მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ლიტერატურული სიახლეები ელოდებათ მოზარდებს შემოდგომის საკითხავების სიისთვის?
რა ლიტერატურული სიახლეები ელოდებათ მოზარდებს შემოდგომის საკითხავების სიისთვის?

შე­მოდ­გო­მის სა­ღა­მო­ებ­სა და უქ­მე­ებს კი­თხვა ყვე­ლა­ზე მე­ტად უხ­დე­ბა. ჯერ კი­დევ თბილ ამინ­დში პარკში გა­სე­ირ­ნე­ბი­სას ან წვი­მი­ან დღეს სახ­ლში ცხელ სას­მელ­თან ერ­თად ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბა ბევ­რი თი­ნე­ი­ჯე­რის (და არა­მარ­ტო) საყ­ვა­რე­ლი ჰო­ბია.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს ახალ გა­მო­ცე­მებ­ზე სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა და ინ­ტე­რე­სის მი­ხედ­ვით და შე­მოდ­გო­მის­თვის მო­ზარ­დებს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბი ელით.

მედ­ლინ ლუ - "ტა­ძა­რი"

სულ მალე გა­მო­ი­ცე­მა მედ­ლინ ლუს "სა­გი­ჟე­თის" მე­ო­რე ნა­წი­ლი "ტა­ძა­რი". ეს მარ­თლაც სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა "სა­გი­ჟე­თის" მკი­თხვე­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე ნა­წი­ლის თარ­გმანს მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ.

მედ­ლინ ლუმ "სა­გი­ჟე­თი" 2013 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. წიგ­ნი მა­ლე­ვე მო­ექ­ცა ბესტსე­ლერ­თა სიის სა­თა­ვე­ში. 2014 წელს კი მისი გაგ­რძე­ლე­ბაც გა­მო­ვი­და. "ტა­ძა­რი" სე­რია "ლი­ბერ­თინ­სის" მკი­თხვე­ლი­სათ­ვის მალე იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

ჯენი ჰანი - "ყვე­ლა ბიჭს, რომ­ლე­ბიც მყვა­რე­ბია"

კი­დევ ერთი ახა­ლი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც "ლი­ბერ­თინ­სის" ფარ­გლებ­ში გა­მო­ვა, ეს არის ჯენი ჰა­ნის "ყვე­ლა ბიჭს, რომ­ლე­ბიც მყვა­რე­ბია". წიგ­ნის მი­ხედ­ვით NETFLIX-მა 2018 წელს ფილ­მიც გა­და­ი­ღო.

წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი 16 წლის ლარა-ჯინი გუ­ლის­ნა­დებს მხო­ლოდ წე­რი­ლებს ან­დობს და მათ სა­ქუ­დე კო­ლოფ­ში ინა­ხავს _ წე­რი­ლი სულ ხუთი ცა­ლია, იმ ბი­ჭე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ოდეს­მე ჰყვა­რე­ბია. ერთხე­ლაც, ხუ­თი­ვე წე­რი­ლი ად­რე­სა­ტებ­თან მოხ­ვდე­ბა და გო­გო­ნა სიც­რუ­ის კო­რი­ან­ტელ­ში გა­ეხ­ვე­ვა. სა­ნამ ლარა-ჯინი გა­ერ­კვე­ვა, ეს რო­გორ მოხ­და, იმა­შიც დარ­წმუნ­დე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა ტკბილ-მწა­რე მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე:

სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლია, იქ ვე­რა­გო­ბაც შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი; შე­იძ­ლე­ბა გგო­ნია, აი, სწო­რედ ეს ბიჭი მიყ­ვარ­სო, მაგ­რამ თურ­მე ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი შენ ახ­ლოს, გვერ­დით ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ, და­ნახ­ვა გჭირ­დე­ბო­და, რომ ამ­ქვეყ­ნად ოჯა­ხი ყვე­ლა­ფერ­ზე მთა­ვა­რია.

კრე­სი­და კო­უ­ე­ლი - "რო­გორ ვი­სა­უბ­როთ დრა­კო­ნულ ენა­ზე"

და­ბო­ლოს, სა­სი­ხა­რუ­ლო სი­ახ­ლე 8-12 წლის მკი­თხვე­ლი­სათ­ვის:

მალე გა­მო­ი­ცე­მა კრე­სი­და კო­უ­ე­ლის "რო­გორ მო­ვარ­ჯუ­ლოთ დრა­კო­ნის" მე­სა­მე წიგ­ნი - "რო­გორ ვი­სა­უბ­როთ დრა­კო­ნულ ენა­ზე".

"რო­გორ მო­ვარ­ჯუ­ლოთ დრა­კო­ნი" ქარ­თველ­მა ბავ­შვებ­მა ისე­ვე აღ­ტა­ცე­ბით მი­ი­ღეს, რო­გორც მათ­მა უცხო­ელ­მა თა­ნა­ტო­ლებ­მა. ამი­ტომ, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" გა­და­წყვი­ტა, მისი მე­სა­მე ნა­წი­ლიც ეთარ­გმნა.

ეს არის წიგ­ნი ბავ­შვურ და დი­დურ სამ­ყა­რო­ზე, სი­კე­თე­სა და მა­მა­ცო­ბა­ზე, მე­გობ­რო­ბა­სა და თავ­და­დე­ბა­ზე - ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც რომ ფრთებს შე­ას­ხავს ბავ­შვის ფან­ტა­ზი­ას.

ავტორი:

რა ლიტერატურული სიახლეები ელოდებათ მოზარდებს შემოდგომის საკითხავების სიისთვის?

რა ლიტერატურული სიახლეები ელოდებათ მოზარდებს შემოდგომის საკითხავების სიისთვის?

შემოდგომის საღამოებსა და უქმეებს კითხვა ყველაზე მეტად უხდება. ჯერ კიდევ თბილ ამინდში პარკში გასეირნებისას ან წვიმიან დღეს სახლში ცხელ სასმელთან ერთად ლიტერატურული სიახლეების გაცნობა ბევრი თინეიჯერის (და არამარტო) საყვარელი ჰობია.

გამომცემლობა "პალიტრა L" მუდმივად მუშაობს ახალ გამოცემებზე სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მიხედვით და შემოდგომისთვის მოზარდებს საინტერესო სიახლეები ელით.

მედლინ ლუ - "ტაძარი"

სულ მალე გამოიცემა მედლინ ლუს "საგიჟეთის" მეორე ნაწილი "ტაძარი". ეს მართლაც სასიამოვნო სიახლეა "საგიჟეთის" მკითხველებისთვის, რომლებიც მეორე ნაწილის თარგმანს მოუთმენლად ელოდნენ.

მედლინ ლუმ "საგიჟეთი" 2013 წელს გამოაქვეყნა. წიგნი მალევე მოექცა ბესტსელერთა სიის სათავეში. 2014 წელს კი მისი გაგრძელებაც გამოვიდა. "ტაძარი" სერია "ლიბერთინსის" მკითხველისათვის მალე იქნება ხელმისაწვდომი.

ჯენი ჰანი - "ყველა ბიჭს, რომლებიც მყვარებია"

კიდევ ერთი ახალი გამოცემა, რომელიც "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოვა, ეს არის ჯენი ჰანის "ყველა ბიჭს, რომლებიც მყვარებია". წიგნის მიხედვით NETFLIX-მა 2018 წელს ფილმიც გადაიღო.

წიგნის მთავარი გმირი 16 წლის ლარა-ჯინი გულისნადებს მხოლოდ წერილებს ანდობს და მათ საქუდე კოლოფში ინახავს _ წერილი სულ ხუთი ცალია, იმ ბიჭებისთვის, რომლებიც ოდესმე ჰყვარებია. ერთხელაც, ხუთივე წერილი ადრესატებთან მოხვდება და გოგონა სიცრუის კორიანტელში გაეხვევა. სანამ ლარა-ჯინი გაერკვევა, ეს როგორ მოხდა, იმაშიც დარწმუნდება, რომ ცხოვრება ტკბილ-მწარე მოულოდნელობებით არის სავსე:

სადაც სიყვარულია, იქ ვერაგობაც შეიძლება იყოს ჩასაფრებული; შეიძლება გგონია, აი, სწორედ ეს ბიჭი მიყვარსო, მაგრამ თურმე ნამდვილი სიყვარული შენ ახლოს, გვერდით ყოფილა, უბრალოდ, დანახვა გჭირდებოდა, რომ ამქვეყნად ოჯახი ყველაფერზე მთავარია.

კრესიდა კოუელი - "როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე"

დაბოლოს, სასიხარულო სიახლე 8-12 წლის მკითხველისათვის:

მალე გამოიცემა კრესიდა კოუელის "როგორ მოვარჯულოთ დრაკონის" მესამე წიგნი - "როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე".

"როგორ მოვარჯულოთ დრაკონი" ქართველმა ბავშვებმა ისევე აღტაცებით მიიღეს, როგორც მათმა უცხოელმა თანატოლებმა. ამიტომ, გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გადაწყვიტა, მისი მესამე ნაწილიც ეთარგმნა.

ეს არის წიგნი ბავშვურ და დიდურ სამყაროზე, სიკეთესა და მამაცობაზე, მეგობრობასა და თავდადებაზე - ეს ყველაფერი მართლაც რომ ფრთებს შეასხავს ბავშვის ფანტაზიას.

მზიურში ელის დოჯსონის ახალი რომანის "ამ მთისა და იმ ბარისა" წარდგენა გაიმართება

"შემოვალ ეტლით" - წიგნი ბედნიერებისათვის მებრძოლთათვის ჟურნალ "გზასთან" ერთად

ჟურნალ "გზასთან" ერთად, იწყება ახალი პროექტი - სერია „ომებსა და ადამიანებზე“