კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა - რა ვითარებაა ბათუმის კლინიკებში
კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა - რა ვითარებაა ბათუმის კლინიკებში

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ ორი­ვე პა­ცი­ენტს მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­და. მი­სი­ვე თქმით, გარ­დაც­ვლილ­თა­გან ერთი ბა­თუმ­ში მკურ­ნა­ლობ­და, ხოლო მე­ო­რე ქუ­თა­ი­სი­დან იყო ბა­თუმ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

„გარ­და­იც­ვა­ლა 2 პა­ცი­ენ­ტი. აქე­დან, ერთ-ერთი 67 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და, იყო კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე, ჰქონ­და სხვა­დას­ხვა თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა ესე­ნია: არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, ინ­სულ­ტი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, ქრო­ნი­კუ­ლი მო­ციმ­ცი­მე არით­მია და შე­სა­ბა­მი­სად, ამ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

მე­ო­რე გარ­დაც­ვლილ პა­ცი­ენ­ტსაც მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­და, ესე­ნია: შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, ინ­სულ­ტი, თა­ვის ტვი­ნის ქერ­ქის ატრო­ფია, ორ­მხრი­ვი მწვა­ვე პნევ­მო­ნია, გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მისი გა­დარ­ჩე­ნაც ვერ მო­ხერ­ხდა“, - გა­ნა­ცხა­და ინ­ფექ­ცი­უ­რი მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კორ­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 160 პა­ცი­ენ­ტი­დან 21 რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

რო­გორც ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მი გია კი­კა­ბი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, 21-დან ოთხის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხუთ პა­ცი­ენტს ჟანგბა­დი მუდ­მი­ვად მი­ე­წო­დე­ბა.

„21 პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გვყავს, აქე­დან ოთხი აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა. აქვთ ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია, ფილ­ტვის ქსო­ვი­ლის დიდი ნა­წი­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ხუთ პა­ცი­ენტს მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მი­ე­წო­დე­ბა ჟანგბა­დი, და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რია", - გა­ნა­ცხა­და გია კი­კა­ბი­ძემ.

გარ­და ამი­სა, ბა­თუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ფეხ­მძი­მე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 21-მდე გა­ი­ზარ­და. რო­გორც კლი­ნი­კის ექი­მი ნუგ­ზარ პა­პა­ვა აცხა­დებს, კლი­ნი­კა­ში ასე­ვე დედა და ახალ­შო­ბი­ლი ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბა, რომ­ლე­ბიც გუ­შინ შე­იყ­ვა­ნეს.

"ქალს სა­კე­ის­რო კვე­თა სხვა კლი­ნი­კა­ში გა­უ­კეთ­და, დედა არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­შო­ბილს, მას ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის­თვის ნი­მუშს დღეს ავუ­ღებთ. სხვა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ფეხ­მძი­მე ქალ­ბა­ტო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აცხა­დებს ნუგ­ზარ პა­პა­ვა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 3913-ს შე­ად­გენს, სა­ი­და­ნაც 1574 უკვე გა­მო­ჯან­მრთელ­და, ხოლო 22 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

beso
0

ბათუმის კლინიკებს არც მამა და არც დედა ყავს!

ავტორი:

კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა - რა ვითარებაა ბათუმის კლინიკებში

კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა - რა ვითარებაა ბათუმის კლინიკებში

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მისივე თქმით, გარდაცვლილთაგან ერთი ბათუმში მკურნალობდა, ხოლო მეორე ქუთაისიდან იყო ბათუმში გადაყვანილი.

„გარდაიცვალა 2 პაციენტი. აქედან, ერთ-ერთი 67 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, იყო კრიტიკულად მძიმე, ჰქონდა სხვადასხვა თანმხლები დაავადება ესენია: არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია და შესაბამისად, ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

მეორე გარდაცვლილ პაციენტსაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ესენია: შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია, ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და შესაბამისად, მისი გადარჩენაც ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ინფექციური მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორნავირუსით ინფიცირებული 160 პაციენტიდან 21 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი გია კიკაბიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, 21-დან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

მისი ინფორმაციით, ხუთ პაციენტს ჟანგბადი მუდმივად მიეწოდება.

„21 პაციენტი რეანიმაციაში გვყავს, აქედან ოთხი აპარატზე იმყოფება. აქვთ ორმხრივი პნევმონია, ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი დაზიანებულია. მათი მდგომარეობა მძიმეა. ხუთ პაციენტს მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ჟანგბადი, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა შედარებით სტაბილურია", - განაცხადა გია კიკაბიძემ.

გარდა ამისა, ბათუმის სამშობიარო საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმეების რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. როგორც კლინიკის ექიმი ნუგზარ პაპავა აცხადებს, კლინიკაში ასევე დედა და ახალშობილი ბავშვი იმყოფება, რომლებიც გუშინ შეიყვანეს.

"ქალს საკეისრო კვეთა სხვა კლინიკაში გაუკეთდა, დედა არის ინფიცირებული, რაც შეეხება ახალშობილს, მას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშს დღეს ავუღებთ. სხვა ინფიცირებული ფეხმძიმე ქალბატონების მდგომარეობა სტაბილურია, უსიმპტომოდ მიმდინარეობს", - აცხადებს ნუგზარ პაპავა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3913-ს შეადგენს, საიდანაც 1574 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 ადამიანი გარდაიცვალა.

"სოფელ დიღომში დაბადების დღესთან დაკავშირებული ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა" - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

თბილისის რომელ უბნებს და დღის რა მონაკვეთში შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება 23 სექტემბერს -  რა განაცხადეს "თელასში"