მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?
"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?

თა­ვი­დან კო­ვიდ­პან­დე­მი­ას ადა­მი­ა­ნე­ბი გა­გე­ბით შეხ­ვდნენ... დღეს კი, როცა თე­ატ­რებს, დარ­ბა­ზებს, სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბას კვლა­ვაც არ აქვს საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, ამას ადა­მი­ა­ნე­ბი მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღოჩ­დნენ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი. ემო­ცი­უ­რად რას გა­ნიც­დი­ან სცე­ნის, მა­ყუ­რებ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლე­ბი, აპი­რე­ბენ თუ არა რა­ი­მე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზის მო­ძებ­ნას, რას სთხო­ვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, - ამ თე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე თე­ატ­რის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა.

თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე, თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი:

- რო­გორც ყვე­ლა მსა­ხი­ობს, არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა თე­ატ­რი. მე­ნატ­რე­ბა მა­ყუ­რე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, და­წყე­ბუ­ლი კოს­ტი­უ­მის მო­წეს­რი­გე­ბი­დან, გრი­მის გა­კე­თე­ბით, კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით და სცე­ნა­ზე თა­მა­შით დამ­თავ­რე­ბუ­ლი... თე­ბერ­ვლის ბო­ლო­დან, რო­გორც კი თე­ატ­რის დრო­ე­ბით და­კეტ­ვა გა­დავ­წყვი­ტეთ და გვე­გო­ნა, ეს პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე კვი­რა ან დღე გაგ­რძელ­დე­ბო­და, უკვე 6-7 თვე გა­ვი­და და უთე­ატ­რო­დაა მსა­ხი­ო­ბი დარ­ჩე­ნი­ლი. თა­ვი­დან შეგ­ნე­ბით მი­ვი­ღე და გა­აზ­რე­ბუ­ლად შევ­ხვდი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. იმი­ტომ, რომ ეს გვჭირ­დე­ბო­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, რომ სახ­ლში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით. ახ­ლაც ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის მდგო­მა­რე­ო­ბა, ძა­ლი­ან იმა­ტა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ. გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია ვირუ­სი, რაც არ მომ­წონს და ყვე­ლა წე­სი­სა და კა­ნო­ნის დაც­ვით ვიქ­ცე­ვი. თუმ­ცა ვხე­დავ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც და­დი­ან ყველ­გან, 20-30-კა­ცი­ან შეკ­რე­ბებს ვა­წყდე­ბი... 1-ელ ოქ­ტომ­ბერს თე­ატ­რი უნდა გახ­სნი­ლი­ყო, ეს არ იქ­ნე­ბო­და ცუდი და უსარ­გებ­ლო ნა­ბი­ჯი - თუნ­დაც 200-კა­ცი­ან დარ­ბაზ­ში 80-100 კაცი რომ მო­სუ­ლი­ყო, ეს მა­ყუ­რებ­ლის სუ­ლი­ერ მხა­რეს წა­ად­გე­ბო­და. მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი უთე­ატ­როდ ძა­ლი­ან გა­მო­ი­ფი­ტე­ბა, რად­გა­ნაც ისე­დაც გა­მო­ფი­ტულ და რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა ხალ­ხი. ამი­ტომ, ჩემი აზ­რით, ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას რაც უფრო მალე გავ­ხსნით, უფრო მალე გა­დავ­რჩე­ბით. ის ერ­თგვა­რი სამ­კურ­ნა­ლო სივ­რცეა, სუ­ლის მკურ­ნა­ლია! მთე­ლი შეგ­ნე­ბით და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვა­ცხა­დებ, რომ თე­ატ­რი სჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებს, სჭირ­დე­ბა მსა­ხი­ო­ბებს, მა­ყუ­რე­ბელს, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რას, რო­მე­ლიც წლე­ბის და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ჩვე­ნი გა­დამ­რჩე­ნე­ლი იყო. ვი­მე­ო­რებ, თე­ატ­რი არის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს კურ­ნავს, აჯან­მრთე­ლებს! სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, მსოფ­ლი­ოს და დე­და­მი­წას სუ­ლი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ!

ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი:

- მსა­ხი­ო­ბე­ბიც ძა­ლი­ან რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ: 6 თვის წინ ვი­თა­მა­შეთ პრე­მი­ე­რა, რო­მე­ლიც სა­ოც­რად კარ­გად მი­ი­ღო მა­ყუ­რე­ბელ­მა და ყვე­ლა ელო­დე­ბო­და სპექ­ტაკ­ლებს. თუმ­ცა და­ი­წყო კა­რან­ტი­ნი და სახ­ლებ­ში ჩა­ვი­კე­ტეთ. რო­გო­რი იყო ეს 6 თვე, ვრცლად აღარ მოვ­ყვე­ბი... რო­გორ­ღაც და­ვარ­წმუ­ნეთ თა­ვე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი მალე გა­ივ­ლი­და და ამ დრო­ის ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ყე­ნე­ბა გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა იყო... ბევ­რი დრო გა­ვა­ტა­რეთ შვი­ლებ­თან, რაც ძა­ლი­ან კარ­გია, მე­უღ­ლე­ებ­თან, სა­კუ­თარ თავ­თან. წა­ვი­კი­თხეთ და ვუ­ყუ­რეთ ყვე­ლა­ფერს, რაც შევ­ძე­ლით. ზოგ­მა მეტი კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და დროს აყვა, ზოგ­მა - ნაკ­ლე­ბი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, როცა 6 თვის მერე ისევ შევ­ძე­ლით სცე­ნა­ზე დად­გო­მა, ვი­თა­მა­შეთ სპექ­ტაკ­ლი, ისევ და­ვი­მუხ­ტეთ სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბით და მი­ვი­ღეთ აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი, იგი­ვე გა­მე­ორ­და და გავ­ჩერ­დით. თე­ატ­რის გახ­სნა გა­და­ი­დო და სამ­წუ­ხა­როდ, გულ­წრფე­ლე­ბი რომ ვი­ყოთ, არ ვი­ცით, რა დრო­ით. ახლა ნამ­დვი­ლად ვგრძნობ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, უბ­რა­ლოდ ისევ წიგ­ნე­ბის კი­თხვას და ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბას მი­ვუბ­რუნ­დე. რა­ღაც სხვა გზის ძე­ებ­ნაა სა­ჭი­რო. ისე­თის, რო­მე­ლიც ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­საც მო­ერ­გე­ბა და ჩვენ ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც.

ჩვენ­თან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში რე­პე­ტი­ცი­ე­ბი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა და აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბით პრე­მი­ე­რის­თვის, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. თუ ნო­ემ­ბერ­ში გა­ვიხ­სნე­ბით (რო­გორც იგეგ­მე­ბა) დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­ყუ­რე­ბე­ლი ახა­ლი სპექ­ტაკ­ლით ისი­ა­მოვ­ნებს. თუ არა­და, ალ­ბათ პრე­მი­ე­რას მა­ყუ­რებ­ლის გა­რე­შე მა­ინც ვი­თა­მა­შებთ. რა თქმა უნდა, აქ­ტი­უ­რად ვფიქ­რობთ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებ­ზე - რა გა­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­ძებ­ნოს თე­ატრმა ასეთ დროს... ზო­გა­დად კი, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია ის, რაც სამ­ყა­რო­ში ხდე­ბა. კი, უც­ნა­უ­რად ვგრძნობ თავს, რად­გან არ ვიცი, ხვალ რა შე­იც­ვლე­ბა, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. რისი გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა მექ­ნე­ბა და რის - არა... რაც აქმდე ჩვე­უ­ლი და ნორ­მა­ლუ­რი იყო, ნელ-ნელა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და მო­ნატ­რე­ბუ­ლი ხდე­ბა. თა­ვი­სუფ­ლად ვხვდე­ბო­დე და ვე­სა­უბ­რე­ბო­დე მე­გობ­რებს, ვსე­ირ­ნობ­დე, ვთა­მა­შობ­დე თე­ატ­რში, ბავ­შვი სკო­ლა­ში და სა­ბავ­შვო ბაღ­ში ან კონ­ცერ­ტზე დამ­ყავ­დეს - ეს უკვე ფუ­ფუ­ნე­ბა გახ­და.

ჩემს უმ­ცროს შვილს სა­ერ­თოდ არ ახ­სოვს რა არის თე­ატ­რი, რად­გან ბო­ლოს რო­დე­საც სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და, წარ­მოდ­გე­ნას დას­წრე­ბო­და, ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო. გუ­შინ უფ­რო­სი შვი­ლი პირ­ველ კლას­ში "წა­ვი­და"... ეს დღე ალ­ბათ ჩემ­თვის ერთ-ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ემო­ცი­ე­ბით ავივ­სე­ბო­დი, როცა და­ვი­ნა­ხავ­დი, - რო­გორ შე­ვი­დო­და სკო­ლა­ში... დღე­საც ემო­ცი­უ­რი იყო, როცა ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ გა­იღ­ვი­ძა დი­ლით ადრე და აღელ­ვე­ბულ­მა მკი­თხა - "ხომ არ და­ვაგ­ვი­ა­ნეო"? ჩა­იც­ვა ლა­მა­ზად და დაჯ­და კომ­პი­უ­ტერ­თან... ურ­თუ­ლე­სია... პირ­ვე­ლი კლა­სი ასე­თი არ უნდა იყოს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ვე­რა­ფერს ვცვლით... ძა­ლი­ან არ მინ­და, რომ ეს ნორ­მა გახ­დეს მის­თვის და ბავ­შვებ­მა ვერ შეძ­ლონ სრულ­ფა­სო­ვა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია, ერ­თმა­ნეთ­თან მე­გობ­რო­ბა და თა­მა­ში - ეს ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს. ალ­ბათ მშო­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ვი­სი შვი­ლე­ბის პრობ­ლე­მებს გა­ნიც­დის და ცდი­ლობს, ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­უმ­სუ­ბუ­ქოს და გა­უ­ლა­მა­ზოს სამ­ყა­რო".

სოსო ხვე­დე­ლი­ძე, სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი:

- საკ­მა­ოდ რთუ­ლი წელი აქვს მსოფ­ლი­ოს ზო­გა­დად და ამი­ტომ მსა­ხი­ო­ბე­ბიც არ ვართ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი. და­ზა­რალ­და ყვე­ლა სფე­რო. თე­ატ­რი არ არის ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­საც ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გამო პრობ­ლე­მე­ბი აქვს. პან­დე­მი­ამ და­ა­ზი­ა­ნა ყვე­ლა­ფე­რი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვაი-ვიში მხო­ლოდ ჩვენ­ზე, უბ­რა­ლოდ უხერ­ხუ­ლია. არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატრმა" გა­და­წყვი­ტა, გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი, სა­დაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის იქნა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­მი­ნის­ტროს მიერ. 1 ოქ­ტომ­ბერს უნდა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი­ყო თე­ატ­რე­ბის მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ თა­რიღ­მა ისევ გა­და­ი­წია. მეს­მის, საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სი­ტუ­ა­ცი­აა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უნდა შევ­ძლოთ ამ კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი სფე­რო ჩა­მო­იშ­ლე­ბა და მი­ვი­ღებთ ისეთ შე­უქ­ცე­ვად პრო­ცე­სებს, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად და­ა­ზა­რა­ლებს ქვე­ყა­ნას. უნდა შევ­ძლოთ ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რად აღ­დგე­ნა ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით და არა შე­ჩე­რე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით, რად­გან რთუ­ლია წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრო, რო­დის და­მარ­ცხდე­ბა ვირუ­სი.

უნდა იყოს მეტი დი­ა­ლო­გი ცალ­კე­უ­ლი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და ამ კო­მუ­ნი­კა­ცი­ით უნდა შევ­ძლოთ ერ­თად აღ­ვიდ­გი­ნოთ ძა­ლე­ბი და გა­ვაგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა, არ­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, მე­ნატ­რე­ბა რე­პე­ტი­ცი­ე­ბი. ამით გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ვამ­ბობ. დიდი ინ­ტე­რე­სი მაქვს იმის, რა და­იდ­გმე­ბა და რაზე ილა­პა­რა­კებს თე­ატ­რი დღეს. ბევ­რი რამე შეც­ვა­ლა პან­დე­მი­ამ. მოვ­ლე­ნე­ბი სხვა კუ­თხით გა­მოჩ­ნდა ამ ახალ ფილტრში. ამ ყველ­ფა­რის და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი მხა­რის შე­ფა­სე­ბა თე­ატ­რის მხრი­დან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წინ ბევ­რი პრო­ექ­ტი გვე­ლო­დე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი აქ­ტუ­ა­ლო­ბით უპა­სუ­ხებს დღე­ვან­დელ გა­მოწ­ვე­ვებს.

იმე­დი მაქვს, შედ­გე­ბა დი­ა­ლო­გი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან და მთავ­რო­ბა შეც­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რაც არის ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა. სა­ჭი­როა და უნდა შევ­ძლოთ ამ პრობ­ლე­მას­თან რთუ­ლი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ­ჯე­რო­ბით სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზას არ გან­ვი­ხი­ლავთ. უბ­რა­ლოდ, ვი­თხოვთ მეტ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, რად­გან მოხ­დეს ეფექ­ტუ­რი გზის პოვ­ნა, რომ თავი და­ვაღ­წი­ოთ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას"!

მარი არ­ღუ­თაშ­ვი­ლი, გო­რის თე­ტა­რი­სა და "თე­ატ­რი რუს­თა­ვე­ილს 19"-ის მხა­ხი­ო­ბი:

- პირ­ვე­ლად რო­დე­საც ამ ფაქ­ტის წი­ნა­შე დავ­დე­ქით, რა­ღაც­ნა­ი­რად ყვე­ლა­ნი შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ამას­თან, ეპი­დე­მი­ის­თვის მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი და სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბი იყო ის, რომ გავ­ჩერ­დით. გავ­ჩერ­დით არა­მარ­ტო ჩვენ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. რომ იმა­ზე მეტი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა ხალ­ხს და ეკო­ნო­მი­კას, ვიდ­რე თე­ატ­რის გა­ჩე­რე­ბა იყო. შემ­დეგ რო­დე­საც ნელ-ნელა, რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტმა გახ­სნა და­ი­წყო, მსა­ხი­ო­ბე­ბის­გან მეს­მო­და ფრა­ზა - რეს­ტო­რა­ნი უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, ვიდ­რე თე­ატ­რი?! ამა­ზე ცოტა კა­მა­თიც კი მქონ­და ჩემს კო­ლე­გებ­თან, რად­გა­ნაც როცა კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში ხალ­ხი თვე­ო­ბით უმუ­შე­ვა­რი იყო და ეკო­ნო­მი­კა ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, იმ ეტაპ­ზე ჯობ­და, რეს­ტო­რა­ნი გახ­სნი­ლი­ყო. ამ­დენ­თვი­ა­ნი უმუ­შევ­რო­ბის შემ­დეგ ვი­ღა­ცას საქ­მე უნდა გას­ჩე­ნო­და და კვლავ ყო­ფი­ლი­ყო და­საქ­მე­ბუ­ლი, ბიზ­ნეს­საც ცოტა ხელი შეშ­ვე­ლე­ბო­და. მოკ­ლედ, ესეც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბი და მი­სა­ღე­ბი იყო ჩემ­თვის. მერე მო­ვეშ­ვით, ზა­ფხულ­ში ვნა­ხეთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მთელ ქვე­ყა­ნა­ში. თით­ქოს გვე­გო­ნა, რომ ვირუ­სი და­ვა­მარ­ცხეთ...

ახლა, რო­დე­საც გვე­გო­ნა, რომ თე­ატ­რე­ბი უნდა გახ­სნი­ლი­ყო, აგ­ვის­ტოს ბო­ლოს მუ­შა­ო­ბა გან­ვა­ახ­ლეთ, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და­ვი­წყეთ და გვი­ხა­რო­და, რომ გვექ­ნე­ბო­და ისევ სპექ­ტაკ­ლე­ბის თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში კი არა, თე­ატ­რი ნო­ემ­ბერ­ში იხ­სნე­ბა, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­და. ამა­ში ვე­რა­ვის და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებთ. ყვე­ლამ ჩვენს თავ­ზე უნდა ავი­ღოთ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. იმი­ტომ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ თვით­შეგ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მაგ­რამ ახლა ცოტა მე­ტად გა­მიჩ­ნდა პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა, რომ თე­ატ­რებს არ გვახ­სნე­ვი­ნე­ბენ და ამ დროს ვხე­დავთ, რომ სა­დღაც ტარ­დე­ბა კონ­ცერ­ტი, სა­დაც 1000-ობით ადა­მი­ა­ნი მი­დის ყო­ველ­გვა­რი დის­ტან­ცი­ის, პირ­ბა­დის გა­რე­შე. ასეთ დროს უსა­მარ­თლო­ბის შეგ­რძნე­ბა მიჩ­ნდე­ბა და შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალს ვხე­დავ... სექ­ტემ­ბერ­ში გორ­ში კო­მე­დი­ის ფეს­ტი­ვა­ლი უნდა გვქო­ნო­და, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს ტარ­დე­ბა. ცხა­დია, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, ვერ ჩა­ტარ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მცი­რე მას­შტა­ბით და ღია ცის ქვეშ უნდა გვე­თა­მა­შა, ამის უფ­ლე­ბა არ მოგ­ვცეს, ჩა­ი­შა­ლა, რად­გან ყვე­ლა­ნა­ი­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა შიდა თუ გარე სივ­რცე­ში აიკ­რძა­ლა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­გებ, რომ კიკ­ვი­ძის პარკში ხალ­ხმრა­ვა­ლი კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა. ეს ამ­ბა­ვი მე­წყი­ნა და გავ­ბრაზ­დი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*****
181

ერთ ორ სერიალში მიიღეთ მონაწილეობა და თავი მართლა ვარსკვლავები გგონიათ. მაშინ რა თქვან წლობით მომუშავე მსახიობებმა რომლებიც მართლა ვარსკვლავები არიან და ხალხის სიყვარულს იმსახურებენ.

fróði
366

არ მიმაჩნიხართ იმ დონის და კლასის მსახიობებად რომ უთქვენოდ ვერ ძლებდეს საზოგადოება , და მეორე თუ მართლაც ძალიან მაგარი მსახიობები ხართ მაშინ იმდენიც უნდა გქონდეთ გამომუშავებულუ, რომ 2-3 თვე მაინც კაკ მინიმუმ თავები შეინახოთ . 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?

თავიდან კოვიდპანდემიას ადამიანები გაგებით შეხვდნენ... დღეს კი, როცა თეატრებს, დარბაზებს, სხვადასხვა დაწესებულებას კვლავაც არ აქვს საქმიანობის გაგრძელების უფლება, ამას ადამიანები მტკივნეულად განიცდიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღოჩდნენ თეატრის მსახიობები. ემოციურად რას განიცდიან სცენის, მაყურებლის გარეშე დარჩენილები, აპირებენ თუ არა რაიმე ალტერნატიული გზის მოძებნას, რას სთხოვენ ხელისუფლებას, - ამ თემაზე რამდენიმე თეატრის ცნობილი მსახიობი AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

თამუნა ნიკოლაძე, თავისუფალი თეატრის მსახიობი:

- როგორც ყველა მსახიობს, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ძალიან მენატრება თეატრი. მენატრება მაყურებელთან ურთიერთობა, დაწყებული კოსტიუმის მოწესრიგებიდან, გრიმის გაკეთებით, კოლეგებთან ურთიერთობით და სცენაზე თამაშით დამთავრებული... თებერვლის ბოლოდან, როგორც კი თეატრის დროებით დაკეტვა გადავწყვიტეთ და გვეგონა, ეს პროცესი რამდენიმე კვირა ან დღე გაგრძელდებოდა, უკვე 6-7 თვე გავიდა და უთეატროდაა მსახიობი დარჩენილი. თავიდან შეგნებით მივიღე და გააზრებულად შევხვდი ამ გადაწყვეტილებას. იმიტომ, რომ ეს გვჭირდებოდა, აუცილებელი იყო, რომ სახლში დავრჩენილიყავით. ახლაც ძალიან კარგად მესმის მდგომარეობა, ძალიან იმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ. გაძლიერებულია ვირუსი, რაც არ მომწონს და ყველა წესისა და კანონის დაცვით ვიქცევი. თუმცა ვხედავ, რომ ადამიანები მაინც დადიან ყველგან, 20-30-კაციან შეკრებებს ვაწყდები... 1-ელ ოქტომბერს თეატრი უნდა გახსნილიყო, ეს არ იქნებოდა ცუდი და უსარგებლო ნაბიჯი - თუნდაც 200-კაციან დარბაზში 80-100 კაცი რომ მოსულიყო, ეს მაყურებლის სულიერ მხარეს წაადგებოდა. მგონია, რომ ადამიანი უთეატროდ ძალიან გამოიფიტება, რადგანაც ისედაც გამოფიტულ და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ხალხი. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ დაწესებულებას რაც უფრო მალე გავხსნით, უფრო მალე გადავრჩებით. ის ერთგვარი სამკურნალო სივრცეა, სულის მკურნალია! მთელი შეგნებით და დიდი სიყვარულით ვაცხადებ, რომ თეატრი სჭირდება ადამიანებს, სჭირდება მსახიობებს, მაყურებელს, საქართველოს კულტურას, რომელიც წლების და საუკუნეების მანძილზე ჩვენი გადამრჩენელი იყო. ვიმეორებ, თეატრი არის ადგილი, რომელიც მაყურებელს კურნავს, აჯანმრთელებს! სრულიად საქართველოს, მსოფლიოს და დედამიწას სულიერად და ფიზიკურად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!

ლელა მებურიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი:

- მსახიობებიც ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ: 6 თვის წინ ვითამაშეთ პრემიერა, რომელიც საოცრად კარგად მიიღო მაყურებელმა და ყველა ელოდებოდა სპექტაკლებს. თუმცა დაიწყო კარანტინი და სახლებში ჩავიკეტეთ. როგორი იყო ეს 6 თვე, ვრცლად აღარ მოვყვები... როგორღაც დავარწმუნეთ თავები, ყველაფერი მალე გაივლიდა და ამ დროის ნაყოფიერად გამოყენება გადარჩენის ერთადერთი გზა იყო... ბევრი დრო გავატარეთ შვილებთან, რაც ძალიან კარგია, მეუღლეებთან, საკუთარ თავთან. წავიკითხეთ და ვუყურეთ ყველაფერს, რაც შევძელით. ზოგმა მეტი კრეატიულობა გამოიჩინა და დროს აყვა, ზოგმა - ნაკლები, მაგრამ საბოლოოდ, როცა 6 თვის მერე ისევ შევძელით სცენაზე დადგომა, ვითამაშეთ სპექტაკლი, ისევ დავიმუხტეთ საოცარი ემოციებით და მივიღეთ აპლოდისმენტები, იგივე გამეორდა და გავჩერდით. თეატრის გახსნა გადაიდო და სამწუხაროდ, გულწრფელები რომ ვიყოთ, არ ვიცით, რა დროით. ახლა ნამდვილად ვგრძნობ, რომ შეუძლებელია, უბრალოდ ისევ წიგნების კითხვას და ფილმების ყურებას მივუბრუნდე. რაღაც სხვა გზის ძეებნაა საჭირო. ისეთის, რომელიც ამ სიტუაციასაც მოერგება და ჩვენ ემოციურ მდგომარეობასაც.

ჩვენთან მარჯანიშვილის თეატრში რეპეტიციები არ გაჩერებულა და აქტიურად ვემზადებით პრემიერისთვის, რაც ძალიან მახარებს. თუ ნოემბერში გავიხსნებით (როგორც იგეგმება) დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ახალი სპექტაკლით ისიამოვნებს. თუ არადა, ალბათ პრემიერას მაყურებლის გარეშე მაინც ვითამაშებთ. რა თქმა უნდა, აქტიურად ვფიქრობთ ალტერნატიულ გზებზე - რა გამოსავალი შეიძლება მოძებნოს თეატრმა ასეთ დროს... ზოგადად კი, ძალიან უცნაურია ის, რაც სამყაროში ხდება. კი, უცნაურად ვგრძნობ თავს, რადგან არ ვიცი, ხვალ რა შეიცვლება, როგორ განვითარდება მოვლენები. რისი გაკეთების უფლება მექნება და რის - არა... რაც აქმდე ჩვეული და ნორმალური იყო, ნელ-ნელა არაჩვეულებრივი და მონატრებული ხდება. თავისუფლად ვხვდებოდე და ვესაუბრებოდე მეგობრებს, ვსეირნობდე, ვთამაშობდე თეატრში, ბავშვი სკოლაში და საბავშვო ბაღში ან კონცერტზე დამყავდეს - ეს უკვე ფუფუნება გახდა.

ჩემს უმცროს შვილს საერთოდ არ ახსოვს რა არის თეატრი, რადგან ბოლოს როდესაც საშუალება გვქონდა, წარმოდგენას დასწრებოდა, ძალიან პატარა იყო. გუშინ უფროსი შვილი პირველ კლასში "წავიდა"... ეს დღე ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული იქნებოდა, ემოციებით ავივსებოდი, როცა დავინახავდი, - როგორ შევიდოდა სკოლაში... დღესაც ემოციური იყო, როცა ვუყურებდი, როგორ გაიღვიძა დილით ადრე და აღელვებულმა მკითხა - "ხომ არ დავაგვიანეო"? ჩაიცვა ლამაზად და დაჯდა კომპიუტერთან... ურთულესია... პირველი კლასი ასეთი არ უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს ვცვლით... ძალიან არ მინდა, რომ ეს ნორმა გახდეს მისთვის და ბავშვებმა ვერ შეძლონ სრულფასოვანი კომუნიკაცია, ერთმანეთთან მეგობრობა და თამაში - ეს ძალიან მაწუხებს. ალბათ მშობელი ყველაზე მეტად თავისი შვილების პრობლემებს განიცდის და ცდილობს, ყველანაირად შეუმსუბუქოს და გაულამაზოს სამყარო".

სოსო ხვედელიძე, სამეფო უბნის თეატრის მსახიობი:

- საკმაოდ რთული წელი აქვს მსოფლიოს ზოგადად და ამიტომ მსახიობებიც არ ვართ გამონაკლისები. დაზარალდა ყველა სფერო. თეატრი არ არის ერთადერთი, რომელსაც ამ სიტუაციის გამო პრობლემები აქვს. პანდემიამ დააზიანა ყველაფერი და განსაკუთრებული ვაი-ვიში მხოლოდ ჩვენზე, უბრალოდ უხერხულია. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, "სამეფო უბნის თეატრმა" გადაწყვიტა, გაკეთებულიყო ისეთი პროექტები, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა ის რეგულაციები და რეკომენდაციები, რაც შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის იქნა შემუშავებული სამინისტროს მიერ. 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო თეატრების მუშაობა, მაგრამ თარიღმა ისევ გადაიწია. მესმის, საკმაოდ საპასუხისმგებლო სიტუაციაა. მიუხედავად ამისა, უნდა შევძლოთ ამ კრიზისიდან გამოსვლა შემუშავებული წესების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ბევრი სფერო ჩამოიშლება და მივიღებთ ისეთ შეუქცევად პროცესებს, რომელიც უფრო მეტად დააზარალებს ქვეყანას. უნდა შევძლოთ ამ გამოწვევების ადეკვატურად აღდგენა ჩვენი საქმიანობით და არა შეჩერება გაურკვეველი დროით, რადგან რთულია წინასწარ განსაზღვრო, როდის დამარცხდება ვირუსი.

უნდა იყოს მეტი დიალოგი ცალკეული სფეროს წარმომადგენლებთან და ამ კომუნიკაციით უნდა შევძლოთ ერთად აღვიდგინოთ ძალები და გავაგრძელოთ მუშაობა, არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით. ბუნებრივია, მენატრება რეპეტიციები. ამით განსაკუთრებულს არაფერს ვამბობ. დიდი ინტერესი მაქვს იმის, რა დაიდგმება და რაზე ილაპარაკებს თეატრი დღეს. ბევრი რამე შეცვალა პანდემიამ. მოვლენები სხვა კუთხით გამოჩნდა ამ ახალ ფილტრში. ამ ყველფარის დადებითი თუ უარყოფითი მხარის შეფასება თეატრის მხრიდან საინტერესო იქნება და დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი პროექტი გველოდება, რომელიც თავისი აქტუალობით უპასუხებს დღევანდელ გამოწვევებს.

იმედი მაქვს, შედგება დიალოგი კულტურის სამინისტროსთან და მთავრობა შეცვლის გადაწყვეტილებას, რაც არის ამ ეტაპზე ჩვენი მოთხოვნა. საჭიროა და უნდა შევძლოთ ამ პრობლემასთან რთული, მაგრამ აუცილებელი თანაარსებობა. შესაბამისად, ჯერჯერობით სხვა ალტერნატიულ გზას არ განვიხილავთ. უბრალოდ, ვითხოვთ მეტ კომუნიკაციას, რადგან მოხდეს ეფექტური გზის პოვნა, რომ თავი დავაღწიოთ შექმნილ ვითარებას"!

მარი არღუთაშვილი, გორის თეტარისა და "თეატრი რუსთავეილს 19"-ის მხახიობი:

- პირველად როდესაც ამ ფაქტის წინაშე დავდექით, რაღაცნაირად ყველანი შეშინებულები ვიყავით, ამასთან, ეპიდემიისთვის მოუმზადებლები და სრულიად გასაგები იყო ის, რომ გავჩერდით. გავჩერდით არამარტო ჩვენ, მთელი საქართველო. რომ იმაზე მეტი პრობლემა შეექმნა ხალხს და ეკონომიკას, ვიდრე თეატრის გაჩერება იყო. შემდეგ როდესაც ნელ-ნელა, რამდენიმე ობიექტმა გახსნა დაიწყო, მსახიობებისგან მესმოდა ფრაზა - რესტორანი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თეატრი?! ამაზე ცოტა კამათიც კი მქონდა ჩემს კოლეგებთან, რადგანაც როცა კარანტინის პერიოდში ხალხი თვეობით უმუშევარი იყო და ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაში, იმ ეტაპზე ჯობდა, რესტორანი გახსნილიყო. ამდენთვიანი უმუშევრობის შემდეგ ვიღაცას საქმე უნდა გასჩენოდა და კვლავ ყოფილიყო დასაქმებული, ბიზნესსაც ცოტა ხელი შეშველებოდა. მოკლედ, ესეც აბსოლუტურად გასაგები და მისაღები იყო ჩემთვის. მერე მოვეშვით, ზაფხულში ვნახეთ, რა მდგომარეობა იყო მთელ ქვეყანაში. თითქოს გვეგონა, რომ ვირუსი დავამარცხეთ...

ახლა, როდესაც გვეგონა, რომ თეატრები უნდა გახსნილიყო, აგვისტოს ბოლოს მუშაობა განვაახლეთ, რეპეტიციები დავიწყეთ და გვიხაროდა, რომ გვექნებოდა ისევ სპექტაკლების თამაშის საშუალება, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, რომ ოქტომბერში კი არა, თეატრი ნოემბერში იხსნება, რადგან ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გართულდა. ამაში ვერავის დავადანაშაულებთ. ყველამ ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზეა დამოკიდებული.

მაგრამ ახლა ცოტა მეტად გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, რომ თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს ვხედავთ, რომ სადღაც ტარდება კონცერტი, სადაც 1000-ობით ადამიანი მიდის ყოველგვარი დისტანციის, პირბადის გარეშე. ასეთ დროს უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება და შერჩევით სამართალს ვხედავ... სექტემბერში გორში კომედიის ფესტივალი უნდა გვქონოდა, რომელიც ყოველ წელს ტარდება. ცხადია, გასაგები მიზეზების გამო, ვერ ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ მცირე მასშტაბით და ღია ცის ქვეშ უნდა გვეთამაშა, ამის უფლება არ მოგვცეს, ჩაიშალა, რადგან ყველანაირი ღონისძიება შიდა თუ გარე სივრცეში აიკრძალა. ამის პარალელურად ვიგებ, რომ კიკვიძის პარკში ხალხმრავალი კონცერტი გაიმართა. ეს ამბავი მეწყინა და გავბრაზდი.

ნატალია ვოდიონოვასა და მილიარდერის ვაჟის ქორწილი - კაბა, თაიგული და მინიმალისტური დეტალები ყველაზე არისტოკრატული ცერემონიიდან

"მაყურებელი სამედიცინო პირბადეებით ესწრებოდა წარმოდგენას" - ქართველი რეჟისორის სპექტაკლმა ლიეტუვაში, პანდემიის პირობებშიც კი, ანშლაგით ჩაიარა

"სალომეს პაროდიას რომ ვაკეთებ, თავი პრეზიდენტი მგონია! თვითონ თუ უყურებს, არ ვიცი" -  თამუნა ლეკვეიშვილი კარიერაზე, მეუღლესა და შვილებზე