მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხი ბრძენია, ყველაფერს ხვდება... საკუთარი თვალით ხედავენ, როგორ მუშაობს "ქართული ოცნება" - ბიძინა ივანიშვილი
"ხალხი ბრძენია, ყველაფერს ხვდება... საკუთარი თვალით ხედავენ, როგორ მუშაობს "ქართული ოცნება" - ბიძინა ივანიშვილი

ყვე­ლამ, ვი­საც საქ­მე უკე­თე­ბია იცის შრო­მის ფასი, იცის რა რთუ­ლია შე­დე­გის მიღ­წე­ვა. მარ­ტი­ვია, რო­დე­საც მარ­ტო შე­ფა­სე­ბა და კრი­ტი­კაა შენი საქ­მე, არა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გა­გაჩ­ნია და ხში­რად ტყუ­ილ­საც კად­რუ­ლობ იმ იმე­დით, რომ ამა­ზე პა­სუხს არა­ვინ მოგ­თხოვს, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო სიის წარ­დგე­ნამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი აქვს სა­კე­თე­ბე­ლი, ვიდ­რე ცრუ ბრალ­დე­ბებ­ზე რე­ა­გი­რე­ბაა.

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხალ­ხი ბრძე­ნია და ყვე­ლა­ფერს კარ­გად ხვდე­ბა და რაც მთა­ვა­რია, სა­კუ­თა­რი თვა­ლით ხე­დავს, რო­გორ მუ­შა­ობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". ჩვენ უკვე გა­ვა­კე­თეთ ისე­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ბევ­რს არც კი სჯე­რო­და, ზო­გი­ერ­თე­ბი კი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ მდა­რე ვიწ­რო­პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო. მინ­და იცო­დეთ",ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს გზე­ბის, ხი­დე­ბის, გვი­რა­ბე­ბის, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, სკო­ლე­ბის და ბა­ღე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, ქარ­თუ­ლი სოფ­ლის მხარ­და­ჭე­რას, ადა­მი­ან­ზე, მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას.

მე არა ერთხელ მით­ქვამს და დღე­საც გა­ვი­მე­ო­რებ - ჩვენ არ გვჩ­ვე­ვია გა­კე­თე­ბუ­ლით თავ­მო­წო­ნე­ბა და ტრა­ბა­ხი, საქ­მის კე­თე­ბა მმარ­თვე­ლი გუნ­დის პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა და ჩვენ ამას უხ­მა­უ­როდ ვა­კე­თებთ. მე მი­ხა­რია, რომ ყვე­ლა ამ სი­კე­თით, რო­მე­ლიც ხალ­ხის­თვის კეთ­დე­ბა, სარ­გებ­ლო­ბენ მათ შო­რის ჩვე­ნი კრი­ტი­კო­სე­ბი და სკეპ­ტი­კო­სე­ბიც კი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სი­კე­თე­ე­ბის აღი­ა­რე­ბის უნა­რი არა გა­აჩ­ნი­ათ.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენ ისე­ვე წარ­მა­ტე­ბით მო­ვი­გებთ ბრძო­ლას სიც­რუ­ეს­თან და ხალ­ხში ნე­გა­ტი­ვის, უი­მე­დო­ბის და­თეს­ვის მცდე­ლო­ბას­თან, რო­გორც ვა­ჯო­ბეთ ზო­გადსა­კა­ცობ­რიო გა­მოწ­ვე­ვას კრი­ზი­სის ყვე­ლა­ზე რთულ ეტაპ­ზე. ჩვე­ნი ხალ­ხი კარ­გად ხე­დავს, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით შეძ­ლო ქვეყ­ნის შე­უქ­ცე­ვა­დი გან­ვი­თა­რე­ბა, ჩვე­ნი ხალ­ხის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის მტკი­ცე გა­რან­ტი­ე­ბის შექ­მნა.

ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვა და ამ ურ­თუ­ლეს კრი­ზის­ში მათი სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­წე­რად იქცა. თა­მა­მად ვი­ტყვი, ჩვენ პირ­ნა­თე­ლი ვართ ხალ­ხის წი­ნა­შე, ვა­კე­თებთ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუმს, რის სა­შუ­ა­ლებ­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა იძ­ლე­ვა. თუმ­ცა, ისიც კარ­გად ვი­ცით, რომ ჯერ კი­დევ შორს ვართ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის­გან, მაგ­რამ ვად­გა­ვართ იმ გზას, რო­მე­ლიც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვიყ­ვანს მიზ­ნამ­დე. ჩვენს სწორ და თა­ნა­მიმ­დევ­რულ მიდ­გო­მებს, პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ სტრა­ტე­გი­ას იწო­ნე­ბენ და მხარ­ში გვიდ­გა­ნან ჩვე­ნი პარტნი­ო­რი და მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბი, მაგ­რამ რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის, ამას აღი­ა­რებს ჩვე­ნი ხალ­ხი და ამი­ტო­მაც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, კვლავ უპი­რო­ბოდ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვალთ იმ პო­ლი­ტი­კურ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში, რო­მელ­მაც სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ოფი­ცი­ა­ლუ­რად აიღო სტარ­ტი.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” გა­მარ­ჯვე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის სიმ­შვი­დის და უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის მომ­ტა­ნია",ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის, ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რან­ტი­აა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მან გა­მოს­ვლის ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რებს "8 ერის’’ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­უ­ლო­ცა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.....
20

xalxi brdenia iqneba 31 politikurat xo dagasrulebs qveyana ras daamsqavse deda aryavs ukve

გიო
8

ღადაობს

ავტორი:

"ხალხი ბრძენია, ყველაფერს ხვდება... საკუთარი თვალით ხედავენ, როგორ მუშაობს "ქართული ოცნება" - ბიძინა ივანიშვილი

"ხალხი ბრძენია, ყველაფერს ხვდება... საკუთარი თვალით ხედავენ, როგორ მუშაობს "ქართული ოცნება" - ბიძინა ივანიშვილი

ყველამ, ვისაც საქმე უკეთებია იცის შრომის ფასი, იცის რა რთულია შედეგის მიღწევა. მარტივია, როდესაც მარტო შეფასება და კრიტიკაა შენი საქმე, არაფერზე პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია და ხშირად ტყუილსაც კადრულობ იმ იმედით, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო სიის წარდგენამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი, ვიდრე ცრუ ბრალდებებზე რეაგირებაა.

"საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება და რაც მთავარია, საკუთარი თვალით ხედავს, როგორ მუშაობს "ქართული ოცნება". ჩვენ უკვე გავაკეთეთ ისეთი მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელების ბევრს არც კი სჯეროდა, ზოგიერთები კი ეწინააღმდეგებოდნენ მდარე ვიწროპარტიული ინტერესების გამო. მინდა იცოდეთ, ,,ქართული ოცნება” კვლავაც გააგრძელებს გზების, ხიდების, გვირაბების, უნივერსიტეტების, სკოლების და ბაღების მშენებლობას, ქართული სოფლის მხარდაჭერას, ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

მე არა ერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ - ჩვენ არ გვჩვევია გაკეთებულით თავმოწონება და ტრაბახი, საქმის კეთება მმართველი გუნდის პირდაპირი ვალდებულებაა და ჩვენ ამას უხმაუროდ ვაკეთებთ. მე მიხარია, რომ ყველა ამ სიკეთით, რომელიც ხალხისთვის კეთდება, სარგებლობენ მათ შორის ჩვენი კრიტიკოსები და სკეპტიკოსებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიკეთეების აღიარების უნარი არა გააჩნიათ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას სიცრუესთან და ხალხში ნეგატივის, უიმედობის დათესვის მცდელობასთან, როგორც ვაჯობეთ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევას კრიზისის ყველაზე რთულ ეტაპზე. ჩვენი ხალხი კარგად ხედავს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეძლო ქვეყნის შეუქცევადი განვითარება, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის მტკიცე გარანტიების შექმნა.

ადამიანებზე ზრუნვა და ამ ურთულეს კრიზისში მათი სოციალური მხარდაჭერა, "ქართული ოცნების" ხელწერად იქცა. თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს, რის საშუალებსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იძლევა. თუმცა, ისიც კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ სასურველი შედეგისგან, მაგრამ ვადგავართ იმ გზას, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე. ჩვენს სწორ და თანამიმდევრულ მიდგომებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას იწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამას აღიარებს ჩვენი ხალხი და ამიტომაც, დარწმუნებული ვართ, კვლავ უპირობოდ გამარჯვებული გამოვალთ იმ პოლიტიკურ კონკურენციაში, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად აიღო სტარტი.

,,ქართული ოცნების” გამარჯვება თითოეული მოქალაქისთვის სიმშვიდის და უკეთესი ცხოვრების მომტანია, ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების, ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარების გარანტიაა. ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა", - განაცხადა ივანიშვილმა.

მან გამოსვლის ბოლოს, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებს ,,8 ერის’’ მონაწილეობა მიულოცა.

"ბუბა კიკაბიძე კარგი გაგებით პოლიტიკოსი და დიდი ქართველი პატრიოტია" - მიხეილ სააკაშვილი

"ინფორმაციას სირიელი მებრძოლების საქართველოს გავლით გადაადგილებასთან დაკავშირებით, საფუძველი არ გააჩნია" - გრიგოლ ლილუაშვილი

"მარნეულის საკრებულოს წევრმა "ოცნებიდან" ილხამ გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა და "ნაცმოძრაობას" შეუერთდა" - კირკიტაძე