შეჩერების თაობაზე.

სიუჟეტში ასევე ლაპარაკია ახალ მშენებლობებზე:

"რად გინდა კიდევ ერთი სასახლე, რეჯეფ? ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, პრეზიდენტი მილიონებს ხარჯავს ზოგიერთი სადაო ობიექტის მშენებლობაზე, რომელთაგან ერთ-ერთია პრეზიდენტის სასახლე ვანის ტბის ნაპირზე.

მშენებლობა ვანის ტბაზე

შენობა ისეთი პროექტით შენდება, რომელიც თურქ-სელჯუკთა მმართველის, რუმის სულთნის ალაედინ ქეიყუბად პირველის სასახლეს მოგვაგონებს, მე-13 საუკუნის 20-იან წლებში აგებულს. ოფიციალური მონაცემებით, სასახლე იმ ადგილზე აშენდება, სადაც სელჯუკთა კიდევ ერთმა ცნობილმა სულთანმა არფ-არსლანმა ბიზანტიის ჯარი დაამარცხა, 1071 წელს.

ეს ფაქტი ისტორიაში "მანცაკერტის ბრძოლის" სახელით არის შესული. პრეზიდენტის სასახლის ფართობი ზუსტად 1071 კვადრატული მეტრი იქნება. მშენებლობაზე უკვე 14 მილიონი ევროა დახარჯული, თუმცა თავდაპირველად 4 მილიონ ევროდ შეფასდა. როგორც ამბობენ, სასახლის ამგებ სამშენებლო კომპანიას რეჯეფის სკოლის დროინდელი მეგობარი ხელმძღვანელობს.

ისტორიული "ვაჰდეტინი", რომელიც მარავალმილიონი რეკოსნტრუქციის შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციად გამოცხადდა

ვანის ტბაზე მშენებარე სასახლის გარდა, რეჯეფ ერდოღანი საზაფხულო რეზიდენციას აშენებს ოკლუკის უბეში, ქალაქ მარმარისთან ახლოს, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე. თურქული მასმედიის ცნობით, ეს შენობაც ძალიან ძვირია და დამატებით, ადგილობრივ გარემოს ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს. დღეისათვის 300-ოთახიანი შენობის მშენებლობაზე ბიუჯეტიდან 37 მილიონი ევრო დაიხარჯა. ფუნდამენტისათვის ადგილის გასაწმენდად თითქმის 50 ათასი მრავალწლიანი ხე იქნა მოჭრილი", იხილეთ სრულად

ავიაკატასტროფა უკრაინაში - ბორტზე მყოფი 27 ადამიანიდან 25 დაიღუპა

"ეფექტური ვაქცინის გამოყენებამდე კორონავირუსმა, შესაძლოა, 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს" - ჯანმო-ს წარმომადგენელი

იშვიათი შემთხვევა - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობისთვის ბოდიში მოიხადა