მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, გაფრთხილდნენ ადამიანები, რომ კიდევ არავინ ემსხვეპლოს ამ თაღლითებს" - კომპანია, რომლის მსხვერპლად თავს არაერთი ადამიანი მიიჩნევს
"მინდა, გაფრთხილდნენ ადამიანები, რომ კიდევ არავინ ემსხვეპლოს ამ თაღლითებს" - კომპანია, რომლის მსხვერპლად თავს არაერთი ადამიანი მიიჩნევს

და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ"ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ხში­რად ერ­თვე­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში, რომ­ლის დრო­საც კომ­პა­ნია "ამე­რი­კან ტრან­სის" მფლო­ბე­ლებს აკა­კი გა­გუ­ა­სა და შალ­ვა ცო­მა­ი­ას თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შუ­ლებს. რო­გორც ჩიკ­ვა­ი­ძე ყვე­ბა, მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში მან აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­უკ­ვე­თა, მა­ლე­ვე სა­ფა­სუ­რი - 24000 აშშ დო­ლა­რამ­დე თან­ხა ან­გა­რიშ­ზე ჩა­უ­რი­ცხა, თუმ­ცა კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ამ დრომ­დე არ მი­უ­ღია.

"თე­ბერ­ვალ­ში აკა­კის დახ­მა­რე­ბით, გა­და­რი­ცხვე­ბით ვი­ყი­დე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ამე­რი­კა­ში. აუქ­ცი­ონ­ზე. მარ­ტში კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მია და­ი­წყო. რამ­დენ­ჯე­რაც აკა­კის ვწერ­დი, იმ­დენ­ჯერ მე­უბ­ნე­ბო­და, ხომ იცი პორ­ტე­ბი ვერ მუ­შა­ო­ბენ კო­რო­ნას გამო და მალე გა­მო­ვუშ­ვებთ შენს მან­ქა­ნებ­სო. მე კი­დევ ნერ­ვი­უ­ლობ­დი, ეს კაცი შე­ვა­წუ­ხე ამ ჩემი მან­ქა­ნე­ბით-მეთ­ქი...

აპ­რი­ლიც ასე გა­ვი­და. მა­ის­ში სუ­რა­თე­ბი ჩა­მიგ­დო. ერთი მან­ქა­ნა უკვე პორ­ტში­აო. ასე რომ გა­ი­წე­ლა დრო, ეჭ­ვე­ბი გა­მიჩ­ნდა და 10 მა­ი­სის ღამე ორი­ვე მან­ქა­ნის "ვინ­კო­დი" დავ­გუ­გ­ლე და რაც ვნა­ხე, ვერ და­ვი­ჯე­რე. არ­ცერ­თი მან­ქა­ნა არ იყო ნა­ყი­დი და ისევ აუქ­ცი­ონ­ზე იდო. ფული კიდე მით­ვი­სე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. ის ღამე რო­გორც გა­ვა­თე­ნე, კი მიხ­ვდე­ბით. მე­ო­რე დღეს აკა­კის გა­ვუ­ა­რე და ჩემს მან­ქა­ნა­ში ჩავ­სხე­დით. ვე­კი­თხე­ბი.

აკა­კი, სად არის ჩემი მან­ქა­ნე­ბი. აკა­კი მპა­სუ­ხობს - ამე­რი­კა­შია და დღე-დღე­ზე ჩა­მო­ვაო. ვკი­თხე, აკა­კი, ვიცი, რომ არ გი­ყი­დი­ათ შენ და შენი სი­ძის კომ­პა­ნი­ას, წუ­ხელ ვნა­ხე რომ ისევ დევს გა­სა­ყი­დად, სად წა­ი­ღე ის ფული რი­თიც მან­ქა­ნე­ბი უნდა გე­ყი­დათ - მეთ­ქი? აი, აქ და­ი­წყო დრა­მა. თაღ­ლი­თე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ათა­სი სი­სუ­ლე­ლე თქვეს. ჯერ ჩემს ად­ვო­კატს ჰპირ­დე­ბოდ­ნენ, ფულს 25 ივ­ნისს ჩავ­რი­ცხავ­თო. შემ­დეგ არ გვაქ­ვსო", - გვიყ­ვე­ბა ჩიკ­ვა­ი­ძე.

AMBEBI.GE სთან სა­უ­ბარ­ში დათო ჩიკ­ვა­ი­ძე ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი ბრალ­დე­ბე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი ხელთ აქვს.

"რა­საც ვსა­უბ­რობ, ამ ყვე­ლაფ­რის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი მაქვს.,ინ­ვო­ი­სე­ბი და ა.შ. იმ­დენ­ჯერ და­არ­ღვი­ეს პი­რო­ბა, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი პო­ლი­ცი­ის­თვის მი­მე­მარ­თა. ბო­ლოს ვადა 25 ივ­ნი­სამ­დე იყო დათ­ქმუ­ლი. ჩემს ად­ვო­კატ­საც რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდნენ და ისიც რამ­დენ­ჯერ­მე მო­ა­ტყუ­ეს. პო­ლი­ცი­ა­ში რომ შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა, გა­ი­გეს, მას შემ­დეგ მომ­წე­რეს წე­რი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და ამ­ბობ­დენ, რომ თით­ქოს 11 სექ­ტემ­ბრამ­დე გა­და­იხ­დიდ­ნენ, რაც, რა თქმა უნდა, არ შე­ას­რუ­ლეს.

ლა­პა­რა­კია 24 000 აშშ დო­ლა­რამ­დე თან­ხა­ზე. მოკ­ლედ, მივ­ხვდი , რომ მა­გათ­თან სა­უ­ბარს და ლო­დინს აზრი არ აქვს და მივ­მარ­თე სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს. შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რო­მელ­საც თან ერ­თვის ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და იმე­დი მაქვს, რომ სი­მარ­თლე დრო­უ­ლად გა­ირ­კვე­ვა. ამას იმი­ტომ, ვა­კე­თებ, რომ სხვაც არ აღ­მოჩ­ნდეს ჩემს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. მინ­და, გაფრ­თხილ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ კი­დევ არა­ვინ ემსხვერ­პლოს ამ თაღ­ლი­თებს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, აკა­კის სიძე და კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი, შალ­ვა ცო­მა­ია ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია. ბევ­რმა მი­თხრა ბრძო­ლას აზრი არ აქვს, და­ი­ვი­წყეო. მე ერთი ვიცი, ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი", - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE -ს და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძე.

"ამე­რი­კან ტრან­სის" მიერ კი­დევ ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი AMBEBI.GE -ს სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა. კობა მი­ქა­ვა ამ­ბობს, რომ 2020 წლის 13 მარტს შე­უკ­ვე­თა ავ­ტო­მო­ბი­ლი, რა­შიც 6500 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

"13 მარტს დავ­დე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ამ კომ­პა­ნი­ას­თან. 16- ში თან­ხა ჩა­ვუ­რი­ცხე 6500 აშშ დო­ლა­რი. მე­გო­ნა, რომ აუქ­ცი­ონ­ზე ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ძე­ნი­ლი ჰქონ­დათ. მი­თხრეს, გი­ლო­ცავ, ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ნი­აო. შემ­დეგ გა­და­ვა­მოწ­მე და ვნა­ხეთ, რომ აუქ­ცი­ონ­ზე ისევ იდო "ჩემი" ავ­ტო­მო­ბი­ლი. აღ­მოჩ­ნდა, რომ თან­ხა არ გა­და­უ­რი­ცხავს "ამე­რი­კან ტრანსს". მოვ­თხო­ვე პა­სუ­ხი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლებს და მი­თხრეს, ნუ გე­ში­ნია, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზაო.

ერთი და იგი­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლი ოთხჯერ გა­ვი­და აუქ­ცი­ონ­ზე და სა­ბო­ლო­ოდ, ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი "ამე­რი­კან ტრან­სმა" შე­ი­ძი­ნა, მაგ­რამ პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა პორ­ტში. ამე­რი­კის პორ­ტი­დან ავ­ტო­მო­ბილს არ უშ­ვებ­დნენ. ხან რას იმი­ზე­ზებ­დნენ, ხან - რას. ბო­ლოს 13 აგ­ვის­ტოს ვე­სა­უბ­რე აკა­კი გა­გუ­ას და ვუ­თხა­რი, რომ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­იტ­ზე ვნა­ხე, კონ­ტე­ი­ნე­რი გახ­სნი­ლია და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­მოყ­ვა­ნი­ლია, რო­დის უნდა გა­და­მი­ფორ­მოთ-მეთ­ქი.

ჯერ რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს და და­მა­ცა­დეო. ოფის­ში მი­ვა­კი­თხე და ვკი­თხე, რა­ტომ არ მი­ფორ­მებ­დნენ ავ­ტო­მო­ბილს, მი­თხრა, რომ ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩემს სა­ხელ­ზე არ არის ჩა­მო­სუ­ლი, სხვა კომ­პა­ნი­ის სა­ხელ­ზე ჩა­მო­ვი­დაო. შოკ­ში ჩავ­ვარ­დი და პა­სუ­ხი მოვ­თხო­ვე. თქვა, რომ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აქვს გა­მომ­გზავნ კომ­პა­ნი­ას­თან და სა­ნამ არ გა­ის­ტუმ­რებს, ავ­ტო­მო­ბილს არ გა­დას­ცე­მენ. ჩხუბს არ ვარ მიჩ­ვე­უ­ლი და მივ­ხვდი, რომ ამ ადა­მი­ან­თან სა­უ­ბარს აზრი არ ჰქონ­და, ამი­ტომ სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლა და­ვი­წყე. ჯერ ჩა­ნიშ­ნუ­ლი არ არის სა­სამ­რთლო პრო­ცე­სი. ვფიქ­რობ, რომ საქ­მეს გა­მო­ძი­ე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ, რად­გან ხე­ლის­გულ­ზე დევს ყვე­ლა­ფე­რი", - გვიყ­ვე­ბა კობა მი­ქა­ვა.

ბრალ­დე­ბის ად­რე­სა­ტე­ბი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რის­გან თავს იკა­ვე­ბენ. შალ­ვა ცო­მა­ია ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ და დო­კუ­მენ­ტუ­რად გამ­ყა­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ სა­მარ­თალდმცავ უწყე­ბებს მი­ა­წო­დებს. მისი თქმით, კომ­პა­ნი­ას ამ დრო­ის­თვის სულ 45-ამდე პი­რის წი­ნა­შე აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­სას­რუ­ლე­ბებ­ლი. მათ­გან ჩიკ­ვა­ი­ძე ერ­თა­დერ­თია, რომ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩა­მოყ­ვა­ნაც ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

შალ­ვა ცო­მა­ია

"და­ახ­ლო­ე­ბით 45 ავ­ტო­მო­ბი­ლი დგას პორ­ტში და თვის ბო­ლოს­თვის გა­და­ე­ცე­მა მე­სა­კუთ­რე­ებს. ერ­თა­დერ­თია და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძე, რომ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩა­მოყ­ვა­ნაც ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო. ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მის გამო თვის ბო­ლომ­დე ვერ გად­მომ­ყავს. ზოგს სი­ტყვი­ე­რად ვუ­თხა­რი, რომ დაგ­ვე­ლო­დონ, ზოგს დო­კუ­მენ­ტუ­რად. რა­ტომ ჰქვი­ათ ამ ადა­მი­ა­ნებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, ვერ ვხვდე­ბი. ვე­ლო­დე­ბი თან­ხებს და ყვე­ლა ვა­ლე­ბუ­ლე­ბას გა­ვის­ტუმ­რებ. ყვე­ლა თა­ვი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლით იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი. იყო მი­ზე­ზე­ბი, რომ­ლებ­მაც ამ ჩიხ­ში მოგ­ვაქ­ცია. მაგ­რამ ამა­ზე სა­უ­ბა­რი მე­დი­ას­თან არ მსურს. მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ა­ში წარ­ვად­გენ შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტებს და მათ ავუხ­სნი.

გა­მო­ძე­ბა რომ დას­რულ­დე­ბა მერე გა­ი­გე­ბენ, ვინ არის თაღ­ლი­თი. იმ პოს­ტით, რაც ჩიკ­ვა­ი­ძემ სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, დიდი მო­რა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი ზი­ა­ნი მო­მა­ყე­ნა, თაღ­ლი­თი მი­წო­და. რაც ცი­ლის­წა­მე­ბაა. არ­სად გავ­რბი­ვარ, აქ ვარ თბი­ლის­ში. სა­სამ­რთლო პრო­ცე­სე­ბი,რო­გორც იცით, შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გა­ჭი­ა­ნურ­დეს დრო­ში, მაგ­რამ მე არ ვუ­ჭი­ა­ნუ­რებ, ვამ­ბობ, რომ გა­ვის­ტუმ­რებ ამ ვალს. სხვა რა გა­ვა­კე­თო. ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი მო­უ­ვი­დეს, მაგ­რამ უნდა გა­მო­ას­წო­როს თა­ვი­სი შეც­დო­მა და არ გა­ექ­ცეს პრობ­ლე­მა. ორი ომი გა­მო­ვი­ა­რე, სიკ­ვდილს შევ­ხე­დე თავ­ლებ­ში და არ გავ­ქცე­ულ­ვარ და ახლა ხომ არ გა­ვიქ­ცე­ვი?! რო­დე­საც და­მი­ძა­ხე­ბენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად, იქ გან­ვა­ცხა­დებ ყვე­ლა­ფერს. სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი მაქვს", - ამ­ბობს შალ­ვა ცო­მა­ია.

და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ვა­კის რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ამ 31 ივ­ნისს და­ი­წყო. საქ­მე თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი. ბრალ­დე­ბის ად­რე­სა­ტე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ უკვე და­კი­თხა. და­ვით ჩიკ­ვა­ძის თქმით, ბოლო ვადა, რო­მე­ლიც "ამე­რი­კან ტრან­სმა" ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ითხო­ვა, 11 სექ­ტემ­ბერს ამო­ი­წუ­რა.

"რამ­დენ­ჯერ­მე და­მით­ქვეს ვადა და არც ერთხელ შე­ას­რუ­ლეს პი­რო­ბა. ამ­ბობ­დნენ, 11 სექ­ტემ­ბე­რიც გა­ვი­და და არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ აქვთ. გა­მო­დის, რომ ისი­ნი ამ მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხის გას­ტუმ­რე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით არ აპი­რე­ბენ და ეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა აი­ძუ­ლონ. თუმ­ცა ვხე­დავთ, რომ ჯერ არა­ფე­რი კეთ­დე­ბა და ისი­ნი ისევ თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ან გა­რეთ. მე გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებ. იმე­დი მაქვს, გა­მო­ძი­ე­ბა არ გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა და საქ­მეს ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ე­ბენ" - ამ­ბობს ჩიკ­ვა­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაკო
0

ეს კაცი არ იყო მოდით ბიზნესს გასწავლითო რო გვეპატიჟებოდა ხოლმე? ცოდნია აშკარად

RS
2

31 ივნისს თუ დაიწყეს ვამოძიება, ყველაფერი კარგად იქნება )

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მინდა, გაფრთხილდნენ ადამიანები, რომ კიდევ არავინ ემსხვეპლოს ამ თაღლითებს" - კომპანია, რომლის მსხვერპლად თავს არაერთი ადამიანი მიიჩნევს

"მინდა, გაფრთხილდნენ ადამიანები, რომ კიდევ არავინ ემსხვეპლოს ამ თაღლითებს" - კომპანია, რომლის მსხვერპლად თავს არაერთი ადამიანი მიიჩნევს

დავით ჩიკვაიძე სოციალურ ქსელ"ფეისბუქის" პირად გვერდზე ხშირად ერთვება პირდაპირ ეთერში, რომლის დროსაც კომპანია "ამერიკან ტრანსის" მფლობელებს აკაკი გაგუასა და შალვა ცომაიას თაღლითობაში ადანაშულებს. როგორც ჩიკვაიძე ყვება, მიმდინარე წლის თებერვალში მან აღნიშნულ კომპანიას ორი ავტომობილი შეუკვეთა, მალევე საფასური - 24000 აშშ დოლარამდე თანხა ანგარიშზე ჩაურიცხა, თუმცა კუთვნილი ავტომობილები ამ დრომდე არ მიუღია.

"თებერვალში აკაკის დახმარებით, გადარიცხვებით ვიყიდე ავტომობილები ამერიკაში. აუქციონზე. მარტში კორონავირუსული პანდემია დაიწყო. რამდენჯერაც აკაკის ვწერდი, იმდენჯერ მეუბნებოდა, ხომ იცი პორტები ვერ მუშაობენ კორონას გამო და მალე გამოვუშვებთ შენს მანქანებსო. მე კიდევ ნერვიულობდი, ეს კაცი შევაწუხე ამ ჩემი მანქანებით-მეთქი...

აპრილიც ასე გავიდა. მაისში სურათები ჩამიგდო. ერთი მანქანა უკვე პორტშიაო. ასე რომ გაიწელა დრო, ეჭვები გამიჩნდა და 10 მაისის ღამე ორივე მანქანის "ვინკოდი" დავგუგლე და რაც ვნახე, ვერ დავიჯერე. არცერთი მანქანა არ იყო ნაყიდი და ისევ აუქციონზე იდო. ფული კიდე მითვისებული ჰქონდათ. ის ღამე როგორც გავათენე, კი მიხვდებით. მეორე დღეს აკაკის გავუარე და ჩემს მანქანაში ჩავსხედით. ვეკითხები.

აკაკი, სად არის ჩემი მანქანები. აკაკი მპასუხობს - ამერიკაშია და დღე-დღეზე ჩამოვაო. ვკითხე, აკაკი, ვიცი, რომ არ გიყიდიათ შენ და შენი სიძის კომპანიას, წუხელ ვნახე რომ ისევ დევს გასაყიდად, სად წაიღე ის ფული რითიც მანქანები უნდა გეყიდათ - მეთქი? აი, აქ დაიწყო დრამა. თაღლითები აღმოჩნდნენ. ათასი სისულელე თქვეს. ჯერ ჩემს ადვოკატს ჰპირდებოდნენ, ფულს 25 ივნისს ჩავრიცხავთო. შემდეგ არ გვაქვსო", - გვიყვება ჩიკვაიძე.

AMBEBI.GE სთან საუბარში დათო ჩიკვაიძე ამბობს, რომ საკუთარი ბრალდებების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ხელთ აქვს.

"რასაც ვსაუბრობ, ამ ყველაფრის დამამტკიცებელი დოკუმენტები მაქვს.,ინვოისები და ა.შ. იმდენჯერ დაარღვიეს პირობა, რომ იძულებული გავხდი პოლიციისთვის მიმემართა. ბოლოს ვადა 25 ივნისამდე იყო დათქმული. ჩემს ადვოკატსაც რამდენჯერმე შეხვდნენ და ისიც რამდენჯერმე მოატყუეს. პოლიციაში რომ შევიტანე განცხადება, გაიგეს, მას შემდეგ მომწერეს წერილი ოფიციალურად და ამბობდენ, რომ თითქოს 11 სექტემბრამდე გადაიხდიდნენ, რაც, რა თქმა უნდა, არ შეასრულეს.

ლაპარაკია 24 000 აშშ დოლარამდე თანხაზე. მოკლედ, მივხვდი , რომ მაგათთან საუბარს და ლოდინს აზრი არ აქვს და მივმართე სამართალდამცავ უწყებებს. შევიტანე განცხადება პროკურატურაში, რომელსაც თან ერთვის ყველა მტკიცებულება და იმედი მაქვს, რომ სიმართლე დროულად გაირკვევა. ამას იმიტომ, ვაკეთებ, რომ სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში. მინდა, გაფრთხილდნენ ადამიანები, რომ კიდევ არავინ ემსხვერპლოს ამ თაღლითებს. როგორც აღმოჩნდა, აკაკის სიძე და კომპანიის მფლობელი, შალვა ცომაია ყოფილი პოლიციელია. ბევრმა მითხრა ბრძოლას აზრი არ აქვს, დაივიწყეო. მე ერთი ვიცი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - უყვება AMBEBI.GE -ს დავით ჩიკვაიძე.

"ამერიკან ტრანსის" მიერ კიდევ ერთი დაზარალებული AMBEBI.GE -ს საკუთარ ისტორიას უყვება. კობა მიქავა ამბობს, რომ 2020 წლის 13 მარტს შეუკვეთა ავტომობილი, რაშიც 6500 აშშ დოლარი გადაიხადა.

"13 მარტს დავდე ხელშეკრულება ამ კომპანიასთან. 16- ში თანხა ჩავურიცხე 6500 აშშ დოლარი. მეგონა, რომ აუქციონზე ეს ავტომობილი შეძენილი ჰქონდათ. მითხრეს, გილოცავ, ავტომობილი შენიაო. შემდეგ გადავამოწმე და ვნახეთ, რომ აუქციონზე ისევ იდო "ჩემი" ავტომობილი. აღმოჩნდა, რომ თანხა არ გადაურიცხავს "ამერიკან ტრანსს". მოვთხოვე პასუხი კომპანიის მფლობელებს და მითხრეს, ნუ გეშინია, კორონავირუსის გამო ტექნიკური ხარვეზაო.

ერთი და იგივე ავტომობილი ოთხჯერ გავიდა აუქციონზე და საბოლოოდ, ეს ავტომობილი "ამერიკან ტრანსმა" შეიძინა, მაგრამ პრობლემა შეიქმნა პორტში. ამერიკის პორტიდან ავტომობილს არ უშვებდნენ. ხან რას იმიზეზებდნენ, ხან - რას. ბოლოს 13 აგვისტოს ვესაუბრე აკაკი გაგუას და ვუთხარი, რომ შემოსავლების სამსახურის საიტზე ვნახე, კონტეინერი გახსნილია და ავტომობილები გამოყვანილია, როდის უნდა გადამიფორმოთ-მეთქი.

ჯერ რაღაც პრობლემები გვაქვს და დამაცადეო. ოფისში მივაკითხე და ვკითხე, რატომ არ მიფორმებდნენ ავტომობილს, მითხრა, რომ ეს ავტომობილი ჩემს სახელზე არ არის ჩამოსული, სხვა კომპანიის სახელზე ჩამოვიდაო. შოკში ჩავვარდი და პასუხი მოვთხოვე. თქვა, რომ დავალიანება აქვს გამომგზავნ კომპანიასთან და სანამ არ გაისტუმრებს, ავტომობილს არ გადასცემენ. ჩხუბს არ ვარ მიჩვეული და მივხვდი, რომ ამ ადამიანთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ სამართლებრივი ბრძოლა დავიწყე. ჯერ ჩანიშნული არ არის სასამრთლო პროცესი. ვფიქრობ, რომ საქმეს გამოძიება არ გაუჭირდებათ, რადგან ხელისგულზე დევს ყველაფერი", - გვიყვება კობა მიქავა.

ბრალდების ადრესატები ფინანსური პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე საუბარისგან თავს იკავებენ. შალვა ცომაია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ პრობლემის შესახებ დეტალურ და დოკუმენტურად გამყარებულ ინფორმაციას მხოლოდ სამართალდმცავ უწყებებს მიაწოდებს. მისი თქმით, კომპანიას ამ დროისთვის სულ 45-ამდე პირის წინაშე აქვს ვალდებულება შესასრულებებლი. მათგან ჩიკვაიძე ერთადერთია, რომლის ავტომობილის ჩამოყვანაც ვერ მოახერხეს.

შალვა ცომაია

"დაახლოებით 45 ავტომობილი დგას პორტში და თვის ბოლოსთვის გადაეცემა მესაკუთრეებს. ერთადერთია დავით ჩიკვაიძე, რომლის ავტომობილის ჩამოყვანაც ვერ მოვახერხეთ სხვადასხვა მიზეზების გამო. ფინანსური პრობლემის გამო თვის ბოლომდე ვერ გადმომყავს. ზოგს სიტყვიერად ვუთხარი, რომ დაგველოდონ, ზოგს დოკუმენტურად. რატომ ჰქვიათ ამ ადამიანებს დაზარალებულები, ვერ ვხვდები. ველოდები თანხებს და ყველა ვალებულებას გავისტუმრებ. ყველა თავისი ავტომობილით იქნება დაკმაყოფილებული. იყო მიზეზები, რომლებმაც ამ ჩიხში მოგვაქცია. მაგრამ ამაზე საუბარი მედიასთან არ მსურს. მხოლოდ პოლიციაში წარვადგენ შესაბამის დოკუმენტებს და მათ ავუხსნი.

გამოძება რომ დასრულდება მერე გაიგებენ, ვინ არის თაღლითი. იმ პოსტით, რაც ჩიკვაიძემ საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყნა, დიდი მორალური და ემოციური ზიანი მომაყენა, თაღლითი მიწოდა. რაც ცილისწამებაა. არსად გავრბივარ, აქ ვარ თბილისში. სასამრთლო პროცესები,როგორც იცით, შეიძლება დიდხანს გაჭიანურდეს დროში, მაგრამ მე არ ვუჭიანურებ, ვამბობ, რომ გავისტუმრებ ამ ვალს. სხვა რა გავაკეთო. ადამიანს შეიძლება ყველაფერი მოუვიდეს, მაგრამ უნდა გამოასწოროს თავისი შეცდომა და არ გაექცეს პრობლემა. ორი ომი გამოვიარე, სიკვდილს შევხედე თავლებში და არ გავქცეულვარ და ახლა ხომ არ გავიქცევი?! როდესაც დამიძახებენ ოფიციალურად, იქ განვაცხადებ ყველაფერს. სანერვიულო არაფერი მაქვს", - ამბობს შალვა ცომაია.

დავით ჩიკვაიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება ვაკის რაიონული პოლიციამ 31 ივნისს დაიწყო. საქმე თაღლითობის მუხლით არის აღძრული. ბრალდების ადრესატები საგამოძიებო ორგანომ უკვე დაკითხა. დავით ჩიკვაძის თქმით, ბოლო ვადა, რომელიც "ამერიკან ტრანსმა" ვალდებულების შესასრულებლად ითხოვა, 11 სექტემბერს ამოიწურა.

"რამდენჯერმე დამითქვეს ვადა და არც ერთხელ შეასრულეს პირობა. ამბობდნენ, 11 სექტემბერიც გავიდა და არანაირი რეაგირება არ აქვთ. გამოდის, რომ ისინი ამ მითვისებული თანხის გასტუმრებას საკუთარი სურვილით არ აპირებენ და ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აიძულონ. თუმცა ვხედავთ, რომ ჯერ არაფერი კეთდება და ისინი ისევ თავისუფლად დადიან გარეთ. მე გაჩერებას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, გამოძიება არ გაჭიანურდება და საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ" - ამბობს ჩიკვაიძე.

საერთაშორისო თაღლითური სქემა და დაკავებული 11 პირი - ისრაელის მოქალაქე კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ძარცვავდა

თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

17 წლით პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც  ყოფილი შეყვარებულს ბენზინი გადაასხა და მისი მკვლელობა სცადა