სამხედრო
პოლიტიკა

5

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 16:33-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის; შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. საღამოს შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს.
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ - თამაშების ყუთი, რომელიც ბავშვებს ტექნოლოგიებს დროებით დაავიწყებს, უფროსებს კი ბავშვობაში დააბრუნებს
„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ - თამაშების ყუთი, რომელიც ბავშვებს ტექნოლოგიებს დროებით დაავიწყებს, უფროსებს კი ბავშვობაში დააბრუნებს

„ცე­ცხლი აინ­თო, თა­მა­ში და­ი­წყო“ - შე­უძ­ლე­ბე­ლია, 90-ია­ნე­ბის ან ად­რე­უ­ლი 2 000-ია­ნე­ბის ბავ­შვი იყო და ეს სხარ­ტი ფრა­ზა არ გახ­სოვ­დეს, რომ­ლის შემ­დე­გაც ათო­ბით ბავ­შვი ხან შე­ნო­ბე­ბის უკან იმა­ლე­ბო­და, ხან ერ­თმა­ნეთს ბურთს უმიზ­ნებ­და, ხან კი „ას­კინ­კი­ლით“ ცდი­ლობ­და და­ხა­ზულ უჯრებ­ში სწო­რად ჩამხტა­რი­ყო.

ვინ მოთ­ვლის, რამ­დე­ნი სა­სა­ცი­ლო, უც­ნა­უ­რი და მხი­ა­რუ­ლი თა­მა­ში გვქონ­და ბავ­შვო­ბა­ში, სა­ნამ ციფ­რულ­მა ეპო­ქამ სრუ­ლი­ად არ შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა და სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი გა­უ­ჩი­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე პა­ტა­რებს.

დღეს, ამ­გვა­რი თა­მა­შე­ბი ისე­თი პო­პუ­ლა­რო­ბით აღარ სარ­გებ­ლობს, რო­გორც 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ან მა­ნამ­დე სარ­გებ­ლობ­და, თუმ­ცა უფ­რო­სე­ბი ცდი­ლო­ბენ, ბავ­შვე­ბი თა­ნა­ტო­ლებ­თან ეზო­ში თა­მა­შის­თვის წა­ა­ხა­ლი­სონ და თა­ვი­ან­თი ბავ­შვო­ბის თა­მა­შებს უზი­ა­რე­ბენ, მაგ­რამ გახ­სოვთ კი ყვე­ლა თა­მა­ში, რომ­ლი­თაც უბ­ნის გოგო-ბი­ჭებ­თან ერ­თად სა­ა­თო­ბით ერ­თო­ბო­დით და სახ­ლში სა­დი­ლის­თვის ძალ­და­ტა­ნე­ბით თუ აგიყ­ვან­დნენ?

ბავ­შვო­ბის თა­მა­შე­ბის მი­მართ არა­მარ­ტო ჩვენ ვართ ნოს­ტალ­გი­ით გან­წყო­ბი­ლე­ბი. ცოტა ხნის წინ აშშ-ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბეჭ­და ეზოს სა­ხა­ლი­სო თა­მა­შე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე აი­ტა­ცეს.მსგავ­სი კრე­ბუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ბეჭ­და და სწო­რედ ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის ფრა­ზით - „ცე­ცხლი აინ­თო, თა­მა­ში და­ი­წყო“ და­ა­სა­თა­უ­რა. კრე­ბუ­ლი 55 თა­მა­შის­გან შედ­გე­ბა და აერ­თი­ა­ნებს ყვე­ლა­ფერს, რისი თა­მა­შიც ბავ­შვო­ბა­ში გაგ­ვხსე­ნე­ბია. თი­თო­ე­უ­ლი თა­მა­შის წე­სე­ბი თითო ბა­რათ­ზეა და­ტა­ნი­ლი და მას უფრო სა­ხა­ლი­სოს ხდის.

რა თქმა უნდა, აქ 55-ვე თა­მაშს ვერ ჩა­მოვ­თვლით, მაგ­რამ შე­ვარ­ჩი­ეთ 5 მათ­გა­ნი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და:

„ამის პატ­რონ­მა რა ქნას“?

ამ თა­მა­შის გა­რე­შე გარ­თო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. რა­ტომ გვიყ­ვარ­და ის? ბავ­შვებს ვა­კე­თე­ბი­ნებ­დით იმას, რაც გვსურ­და. ყვე­ლას უნ­დო­და „დე­დო­ბა“. ერ­თსა­ა­თი­ა­ნი კა­მა­თის შემ­დეგ, „დედა“ რომ გა­მოვ­ლინ­დე­ბო­და, ის მო­თა­მა­შე­ებს და­უ­რი­გებ­და პა­ტა­რა საგ­ნებს (ხში­რად კენ­ჭებს), შემ­დეგ ერთ-ერთს გა­მო­არ­თმევ­და, მუჭ­ში მო­იქ­ცევ­და და და­ნარ­ჩე­ნებს ეკი­თხე­ბო­და, „ამის პატ­რონ­მა რა ქნას?“ „ამის პატ­რონს“ კი ხში­რად სიმ­ღე­რა, ყვი­რი­ლი, გუ­ბუ­რა­ში გავ­ლა ან სხვა „სა­ხა­ლი­სო“ და­ვა­ლე­ბა ხვდე­ბო­და.

და­ნარ­ჩე­ნი სა­ხა­ლი­სო თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ კი „ცე­ცხლი აინ­თო თა­მა­ში და­ი­წყო“ შე­გა­ტყო­ბი­ნებთ, რო­მე­ლიც ტექ­ნო­ლო­გი­ებს დრო­ე­ბით და­გა­ვი­წყებთ და ბავ­შვებ­თან ერ­თად დროს სა­უ­კე­თე­სოდ გა­გა­ტა­რე­ბი­ნებთ.

„ბა­ყა­ყო­ბა­ნა“

მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, „ბა­ყა­ყო­ბა­ნას“ თა­მა­ში­სას ერ­თმა­ნეთს ვახ­ტე­ბო­დით. თა­მაშ­ში იყ­ვნენ მხტო­მე­ლი და წელ­ში მოხ­რი­ლი ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თაც ახ­ტე­ბოდ­ნენ. აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, ტრი­უ­კი სწო­რად შე­გეს­რუ­ლე­ბი­ნა, თო­რემ თა­მაშს გა­მო­ე­თი­შე­ბო­დი.

„7-ქვა­ო­ბა­ნა“

გახ­სოვთ ეს „და­უნ­დო­ბე­ლი“ და ხმა­უ­რი­ა­ნი თა­მა­ში მთელ უბანს რომ ეს­მო­და? „7-ქვა­ო­ბა­ნა“ მოგ­ვწონ­და იმი­ტომ, რომ ად­რე­ნა­ლი­ნის მო­ზღვა­ვე­ბას ვგრძნობ­დით, როცა ქვე­ბის პი­რა­მი­დის აგე­ბას და თან მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დის ბურ­თის­გან თა­ვის დაც­ვას ვცდი­ლობ­დით.

ვთა­მა­შობ­დით ყველ­გან, სა­დაც არ მოძ­რა­ობ­და მან­ქა­ნე­ბი (თუ მოძ­რა­ობ­და, უფ­რო­სე­ბი გვიშ­ლიდ­ნენ). თითო გუნდში 5-10 მო­თა­მა­შე იყო და მათ შო­რის ნამ­დვი­ლი ბრძო­ლა იმარ­თე­ბო­და-ხოლ­მე.

"ორდრო­შო­ბა­ნა"

ამ თა­მაშ­ში თი­თო­ე­უ­ლი გუნ­დის მი­ზა­ნია, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის დრო­შის მო­პარ­ვა და თა­ვის მხა­რეს გა­და­ტა­ნა. თუ ერთ-ერთი გუნ­დის წევ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ვი­და და დრო­შა აიღო, მან დრო­უ­ლად უნდა მო­ას­წროს უკან დაბ­რუ­ნე­ბა, თუ და­ი­ჭი­რეს, "ცი­ხე­ში" მიჰ­ყავთ. "პა­ტიმ­რის" "გა­ცო­ცხლე­ბა" მცო­ლოდ თა­ნა­გუნ­დელს შე­უძ­ლია.

„პამ­პუ­ლო­ბა­ნა“

ყვე­ლას გვძულ­და სუ­ლე­ლი „პამ­პუ­ლას“ ამ­პლუ­ა­ში ყოფ­ნა, მაგ­რამ ვინ არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში? „პამ­პუ­ლა“ დგე­ბო­და წრე­ში, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ერ­თმა­ნეთს ბურთს უგ­დებ­დნენ და ცდი­ლობ­დნენ, „პამ­პუ­ლას“ ის ვერ ჩა­ეჭ­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაძევებული კონგრესმენი - რა ხდებოდა კონგრესში ტრამპის გამოსვლისას?
ავტორი:

„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ - თამაშების ყუთი, რომელიც ბავშვებს ტექნოლოგიებს დროებით დაავიწყებს, უფროსებს კი ბავშვობაში დააბრუნებს

„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ - თამაშების ყუთი, რომელიც ბავშვებს ტექნოლოგიებს დროებით დაავიწყებს, უფროსებს კი ბავშვობაში დააბრუნებს

„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ - შეუძლებელია, 90-იანების ან ადრეული 2 000-იანების ბავშვი იყო და ეს სხარტი ფრაზა არ გახსოვდეს, რომლის შემდეგაც ათობით ბავშვი ხან შენობების უკან იმალებოდა, ხან ერთმანეთს ბურთს უმიზნებდა, ხან კი „ასკინკილით“ ცდილობდა დახაზულ უჯრებში სწორად ჩამხტარიყო.

ვინ მოთვლის, რამდენი სასაცილო, უცნაური და მხიარული თამაში გვქონდა ბავშვობაში, სანამ ციფრულმა ეპოქამ სრულიად არ შეცვალა ჩვენი ცხოვრება და სხვა ინტერესები გაუჩინა თანამედროვე პატარებს.

დღეს, ამგვარი თამაშები ისეთი პოპულარობით აღარ სარგებლობს, როგორც 2000-იანი წლების დასაწყისში ან მანამდე სარგებლობდა, თუმცა უფროსები ცდილობენ, ბავშვები თანატოლებთან ეზოში თამაშისთვის წაახალისონ და თავიანთი ბავშვობის თამაშებს უზიარებენ, მაგრამ გახსოვთ კი ყველა თამაში, რომლითაც უბნის გოგო-ბიჭებთან ერთად საათობით ერთობოდით და სახლში სადილისთვის ძალდატანებით თუ აგიყვანდნენ?

ბავშვობის თამაშების მიმართ არამარტო ჩვენ ვართ ნოსტალგიით განწყობილები. ცოტა ხნის წინ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და საფრანგეთში დაიბეჭდა ეზოს სახალისო თამაშების კრებულები, რომელიც მალევე აიტაცეს.მსგავსი კრებული გამომცემლობა „პალიტრა L”-მა საქართველოშიც დაბეჭდა და სწორედ ჩვენი ბავშვობის ფრაზით - „ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ დაასათაურა. კრებული 55 თამაშისგან შედგება და აერთიანებს ყველაფერს, რისი თამაშიც ბავშვობაში გაგვხსენებია. თითოეული თამაშის წესები თითო ბარათზეა დატანილი და მას უფრო სახალისოს ხდის.

რა თქმა უნდა, აქ 55-ვე თამაშს ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ შევარჩიეთ 5 მათგანი, რომელიც ბავშვობაში ყველას ძალიან გვიყვარდა:

„ამის პატრონმა რა ქნას“?

ამ თამაშის გარეშე გართობა შეუძლებელი იყო. რატომ გვიყვარდა ის? ბავშვებს ვაკეთებინებდით იმას, რაც გვსურდა. ყველას უნდოდა „დედობა“. ერთსაათიანი კამათის შემდეგ, „დედა“ რომ გამოვლინდებოდა, ის მოთამაშეებს დაურიგებდა პატარა საგნებს (ხშირად კენჭებს), შემდეგ ერთ-ერთს გამოართმევდა, მუჭში მოიქცევდა და დანარჩენებს ეკითხებოდა, „ამის პატრონმა რა ქნას?“ „ამის პატრონს“ კი ხშირად სიმღერა, ყვირილი, გუბურაში გავლა ან სხვა „სახალისო“ დავალება ხვდებოდა.

დანარჩენი სახალისო თამაშების შესახებ კი „ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო“ შეგატყობინებთ, რომელიც ტექნოლოგიებს დროებით დაგავიწყებთ და ბავშვებთან ერთად დროს საუკეთესოდ გაგატარებინებთ.

„ბაყაყობანა“

მარტივად რომ ვთქვათ, „ბაყაყობანას“ თამაშისას ერთმანეთს ვახტებოდით. თამაშში იყვნენ მხტომელი და წელში მოხრილი ბავშვები, რომელთაც ახტებოდნენ. აუცილებელი იყო, ტრიუკი სწორად შეგესრულებინა, თორემ თამაშს გამოეთიშებოდი.

„7-ქვაობანა“

გახსოვთ ეს „დაუნდობელი“ და ხმაურიანი თამაში მთელ უბანს რომ ესმოდა? „7-ქვაობანა“ მოგვწონდა იმიტომ, რომ ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდით, როცა ქვების პირამიდის აგებას და თან მოწინააღმდეგე გუნდის ბურთისგან თავის დაცვას ვცდილობდით.

ვთამაშობდით ყველგან, სადაც არ მოძრაობდა მანქანები (თუ მოძრაობდა, უფროსები გვიშლიდნენ). თითო გუნდში 5-10 მოთამაშე იყო და მათ შორის ნამდვილი ბრძოლა იმართებოდა-ხოლმე.

"ორდროშობანა"

ამ თამაშში თითოეული გუნდის მიზანია, მოწინააღმდეგის დროშის მოპარვა და თავის მხარეს გადატანა. თუ ერთ-ერთი გუნდის წევრი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადავიდა და დროშა აიღო, მან დროულად უნდა მოასწროს უკან დაბრუნება, თუ დაიჭირეს, "ციხეში" მიჰყავთ. "პატიმრის" "გაცოცხლება" მცოლოდ თანაგუნდელს შეუძლია.

„პამპულობანა“

ყველას გვძულდა სულელი „პამპულას“ ამპლუაში ყოფნა, მაგრამ ვინ არ აღმოჩენილა ასეთ მდგომარეობაში? „პამპულა“ დგებოდა წრეში, დანარჩენები კი ერთმანეთს ბურთს უგდებდნენ და ცდილობდნენ, „პამპულას“ ის ვერ ჩაეჭრა.

8 შემეცნებითი წიგნი, რომელიც ბავშვს სამყაროს შეცნობაში დაეხმარება

როგორ არ უნდა გავყიდოთ პროდუქტი? - რატომ უნდა ვიცოდეთ, რა არ მუშაობს?

როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? - პირველი ქართული წიგნი გაყიდვებზე