პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 3 სამედიცინო პერსონალია" - მარინა ეზუგბაია ეპიდვითარებაზე
"კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 3 სამედიცინო პერსონალია" - მარინა ეზუგბაია ეპიდვითარებაზე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 44 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 3 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლია.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ვი­დცენ­ტრებ­ში 421 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს.

„დაგ­ვე­მა­ტა 44 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მით 1773 გახ­და. 44 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან 7 არის „დო­ნას­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, 12 ქა­ლაქ ბა­თუმ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, 12 და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან კონ­ტაქ­ტია, 2 ეპიდ­კე­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ით არის, 5 იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, 3 სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლია, სამ შემ­თხვე­ვა­ზე გრძელ­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბის მოკ­ვლე­ვა წყა­როს დად­გე­ნის თვალ­საზ­რი­სით.

მხო­ლოდ 4 გა­მო­ჯან­მრთელ­და, ამ მო­ნა­ცე­მე­ბით გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა არის 75. კო­ვიდ ცენ­ტრებ­ში მკურ­ნა­ლობს 421 პა­ცი­ენ­ტი.

ქვე­ყა­ნა­ში კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე არის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 3 პა­ცი­ენ­ტი, მძი­მე - 17“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი ხუთი ათე­უ­ლიც რომ იყოს, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა გა­უმკლავ­დე­ბა და სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­დაქ­მნე­ბი არ დას­ჭირ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­შიშ­რო­ე­ბის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა.

„ასე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი არ იძ­ლე­ვა სა­შიშ­რო­ე­ბას, რომ ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ამ მო­ნა­ცე­მებს ვერ გა­უმკლავ­დე­ბა. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ამა­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბა არ გან­ვი­თარ­დეს. სამი ათე­უ­ლი, ოთხი ათე­უ­ლი თუ ხუთი ათე­უ­ლი არის ის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მელ­საც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა გა­უმკლავ­დე­ბა და არ დას­ჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­დაქ­მნე­ბი. უბ­რა­ლოდ სა­უ­ბა­რი მი­დის იმა­ზე, რომ არ­სე­ბუ­ლი მა­ტე­ბის გამო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შეს­რულ­დეს და თუ არ სრულ­დე­ბა, მის კონ­ტროლ­ზე და აღ­სრუ­ლე­ბა­ზე უნდა იყოს სიმ­კაც­რე გა­მოვ­ლე­ნი­ლი“, - გან­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ია აღ­ნიშ­ნავს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვის შემ­ცი­რე­ბის პე­რი­ოდ­შიც სი­ფხიზ­ლე და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მკაც­რად დაც­ვაა სა­ჭი­რო.

„მო­ნა­ცემ­თა შემ­ცი­რე­ბის პე­რი­ოდ­შიც არ უნდა მოგ­ვი­დუნ­დეს სი­ფხიზ­ლე. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი covid-19-თან და­კავ­ში­რე­ბით, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას ითხოვს“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

ავტორი:

"კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 3 სამედიცინო პერსონალია" - მარინა ეზუგბაია ეპიდვითარებაზე

"კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 3 სამედიცინო პერსონალია" - მარინა ეზუგბაია ეპიდვითარებაზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 3 ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია.

მისივე ინფორმაციით, კოვიდცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა 44 ახალი შემთხვევა და დღევანდელი მონაცემით 1773 გახდა. 44 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 არის „დონასთან“ დაკავშირებული შემთხვევები, 12 ქალაქ ბათუმთან დაკავშირებული შემთხვევა, 12 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2 ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიით არის, 5 იმპორტირებულია, 3 სამედიცინო პერსონალია, სამ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

მხოლოდ 4 გამოჯანმრთელდა, ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 75. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 421 პაციენტი.

ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე არის კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი, მძიმე - 17“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ხუთი ათეულიც რომ იყოს, ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება და სერიოზული გარდაქმნები არ დასჭირდება.

მისივე თქმით, დღეს არსებული მონაცემები საშიშროების საფუძველს არ იძლევა.

„ასეთი მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამ მონაცემებს ვერ გაუმკლავდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე მეტი რაოდენობა არ განვითარდეს. სამი ათეული, ოთხი ათეული თუ ხუთი ათეული არის ის მონაცემები, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება და არ დასჭირდება სერიოზული გარდაქმნები. უბრალოდ საუბარი მიდის იმაზე, რომ არსებული მატების გამო რეგულაციები შესრულდეს და თუ არ სრულდება, მის კონტროლზე და აღსრულებაზე უნდა იყოს სიმკაცრე გამოვლენილი“, - განცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ინფიცირებულთა რიცხვის შემცირების პერიოდშიც სიფხიზლე და რეგულაციების მკაცრად დაცვაა საჭირო.

„მონაცემთა შემცირების პერიოდშიც არ უნდა მოგვიდუნდეს სიფხიზლე. ჩვენი ცხოვრების წესი covid-19-თან დაკავშირებით, უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად რეგულაციების აღსრულებას ითხოვს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების და ქელეხების გამართვა იკრძალება

"COVID-19-ის მკურნალობაში დექსამეტაზონის გამოჩენამ გარდატეხა მოახდინა"  - რა სიახლეებია კორონავირუსის გამოვლენისა და მიმდინარეობის თვალსაზრისით?

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პირველ სტუდენტებს მიიღებს