სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ერთ-ერთ ბარში ივიკო ფრუიძის ცემის საქმეზე მეხუთე პირი დააკავეს
თბილისის ერთ-ერთ ბარში ივიკო ფრუიძის ცემის საქმეზე მეხუთე პირი დააკავეს

პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბარ­ში მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მე­ხუ­თე პირი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და ამოც­ნო­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად, აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლია 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ც.

„და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ბა­რის 4 სხვა თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უკვე და­ა­კა­ვეს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტუმ­რებს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

მომ­ხდა­რის შე­დე­გად, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო 1986 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ორმა პირ­მა - ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომ­ლებ­საც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ათ.

გა­მო­ძი­ე­ბა ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 120-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ და „დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასე­ვე, გრძელ­დე­ბა ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა და აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან შე­საძ­ლო შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის გა­მოკ­ვე­თის და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ და­შა­ვე­ბულ­მა მო­ქა­ლა­ქე ივი­კო ფრუ­ი­ძემ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ბარ­ში მომ­ხდარ ის­ტო­რი­ა­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, 5 კოქ­ტე­ი­ლის ნაც­ვლად 25 კოქ­ტე­ი­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვეს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვა, აღ­ნიშ­ნულს კი ბა­რის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან მის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც ფრუ­ი­ძე ამ­ბობს, ფი­ზი­კუ­რად 6 პირი გა­უს­წორ­და.

„ჩემ­ზე ორ­ჯერ დი­დე­ბი იყ­ვნენ... წა­მაქ­ცი­ეს, მირ­ტყამ­დნენ უმო­წყა­ლოდ, არ მაძ­ლევ­დნენ ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას. ყო­ველ წამს მხვდე­ბო­და უამ­რა­ვი მუშ­ტი თუ წიხ­ლი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ბა­რის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გოგო, რო­მე­ლიც დაც­ვის წევ­რე­ბის მიერ დაგ­დე­ბულს მირ­ტყამ­და სკამს... სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი დავ­რჩი ჯერ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი, შემ­დეგ ხელ და ცხვირ­გა­ტე­ხი­ლი, უამ­რა­ვი ტრავ­მით. ერთი ოპე­რა­ცია უკვე ჩა­მი­ტარ­და, წინ მაქვს მე­ო­რე. მაქვს ტვი­ნის შერ­ყე­ვა და და­ჟე­ჟი­ლო­ბა სხე­უ­ლის ყვე­ლა წერ­ტილ­ში. არ ვით­ვლი მცი­რე ჭრი­ლო­ბებ­სა და ნა­კაწ­რებს“, - წერს და­შა­ვე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tbil
0

Eg magaliti ikneba bevristvis ...... kargia daisajon...

ნანა
0

არავის არ უნდა შერცხვეს და უნდა გამოავლინოს ასეთი თაღლითები და მოძალადეები,იქნებ მერე მაინც ისწავლონ ჭკუა ბარში მომსახურეებმა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

თბილისის ერთ-ერთ ბარში ივიკო ფრუიძის ცემის საქმეზე მეხუთე პირი დააკავეს

თბილისის ერთ-ერთ ბარში ივიკო ფრუიძის ცემის საქმეზე მეხუთე პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში, მეხუთე პირი დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებებისა და ამოცნობის ჩატარების შედეგად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ლ.ც.

„დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 4 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა - ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ დაშავებულმა მოქალაქე ივიკო ფრუიძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბარში მომხდარ ისტორიაზე საუბრობს. მისი თქმით, 5 კოქტეილის ნაცვლად 25 კოქტეილის საფასურის გადახდა მოსთხოვეს, რასთან დაკავშირებითაც პროტესტი გამოთქვა, აღნიშნულს კი ბარის დაცვის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა. როგორც ფრუიძე ამბობს, ფიზიკურად 6 პირი გაუსწორდა.

„ჩემზე ორჯერ დიდები იყვნენ... წამაქციეს, მირტყამდნენ უმოწყალოდ, არ მაძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. ყოველ წამს მხვდებოდა უამრავი მუშტი თუ წიხლი სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ბარის ერთ-ერთი თანამშრომელი გოგო, რომელიც დაცვის წევრების მიერ დაგდებულს მირტყამდა სკამს... სრულიად უდანაშაულო ადამიანი დავრჩი ჯერ თაღლითობის მსხვერპლი, შემდეგ ხელ და ცხვირგატეხილი, უამრავი ტრავმით. ერთი ოპერაცია უკვე ჩამიტარდა, წინ მაქვს მეორე. მაქვს ტვინის შერყევა და დაჟეჟილობა სხეულის ყველა წერტილში. არ ვითვლი მცირე ჭრილობებსა და ნაკაწრებს“, - წერს დაშავებული.

"ფულის გულისთვის მოკვდა ადამიანი..." - ახალი დეტალები ხაშურიდან, სადაც 39 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ ყოფილმა უფროსმა დაჭრა

"მინდა, გაფრთხილდნენ ადამიანები, რომ კიდევ არავინ ემსხვეპლოს ამ თაღლითებს" - კომპანია, რომლის მსხვერპლად თავს არაერთი ადამიანი მიიჩნევს

"შეშინების მიზნით იატაკისკენ ისროლა, ხარაზიშვილს ასხლეტილი ტყვია მოხვდა" - რას ამბობს დაკავებული მერაბ ბესელიას ადვოკატი