მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 ფეხმძიმე და 32 ბავშვი - კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტი მკურნალობს ბათუმის კლინიკებში და რა ვითარებაა რეგიონში
20 ფეხმძიმე და 32 ბავშვი - კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტი მკურნალობს ბათუმის კლინიკებში და რა ვითარებაა რეგიონში

ბა­თუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ფეხ­მძი­მე ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. რო­გორც კლი­ნი­კის ექი­მი ნუგ­ზარ პა­პა­ვა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, კლი­ნი­კა­ში 20 ფეხ­მძი­მე ქა­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

"ჩვენს კლი­ნი­კა­ში ფეხ­მძი­მე ქალ­ბა­ტო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 20-მდე გა­ი­ზარ­და. მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ფაქ­ტობ­რი­ვად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აცხა­დებს ნუგ­ზარ პა­პა­ვა

ამას­თან, ბა­თუ­მის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 32-მდე გა­ი­ზარ­და, აქე­დან ორს პნევ­მო­ნია აღე­ნიშ­ნე­ბა.

რო­გორც კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ცი­უ­რი აბუ­ლა­ძე აცხა­დებს, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 9 თვის ბავ­შვია.

"ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამ ეტაპ­ზე 57 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი გვყავს. აქე­დან 32 არას­რულ­წლო­ვა­ნია. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 9 თვის პა­ცი­ენ­ტი გვყავს. ორ არას­რულ­წლო­ვანს მსუ­ბუ­ქი ფორ­მით აღე­ნიშ­ნე­ბა პნევ­მო­ნია.ყვე­ლა ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. 10 ზრდას­რულ პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა პნევ­მო­ნია. მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი არ გვყავს", - გა­ნა­ცხა­და ცი­უ­რი აბუ­ლა­ძემ.

ცმო­ბის­თვის, ბა­თუ­მის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კორ­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 519 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს. აჭა­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ვიდ კა­რან­ტი­ნებ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას 377 პა­ცი­ენ­ტი გა­დის.

უწყე­ბის ცნო­ბით, გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აჭა­რა­ში ჩა­ტარ­და 4 000-მდე PCR ტეს­ტი.

„გა­მოვ­ლინ­და 128 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა.

დღეს არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის 519 პა­ცი­ენ­ტი, კო­ვიდ კა­რან­ტი­ნებ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბა 377 პა­ცი­ენ­ტი.

ახალ შემ­თხვე­ვებ­თან ერ­თად გვაქვს პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბიც, სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცი­დან გა­მო­ჯან­მრთელ­და და ბი­ნა­ზე გა­ე­წე­რა 34 პა­ცი­ენ­ტი. სტა­ცი­ო­ნა­რი და­ტო­ვა ორმა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­მა პა­ცი­ენ­ტმა. ამ რი­ცხვს დღეს სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ 2 პა­ცი­ენ­ტი და­ე­მა­ტე­ბა", - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ნონა ეფა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, მო­ლო­დი­ნი აქვთ, რომ აჭა­რა­ში უახ­ლო­ეს დღე­ე­ბის კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი იკ­ლებს.

"ყვე­ლა შემ­თხვე­ვის მი­დევ­ნე­ბა ხდე­ბა. ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­შია. რამ­დე­ნი­მე ე. წ კლას­ტე­რუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ჩვენ­თვის ეს კი­დევ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია. რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა ჯერ კი­დევ, რო­მე­ლიც არის 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, გვი­ან გად­მო­ცე­მუ­ლი, მიმ­დი­ნა­რე­ობს ეპიდკვლე­ვა. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­დეგ, გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი თი­თო­ე­უ­ლის წყა­რო.

სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, წი­ნას­წა­რი გათ­ვლით, პროგ­ნო­ზი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა, რო­გორც სა­წოლ ფონ­დის, ასე­ვე კო­ვიდ­კა­რან­ტი­ნე­ბის და­მა­ტე­ბა.

იმე­დი გვაქვს, შე­იძ­ლე­ბა, ეს დღე­ე­ბი გვქონ­დეს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და წა­ვი­დეთ კლე­ბის­კენ", - გა­ნა­ცხა­და აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ნონა ეფა­ძემ.

ავტორი:

20 ფეხმძიმე და 32 ბავშვი - კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტი მკურნალობს ბათუმის კლინიკებში და რა ვითარებაა რეგიონში

20 ფეხმძიმე და 32 ბავშვი - კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტი მკურნალობს ბათუმის კლინიკებში და რა ვითარებაა რეგიონში

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე ქალების რაოდენობა გაიზარდა. როგორც კლინიკის ექიმი ნუგზარ პაპავა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, კლინიკაში 20 ფეხმძიმე ქალია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ჩვენს კლინიკაში ფეხმძიმე ქალბატონების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ფაქტობრივად უსიმპტომოდ მიმდინარეობს", - აცხადებს ნუგზარ პაპავა

ამასთან, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, აქედან ორს პნევმონია აღენიშნება.

როგორც კლინიკის დირექტორი ციური აბულაძე აცხადებს, ინფიცირებული ყველაზე პატარა 9 თვის ბავშვია.

"ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 57 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს. აქედან 32 არასრულწლოვანია. ყველაზე პატარა 9 თვის პაციენტი გვყავს. ორ არასრულწლოვანს მსუბუქი ფორმით აღენიშნება პნევმონია.ყველა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 10 ზრდასრულ პაციენტს აღენიშნება პნევმონია. მძიმე პაციენტები არ გვყავს", - განაცხადა ციური აბულაძემ.

ცმობისთვის, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში კორნავირუსით ინფიცირებული 519 პაციენტი მკურნალობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ კარანტინებში მეთვალყურეობას 377 პაციენტი გადის.

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4 000-მდე PCR ტესტი.

„გამოვლინდა 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

დღეს არსებული მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს გადის 519 პაციენტი, კოვიდ კარანტინებში მეთვალყურეობაზე იმყოფება 377 პაციენტი.

ახალ შემთხვევებთან ერთად გვაქვს პოზიტიური შედეგებიც, საკარანტინო სივრციდან გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა 34 პაციენტი. სტაციონარი დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. ამ რიცხვს დღეს სავარაუდოდ, კიდევ 2 პაციენტი დაემატება", - აცხადებენ უწყებაში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის განცხადებით კი, მოლოდინი აქვთ, რომ აჭარაში უახლოეს დღეების კორონავირუსის შემთხვევები იკლებს.

"ყველა შემთხვევის მიდევნება ხდება. ყველა სტრუქტურა კოორდინაციაშია. რამდენიმე ე. წ კლასტერული დაჯგუფება შეიძლება, ჩვენთვის ეს კიდევ ეპიდემიოლოგიური დამუშავების პროცესშია. რამდენიმე შემთხვევა ჯერ კიდევ, რომელიც არის 24 საათის განმავლობაში, გვიან გადმოცემული, მიმდინარეობს ეპიდკვლევა. სტატისტიკური მონაცემების შემდეგ, გახდება ცნობილი თითოეულის წყარო.

საჭიროების შესაბამისად, წინასწარი გათვლით, პროგნოზირების საფუძველზე ხდება, როგორც საწოლ ფონდის, ასევე კოვიდკარანტინების დამატება.

იმედი გვაქვს, შეიძლება, ეს დღეები გვქონდეს ახალი შემთხვევები და წავიდეთ კლებისკენ", - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.

ინდოეთში კორონავირუსის 92 605 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ბოლო 11 საათში 1111 ადამიანი გარდაიცვალა

"კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ერთ დონეზე რჩება, რაც სტაბილიზაციის მაჩვენებელია, ლოკალიზაციისკენ მივდივართ" - მარინა ეზუგბაია

"14 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით