მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰესი ჩაკეტილია. ამ ხალხს სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ უწევს" - ექსკლუზიური ფოტოები ენგურჰესიდან, რომლის არაერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
"ჰესი ჩაკეტილია. ამ ხალხს სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ უწევს" - ექსკლუზიური ფოტოები ენგურჰესიდან, რომლის არაერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის შპს "ენ­გურ­ჰე­სის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც არი­ან. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი და მათ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბი ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. თუ რა ვი­თა­რე­ბაა ამ წუ­თებ­ში "ენ­გურ­ჰეს­ზე" და შემ­ცი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით რო­გორ უძღვე­ბი­ან თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას, მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­ზე სა­სა­უბ­როდ შპს "ენ­გურ­ჰე­სის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს, ბა­ტონ ლე­ვან მე­ბო­ნი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით.

ლე­ვან მე­ბო­ნია:

ლე­ვან მე­ბო­ნია

- ვი­საც ვირუ­სი გა­მო­უვ­ლინ­და, ყვე­ლა გა­დაყ­ვა­ნი­ლია კლი­ნი­კებ­ში, გუ­შინ კი­დევ დავ­ტეს­ტეთ 38 თა­ნამ­შრო­მე­ლი და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლას­თან უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ. ეს უკვე კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ვაგ­რძე­ლებთ ტეს­ტი­რე­ბას და ხვალ ვნა­ხოთ, დღეს და­ტეს­ტი­ლე­ბის შე­დე­გი რო­გო­რი იქ­ნე­ბა. ბოლო დღე­ებ­ში ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა მკვეთ­რად და­იკ­ლო - რო­გორც ჩანს, სწო­რად გავ­ყე­ვით კონ­ტაქ­ტებს.

- ამ­ჟა­მად რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უძღვე­ბა ენ­გურ­ჰე­სის მუ­შა­ო­ბას?

- პერ­სო­ნა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნეთ. მხო­ლოდ ისი­ნი დავ­ტო­ვეთ, ვინც აგ­რე­გა­ტე­ბის მუ­შა­ო­ბას ადევ­ნებს თვალ­ყურს. სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დრო­ე­ბით შე­წყვე­ტი­ლი გვაქვს, ხოლო ვისი დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე გა­დაყ­ვა­ნაც შე­იძ­ლე­ბო­და, გა­და­ვიყ­ვა­ნეთ და სახ­ლე­ბი­დან მუ­შა­ო­ბენ. 30 ადა­მი­ა­ნია მო­რი­გე. ოპე­რა­ტი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი მო­ნაც­ვლე­ო­ბით და­დის, 5-5 კაცი თითო ცვლა­ში. 15 ადა­მი­ა­ნი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას ვა­დევ­ნებთ თვალ­ყურს. ჯამ­ში, 40 კა­ცამ­დე ვართ. სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ოს­თვის თუ ვინ­მეს გა­მო­ძა­ხე­ბა დამ­ჭირ­და, პრობ­ლე­მა არ გვექ­ნე­ბა, გა­მო­ვი­ძა­ხებთ. მაგ­რამ მო­რი­გე ინ­ჟინ­რე­ბი და მე­მან­ქა­ნე­ე­ბი, ვინც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა იყოს სამ­სა­ხურ­ში, ისი­ნი აქ არი­ან. ჰესი ჩა­კე­ტი­ლია და ამ ხალ­ხს სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი არ უწევს.

- ტეს­ტე­ბი რა სიხ­ში­რით უკეთ­დე­ბათ ჰე­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყოფ თა­ნამ­შრომ­ლებს?

- კი­დევ დარ­ჩნენ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ვი­საც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან ჰქონ­დათ კონ­ტაქ­ტი, ამი­ტომ მათ კი­დევ დავ­ტეს­ტავთ, თუმ­ცა აქამ­დე ვირუ­სის არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ გა­მოს­ჩე­ნი­ათ. მათ რომ მოვ­რჩე­ბით, შემ­დეგ მო­რი­გე ინ­ჟინ­რებ­საც ხე­ლახ­ლა დავ­ტეს­ტავთ, თუმ­ცა სიმპტო­მე­ბი არც მათ აქვთ. თერ­მოსკრი­ნინგს ვუ­ტა­რებთ, სად­გურ­ში უცხო ხალ­ხს არ ვუშ­ვებთ და გა­მო­ძა­ხე­ბის გა­რე­შე ვერც თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­მოვ­ლენ.

- ანუ ენ­გურ­ჰე­სის მუ­შა­ო­ბას არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა?

- ენერ­გო­სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლა და იმე­დია არც შე­ფერ­ხდე­ბა.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ჰესი ჩაკეტილია. ამ ხალხს სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ უწევს" - ექსკლუზიური ფოტოები ენგურჰესიდან, რომლის არაერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

"ჰესი ჩაკეტილია. ამ ხალხს სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ უწევს" - ექსკლუზიური ფოტოები ენგურჰესიდან, რომლის არაერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

გალის რაიონის სოფელ საბერიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი ლოკალიზებულია, მოგეხსენებათ, ინფიცირებულთა შორის შპს "ენგურჰესის" თანამშრომლებიც არიან. თითოეული მათგანი და მათთან კონტაქტში მყოფი პირები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. თუ რა ვითარებაა ამ წუთებში "ენგურჰესზე" და შემცირებული რაოდენობით როგორ უძღვებიან თანამშრომლები მის გამართულ მუშაობას, მიმდინარე ამბებზე სასაუბროდ შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ლევან მებონიას დავუკავშირდით.

ლევან მებონია:

ლევან მებონია

- ვისაც ვირუსი გამოუვლინდა, ყველა გადაყვანილია კლინიკებში, გუშინ კიდევ დავტესტეთ 38 თანამშრომელი და, საბედნიეროდ, ყველასთან უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ეს უკვე კარგი მაჩვენებელია. ვაგრძელებთ ტესტირებას და ხვალ ვნახოთ, დღეს დატესტილების შედეგი როგორი იქნება. ბოლო დღეებში ჩვენი თანამშრომლების ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად დაიკლო - როგორც ჩანს, სწორად გავყევით კონტაქტებს.

- ამჟამად რამდენი ადამიანი უძღვება ენგურჰესის მუშაობას?

- პერსონალის რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანეთ. მხოლოდ ისინი დავტოვეთ, ვინც აგრეგატების მუშაობას ადევნებს თვალყურს. სარემონტო სამუშაოები დროებით შეწყვეტილი გვაქვს, ხოლო ვისი დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანაც შეიძლებოდა, გადავიყვანეთ და სახლებიდან მუშაობენ. 30 ადამიანია მორიგე. ოპერატიული პერსონალი მონაცვლეობით დადის, 5-5 კაცი თითო ცვლაში. 15 ადამიანი ექსპლუატაციას ვადევნებთ თვალყურს. ჯამში, 40 კაცამდე ვართ. სარემონტო სამუშაოსთვის თუ ვინმეს გამოძახება დამჭირდა, პრობლემა არ გვექნება, გამოვიძახებთ. მაგრამ მორიგე ინჟინრები და მემანქანეები, ვინც 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს სამსახურში, ისინი აქ არიან. ჰესი ჩაკეტილია და ამ ხალხს სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ უწევს.

- ტესტები რა სიხშირით უკეთდებათ ჰესის ტერიტორიაზე მყოფ თანამშრომლებს?

- კიდევ დარჩნენ თანამშრომლები, ვისაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, ამიტომ მათ კიდევ დავტესტავთ, თუმცა აქამდე ვირუსის არანაირი სიმპტომი არ გამოსჩენიათ. მათ რომ მოვრჩებით, შემდეგ მორიგე ინჟინრებსაც ხელახლა დავტესტავთ, თუმცა სიმპტომები არც მათ აქვთ. თერმოსკრინინგს ვუტარებთ, სადგურში უცხო ხალხს არ ვუშვებთ და გამოძახების გარეშე ვერც თანამშრომლები შემოვლენ.

- ანუ ენგურჰესის მუშაობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება?

- ენერგოსისტემის მუშაობა ჯერჯერობით არ შეფერხებულა და იმედია არც შეფერხდება.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადება, რომელიც დიდხანს შეუმჩნეველია  - "მისი ყველაზე საშიში გართულება რქოვანას გახვრეტაა"

შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა