კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გობრონიძე - "მნიშვნელოვანია იმ საინფორმაციო „რკინის ფარდის“ გარღვევა, რითაც აფხაზური და ოსური საზოგადოება დაშორებულია ქართულ საინფორმაციო სივრცეს"
გიორგი გობრონიძე - "მნიშვნელოვანია იმ საინფორმაციო „რკინის ფარდის“ გარღვევა, რითაც აფხაზური და ოსური საზოგადოება დაშორებულია ქართულ საინფორმაციო სივრცეს"

პუ­ტი­ნი­სე­უ­ლი "ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი" - თემა, რო­მე­ლიც თით­ქოს არა­ხა­ლია, მუდ­მივ ცვლი­ლე­ბა­სა და მო­დი­ფი­კა­ცი­ას გა­ნიც­დის. ჰიბ­რი­დუ­ლი ომის პი­რო­ბებ­ში, კრემ­ლის მთა­ვარ ია­რა­ღად დე­ზინ­ფორ­მა­ცია და ის­ტო­რი­ის გა­ყალ­ბე­ბა იქცა - იც­ვლე­ბა გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბი­სა და მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ხერ­ხე­ბი მა­შინ, როცა უც­ვლე­ლი რჩე­ბა რუ­სე­თის გა­ცხა­დე­ბუ­ლი თუ გა­უ­ცხა­დე­ბე­ლი მიზ­ნე­ბი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში.

რა მიზ­ნე­ბი ამოძ­რა­ვებს რე­ა­ლუ­რად რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ვინ ან რა შე­იძ­ლე­ბა იყოს კრემ­ლის და­საყ­რდე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას - ჩვენს კი­თხვებს პო­ლი­ტო­ლო­გი, ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე პა­სუ­ხობს.

- კარ­გა ხა­ნია, რუ­სე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლად ეწ. ჰიბ­რი­დუ­ლი ომი იქცა. რა ტი­პის სა­ინ­ფორ­მა­ციო ომს აწარ­მო­ებს რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გო­რია მისი მიზ­ნე­ბი?

_ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ჰიბ­რი­დუ­ლი ომი არ გუ­ლის­ხმობს მხო­ლოდ სა­ინ­ფორ­მა­ციო ოპე­რა­ცი­ებს, არა­მედ ეს არის სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბის, მათ შო­რის სამ­ხედ­რო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბის, კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბის, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის და აშ. ერ­თობ­ლი­ო­ბა მი­მარ­თუ­ლი სა­მიზ­ნე ქვეყ­ნის, ან სა­მიზ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­სა­სუს­ტებ­ლად. იგი არ წარ­მო­ად­გენს ახალ ფე­ნო­მენს, არა­მედ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ისე­თი­ვე ძვე­ლია, რო­გორც პირ­ვე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბი და ქვეყ­ნე­ბი.

თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ქმით „ჰიბ­რი­დულ ომს“ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ 2005 წლი­დან აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ცალ­კე ინ­ტერ­ვი­უს სა­გა­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ რუ­სე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ოპე­რა­ცი­ას, ხში­რად მას შეც­დო­მით ან­ტი­და­სავ­ლურ პრო­პა­გან­დად ნათ­ლა­ვენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი იგი წარ­მო­ად­გენს ან­ტი­ქარ­თულ სა­ინ­ფორ­მა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბას, რამ­დე­ნა­დაც მისი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი, თუნ­დაც და­სავ­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­შიც, არის სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შეშ­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ოპე­რა­ცი­ე­ბი რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და ონ­ლა­ინ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო აქ­ტი­ვო­ბა არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს რუ­სუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი კონ­ვენ­ცი­უ­რი მე­დი­ის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ტიპი: ტე­ლე­ვი­ზია, რა­დიო, პრე­სა.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის სუ­ბი­ექ­ტე­ბად გვევ­ლი­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი, ასე­ვე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, კლე­რი­კა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სის ცალ­კე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

გარ­და ქვეყ­ნის შიგ­ნით მოქ­მე­დი სუ­ბი­ექ­ტე­ბი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აღ­ვნიშ­ნოთ ის ჯგუ­ფე­ბი და ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ ქვეყ­ნის გა­რეთ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დი ჯგუ­ფის, ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ოპე­რა­ცი­ე­ბი კი კომ­პლექ­სუ­რი და სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თის მა­ტა­რე­ბე­ლია. მის ძი­რი­თად ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­მო­რა­ლი­ზა­ცია და ფრაგ­მენ­ტა­ცია, ქვე­ყა­ნა­ში და­უც­ვე­ლო­ბის, ში­ში­სა და არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის ატ­მოს­ფე­როს შექ­მნა, ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის დე­ლე­გი­ტი­მა­ცია და და­სავ­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის რღვე­ვა.

_ რო­გორ ფიქ­რობთ, რა საფრ­თხე­ებს შე­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის პუ­ტი­ნი­სე­უ­ლი "ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი"- დე­ზინ­ფორ­მა­ცია და ის­ტო­რი­ის შეც­ვლი­სა და გა­ყალ­ბე­ბის მუდ­მი­ვი ცდა?

_ ის­ტო­რია არ არის თქმუ­ლე­ბე­ბი­სა და ძვე­ლი ამ­ბე­ბის კრე­ბუ­ლი. ის­ტო­რია არის გზა, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ დრო­სა და სივ­რცე­ში გა­ი­ა­რა ერმა. თუ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს შე­ვა­და­რებთ ცო­ცხალ ორ­გა­ნიზმს, მა­შინ მისი ის­ტო­რია არის ერ­თგვა­რი ბი­ოგ­რა­ფია, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას შე­ფას­დეს სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვლი­ლი გზა, გა­კეთ­დეს ანა­ლი­ზი, რო­გორც წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის, ისე სა­ხელ­მწი­ფოს მიღ­წე­ვე­ბის. შე­სა­ბა­მი­სად, ის­ტო­რი­ის გა­ყალ­ბე­ბა მძლავ­რი ია­რა­ღია ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლის ხელ­ში, რად­გან ამ­გვა­რად არის მცდე­ლო­ბა მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მეხ­სი­ე­რე­ბა­ზე, შექ­მნას მისი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის შე­სა­ბა­მი­სი ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო, რო­გორც სა­მიზ­ნე ქვე­ყა­ნა­ში, ისე - სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ფორ­მა­ციო ველ­ში.

და­სავ­ლურ დე­მოკ­რა­ტი­ულ სივ­რცე­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, ის­ტო­რი­ის გა­ყალ­ბე­ბის გზით სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბე­ბის შექ­მნა ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი არ­სე­ბუ­ლი, ან პო­ტენ­ცი­უ­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

ის­ტო­რი­ის გა­ყალ­ბე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა, მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი ხდე­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნე­ბი­დან, არის საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო და სა­ჭი­რო­ებს ზუსტ, მიზ­ნობ­რივ რე­ა­გი­რე­ბას.

_ რო­გორც იცით, დე-ფაქ­ტო ცხინ­ვა­ლი რუ­სე­თის დუ­მას მი­მარ­თავს თხოვ­ნით, აღი­ა­როს ქარ­თვე­ლე­ბის მიერ ოსე­ბის გე­ნო­ცი­დი, რო­მე­ლიც, თით­ქოს, 1920 წელს მოხ­და. რა მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებს ეწ სამ­ხრეთ ოსე­თის დე-ფაქ­ტო მთავ­რო­ბას, რის მიღ­წე­ვას ცდი­ლობს იგი არარ­სე­ბულ გე­ნო­ციდ­ზე აპე­ლი­რე­ბით?

_ ეწ. „სამ­ხრეთ ოსე­თის“ პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი ამ­გვა­რად ქმნის ერ­თგვარ ეროვ­ნულ ნა­რა­ტივს, რო­მელ­ზეც აფუძ­ნებს ოსურ ნა­ცი­ო­ნა­ლურ პრო­ექტს. სა­კუ­თა­რი თა­ვის თუნ­დაც არ არ­სე­ბუ­ლი გე­ნო­ცი­დის მსხვერ­პლად წარ­მო­ჩე­ნა ერ­თგვარ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას აძ­ლევს აგ­რე­სი­ულ სე­პა­რა­ტიზმს, ეთ­ნი­კურ წმენ­დას და იმ ნა­ბი­ჯებს, რო­მელ­საც ეფუძ­ნე­ბა მო­ცე­მუ­ლი წარ­მო­ნაქ­მნის ილუ­ზო­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა.

სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, მაგ­რამ ოსუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი, ისე­ვე რო­გორც აფხა­ზუ­რი, სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფუნ­და­მენ­ტად სწო­რედ ქარ­თველ­თა მი­მართ ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ან­ტა­გო­ნიზმს მო­ი­აზ­რებს.

_ რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია საფრ­თხე, რომ 1920 წლის აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბის ფაქტს რუ­სე­თი გე­ნო­ცი­დად მო­ნათ­ლავს?

_ იმ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ უკვე გა­მო­ა­ცხა­და 2008 წლის აგ­რე­სი­ის შე­დე­გად ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად, არ შე­იძ­ლე­ბა იმის გა­მო­რი­ცხვა, რომ რუ­სე­თის დუმა აღი­ა­რებს ეთ­ნი­კუ­რი ოსე­ბის გე­ნო­ციდს, რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი აღი­ა­რე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის და­მა­ტე­ბით გა­რე­მო­ე­ბას.

თუმ­ცა, უფრო მა­ღა­ლია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნულ თე­მას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვაჭ­როდ გა­მო­ი­ყე­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რო­გორც ქარ­თულ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ურ, სა­ინ­ფორ­მა­ციო და პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ქარ­თუ­ლი პო­ზი­ცია იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტუ­რო­ბით, რათა არ გავ­ხდეთ, ერთი მხრივ, მძევ­ლე­ბი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მიერ გა­მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბის, მე­ო­რე მხრივ, კი არ მო­უ­წი­ოს სა­ხელ­მწი­ფოს რე­სურ­სე­ბის ხარ­ჯვა , რათა მო­ახ­დი­ნოს არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­ვრცო­ბა არა მხო­ლოდ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­ზე, არა­მედ გა­მო­გო­ნილ გე­ნო­ციდ­ზეც.

თუკი მოს­კო­ვი შეძ­ლებს აი­ძუ­ლოს და­სავ­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ილა­პა­რა­კოს ქარ­თვე­ლე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ გე­ნო­ციდ­ზე, მა­შინ მას ექ­ნე­ბა შან­სე­ბი გა­ზარ­დოს ოსუ­რი და აფხა­ზუ­რი იდე­ის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სო­ლი­და­რო­ბაც.

_ ის­ტო­რი­კო­სე­ბი­სა და მკვლევ­რე­ბი­სა­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ჯგუ­ფი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს 1920 წელს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნის დო­კუ­მენ­ტუ­რად წარ­მო­ჩე­ნა­ზე. "ცხინ­ვა­ლი 1920" კი იქ­ნე­ბა ფილ­მი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ის­ტო­რი­ულ სი­ნამ­დვი­ლეს ასა­ხავს - რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რუ­სე­თის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი­სა და პრო­პა­გან­დის პი­რო­ბებ­ში მსგავ­სი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას?

_ მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, არ­სე­ბობ­დეს სწო­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გზავ­ნი­ლე­ბი რო­გორც ქარ­თულ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის, ასე­ვე მო­ცე­მულ რე­გი­ო­ნებ­ში ქარ­თველ­თა უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ და­სავ­ლე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით პოსტ-საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ამა თუ იმ ერის უფ­ლე­ბა - იცხოვ­როს კონ­კრე­ტულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბით. არ­სე­ბობს ერ­თგვა­რი „ძი­რძვე­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი სა­კუთ­რე­ბის“ პა­რა­დიგ­მა. ამ­დე­ნად, ის­ტო­რი­ის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს,

_ ბუ­ნებ­რი­ვია, მხო­ლოდ ერთი ფილ­მი ვერ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი პუ­ტი­ნის პრო­პა­გან­დის­ტულ მან­ქა­ნას­თან და­სა­პი­რის­პი­რებ­ლად, რად­გან მათი კამ­პა­ნია გა­ცი­ლე­ბით მრა­ვალ­მხრი­ვია - რო­გო­რია თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა, რა უნდა და­უ­პი­რის­პირ­დეს რუ­სე­თი­დან მო­მა­ვალ მსგავ­სი ტი­პის საფრ­თხე­ებს, რო­გორ სა­ხელ­მწი­ფო, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დო­ნე­ზე?

_ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტი­პის ქვე­ყა­ნამ შეძ­ლოს გა­უმკლავ­დეს რუ­სე­თის ტი­პის სა­ხელ­მწი­ფოს­გან მომ­დი­ნა­რე სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის საფრ­თხე­ებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობ­დეს იმ ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც თა­ვად არი­ან რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ოპე­რა­ცი­ე­ბის სა­მიზ­ნე.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქარ­თუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი სივ­რცე იყოს აქ­ტი­უ­რი. დღეს პრაქ­ტი­კუ­ლად არ მიმ­დი­ნა­რე­ობს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მეც­ნი­ე­რუ­ლი და ექ­სპერ­ტუ­ლი კვლე­ვა და ანა­ლი­ზი. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, არ არ­სე­ბობს სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რომ­ლი­თაც სტუ­დენ­ტე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტე­ბის ის­ტო­რი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, ცოდ­ნის და ექ­სპერ­ტი­ზის ნაკ­ლე­ბო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ასუს­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­უ­წი­ოს პრო­პორ­ცი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ­სე­ბულ სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის საფრ­თხე­ებს.

ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გზას სა­ინ­ფორ­მა­ციო ომში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად წარ­მო­ად­გენს შეღ­წე­ვა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო ველ­ში. იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ შეძ­ლოს რა­ი­მე სა­ხის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა სა­ინ­ფორ­მა­ციო ომში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ სა­ინ­ფორ­მა­ციო „რკი­ნის ფარ­დის“ გარ­ღვე­ვა, რი­თაც აფხა­ზუ­რი და ოსუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­შო­რე­ბუ­ლია ქარ­თულ სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცეს.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

გიორგი გობრონიძე - "მნიშვნელოვანია იმ საინფორმაციო „რკინის ფარდის“ გარღვევა, რითაც აფხაზური და ოსური საზოგადოება დაშორებულია ქართულ საინფორმაციო სივრცეს"

გიორგი გობრონიძე - "მნიშვნელოვანია იმ საინფორმაციო „რკინის ფარდის“ გარღვევა, რითაც აფხაზური და ოსური საზოგადოება დაშორებულია ქართულ საინფორმაციო სივრცეს"

პუტინისეული "ისტორიის გაკვეთილები" - თემა, რომელიც თითქოს არახალია, მუდმივ ცვლილებასა და მოდიფიკაციას განიცდის. ჰიბრიდული ომის პირობებში, კრემლის მთავარ იარაღად დეზინფორმაცია და ისტორიის გაყალბება იქცა - იცვლება გავლენის მოპოვებისა და მისი შენარჩუნების ხერხები მაშინ, როცა უცვლელი რჩება რუსეთის გაცხადებული თუ გაუცხადებელი მიზნები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

რა მიზნები ამოძრავებს რეალურად რუსეთის ხელისუფლებას, ვინ ან რა შეიძლება იყოს კრემლის დასაყრდენი საქართველოში და რა მნიშვნელობა აქვს რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული პროექტების განხორციელებას - ჩვენს კითხვებს პოლიტოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გობრონიძე პასუხობს.

- კარგა ხანია, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ნაწილად ეწ. ჰიბრიდული ომი იქცა. რა ტიპის საინფორმაციო ომს აწარმოებს რუსეთი საქართველოში და როგორია მისი მიზნები?

_ უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჰიბრიდული ომი არ გულისხმობს მხოლოდ საინფორმაციო ოპერაციებს, არამედ ეს არის სხვადასხვა ღონისძიების, მათ შორის სამხედრო პროვოკაციების, ეკონომიკური სანქციების, კიბერთავდასხმების, ტერორისტული აქტების და აშ. ერთობლიობა მიმართული სამიზნე ქვეყნის, ან სამიზნე საზოგადოების დასასუსტებლად. იგი არ წარმოადგენს ახალ ფენომენს, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ისეთივე ძველია, როგორც პირველი ცივილიზაციები და ქვეყნები.

თანამედროვე აღქმით „ჰიბრიდულ ომს“ რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ 2005 წლიდან აქტიურად ახორციელებს, თუმცა აღნიშნული ცალკე ინტერვიუს საგანია.

რაც შეეხება უშუალოდ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციას, ხშირად მას შეცდომით ანტიდასავლურ პროპაგანდად ნათლავენ, სინამდვილეში კი იგი წარმოადგენს ანტიქართულ საინფორმაციო ღონისძიებათა ერთობლიობას, რამდენადაც მისი ძირითადი მიზანი, თუნდაც დასავლური ინსტიტუტებისა და ღირებულებების დისკრედიტაციის შემთხვევაშიც, არის საქართველოს ინტერესების რეალიზაციის ხელშეშლა.

საქართველოში რუსული საინფორმაციო ოპერაციები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. პირველ რიგში, აღსანიშნავია, სოციალური ქსელები და ონლაინ მედიასაშუალებები, თუმცა რუსული საინფორმაციო აქტივობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ინტერნეტ სივრცით. განსაკუთრებული შეშფოთების საგანია ის გარემოება, რომ საქართველოში არსებობს რუსული გზავნილების მატარებელი კონვენციური მედიის პრაქტიკულად ყველა ტიპი: ტელევიზია, რადიო, პრესა.

გარდა აღნიშნულისა, რუსული საინფორმაციო პოლიტიკის სუბიექტებად გვევლინება ქვეყანაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი, ასევე არაფორმალური გაერთიანებები, კლერიკალური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, პოლიტიკური კლასის ცალკეული წარმომადგენლები.

გარდა ქვეყნის შიგნით მოქმედი სუბიექტებისა, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ის ჯგუფები და ინსტიტუტები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ქვეყნის გარეთ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის, ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ. შესაბამისად, რუსული საინფორმაციო პოლიტიკის ინსტრუმენტები საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანი, რუსული საინფორმაციო ოპერაციები კი კომპლექსური და სისტემური ხასიათის მატარებელია. მის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ქართული საზოგადოების დემორალიზაცია და ფრაგმენტაცია, ქვეყანაში დაუცველობის, შიშისა და არასრულფასოვნების ატმოსფეროს შექმნა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის დელეგიტიმაცია და დასავლური ფასეულობების რღვევა.

_ როგორ ფიქრობთ, რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსათვის პუტინისეული "ისტორიის გაკვეთილები"- დეზინფორმაცია და ისტორიის შეცვლისა და გაყალბების მუდმივი ცდა?

_ ისტორია არ არის თქმულებებისა და ძველი ამბების კრებული. ისტორია არის გზა, რომელიც კონკრეტულ დროსა და სივრცეში გაიარა ერმა. თუ ჩვენს სახელმწიფოს შევადარებთ ცოცხალ ორგანიზმს, მაშინ მისი ისტორია არის ერთგვარი ბიოგრაფია, რომელიც იძლევა საშუალებას შეფასდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების განვლილი გზა, გაკეთდეს ანალიზი, როგორც წარსულში დაშვებული შეცდომების, ისე სახელმწიფოს მიღწევების. შესაბამისად, ისტორიის გაყალბება მძლავრი იარაღია ნებისმიერი ძალის ხელში, რადგან ამგვარად არის მცდელობა მოახდინოს გავლენა საზოგადოებრივ მეხსიერებაზე, შექმნას მისი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისი ხელსაყრელი გარემო, როგორც სამიზნე ქვეყანაში, ისე - საერთაშორისო საინფორმაციო ველში.

დასავლურ დემოკრატიულ სივრცეში საზოგადოებრივ აზრს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებზე, შესაბამისად, ისტორიის გაყალბების გზით საქართველოს და ქართული საზოგადოების მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნა ნეგატიურ გავლენას მოახდენს საქართველოსა და მისი არსებული, ან პოტენციური მოკავშირეების ურთიერთობაზე.

ისტორიის გაყალბების ნებისმიერი მცდელობა, მით უფრო მაშინ, როდესაც აღნიშნული ხდება საკმაოდ მაღალი ტრიბუნებიდან, არის საკმაოდ სახიფათო და საჭიროებს ზუსტ, მიზნობრივ რეაგირებას.

_ როგორც იცით, დე-ფაქტო ცხინვალი რუსეთის დუმას მიმართავს თხოვნით, აღიაროს ქართველების მიერ ოსების გენოციდი, რომელიც, თითქოს, 1920 წელს მოხდა. რა მიზანი ამოძრავებს ეწ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობას, რის მიღწევას ცდილობს იგი არარსებულ გენოციდზე აპელირებით?

_ ეწ. „სამხრეთ ოსეთის“ პოლიტიკური კლასი ამგვარად ქმნის ერთგვარ ეროვნულ ნარატივს, რომელზეც აფუძნებს ოსურ ნაციონალურ პროექტს. საკუთარი თავის თუნდაც არ არსებული გენოციდის მსხვერპლად წარმოჩენა ერთგვარ ლეგიტიმაციას აძლევს აგრესიულ სეპარატიზმს, ეთნიკურ წმენდას და იმ ნაბიჯებს, რომელსაც ეფუძნება მოცემული წარმონაქმნის ილუზორული სახელმწიფოებრიობა.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ოსური პოლიტიკური კლასი, ისევე როგორც აფხაზური, საკუთარი ეროვნული პროექტის ფუნდამენტად სწორედ ქართველთა მიმართ ეთნიკურ ნიადაგზე დაფუძნებულ ანტაგონიზმს მოიაზრებს.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია საფრთხე, რომ 1920 წლის აჯანყების ჩახშობის ფაქტს რუსეთი გენოციდად მონათლავს?

_ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ უკვე გამოაცხადა 2008 წლის აგრესიის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ რუსეთის დუმა აღიარებს ეთნიკური ოსების გენოციდს, როგორც აღნიშნული აღიარების ლეგიტიმაციის დამატებით გარემოებას.

თუმცა, უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ აღნიშნულ თემას რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან სავაჭროდ გამოიყენებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო აკადემიურ, საინფორმაციო და პოლიტიკურ სივრცეში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართული პოზიცია იყოს წარმოდგენილი მაქსიმალური ეფექტურობით, რათა არ გავხდეთ, ერთი მხრივ, მძევლები მოწინააღმდეგის მიერ გამოგონილი ისტორიული მოცემულობის, მეორე მხრივ, კი არ მოუწიოს სახელმწიფოს რესურსების ხარჯვა , რათა მოახდინოს არაღიარების პოლიტიკის განვრცობა არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენიტეტზე, არამედ გამოგონილ გენოციდზეც.

თუკი მოსკოვი შეძლებს აიძულოს დასავლური საზოგადოება ილაპარაკოს ქართველების მხრიდან განხორციელებულ გენოციდზე, მაშინ მას ექნება შანსები გაზარდოს ოსური და აფხაზური იდეის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობაც.

_ ისტორიკოსებისა და მკვლევრებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი აქტიურად მუშაობს 1920 წელს მომხდარი მოვლენის დოკუმენტურად წარმოჩენაზე. "ცხინვალი 1920" კი იქნება ფილმი, რომელიც მხოლოდ ისტორიულ სინამდვილეს ასახავს - რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომისა და პროპაგანდის პირობებში მსგავსი პროექტის განხორციელებას?

_ მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აუცილებელია, არსებობდეს სწორი საინფორმაციო გზავნილები როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში საქართველოს უახლესი ისტორიის, ოკუპირებული რეგიონების, ასევე მოცემულ რეგიონებში ქართველთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ დასავლეთისგან განსხვავებით პოსტ-საბჭოთა სივრცეში გაბატონებული ისტორიოგრაფიული ტრადიციის თანახმად, ამა თუ იმ ერის უფლება - იცხოვროს კონკრეტულ ტერიტორიაზე, მნიშვნელოვნადაა განპირობებული ისტორიული გარემოებებით. არსებობს ერთგვარი „ძირძველი, ისტორიული საკუთრების“ პარადიგმა. ამდენად, ისტორიის ფალსიფიკაციის ნებისმიერი მცდელობისთვის წინააღმდეგობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს,

_ ბუნებრივია, მხოლოდ ერთი ფილმი ვერ იქნება საკმარისი პუტინის პროპაგანდისტულ მანქანასთან დასაპირისპირებლად, რადგან მათი კამპანია გაცილებით მრავალმხრივია - როგორია თქვენი მოსაზრება, რა უნდა დაუპირისპირდეს რუსეთიდან მომავალ მსგავსი ტიპის საფრთხეებს, როგორ სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ დონეზე?

_ იმისთვის, რომ საქართველოს ტიპის ქვეყანამ შეძლოს გაუმკლავდეს რუსეთის ტიპის სახელმწიფოსგან მომდინარე საინფორმაციო ხასიათის საფრთხეებს მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობდეს იმ ქვეყნებთან, რომლებიც თავად არიან რუსული საინფორმაციო ოპერაციების სამიზნე.

გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ ქართული აკადემიური სივრცე იყოს აქტიური. დღეს პრაქტიკულად არ მიმდინარეობს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების მეცნიერული და ექსპერტული კვლევა და ანალიზი. ელემენტარულად, არ არსებობს სრულფასოვანი სახელმძღვანელო, რომლითაც სტუდენტები შეისწავლიან საქართველოს კონფლიქტების ისტორიას. შესაბამისად, ცოდნის და ექსპერტიზის ნაკლებობა მნიშვნელოვნად ასუსტებს საქართველოს შესაძლებლობებს გაუწიოს პროპორციული წინააღმდეგობა არსებულ საინფორმაციო ხასიათის საფრთხეებს.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას საინფორმაციო ომში წარმატების მისაღწევად წარმოადგენს შეღწევა ოკუპირებული რეგიონების საინფორმაციო ველში. იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს რაიმე სახის წარმატების მიღწევა საინფორმაციო ომში, მნიშვნელოვანია იმ საინფორმაციო „რკინის ფარდის“ გარღვევა, რითაც აფხაზური და ოსური საზოგადოება დაშორებულია ქართულ საინფორმაციო სივრცეს.

NS

როგორ ნაწილდება კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

"როცა წყალში გადავარდნილი ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, როგორც მის მშველელს, ძნელია სხვა რამეზე იფიქრო" - ემოციური ისტორიები მაშველების პრაქტიკიდან

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"