პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველომ ისრაელის ფირმა "რაფაელთან",  ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოდერნიზების მიზნით, შეთანხმება გააფორმა" - რას წერს Forbes-ი
"საქართველომ ისრაელის ფირმა "რაფაელთან",  ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოდერნიზების მიზნით, შეთანხმება გააფორმა" - რას წერს Forbes-ი

ამე­რი­კულ პო­პუ­ლა­რულ გა­მო­ცე­მა "ფორბსში" («Forbes»)გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "2008 წელს ქარ­თულ­მა მე­რა­კე­ტე­ებ­მა რუ­სულ ავი­ა­ცი­ას სის­ხლი ადი­ნეს და ახ­ლაც იგი­ვეს გა­უ­კე­თე­ბენ", რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ასა­ხავს (ავ­ტო­რი - დე­ვიდ ექსი).

"სა­ქარ­თვე­ლომ ის­რა­ე­ლის ფირ­მა "რა­ფა­ელ­თან" თა­ვი­სი ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვის სის­ტე­მე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბის მიზ­ნით შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა. ეს კონ­ტრაქ­ტი ბოლო დრო­ის ტენ­დენ­ცი­ის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი გახ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­ტრაქ­ტის თან­ხის მო­ცუ­ლო­ბა უც­ნო­ბია, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ცდი­ლობს თა­ვი­სი თავ­დაც­ვის სის­ტე­მის აღ­დგე­ნას, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა და­ზი­ა­ნა და რო­მელ­საც ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ის და­სა­წყის­ში.

ავ­ტო­რი აგ­რძე­ლებს:

"თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სათ­ვის მი­მარ­თუ­ლი გეგ­მის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია რა­და­რე­ბი­სა და ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა. სხვა­თა შო­რის, ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვის ქარ­თულ­მა ძა­ლებ­მა 2008 წლის ომის დროს უნი­კა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვეს და რუ­სე­თის ავი­ა­ცი­ას სის­ხლი გა­უშ­რეს.

ქარ­თულ არ­მი­ას, როცა რუ­სეთ­თან ომში ჩა­ე­ბა, მხო­ლოდ საბ­ჭო­უ­რი ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბი ჰქონ­და, მაშ შო­რის სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა "ეს-125", "ბუკი", "ოსა" და "სტრე­ლა".

"ეს-125" სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი კომ­პლექ­სია, "ბუკი" და "ოსა" კი - მო­ბი­ლუ­რი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლი მე­რა­კე­ტე­ე­ბი უკ­რა­ი­ნელ­მა კო­ლე­გებ­მა გაწ­რთვნეს. ისი­ნი რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას ბოლო წუ­თამ­დე ელოდ­ნენ და შემ­დეგ იწყებ­დნენ საბ­რძო­ლო სრო­ლებს. ქარ­თულ­მა ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვამ რუ­სულ ავი­ა­ცი­ას სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ომის პირ­ველ­სა­ვე დღეს, 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს, ქარ­თვე­ლებ­მა ოთხი რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს, გა­ა­ნად­გუ­რეს თვით სტრა­ტე­გი­უ­ლი რე­აქ­ტი­უ­ლი ბომბდამ­შე­ნი "ტუ-22", თა­ვი­სი ეკი­პა­ჟით.

თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ომში ქარ­თუ­ლი არ­მია და­მარ­ცხდა და მისი შე­ი­ა­რა­ღე­ბა დი­დად და­ზა­რალ­და. რუ­სებ­მა აა­ფეთ­ქეს ან თან წა­ი­ღეს ყვე­ლა რა­და­რი, ყვე­ლა სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა და რამ­დე­ნი­მე სა­ზე­ნი­ტო ქვე­მე­ხიც. 2008 წლის ომის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა მტრის ავი­ა­ცი­ი­სა­გან. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თბი­ლის­მა სწრა­ფად და­ი­წყო არ­მი­ის აღ­დგე­ნა, რო­მელ­შიც მას აშშ და ნა­ტოს სხვა ქვეყ­ნე­ბი და­ეხ­მარ­ნენ, ასე­ვე ის­რა­ე­ლიც, უკ­რა­ი­ნაც, რო­მელ­მაც თბი­ლისს იგი­ვე საბ­ჭო­თა "ბუ­კე­ბი" მიჰ­ყი­და.

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვას ძვე­ლე­ბუ­რად "ბუ­კე­ბიც" აქვს, "ოსე­ბიც" და "სტრე­ლე­ბიც", მაგ­რამ ისი­ნი თან­და­თან იც­ვლე­ბი­ან უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე საფ­რან­გე­თი­სა და ის­რა­ე­ლის ტექ­ნი­კით. და თუ რუ­სე­თი კვლავ და­ა­პი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომს, ალ­ბათ, ისი­ნი უკეთ იქ­ნე­ბი­ან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ არც სა­ქარ­თვე­ლო არ დახ­ვდე­ბა მათ თავ­დას­ხმას მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ის და­სას­რულს. წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანალიტიკოსი
30

დრონების კოდები რუსებს ვინ გადასცა?

123
40

vis unda eomos saqartvelom rashi krian fuls

ავტორი:

"საქართველომ ისრაელის ფირმა "რაფაელთან",  ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოდერნიზების მიზნით, შეთანხმება გააფორმა" - რას წერს Forbes-ი

"საქართველომ ისრაელის ფირმა "რაფაელთან",  ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოდერნიზების მიზნით, შეთანხმება გააფორმა" - რას წერს Forbes-ი

ამერიკულ პოპულარულ გამოცემა "ფორბსში" («Forbes») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "2008 წელს ქართულმა მერაკეტეებმა რუსულ ავიაციას სისხლი ადინეს და ახლაც იგივეს გაუკეთებენ", რომელიც საქართველო-ისრაელის სამხედრო თანამშრომლობას ასახავს (ავტორი - დევიდ ექსი).

"საქართველომ ისრაელის ფირმა "რაფაელთან" თავისი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოდერნიზების მიზნით შეთანხმება გააფორმა. ეს კონტრაქტი ბოლო დროის ტენდენციის მანიშნებელი გახდა. ჯერჯერობით კონტრაქტის თანხის მოცულობა უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველო ცდილობს თავისი თავდაცვის სისტემის აღდგენას, რომელიც რუსეთმა დაზიანა და რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს ოკუპირებული", - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

ავტორი აგრძელებს:

"თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის მიმართული გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია რადარებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოდერნიზება. სხვათა შორის, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ქართულმა ძალებმა 2008 წლის ომის დროს უნიკალური წარმატება მოიპოვეს და რუსეთის ავიაციას სისხლი გაუშრეს.

ქართულ არმიას, როცა რუსეთთან ომში ჩაება, მხოლოდ საბჭოური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ჰქონდა, მაშ შორის საზენიტო-სარაკეტო სისტემა "ეს-125", "ბუკი", "ოსა" და "სტრელა".

"ეს-125" სტაციონარული კომპლექსია, "ბუკი" და "ოსა" კი - მობილური. არსებული ინფორმაციით, ქართველი მერაკეტეები უკრაინელმა კოლეგებმა გაწრთვნეს. ისინი რუსული თვითმფრინავების მოახლოებას ბოლო წუთამდე ელოდნენ და შემდეგ იწყებდნენ საბრძოლო სროლებს. ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ რუსულ ავიაციას სერიოზული ზიანი მიაყენა. არაოფიციალური მონაცემებით, ომის პირველსავე დღეს, 2008 წლის 8 აგვისტოს, ქართველებმა ოთხი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, გაანადგურეს თვით სტრატეგიული რეაქტიული ბომბდამშენი "ტუ-22", თავისი ეკიპაჟით.

თუმცა საბოლოოდ ომში ქართული არმია დამარცხდა და მისი შეიარაღება დიდად დაზარალდა. რუსებმა ააფეთქეს ან თან წაიღეს ყველა რადარი, ყველა საზენიტო-სარაკეტო სისტემა და რამდენიმე საზენიტო ქვემეხიც. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველო სრულიად დაუცველი აღმოჩნდა მტრის ავიაციისაგან. მოგვიანებით თბილისმა სწრაფად დაიწყო არმიის აღდგენა, რომელშიც მას აშშ და ნატოს სხვა ქვეყნები დაეხმარნენ, ასევე ისრაელიც, უკრაინაც, რომელმაც თბილისს იგივე საბჭოთა "ბუკები" მიჰყიდა.

დღეს საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას ძველებურად "ბუკებიც" აქვს, "ოსებიც" და "სტრელებიც", მაგრამ ისინი თანდათან იცვლებიან უფრო თანამედროვე საფრანგეთისა და ისრაელის ტექნიკით. და თუ რუსეთი კვლავ დააპირებს საქართველოსთან ომს, ალბათ, ისინი უკეთ იქნებიან შეიარაღებულები, მაგრამ არც საქართველო არ დახვდება მათ თავდასხმას მოუმზადებელი", - ნათქვამია სტატიის დასასრულს. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე

რა ახალი იარაღი შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ ქართული არმიისთვის?