საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ ეპიდ-კონტაქტი "ქორწილის კლასტერიდან", თავს ვალდებულად ვთვლი სიცხადე შემოვიტანო სიტუაციაში"
"მე ვარ ეპიდ-კონტაქტი "ქორწილის კლასტერიდან", თავს ვალდებულად ვთვლი სიცხადე შემოვიტანო სიტუაციაში"

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლის­ში გა­მარ­თულ­მა ერ­თმა ქორ­წილ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის 5 კლას­ტე­რი შექ­მნა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ეს მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი წვე­უ­ლე­ბა რეს­ტო­რან "მრა­ვალ­ჟა­მი­ერ­ში" გა­ი­მარ­თა, რის შემ­დე­გაც კო­რო­ნა­ვირუ­სი 5 პირს და­უ­დას­ტურ­და.

მე­დი­ით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რეს­ტო­რა­ნი და­კე­ტი­ლია. მისი და­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც მთავ­რო­ბამ მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გა­აგ­ზავ­ნა იმის შე­სა­ხებ, რომ თუკი ვინ­მე იმ­ყო­ფე­ბო­და ამ რეს­ტო­რან­ში, სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ.

ერთ-ერთი პირი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ქორ­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. დი­მიტ­რი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი წერს, რომ ქორ­წილს 42 ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და.

"მე ვარ ერთ-ერთი ეპიდ-კონ­ტაქ­ტი ე.წ. “ქორ­წი­ლის კლას­ტე­რი­დან”

ამა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს ამ მოვ­ლე­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე არ ვგეგ­მავ­დი, მაგ­რამ რად­გა­ნაც დღეს პრე­მი­ერ­მა ლა­მის მთლი­ა­ნად ამ ქორ­წილს და­აბ­რა­ლა მე­ო­რე ტალ­ღის და­წყე­ბა (რა­ზეც ჩვენს ეპი­დე­მი­ო­ლო­გებს ჯერ არა­ფე­რი უთ­ქვამთ, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ხა­რი­ას სი­ტყვას არ გა­დათ­ქვა­მენ), თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი, გარ­კვე­უ­ლი სი­ცხა­დე შე­მო­ვი­ტა­ნო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

როცა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და­დას­ტურ­და, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ ამ ქორ­წი­ლის აღ­წე­რი­სას ასე­თი ფრა­ზა თქვა: “5 ჯგუ­ფუ­რი შემ­თხვე­ვა გვაქვს ამ 45-ში, ჯგუ­ფუ­რი გახ­ლავთ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ქორ­წი­ლი­დან თბი­ლის­ში”

არ გა­ინ­ტე­რე­სებთ ეს "ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ქორ­წი­ლი" რამ­დენ ადა­მი­ანს გუ­ლის­ხმობს? 42

42 ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით ქორ­წილ­ზე და ეს ყო­ფი­ლა თურ­მე “ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი” ღო­ნის­ძი­ე­ბა. ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას ჰკი­თხეთ ერთი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სიის წარ­დგე­ნას რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო და იყო თუ არა ესეც ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ქორ­წილს

ყვე­ლა­ნი ვი­ყა­ვით იზო­ლი­რე­ბულ კუ­პე­ში, რომ­ლის შე­სას­ვლელ­შიც გა­ვი­ა­რეთ დე­ზო­ბა­რი­ე­რი და გაგ­ვი­ზო­მეს სი­ცხე (ამა­ზე ვხუმ­რობ­დი კი­დე­ვაც, აქ რომ სი­ცხე ამო­გიგ­დოს და სუფ­რა­ზე ვერ მოხ­ვდე კა­ცით­ქო). მა­გი­დე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო ერ­თმა­ნე­თის­გან დიდი და­შო­რე­ბით და თი­თო­ე­ულ სუფ­რა­ზე მხო­ლოდ 6 ადა­მი­ა­ნი ვის­ხე­დით. ტრა­დი­ცი­უ­ლი ღრე­ო­ბის მსგავ­სი სუფ­რი­დან სუფ­რა­ზე სირ­ბი­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბით ვახ­ტან­გუ­რე­ბის სმა და უაზ­რო კოც­ნა-ლოშ­ნა არ გვქო­ნია. მეტ-ნაკ­ლე­ბად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად ვი­ყა­ვით, ზო­გა­დი ეპიდ.სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ანუ, რა გა­მო­დის: ჩა­ვა­ტა­რეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბაც კა­ნო­ნი­ე­რად გვქონ­და მო­ნი­ჭე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ექ­ცე­ო­და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცე­მუ­ლი ეპიდ. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ქვეშ და რო­მელ­ზეც დამ­სწრე არც ერთ (!) ადა­მი­ანს რა­ი­მე ჩი­ვი­ლი არ აწუ­ხებ­და.

სა­ნამ აქ ვი­ღა­ცე­ე­ბი ბჭო­ბენ, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი მო­გო­ნი­ლი რი­ცხვე­ბია თუ არა, მა­ნამ­დე ჩემი ყო­ვე­ლი დილა სა­ნა­თე­სა­ო­ში რეკ­ვით და იმის გარ­კვე­ვით იწყე­ბა, ვინ­მეს ვირუ­სი ხომ არ და­უ­დას­ტუ­რა ტეს­ტი­რე­ბამ. ამ­ჟა­მად ლე­ჩხუმ­ში მცხოვ­რე­ბი ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ზუგ­დი­დის კლი­ნი­კა­ში COVID-19-ის დი­აგ­ნო­ზით წევს.

სა­ნამ ვი­ღა­ცე­ე­ბი ამ ამ­ბავ­ზე ღლი­ცი­ნებთ, მა­ნამ­დე ჩემი დღე რუ­ტი­ნუ­ლად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნილ ნა­თე­სა­ვებ­თან და­რეკ­ვით და მათი ამ­ბე­ბის გა­მო­კი­თხვით გრძელ­დე­ბა.

სა­ნამ იმას გა­ნიც­დით, რომ "ძაან თეს­ლი გუ­ლა­ო­ბე­ბი გა­ი­მა­ზა", მა­ნამ­დე მე ჩემი გან­მე­ო­რე­ბი­თი ანა­ლი­ზის პა­სუ­ხებს ვე­ლო­დე­ბი. ჩემ მა­გი­და­ზე მყოფ­თა­გან 3 უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვი ახლა ზუგ­დი­დის კლი­ნი­კა­ში წევს (მათ­გან ერთი ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით), 1 პა­სუხს დღეს ვე­ლო­დე­ბით და 2 გა­და­ვურ­ჩით ვირუსს.

ჰოდა, სა­ნამ ვინ­მე გა­მო­ვა და მო­რა­ლის­ტურ პე­დეს­ტალ­ზე დამ­ხო­ბი­ლი და­ი­წყებს ღა­ღადს, იქამ­დე და­ფიქ­რდეს, რამ­დე­ნად სრუ­ლად და ზუს­ტად იცავს თვი­თონ რე­კო­მენ­და­ცი­ებს? რამ­დე­ნად და­უც­ვე­ლია იმის­გან, რომ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ურ­ე­კონ და უთხრან, რომ ეპიდ.კონ­ტაქ­ტია?" - წერს ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xyz
37

no comment! იმდენად სრულყოფილი ტექსტია, კომენტარს ვერ გააკეთებს კაცი.

ლელა
38

აბსოლუტურად ვეთანხმები და ვუთანაგრძნობ ასეთი,,თავდასხმების" გამო ამ პიროვნებას! არავინ ვართ დაზღვეული ასეთი მიმაგრებული ,,იარლიყისგან"-კლასტერობისგან დ! ძალად ახალი ,,ტალღის" მცდელ9ბა, მიუხედავად გახარიასა და ექიმებისა დმი ჩემი სიმპათიისა!

ავტორი:

"მე ვარ ეპიდ-კონტაქტი "ქორწილის კლასტერიდან", თავს ვალდებულად ვთვლი სიცხადე შემოვიტანო სიტუაციაში"

"მე ვარ ეპიდ-კონტაქტი "ქორწილის კლასტერიდან", თავს ვალდებულად ვთვლი სიცხადე შემოვიტანო სიტუაციაში"

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში გამართულმა ერთმა ქორწილმა კორონავირუსის გავრცელების 5 კლასტერი შექმნა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს მრავალრიცხოვანი წვეულება რესტორან "მრავალჟამიერში" გაიმართა, რის შემდეგაც კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა.

მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რესტორანი დაკეტილია. მისი დაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობამ მოკლე ტექსტური შეტყობინებები გააგზავნა იმის შესახებ, რომ თუკი ვინმე იმყოფებოდა ამ რესტორანში, საკუთარი მონაცემები, უსაფრთხოების მიზნით გადაემოწმებინათ.

ერთ-ერთი პირი, რომელიც აღნიშნულ ქორწილში იმყოფებოდა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. დიმიტრი ლიპარტელიანი წერს, რომ ქორწილს 42 ადამიანი ესწრებოდა.

"მე ვარ ერთ-ერთი ეპიდ-კონტაქტი ე.წ. “ქორწილის კლასტერიდან”

ამაზე საჯაროდ საუბარს ამ მოვლენების დასრულებამდე არ ვგეგმავდი, მაგრამ რადგანაც დღეს პრემიერმა ლამის მთლიანად ამ ქორწილს დააბრალა მეორე ტალღის დაწყება (რაზეც ჩვენს ეპიდემიოლოგებს ჯერ არაფერი უთქვამთ, მაგრამ სავარაუდოდ, გახარიას სიტყვას არ გადათქვამენ), თავს ვალდებულად ვთვლი, გარკვეული სიცხადე შემოვიტანო სიტუაციაში.

როცა დაინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა, მარინა ეზუგბაიამ ამ ქორწილის აღწერისას ასეთი ფრაზა თქვა: “5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს ამ 45-ში, ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში”

არ გაინტერესებთ ეს "ფართომასშტაბიანი ქორწილი" რამდენ ადამიანს გულისხმობს? 42

42 ადამიანი ვიყავით ქორწილზე და ეს ყოფილა თურმე “ფართომასშტაბიანი” ღონისძიება. ქალბატონ მარინას ჰკითხეთ ერთი, “ქართული ოცნების” მაჟორიტარული სიის წარდგენას რამდენი ადამიანი დაესწრო და იყო თუ არა ესეც ფართომასშტაბიანი ღონისძიება.

რაც შეეხება უშუალოდ ქორწილს

ყველანი ვიყავით იზოლირებულ კუპეში, რომლის შესასვლელშიც გავიარეთ დეზობარიერი და გაგვიზომეს სიცხე (ამაზე ვხუმრობდი კიდევაც, აქ რომ სიცხე ამოგიგდოს და სუფრაზე ვერ მოხვდე კაცითქო). მაგიდები განლაგებული იყო ერთმანეთისგან დიდი დაშორებით და თითოეულ სუფრაზე მხოლოდ 6 ადამიანი ვისხედით. ტრადიციული ღრეობის მსგავსი სუფრიდან სუფრაზე სირბილი, განსხვავებულებით ვახტანგურების სმა და უაზრო კოცნა-ლოშნა არ გვქონია. მეტ-ნაკლებად თავშეკავებულად ვიყავით, ზოგადი ეპიდ.სიტუაციიდან გამომდინარე.

ანუ, რა გამოდის: ჩავატარეთ ღონისძიება, რომლის ჩატარების უფლებაც კანონიერად გვქონდა მონიჭებული, რომელიც ექცეოდა სახელმწიფოს მიერ გაცემული ეპიდ. რეკომენდაციების ქვეშ და რომელზეც დამსწრე არც ერთ (!) ადამიანს რაიმე ჩივილი არ აწუხებდა.

სანამ აქ ვიღაცეები ბჭობენ, კორონავირუსის ახალი შემთხვევები მოგონილი რიცხვებია თუ არა, მანამდე ჩემი ყოველი დილა სანათესაოში რეკვით და იმის გარკვევით იწყება, ვინმეს ვირუსი ხომ არ დაუდასტურა ტესტირებამ. ამჟამად ლეჩხუმში მცხოვრები ჩემი ნათესავების უმეტესობა ზუგდიდის კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით წევს.

სანამ ვიღაცეები ამ ამბავზე ღლიცინებთ, მანამდე ჩემი დღე რუტინულად საავადმყოფოში გადაყვანილ ნათესავებთან დარეკვით და მათი ამბების გამოკითხვით გრძელდება.

სანამ იმას განიცდით, რომ "ძაან თესლი გულაობები გაიმაზა", მანამდე მე ჩემი განმეორებითი ანალიზის პასუხებს ველოდები. ჩემ მაგიდაზე მყოფთაგან 3 უახლოესი ნათესავი ახლა ზუგდიდის კლინიკაში წევს (მათგან ერთი ფილტვების ანთებით), 1 პასუხს დღეს ველოდებით და 2 გადავურჩით ვირუსს.

ჰოდა, სანამ ვინმე გამოვა და მორალისტურ პედესტალზე დამხობილი დაიწყებს ღაღადს, იქამდე დაფიქრდეს, რამდენად სრულად და ზუსტად იცავს თვითონ რეკომენდაციებს? რამდენად დაუცველია იმისგან, რომ სრულიად მოულოდნელად დაურეკონ და უთხრან, რომ ეპიდ.კონტაქტია?" - წერს ლიპარტელიანი.

"ვერაფერი გადაარჩინეს, აალების დროს სახლში იყვნენ ოჯახის წევრებიც" - ხონის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

8 დარღვევა, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი მძღოლი ჯარიმდება

"თითოეული მონაწილე წარმართულად მხოლოდ თავის წყაროს წყალს სვამდა" - მესხური თამაშები: მითი თუ სინამდვილე? რას წერდა "დროება" 138 წლის წინ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"