პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის სასწავლებლები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე" - განათლების მინისტრის მოადგილე
"ის სასწავლებლები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე" - განათლების მინისტრის მოადგილე

ის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც სწავ­ლა უკვე და­ი­წყეს, უნდა გა­და­ვიდ­ნენ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ზე, - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეხე­ბა რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სკო­ლებს და ასე­ვე უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს.

„თბი­ლი­სის, რუს­თა­ვის, ქუ­თა­ი­სის, გო­რის, ზუგ­დი­დი­სა და ფო­თის გარ­და, და­ნარ­ჩენ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში 15 სექ­ტემ­ბერს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და ასე­ვე აუ­დი­ტო­რი­ებ­ში. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო მზა­დაა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და­ი­წყოს რო­გორც საკ­ლა­სო ოთახ­ში, ასე­ვე დის­ტან­ცი­უ­რად.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ზა­ფხულ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა მომ­ხდა­რი­ყო დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და დღეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მზად არის იმის­თვის, რომ რო­გორც საკ­ლა­სო ოთახ­ში, ასე­ვე დის­ტან­ცი­უ­რად წარ­მარ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი", - გა­ნა­ცხა­და დგე­ბუ­ა­ძემ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის თქმით, დიდ ქა­ლა­ქებ­ში სწავ­ლის გა­და­დე­ბით სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არ შე­ყოვ­ნდე­ბა.

„ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ბოლო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დღეს რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, 87 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. თუმ­ცა, ჩვენ არა­ერ­თხელ ვი­სა­უბ­რეთ, რომ შე­მოდ­გო­მის დად­გო­მას­თან ერ­თად იყო მო­ლო­დი­ნი, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბო­და. ამას თან ახ­ლდა შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა, რო­მე­ლიც ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­თან და კლი­ნი­კურ ჯგუფ­თან იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

ჩვენ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შაო ჩა­ვა­ტა­რეთ. რო­გორც ჰოს­პი­ტა­ლურ, ასე­ვე პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის დო­ნე­ზე. გა­უმ­ჯო­ბეს­და მო­ცუ­ლო­ბე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო შე­მოდ­გო­მის­თვის და ზამ­თრის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ვი­ნა­ი­დან ვე­ლო­დე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას.

სწავ­ლის გა­და­ვა­დე­ბა დიდ ქა­ლა­ქებ­ში დამ­ყა­რე­ბუ­ლია იმ პრინ­ციპ­ზე, რომ დიდ ქა­ლა­ქებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ბი­ლო­ბა ბევ­რად მა­ღა­ლია, აქ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ინერ­ნე­ტი­ზა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სწავ­ლა ჰიბ­რი­დუ­ლი მე­თო­დით და­ი­წყოს, შე­სა­ბა­მი­სად, არ მოხ­დე­ბა სწავ­ლის პრო­ცეს­ზე შე­ყოვ­ნე­ბა. ჩვენ და­მა­ტე­ბით ვმუ­შა­ობთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ამას­თან, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძემ დღეს ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, "კომ­პი­უ­ტე­რე­ბი­სა და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის მი­წო­დე­ბის პრო­ცესს სკო­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ". ასე­ვე გაგ­რძელ­დე­ბა პრო­ექ­ტი „ტე­ლეს­კო­ლა“, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც პირ­ვე­ლი­დან მე-12 კლა­სის ჩათ­ვლით გაკ­ვე­თი­ლე­ბი უკვე ჩა­წე­რი­ლია.

„სა­მი­ნის­ტრომ უკვე უზ­რუნ­ველ­ყო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი­სა და პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბის­თვის კომ­პი­უ­ტე­რე­ბის მი­წო­დე­ბა. სკო­ლე­ბი და­ა­ორ­გა­ნი­ზე­ბენ კომ­პი­უ­ტე­რე­ბი­სა და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის მი­წო­დე­ბის პრო­ცესს. გარ­და ამი­სა, ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში პან­დე­მი­ის გამო სა­მი­ნის­ტრო ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობ­და პრო­ექტ „ტე­ლეს­კო­ლა­ზე“ და დღეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ცხრი­ლის მი­ხედ­ვით პირ­ვე­ლი კლა­სი­დან მე-12 კლა­სის ჩათ­ვლით უკვე არის ჩა­წე­რი­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი. ასე­ვე ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თვის გაკ­ვე­თი­ლე­ბი არის სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენებ­ზე. და­მა­ტე­ბი­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სის სა­ხით პრობ­რა­მა გავა „პირ­ვე­ლი არხი - გა­ნათ­ლე­ბა“ „ტე­ლეს­კო­ლის“ ფარ­გლებ­ში.

მოს­წავ­ლე­ებს და მშობ­ლებს მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხელი შე­უ­წყონ სა­კუ­თარ შვი­ლებს გა­მო­ი­ყე­ნონ და­მა­ტე­ბი­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი“, - გა­ნა­ცხა­და დგე­ბუ­ა­ძემ.

ამას­თან, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გან­მარ­ტა, რომ სა­მი­ნის­ტრომ შექ­მნა ელექტრო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლიც, რომ­ლი­თაც სკო­ლას ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ახ­დი­ნოს რო­გორც დას­წრე­ბის, ასე­ვე აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის აღ­ნიშ­ვნის და შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ის სასწავლებლები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე" - განათლების მინისტრის მოადგილე

"ის სასწავლებლები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე" - განათლების მინისტრის მოადგილე

ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს და ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

„თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, გორის, ზუგდიდისა და ფოთის გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი დაიწყება საკლასო ოთახებში და ასევე აუდიტორიებში. განათლების სამინისტრო მზადაა სასწავლო პროცესი დაიწყოს როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურად.

კორონავირუსის პანდემიის გამო, განათლების სამინისტრომ ზაფხულში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მომხდარიყო დისტანციური სწავლების განვითარება და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სისტემა მზად არის იმისთვის, რომ როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურად წარმართოს სასწავლო პროცესი", - განაცხადა დგებუაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დიდ ქალაქებში სწავლის გადადებით სასწავლო პროცესი არ შეყოვნდება.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ბოლო 7 თვის განმავლობაში დღეს რეკორდული მაჩვენებელი, 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად იყო მოლოდინი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა. ამას თან ახლდა შეზღუდვების მოხსნა, რომელიც ეპიდემიოლოგებთან და კლინიკურ ჯგუფთან იყო შეთანხმებული.

ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ. როგორც ჰოსპიტალურ, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე. გაუმჯობესდა მოცულობები ლაბორატორიის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო შემოდგომისთვის და ზამთრისთვის მოსამზადებლად, ვინაიდან ველოდებით ინფიცირებულების რაოდენობის ზრდას.

სწავლის გადავადება დიდ ქალაქებში დამყარებულია იმ პრინციპზე, რომ დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა ბევრად მაღალია, აქ გვაქვს საშუალება ინერნეტიზაციიდან გამომდინარე სწავლა ჰიბრიდული მეთოდით დაიწყოს, შესაბამისად, არ მოხდება სწავლის პროცესზე შეყოვნება. ჩვენ დამატებით ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, "კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის მიწოდების პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ". ასევე გაგრძელდება პროექტი „ტელესკოლა“, რომლის ფარგლებშიც პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით გაკვეთილები უკვე ჩაწერილია.

„სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელებისთვის კომპიუტერების მიწოდება. სკოლები დააორგანიზებენ კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის მიწოდების პროცესს. გარდა ამისა, ზაფხულის განმავლობაში პანდემიის გამო სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა პროექტ „ტელესკოლაზე“ და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხრილის მიხედვით პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით უკვე არის ჩაწერილი გაკვეთილები. ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის გაკვეთილები არის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის სახით პრობრამა გავა „პირველი არხი - განათლება“ „ტელესკოლის“ ფარგლებში.

მოსწავლეებს და მშობლებს მიეცემათ შესაძლებლობა ხელი შეუწყონ საკუთარ შვილებს გამოიყენონ დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი“, - განაცხადა დგებუაძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ სამინისტრომ შექმნა ელექტრონული ჟურნალიც, რომლითაც სკოლას ექნება შესაძლებლობა მოახდინოს როგორც დასწრების, ასევე აკადემიური მოსწრების აღნიშვნის და შეფასების პროცესი.

"რუსთავი 2-ის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - არხი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

თბილისში და მსხვილ ქალაქებში კლასებში სწავლების დაწყება 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო

32 წლის ქალმა ლეღვის ფოთლის ნახარშით 35%-იანი დამწვრობა მიიღო - "წელს ეს მეოთხე შემთხვევაა"