პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"60 წლამდე კორონავირუსით სიკვდილიანობის შემთხვევები იშვიათია" - რა ოთხ დაავადებას ასახელებს ინფექციონისტი, რაც COVID-19 -ით გარდაცვალების რისკს ზრდის
"60 წლამდე კორონავირუსით სიკვდილიანობის შემთხვევები იშვიათია" - რა ოთხ დაავადებას ასახელებს ინფექციონისტი, რაც COVID-19 -ით გარდაცვალების რისკს ზრდის

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19 -ით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სულ უფრო იზ­რდე­ბა. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით, (0.6%) ევ­რო­პა­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს კვლავ ინარ­ჩუ­ნებს, თუმ­ცა ბოლო დღე­ე­ბის ტენ­დენ­ცია, სპე­ცი­ა­ლის­ტთა მო­საზ­რე­ბით, და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია.

ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით სულ 25 პა­ცი­ენ­ტია გარ­დაც­ვლი­ლი. შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა მათ­განს თან­მხლე­ბი მძი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და.

რა­ტომ იმა­ტებს ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა არის ის მთა­ვა­რი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი, რაც პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბას ზრდის - AMBEBI.GE-მ ამ კი­თხვე­ბით სპე­ცი­ა­ლის­ტებს მი­მარ­თა.

იმუ­ნო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19 -ით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ამ ეტაპ­ზე სა­გან­გა­შო არ არის, მთა­ვა­რია მზარ­დი ტენ­დენ­ცია არ შე­ნარ­ჩუნ­დეს.

"სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რა თქმა უნდა, ეს არ არის, მთლი­ან კონ­ტი­ნენტს რომ შევ­ხე­დოთ, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 0.4 % აქვს ის­ლან­დი­ას, 0.6 პრო­ცენ­ტი - სლო­ვა­კეთს, ხოლო ევ­რო­პის და­ნარ­ჩენ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას აქვს 1% -ზე მეტი. ჩვენ ახლა ვართ მე­სა­მე ად­გილ­ზე 0.6 %-ით, ანუ ისევ შევ­დი­ვართ იმ სა­მე­ულ­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბია გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. მაგ­რამ მთა­ვა­რია აწი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. რაც უფრო მეტი იქ­ნე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, უფრო მეტი იქ­ნე­ბა გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვიც. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიც­ვათ ყვე­ლა ის რე­გუ­ლა­ცია, რაც არ­სე­ბობს კო­რო­ნა­ვირუს­თან მი­მარ­თე­ბა­ში", - ამ­ბობს AMBEBI.GE -სთან იმუ­ნო­ლო­გი.

ის, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იზ­რდე­ბა, ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ მაია ბუ­წაშ­ვი­ლის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. სპე­ცი­ა­ლის­ტი მი­იჩ­ნევს, რომ არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კით და­იმ­სხვრა მითი, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ებ­რძვის და ამარ­ცხებს ვირუსს.

"სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რია ბოლო დღე­ე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მზარ­დი ტენ­დენ­ცია. კა­ნონ­ზო­მი­ე­რიც არის, რად­გან ჩვენ და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლი ვართ და გა­მორ­ჩე­ულ კუნ­ძუ­ლად ვერ დავ­რჩე­ბო­დით. ეს სტა­ტის­ტი­კა გვე­უბ­ნე­ბა იმას, რომ ჩვენ მსოფ­ლი­ოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­წი­ლი ვართ, ამი­ტომ ის ილუ­ზია და მი­თე­ბი, რომ ჩვენ თით­ქოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვმარ­თავთ კლი­ნი­კუ­რად ამ პან­დე­მი­ას, გა­ქარ­წყლდა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი უბ­რა­ლოდ დრო­ში გა­და­ვად­და, რაც გა­მო­იწ­ვია იმან, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩა­კე­ტი­ლი იყო. გა­იხ­სნა და იმა­ტა შემ­თხვე­ვებ­მა. შე­კა­ვე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლია, მაგ­რამ დრო­ის მო­სა­გე­ბად და მო­სამ­ზა­დებ­ლად უნდა იყოს ის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ამით თა­ვი­დან ვერ აი­ცი­ლებ ვირუსს. რა არის გა­მო­სა­ვა­ლი? გა­მო­სა­ვა­ლია ვაქ­ცი­ნა. ამი­ტომ ვაქ­ცი­ნის გა­მოშ­ვე­ბამ­დე, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვე­ცა­დოთ შე­ვა­კა­ვოთ და ვმარ­თოთ სი­ტუ­ა­ცია", - გვე­უბ­ნე­ბა მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

(გრა­ფიკ­ზე მო­ცე­მუ­ლია მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი)

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას მწვა­ვე თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ამას­თა­ნა­ვე, წამ­ყვა­ნი ფაქ­ტო­რი იყო პა­ცი­ენ­ტთა ხან­დაზ­მუ­ლო­ბა. ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტთა გან­მარ­ტე­ბით, ეს ორი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბია. მაია ბუ­წაშ­ვი­ლი ასა­ხე­ლებს იმ წამ­ყვან ოთხ და­ა­ვა­დე­ბას, რაც COVID-19 -ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბას ზრდის.

"ესე­ნია: ჭარ­ბი წონა, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, დი­ა­ბე­ტი და გულს-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში და­ფიქ­სირ­და ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბაც. სიმ­სივ­ნეც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რისკ-ფაქ­ტო­რია. და სა­ერ­თო­დაც, ნე­ბის­მი­ე­რი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი უფრო მე­ტად არის რის­კის ქვეშ, რად­გან მისი იმუ­ნი­ტე­ტი და­სუს­ტე­ბუ­ლია. ყვე­ლა­ნა­ი­რი ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში ასეა. კო­რო­ნავ­რუ­სის შემ­თხვე­ვა­ში კი­დევ ერთი თა­ვი­სე­ბუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ემა­ტე­ბა - ასა­კი. 60 წლამ­დე კო­რო­ნა­ვირუ­სით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი უკი­დუ­რე­სად იშ­ვი­ა­თია. 60 წელს ზე­მოთ კი მაჩვნე­ნე­ბე­ლი მკვეთ­რად იზ­რდე­ბა. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია 80 წელს ზე­მოთ, ნაკ­ლე­ბი, მაგ­რამ მა­ღა­ლია 70 წელს ზე­მოთ", - გვიხ­სნის ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
manana
0

ეს ბუჭაშვილი არის მამალი ნაცხროველი და სააკაშვილის მრევლი!

otari
0

ნუ აპიარებთ ამ ქალს! არის მომართული იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაიღუპოს საქართველოში!

ავტორი:

"60 წლამდე კორონავირუსით სიკვდილიანობის შემთხვევები იშვიათია" - რა ოთხ დაავადებას ასახელებს ინფექციონისტი, რაც COVID-19 -ით გარდაცვალების რისკს ზრდის

"60 წლამდე კორონავირუსით სიკვდილიანობის შემთხვევები იშვიათია" - რა ოთხ დაავადებას ასახელებს ინფექციონისტი, რაც COVID-19 -ით გარდაცვალების რისკს ზრდის

ბოლო პერიოდში საქართველოში COVID-19 -ით გარდაცვლილთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველო ვირუსით გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, (0.6%) ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს კვლავ ინარჩუნებს, თუმცა ბოლო დღეების ტენდენცია, სპეციალისტთა მოსაზრებით, დამაფიქრებელია.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით სულ 25 პაციენტია გარდაცვლილი. შესაბამისი უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანს თანმხლები მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

რატომ იმატებს ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში და რა არის ის მთავარი რისკ-ფაქტორები, რაც პაციენტის გარდაცვალების ალბათობას ზრდის - AMBEBI.GE-მ ამ კითხვებით სპეციალისტებს მიმართა.

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, საქართველოში COVID-19 -ით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის, მთავარია მზარდი ტენდენცია არ შენარჩუნდეს.

"საგანგაშო მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, ეს არ არის, მთლიან კონტინენტს რომ შევხედოთ, სიკვდილიანობა 0.4 % აქვს ისლანდიას, 0.6 პროცენტი - სლოვაკეთს, ხოლო ევროპის დანარჩენ ყველა ქვეყანას აქვს 1% -ზე მეტი. ჩვენ ახლა ვართ მესამე ადგილზე 0.6 %-ით, ანუ ისევ შევდივართ იმ სამეულში, სადაც ყველაზე ნაკლებია გარდაცვლილთა რაოდენობა. მაგრამ მთავარია აწი როგორ განვითარდება მოვლენები. რაც უფრო მეტი იქნება ინფიცირებული, უფრო მეტი იქნება გარდაცვლილთა რიცხვიც. ამიტომ მაქსიმალურად დავიცვათ ყველა ის რეგულაცია, რაც არსებობს კორონავირუსთან მიმართებაში", - ამბობს AMBEBI.GE -სთან იმუნოლოგი.

ის, რომ ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო დღეების განმავლობაში იზრდება, ინფექციონისტ მაია ბუწაშვილისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ არსებული სტატისტიკით დაიმსხვრა მითი, თითქოს საქართველო განსაკუთრებულად ებრძვის და ამარცხებს ვირუსს.

"სავსებით ლოგიკურია ბოლო დღეების სიკვდილიანობის მზარდი ტენდენცია. კანონზომიერიც არის, რადგან ჩვენ დანარჩენი მსოფლიოს ნაწილი ვართ და გამორჩეულ კუნძულად ვერ დავრჩებოდით. ეს სტატისტიკა გვეუბნება იმას, რომ ჩვენ მსოფლიოს ჩვეულებრივი ნაწილი ვართ, ამიტომ ის ილუზია და მითები, რომ ჩვენ თითქოს განსაკუთრებულად ვმართავთ კლინიკურად ამ პანდემიას, გაქარწყლდა. სინამდვილეში ეს ყველაფერი უბრალოდ დროში გადავადდა, რაც გამოიწვია იმან, რომ ყველაფერი ჩაკეტილი იყო. გაიხსნა და იმატა შემთხვევებმა. შეკავება ძალიან კარგი გამოსავალია, მაგრამ დროის მოსაგებად და მოსამზადებლად უნდა იყოს ის გამოყენებული. ამით თავიდან ვერ აიცილებ ვირუსს. რა არის გამოსავალი? გამოსავალია ვაქცინა. ამიტომ ვაქცინის გამოშვებამდე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ შევაკავოთ და ვმართოთ სიტუაცია", - გვეუბნება მაია ბუწაშვილი.

(გრაფიკზე მოცემულია მსოფლიო სტატისტიკური მაჩვენებლები)

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა აბსოლუტურ უმრავლესობას მწვავე თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, ამასთანავე, წამყვანი ფაქტორი იყო პაციენტთა ხანდაზმულობა. ინფექციონისტთა განმარტებით, ეს ორი მახასიათებელი, სიკვდილიანობის მთავარი რისკ-ფაქტორებია. მაია ბუწაშვილი ასახელებს იმ წამყვან ოთხ დაავადებას, რაც COVID-19 -ით გარდაცვალების ალბათობას ზრდის.

"ესენია: ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი და გულს-სისხლძარღვთა დაავადებები. საქართველოს შემთხვევაში დაფიქსირდა ონკოლოგიური პაციენტის გარდაცვალებაც. სიმსივნეც ასევე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია. და საერთოდაც, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი უფრო მეტად არის რისკის ქვეშ, რადგან მისი იმუნიტეტი დასუსტებულია. ყველანაირი ვირუსის შემთხვევაში ასეა. კორონავრუსის შემთხვევაში კიდევ ერთი თავისებური მაჩვენებელი ემატება - ასაკი. 60 წლამდე კორონავირუსით სიკვდილიანობის შემთხვევები უკიდურესად იშვიათია. 60 წელს ზემოთ კი მაჩვნენებელი მკვეთრად იზრდება. ყველაზე მაღალია 80 წელს ზემოთ, ნაკლები, მაგრამ მაღალია 70 წელს ზემოთ", - გვიხსნის ინფექციონისტი.

თოდუას მრავალფუნქციურ კლინიკაში პლასტიკური ქირურგიის განყოფილება გაიხსნა

საკარანტინე სასტუმროებსა თუ საავადმყოფოებში, დასუფთავებაზე ქართველი არალეგალები მუშაობენ - როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები ისრაელში, ტოტალური კარანტინის პირობებში

"მთელ რუსეთს ვანახეთ ქართული დროშით ზეიმი... ბედნიერი ვარ" - რას ყვება მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი