მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარტში დავინფიცირდი და 6 თვის შემდეგ თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ" - ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტ-კოვიდ სიმპტომებს აღწერენ
"მარტში დავინფიცირდი და 6 თვის შემდეგ თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ" - ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტ-კოვიდ სიმპტომებს აღწერენ

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ახერ­ხებს. მეც­ნი­ე­რე­ბი კვლავ სწავ­ლო­ბენ COVID-19-ის ბუ­ნე­ბას და ვირუ­სის ბო­ლომ­დე შე­საც­ნო­ბად ჯერ კი­დევ არა­ერ­თი კვლე­ვაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. და­ნამ­დვი­ლე­ბით მხო­ლოდ ის ვი­ცით, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მკვეთ­რად იმა­ტებს.

სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წილს ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, პოსტ-კო­ვიდ სიმპტო­მე­ბი აქვთ და ისი­ნი ძველ ცხოვ­რე­ბას ვერ უბ­რუნ­დე­ბი­ან.

ძი­რი­თა­დი პოსტ-კო­ვიდ სიმპტო­მე­ბი, რომ­ლებ­საც ვირუს­გა­და­ტა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­წე­რენ:

  • ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა;
  • პულ­სის აჩ­ქა­რე­ბა;
  • სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა;
  • სა­ერ­თო სი­სუს­ტე;
  • თა­ვის ტკი­ვი­ლი;
  • ხე­ლე­ბი­სა და ფე­ხე­ბის და­ბუ­ჟე­ბა

ვნა­ხოთ, რას ჰყვე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც COVID-19 და­ა­მარ­ცხეს:

ასევე დაგაინტერესებთ
15:19 / 18-08-2020

სიჩუმის ქალაქიდან ხმაურიანი წვეულებების ქალაქამდე - ფოტოები უხანიდან, რომელიც საზოგადოების კრიტიკის მიზეზი გახდა

12:41 / 05-09-2020

რუსულმა ვაქცინამ ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოამუშავა - რა წერია რუსი მეცნიერების მოხსენებაში

14:27 / 15-09-2020

"კახეთში ისევ 3 ცხელი წერტილი - სამი კლასტერი გვაქვს" - კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი

12:41 / 16-10-2020

"თუ გაციებული ხართ, გაცემინებთ და გგონიათ, რომ რისკის ქვეშ არ ხართ, ტყუილად გგონიათ..." - რას წერს პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

13:40 / 16-10-2020

"5-6 დღე ვიყავი მსუბუქი, ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების საშინელი ტკივილი და ხველა წამოვიდა მე-7 დღიდან" - ვიკა ბუკია Covid-19-ის სიმპტომებს დეტალურად აღწერს

182 დღეა მას შემ­დეგ, რაც 27 წლის ბრი­ტა­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი, ჩარ­ლი რა­სე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და და ამ­ბობს, რომ გა­მო­ჯანმთე­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის ვერ ცხოვ­რობს ისე, რო­გორც მისი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი.

ის ვე­ღარ დარ­ბის კვი­რა­ში სამ­ჯერ 5 კმ-ს, რო­გორც ამას და­ინ­ფი­ცი­რე­ბამ­დე აკე­თებ­და, არ და­დის გა­სარ­თო­ბად, არ მუ­შა­ობს და ამ­ბობს, რომ არ არის უკე­თე­სად.

"რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი უარს ამ­ბო­ბენ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­ზე, ან არ იცა­ვენ სო­ცი­ა­ლურ დის­ტა­ცი­ას, ამით ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ" - ამ­ბობს რა­სე­ლი

“რომ მცოდ­ნო­და ასე ცუ­დად ვიქ­ნე­ბო­დი, ყო­ვე­ლი­ვეს უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუდ­გე­ბო­დი, მაგ­რამ მა­შინ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თუ ახალ­გაზ­რდა ხართ და და­ინ­ფი­ცირ­დე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ერ­თოდ არ გექ­ნე­ბათ არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი, ან ორი კვი­რით იქ­ნე­ბით ავად და მხო­ლოდ ეს იქ­ნე­ბო­და“, - ამ­ბობს რა­სე­ლი "გარ­დი­ან­თან“.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ფო­ტოგ­რაფს აწუ­ხებ­და ტკი­ვი­ლე­ბი გულ-მკერ­დის არე­ში, მწვა­ვე შა­კი­კი, ჰქონ­და სუნ­თქვის პრობ­ლე­მა, თავ­ბრუს­ხვე­ვა და დაღ­ლი­ლო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის პე­რი­ოდ­ში და ამ სიმპტო­მე­ბის უმე­ტე­სო­ბას ახ­ლაც გა­ნიც­დის.

ვირუ­სი მისი ორ­გა­ნიზ­მი­დან 2-კვი­რი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ გაქ­რა, თუმ­ცა შემ­დეგ ჰქონ­და გულ-მკერ­დის არე­ში ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა. "თით­ქოს ვი­ღაც მაწ­ვე­ბო­და“, - ამ­ბობს რა­სე­ლი.

სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებ­მა უთხრეს, რომ ტეს­ტის მი­ხედ­ვით ვირუ­სი აღარ ჰქონ­და და არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა აღარ არ­სე­ბობ­და და რომ მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და იმ პა­ცი­ენ­ტთა უმ­რავ­ლე­სო­ბას, რომ­ლებ­მაც ვირუ­სი და­ა­მარ­ცხეს.

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი უარს ამ­ბო­ბენ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­ზე, ან არ იცა­ვენ სო­ცი­ა­ლურ დის­ტა­ცი­ას, ამით ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ, მინ­და შე­ვა­ჯან­ჯღა­რო და ვუ­თხრა მათ - "უკვე ექ­ვსი თვეა ამით ვცხოვ­რობ.“ ვფიქ­რობ, ბევ­რი ახალ­გაზ­რდა თვლის, რომ თუ რა­ი­მე პირ­და­პირ არ მოქ­მე­დებს შენ­ზე, ის სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. ჩემი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კვლავ და­დი­ან პა­ბებ­ში, ყო­ვე­ლი­ვეს სე­რი­ო­ზუ­ლად არ უყუ­რე­ბენ და მე ძა­ლი­ან ვღე­ლავ მათ გამო - ამ­ბობს რა­სე­ლი.

მისი თქმით, სწრა­ფად იღ­ლე­ბა, კი­ბე­ებ­ზე ას­ვლა უჭირს და ქრო­ნი­კუ­ლად აქვს დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ და­ტო­ვე­ბულ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი CNN-თა­ნაც.

ბრი­ტა­ნე­ლი ფსი­ქო­ლო­გი ლუსი გა­ჰა­ნი, რო­მელ­საც COVID-19 5 თვის წინ ჰქონ­და, ამ­ბობს, რომ მისი ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ რიტმს ამ დრომ­დე არ დაბ­რუ­ნე­ბია. მისი თქმით, ზოგ­ჯერ სუნ­თქვა უხ­შირ­დე­ბა, აქვს სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, უბუჟ­დე­ბა ხე­ლე­ბი და ფე­ხე­ბი და მცი­რე ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის დრო­საც კი, გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე მკვეთ­რად იზ­რდე­ბა. მსგავ­სი რამ შხა­პის მი­ღე­ბის დრო­საც კი ემარ­თე­ბა.

"სა­ნამ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ვინ­ფი­ცირ­დე­ბო­დი, რე­გუ­ლა­რუ­ლად ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი იო­გა­თი, თუმ­ცა ახლა ამას ვერ ვა­კე­თებ. მხო­ლოდ ოთახ­ში სი­ა­რუ­ლი შე­მიძ­ლია და წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და, რა მოხ­დე­ბა, თუ სარ­ბე­ნად წა­ვალ, თუმ­ცა ფსი­ქო­ლო­გი ვარ და ეს არ მაშ­ფო­თებს“, - ამ­ბობს ლუსი.

36 წლის ფიტ­ნეს-კონ­სულ­ტან­ტი ლას-ვე­გა­სი­დან, კორი კუ­პერ­სმი­ტი კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნა. ის ვირუ­სით თე­ბერ­ვალ­ში და­ინ­ფი­ცირ­და, ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, თუმ­ცა მუ­შა­ო­ბა ვე­ღარ შეძ­ლო. ის მუდ­მი­ვად გა­ნიც­დის სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა­სა და დაღ­ლი­ლო­ბას.

ამის გამო ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვე­შაა. ბო­ლოს იმუ­ნო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ხა­რის­ხი პა­თო­ლო­გი­უ­რად და­ბა­ლი იყო.

რო­გორც "გარ­დი­ა­ნი“ წერს, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ეფექ­ტის შე­სას­წავ­ლად კვლე­ვა ახ­ლა­ხანს და­ი­წყო, მაგ­რამ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი, ჩარლზ შე­პარ­დი უკვე ამ­ბობს, რომ მუ­შა­ო­ბენ თე­ო­რი­ა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კო­რო­ნა­ვირუ­სი არ­ღვევს ადა­მი­ა­ნის იმუ­ნურ სის­ტე­მას, სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს იცავს. მისი თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამით აიხ­სნე­ბა, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა.

შე­პარ­დის გან­მარ­ტე­ბით, ბოლო წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დის­ფუნ­ქცია იწ­ვევს მი­აგ­ლი­ურ ენ­ცე­ფა­ლო­მი­ე­ლიტს, ანუ ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სინ­დრომს და თუ და­დას­ტურ­დე­ბა, რომ კო­რო­ნა გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენ­ტებ­შიც დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა ნამ­დვი­ლად იმუ­ნი­ტე­ტის და­სუს­ტე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, მე­დი­კო­სე­ბი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზას მარ­ტი­ვად იპო­ვი­ან.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლი­ოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 2020 წლის 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ვირუ­სი პირ­ვე­ლად 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში, ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში გა­მოვ­ლინ­და. COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, 29.4 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ათი ქვე­ყა­ნა ასე­თია: აშშ, ინ­დო­ე­თი, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, პერუ, კო­ლუმ­ბია, მექ­სი­კა, სამ­ხრეთ აფ­რი­კა, ეს­პა­ნე­თი და არ­გენ­ტი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათ
15

არ მქონია კორონა მაგრამ მალემალე ვიღლები, გულიც მიჩქარდება ხოლმე, სულ მეძინება, არაფრის ხალისი მაქვს. დეპრესიას უფრო ჰგავს ვიდრე პოსტვირუსულ მდგომარეობას

Lui
4

დაწყევლოს ღმერთმა ყველა ვინც ეს ვირუსი შექმნა და ვირუსის გავრცელებაში მიიღო მონაწილეობა.

ავტორი:

"მარტში დავინფიცირდი და 6 თვის შემდეგ თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ" - ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტ-კოვიდ სიმპტომებს აღწერენ

"მარტში დავინფიცირდი და 6 თვის შემდეგ თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ" - ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტ-კოვიდ სიმპტომებს აღწერენ

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. მეცნიერები კვლავ სწავლობენ COVID-19-ის ბუნებას და ვირუსის ბოლომდე შესაცნობად ჯერ კიდევ არაერთი კვლევაა ჩასატარებელი. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ მსოფლიოს მასშტაბით ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად მკვეთრად იმატებს.

სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ პაციენტების ნაწილს ვირუსის დამარცხების შემდეგ, პოსტ-კოვიდ სიმპტომები აქვთ და ისინი ძველ ცხოვრებას ვერ უბრუნდებიან.

ძირითადი პოსტ-კოვიდ სიმპტომები, რომლებსაც ვირუსგადატანილი ადამიანები აღწერენ:

  • ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება;
  • პულსის აჩქარება;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • საერთო სისუსტე;
  • თავის ტკივილი;
  • ხელებისა და ფეხების დაბუჟება

ვნახოთ, რას ჰყვებიან პაციენტები, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს:

182 დღეა მას შემდეგ, რაც 27 წლის ბრიტანელი ფოტოგრაფი, ჩარლი რასელი კორონავირუსით დაინფიცირდა და ამბობს, რომ გამოჯანმთელების მიუხედავად, ის ვერ ცხოვრობს ისე, როგორც მისი ასაკის ადამიანები.

ის ვეღარ დარბის კვირაში სამჯერ 5 კმ-ს, როგორც ამას დაინფიცირებამდე აკეთებდა, არ დადის გასართობად, არ მუშაობს და ამბობს, რომ არ არის უკეთესად.

"როდესაც ადამიანები უარს ამბობენ პირბადის ტარებაზე, ან არ იცავენ სოციალურ დისტაციას, ამით ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - ამბობს რასელი

“რომ მცოდნოდა ასე ცუდად ვიქნებოდი, ყოველივეს უფრო სერიოზულად მივუდგებოდი, მაგრამ მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ თუ ახალგაზრდა ხართ და დაინფიცირდებით, სავარაუდოდ, საერთოდ არ გექნებათ არანაირი სიმპტომი, ან ორი კვირით იქნებით ავად და მხოლოდ ეს იქნებოდა“, - ამბობს რასელი "გარდიანთან“.

გამოცემის ცნობით, ფოტოგრაფს აწუხებდა ტკივილები გულ-მკერდის არეში, მწვავე შაკიკი, ჰქონდა სუნთქვის პრობლემა, თავბრუსხვევა და დაღლილობა კორონავირუსით ინფიცირების პერიოდში და ამ სიმპტომების უმეტესობას ახლაც განიცდის.

ვირუსი მისი ორგანიზმიდან 2-კვირიანი მკურნალობის შემდეგ გაქრა, თუმცა შემდეგ ჰქონდა გულ-მკერდის არეში ტკივილის შეგრძნება. "თითქოს ვიღაც მაწვებოდა“, - ამბობს რასელი.

საავადმყოფოს ექიმებმა უთხრეს, რომ ტესტის მიხედვით ვირუსი აღარ ჰქონდა და არავითარი პრობლემა აღარ არსებობდა და რომ მსგავსი გამოცდილება ჰქონდა იმ პაციენტთა უმრავლესობას, რომლებმაც ვირუსი დაამარცხეს.

როდესაც ადამიანები უარს ამბობენ პირბადის ტარებაზე, ან არ იცავენ სოციალურ დისტაციას, ამით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მინდა შევაჯანჯღარო და ვუთხრა მათ - "უკვე ექვსი თვეა ამით ვცხოვრობ.“ ვფიქრობ, ბევრი ახალგაზრდა თვლის, რომ თუ რაიმე პირდაპირ არ მოქმედებს შენზე, ის საერთოდ არ არსებობს. ჩემი მეგობრები, რომლებიც კვლავ დადიან პაბებში, ყოველივეს სერიოზულად არ უყურებენ და მე ძალიან ვღელავ მათ გამო - ამბობს რასელი.

მისი თქმით, სწრაფად იღლება, კიბეებზე ასვლა უჭირს და ქრონიკულად აქვს დაღლილობის შეგრძნება.

კორონავირუსის გადატანის შემდეგ დატოვებულ გართულებებზე საუბრობენ ადამიანები CNN-თანაც.

ბრიტანელი ფსიქოლოგი ლუსი გაჰანი, რომელსაც COVID-19 5 თვის წინ ჰქონდა, ამბობს, რომ მისი ცხოვრება ჩვეულ რიტმს ამ დრომდე არ დაბრუნებია. მისი თქმით, ზოგჯერ სუნთქვა უხშირდება, აქვს სუნთქვის უკმარისობა, უბუჟდება ხელები და ფეხები და მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი, გულისცემის სიხშირე მკვეთრად იზრდება. მსგავსი რამ შხაპის მიღების დროსაც კი ემართება.

"სანამ კორონავირუსით დავინფიცირდებოდი, რეგულარულად ვიყავი დაკავებული იოგათი, თუმცა ახლა ამას ვერ ვაკეთებ. მხოლოდ ოთახში სიარული შემიძლია და წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდება, თუ სარბენად წავალ, თუმცა ფსიქოლოგი ვარ და ეს არ მაშფოთებს“, - ამბობს ლუსი.

36 წლის ფიტნეს-კონსულტანტი ლას-ვეგასიდან, კორი კუპერსმიტი კიდევ ერთი ადამიანია, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა. ის ვირუსით თებერვალში დაინფიცირდა, ვირუსი დაამარცხა, თუმცა მუშაობა ვეღარ შეძლო. ის მუდმივად განიცდის სუნთქვის უკმარისობასა და დაღლილობას.

ამის გამო ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა. ბოლოს იმუნოლოგთან ვიზიტისას აღმოჩნდა, რომ იმუნური უჯრედების ფუნქციონირების ხარისხი პათოლოგიურად დაბალი იყო.

როგორც "გარდიანი“ წერს, ადამიანის ჯანმრთელობაზე კორონავირუსის გრძელვადიანი ეფექტის შესასწავლად კვლევა ახლახანს დაიწყო, მაგრამ სამედიცინო ექსპერტი, ჩარლზ შეპარდი უკვე ამბობს, რომ მუშაობენ თეორიაზე, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსი არღვევს ადამიანის იმუნურ სისტემას, სისტემას, რომელიც ადამიანს იცავს. მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ამით აიხსნება, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტების უმრავლესობას აქვს ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება.

შეპარდის განმარტებით, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები აჩვენებენ, რომ იმუნური სისტემის დისფუნქცია იწვევს მიაგლიურ ენცეფალომიელიტს, ანუ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და თუ დადასტურდება, რომ კორონა გადატანილ პაციენტებშიც დაღლილობის შეგრძნება ნამდვილად იმუნიტეტის დასუსტებას უკავშირდება, მედიკოსები პრობლემის გადაჭრის გზას მარტივად იპოვიან.

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ოფიციალური ვერსიით, ვირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა. COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით, 29.4 მილიონს აჭარბებს. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს პირველი ათი ქვეყანა ასეთია: აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი, პერუ, კოლუმბია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი და არგენტინა.

ჩილეში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობებსა და ორ ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს - ფოტოები და ვიდეო

კორონავირუსის შემთხვევების კვლავ გაზრდის გამო, იტალიასა და შვეიცარიაში შეზღუდვები გამკაცრდა

"ეს მომენტი უკვე შორს არ არის" - დიდ ბრიტანეთში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართო გამოყენება დეკემბრის ბოლოდან დაიწყება