პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ღატაკებს ისე დაგვირიგეს სურსათი...თავს ქაცვის გაყიდვით ვირჩენთ", - როგორ ცხოვრობს ვლადიკავკაზში ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, რომელსაც მამა არ აღიარებს
"როგორც ღატაკებს ისე დაგვირიგეს სურსათი...თავს ქაცვის გაყიდვით ვირჩენთ", - როგორ ცხოვრობს ვლადიკავკაზში ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, რომელსაც მამა არ აღიარებს

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ძმა ალე­კო ივა­ნიშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში, მა­შინ, როცა მე­დი­ა­ში და­ი­ბეჭ­და ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში მცხოვ­რე­ბი მზია ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ, ქალი ამ­ბობ­და, რომ მას წლე­ბის წინ ალე­კო ივა­ნიშ­ვი­ლის­გან გო­გო­ნა, თე­ო­ნა შე­ე­ძი­ნა. ინ­ტერ­ვი­უს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ალე­კო ივა­ნიშ­ვილ­მა შვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ აღი­ა­რა, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შუ­ა­მავ­ლო­ბით, დედა-შვილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფულს უხ­დი­და და თბი­ლის­ში ბი­ნაც უყი­და. ამის შემ­დეგ უკვე დედა თე­ო­ნას კა­ნო­ნი­ერ შვი­ლად აღი­ა­რე­ბას და ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის გვარს ითხოვ­და.

სა­სა­მარ­თლო წლე­ბი გაგ­რძელ­და და სა­ბო­ლო­ოდ, 2020 წლის მარ­ტში თე­ო­ნა ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. 12 მარტს ქარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლომ დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა და თე­ო­ნა ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი ალექ­სი(ალე­კო) ივა­ნიშ­ვი­ლის კა­ნო­ნი­ერ შვი­ლად ცნეს და ივა­ნიშ­ვი­ლის გვა­რი მი­ი­ღო, ახლა ის ორი­ვე გვარს ატა­რებს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმა, ალე­კო ივა­ნიშ­ვი­ლი

დედა-შვი­ლი ვლა­დი­კავ­კაზ­ში ცხოვ­რობს. თე­ო­ნას ქმა­რი ხა­შუ­რი­დან არის. ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის კა­ნო­ნი­ე­რი მემ­კვიდ­რე ორ ვაჟს ზრდის. რო­გორ შე­იც­ვა­ლა დედა-შვი­ლის ცხოვ­რე­ბა მას შემ­დეგ, რაც თე­ო­ნამ მა­მის გვა­რი მი­ი­ღო, ამის შე­სა­ხებ თა­ვად გვი­ამ­ბეს:

მზია ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი:

- ვლდა­კავ­კაზ­ში ვცხოვ­რობთ, ვცდი­ლობთ, რომ კარ­გად ვი­ყოთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან გვი­ჭირს. სა­უ­ბარს ასე და­ვი­წყებ - თე­ო­ნა რომ კა­ნო­ნი­ერ შვი­ლად ეღი­ა­რე­ბი­ნა ალე­კო ივა­ნიშ­ვილს, პირ­და­პირ სა­სა­მარ­თლო­ში არ გავ­ქცე­ულ­ვართ. ჩვენ შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ვაწ­ვდი­ნე ხმა ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. რო­დე­საც ჩემი შვი­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გო, მას შემ­დეგ ყო­ველ­თვის გვეხ­მა­რე­ბო­და. ჟურ­ნა­ლამ­დეც ვცდი­ლობ­დი, რომ დავ­კავ­ში­რე­ბო­დი, მაგ­რამ ვერ მო­ვა­ხერ­ხე. მას შემ­დეგ, რაც ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ გა­ი­გო ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­მი­კავ­შირ­და. შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, სუ­რა­თე­ბი ვაჩ­ვე­ნე, რამ­დე­ნი­მე კი­თხვა და­მის­ვა. მათ­თვის გა­სა­გე­ბი გახ­და, რომ არ ვტყუ­ო­დით და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა დახ­მა­რე­ბა დაგ­ვი­ნიშ­ნა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმის­შვი­ლი ბე­ბი­ას­თან ერ­თად

შემ­დეგ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და და 2015 წლის იან­ვრი­დან შე­წყდა ჩვე­ნი და­ფი­ნან­სე­ბა. მა­ნამ­დე, როცა გვეხ­მა­რე­ბო­და, ჩვენ­თვის ჩუ­მად ვცხოვ­რობ­დით, არ­სად არ ვი­ღებ­დით ხმას, ვე­ლო­დე­ბო­დით, რომ მამა აუ­ცი­ლებ­ლად ნა­ხავ­და თე­ო­ნას, რისი იმე­დიც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მოგ­ვცა. თე­ო­ნას­თვის დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დე­გაც პირ­და­პირ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში კი არ გა­ვი­ქე­ცით, მივ­დი­ო­დით "ქარ­თუ" ბან­კში, ოფის­ში, ვეხ­ვე­წე­ბო­დით, რომ თუ ვინ­მეს შე­ეძ­ლო, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას­თვის და ალე­კოს­თვის დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტა­ზე ამ­ბა­ვი მი­ე­ტა­ნათ.

თე­ო­ნამ ივა­ნიშ­ვი­ლის გვა­რი 2020 წლის მარ­ტში, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მი­ი­ღო

გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ქალი ვარ, ჯან­მრთე­ლო­ბით გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი. ჩემი შვი­ლი პატ­რო­ნი­ა­ნია, მაგ­რამ უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნი­ლი. სხვა­თა­შო­რის, ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს­თა­ნაც ვი­ყა­ვით და გვი­თხრა, მა­მა­მისს, ალე­კოს მი­ა­კი­თხე­თო. რო­დე­საც ალე­კოს მი­ვა­კი­თხეთ, ის­ტე­რი­კა­ში ჩა­ვარ­და, რა შვი­ლი, რის შვი­ლიო, ჩხუ­ბი და­ი­წყო. სხვა არ­ჩე­ვა­ნი აღარ დაგ­ვრჩა და მი­ვა­კი­თხეთ სა­სა­მარ­თლოს. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტი, ლაშა შუ­კა­კი­ძე დას­დევ­და ალე­კოს, რომ სა­სა­მარ­თლოს უწყე­ბა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა და მარ­თლა იძუ­ლე­ბით მი­ვი­და სა­სა­მარ­თლო­ში. მო­რალ­ზეც მინ­დო­და მე­ჩივ­ლა, მაგ­რამ მო­რა­ლის არმ­ქო­ნე კაცს, ამა­ზე რო­გორ ვუ­ჩივ­ლო?! ეკ­ლე­სი­ა­ში რომ შე­დის, რო­გორ არ სცხვე­ნია?!

- ჩი­ვი­ლის შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­და საქ­მე?

- სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს დას­კვნით, თე­ო­ნა 99.9999%-ით ალე­კოს შვი­ლია. სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ი­ტა­ნა სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბამ გა­ი­მარ­ჯვა. ამის შემ­დეგ, ალე­კომ ორ­ჯერ გვი­ჩივ­ლა, ჩემი შვი­ლი არ არი­სო. ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ა­ში გა­ვი­მარ­ჯვეთ. მად­ლო­ბა სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზას და სა­სა­მარ­თლოს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის მიერ კი­დევ ერთხელ გა­დაგ­დე­ბულ და მი­ტო­ვე­ბულ შვილს ად­ვო­კატ­მა ლია ხუ­ციშ­ვილ­მა და ბა­ტონ­მა ზაზა ხა­ტი­აშ­ვილ­მა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­უ­წი­ეს. ლია ხუ­ციშ­ვილ­მა, ჩვენ­მა ად­ვო­კატ­მა, "კა­პი­კი" არ აიღო, მას შემ­დეგ მე­ში­ნია, პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნას ქალ­ბა­ტონ ლიას.

თე­ო­ნას დედა, მზია ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი

სა­სა­მარ­თლომ ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა ვერ და­უ­ნიშ­ნა თე­ო­ნას, რად­გან ალი­მენ­ტის ასა­კი გა­სუ­ლია. ახლა გვე­მუქ­რე­ბი­ან, მერე რა, გვა­რი რომ მი­ი­ღო, ქო­ნე­ბი­დან მა­ინც ვე­რა­ფერს მი­ი­ღებ­სო. ჩა­სახ­ვის დღი­დან მი­ა­ტო­ვა ალე­კომ შვი­ლი... ქაცვს ვარ­ჩევთ და მისი გა­ყიდ­ვით ვირ­ჩენთ თავს.

შარ­შან თე­ო­ნას ფეხი ჰქონ­და სამ­გან მო­ტე­ხი­ლი და ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა. ნა­თე­სა­ვებ­მა შეგ­ვიკ­რი­ბეს ფული და ისე გა­ვუ­კე­თეთ ოპე­რა­ცია. ბა­ტონ ბი­ძი­ნას რომ გა­ე­გო, სიკ­ვდი­ლის პი­რას არ მი­ა­ტო­ვებ­და თა­ვის ობოლ ძმის­შვილს. ალე­კომ გა­ი­გო, მაგ­რამ არ დაგ­ვეხ­მა­რა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ არ აპი­რებთ ჩა­მოს­ვლას?

- რის­თვის ჩა­მო­ვი­დე, რა აზრი აქვს, რომ ვი­ჩივ­ლე, იმა­საც ვნა­ნობ. ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მა­ნად­გუ­რეს, რის ფა­სად დაგ­ვიჯ­და ეს გვა­რი. მე­გო­ნა, მად­ლო­ბას მე­ტყოდ­ნენ, ეს რა შვი­ლი გა­ზარ­დეო. მინ­და, მივ­მარ­თო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მას ბევ­რი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მის­დის. გვა­რი კი მი­ი­ღო თე­ო­ნამ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მაგ­რამ არ მჯე­რა, რომ ბა­ტონ ბი­ძი­ნას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა ძმის­შვი­ლი. ვერ და­ვი­ჯე­რებ ამას, ატყუ­ე­ბენ მას. მინ­და, მივ­მარ­თო ალე­კოს პი­რად ად­ვო­კატს, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს, ყო­ფილ პრო­კუ­რორს, ასე რო­გორ მოგ­ვე­ქე­ცით?! გვე­უბ­ნე­ბო­და კი­დევ ჩა­ვა­ბა­როთ ანა­ლი­ზიო, ყვე­ლა­ფერ­ში ვე­თან­ხმე­ბო­დით. ყვე­ლამ იცის ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, ჩვენ რისი გამ­ყალ­ბე­ბე­ლი ვი­ყა­ვით?!

ფო­ტო­ზე - თე­ო­ნას ბე­ბია

პან­დე­მი­ის დროს, აქ, რო­გორც ღა­ტა­კებს, ისე დაგ­ვი­რი­გეს სურ­სა­თი და სუ­რა­თე­ბი გა­დაგ­ვი­ღეს. ალე­კოს ეს სუ­რა­თე­ბიც გა­უგ­ზავ­ნეს და რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია. თე­ო­ნა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ორი ბიჭი ჰყავს, პა­ტა­რა სას­წა­უ­ლად ჰგავს ბა­ტონ ბი­ძი­ნას, დე­და­ჩე­მი ბი­ძი­ნას ეძა­ხის. ჩემი სიძე ქარ­თვე­ლია, ხა­შუ­რი­დან, აქ ჩა­მო­დი­ო­და ბე­ბი­ას­თან და შე­უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი.

ალე­კო ივა­ნიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის­თვის სუ­ლი­ე­რად გავ­ნად­გურ­დი ამ ცხოვ­რე­ბა­ში. ალე­კო ივა­ნიშ­ვი­ლო, იქ­ნებ ოდეს­მე შენც აგო პა­სუ­ხი ღმერ­თის წი­ნა­შე, თუმ­ცა ღმერ­თიც თქვე­ნი მოს­ყი­დუ­ლია.

თე­ო­ნა ხინ­ჩა­გაშ­ვილ-ივა­ნიშ­ვი­ლი

- მინ­და, იმ ხალ­ხს მივ­მარ­თო, ვი­საც ჰგო­ნია, რომ რად­გან ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი მდიდ­რე­ბი არი­ან, ამი­ტომ ვი­თხოვ­დი გვარს და აღი­ა­რე­ბას. აქამ­დე ალე­კოს­გან არა­ფე­რი მი­მი­ღია, მხო­ლოდ ბი­ძა­ჩემ­მა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მი­პატ­რო­ნა და 32 წლამ­დე ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლებ­მა მო­მიყ­ვა­ნეს და ახ­ლაც ასე ვარ. რომ მცოდ­ნო­და ასეთ დღე­ში ჩა­მაგ­დებ­დნენ, სულ და­ვი­ვი­წყებ­დი, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ვარ და ხმას არ ამო­ვი­ღებ­დი. თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე და ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­შო ხმა არ ამო­მი­ღია, ვისი შვი­ლი ვი­ყა­ვი.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
89

ნეტა ამასაც პრემიერობა ხომ არ უნდა?!

ლია
96

მე ამას ერთი ოსის ქალი გწერ,არა გრცხვემნია? ახალგაზრდა ქალი რატომ უნდა იყო სხვისი ხელების შემყურე> როგორ დავიჯერო სადაცა ხარ, შენი შესაფერისი სამსახური ვერ ნახე? ან ამ კარტოფილების ფონზე თუ გადაიღებ სურათს ,დამიჯერე ზიზღის მეტს არაფერს დაიმსახურებ ხელფეხი გააქვს? ჰოდა ნუ მათხოვრობ ეშთერ ხუდინაგუ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"როგორც ღატაკებს ისე დაგვირიგეს სურსათი...თავს ქაცვის გაყიდვით ვირჩენთ", - როგორ ცხოვრობს ვლადიკავკაზში ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, რომელსაც მამა არ აღიარებს

"როგორც ღატაკებს ისე დაგვირიგეს სურსათი...თავს ქაცვის გაყიდვით ვირჩენთ", - როგორ ცხოვრობს ვლადიკავკაზში ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, რომელსაც მამა არ აღიარებს

ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ძმა ალეკო ივანიშვილი ჯერ კიდევ "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე გაეხვა სკანდალში, მაშინ, როცა მედიაში დაიბეჭდა ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები მზია ხინჩაგაშვილის ინტერვიუ, ქალი ამბობდა, რომ მას წლების წინ ალეკო ივანიშვილისგან გოგონა, თეონა შეეძინა. ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ალეკო ივანიშვილმა შვილი ოფიციალურად არ აღიარა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით, დედა-შვილს წლების განმავლობაში ფულს უხდიდა და თბილისში ბინაც უყიდა. ამის შემდეგ უკვე დედა თეონას კანონიერ შვილად აღიარებას და ივანიშვილების გვარს ითხოვდა.

სასამართლო წლები გაგრძელდა და საბოლოოდ, 2020 წლის მარტში თეონა ხინჩაგაშვილის გამარჯვებით დასრულდა. 12 მარტს ქართულმა სასამართლომ დადგენილება გამოიტანა და თეონა ხინჩაგაშვილი ალექსი(ალეკო) ივანიშვილის კანონიერ შვილად ცნეს და ივანიშვილის გვარი მიიღო, ახლა ის ორივე გვარს ატარებს.

ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალეკო ივანიშვილი

დედა-შვილი ვლადიკავკაზში ცხოვრობს. თეონას ქმარი ხაშურიდან არის. ცნობილი ოჯახის კანონიერი მემკვიდრე ორ ვაჟს ზრდის. როგორ შეიცვალა დედა-შვილის ცხოვრება მას შემდეგ, რაც თეონამ მამის გვარი მიიღო, ამის შესახებ თავად გვიამბეს:

მზია ხინჩაგაშვილი:

- ვლდაკავკაზში ვცხოვრობთ, ვცდილობთ, რომ კარგად ვიყოთ, მაგრამ ძალიან გვიჭირს. საუბარს ასე დავიწყებ - თეონა რომ კანონიერ შვილად ეღიარებინა ალეკო ივანიშვილს, პირდაპირ სასამართლოში არ გავქცეულვართ. ჩვენ შესახებ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ჟურნალის საშუალებით მივაწვდინე ხმა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. როდესაც ჩემი შვილის არსებობის შესახებ გაიგო, მას შემდეგ ყოველთვის გვეხმარებოდა. ჟურნალამდეც ვცდილობდი, რომ დავკავშირებოდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ გაიგო ჩვენი არსებობის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილის საშუალებით დამიკავშირდა. შევხვდით ერთმანეთს, სურათები ვაჩვენე, რამდენიმე კითხვა დამისვა. მათთვის გასაგები გახდა, რომ არ ვტყუოდით და ბიძინა ივანიშვილმა დახმარება დაგვინიშნა.

ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი ბებიასთან ერთად

შემდეგ ბატონი ბიძინა პრემიერ-მინისტრი გახდა და 2015 წლის იანვრიდან შეწყდა ჩვენი დაფინანსება. მანამდე, როცა გვეხმარებოდა, ჩვენთვის ჩუმად ვცხოვრობდით, არსად არ ვიღებდით ხმას, ველოდებოდით, რომ მამა აუცილებლად ნახავდა თეონას, რისი იმედიც ირაკლი ღარიბაშვილმა მოგვცა. თეონასთვის დახმარების შეწყვეტის შემდეგაც პირდაპირ ტელევიზიებში კი არ გავიქეცით, მივდიოდით "ქართუ" ბანკში, ოფისში, ვეხვეწებოდით, რომ თუ ვინმეს შეეძლო, ბატონი ბიძინასთვის და ალეკოსთვის დახმარების შეწყვეტაზე ამბავი მიეტანათ.

თეონამ ივანიშვილის გვარი 2020 წლის მარტში, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღო

გაუბედურებული ქალი ვარ, ჯანმრთელობით განახევრებული. ჩემი შვილი პატრონიანია, მაგრამ უპატრონოდ დარჩენილი. სხვათაშორის, ანზორ ჩუბინიძესთანაც ვიყავით და გვითხრა, მამამისს, ალეკოს მიაკითხეთო. როდესაც ალეკოს მივაკითხეთ, ისტერიკაში ჩავარდა, რა შვილი, რის შვილიო, ჩხუბი დაიწყო. სხვა არჩევანი აღარ დაგვრჩა და მივაკითხეთ სასამართლოს. ორი წლის განმავლობაში ჩვენი ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე დასდევდა ალეკოს, რომ სასამართლოს უწყება ჩაებარებინა და მართლა იძულებით მივიდა სასამართლოში. მორალზეც მინდოდა მეჩივლა, მაგრამ მორალის არმქონე კაცს, ამაზე როგორ ვუჩივლო?! ეკლესიაში რომ შედის, როგორ არ სცხვენია?!

- ჩივილის შემდეგ როგორ გაგრძელდა საქმე?

- სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, თეონა 99.9999%-ით ალეკოს შვილია. სასამართლომ გამოიტანა სამართლიანი გადაწყვეტილება და სამართლიანობამ გაიმარჯვა. ამის შემდეგ, ალეკომ ორჯერ გვიჩივლა, ჩემი შვილი არ არისო. ყველა ინსტანციაში გავიმარჯვეთ. მადლობა სამხარაულის ექსპერტიზას და სასამართლოს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ივანიშვილების მიერ კიდევ ერთხელ გადაგდებულ და მიტოვებულ შვილს ადვოკატმა ლია ხუციშვილმა და ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა კონსულტაციები გაუწიეს. ლია ხუციშვილმა, ჩვენმა ადვოკატმა, "კაპიკი" არ აიღო, მას შემდეგ მეშინია, პრობლემები არ შეექმნას ქალბატონ ლიას.

თეონას დედა, მზია ხინჩაგაშვილი

სასამართლომ ფულადი დახმარება ვერ დაუნიშნა თეონას, რადგან ალიმენტის ასაკი გასულია. ახლა გვემუქრებიან, მერე რა, გვარი რომ მიიღო, ქონებიდან მაინც ვერაფერს მიიღებსო. ჩასახვის დღიდან მიატოვა ალეკომ შვილი... ქაცვს ვარჩევთ და მისი გაყიდვით ვირჩენთ თავს.

შარშან თეონას ფეხი ჰქონდა სამგან მოტეხილი და ძალიან ცუდად იყო, საავადმყოფოში იწვა. ნათესავებმა შეგვიკრიბეს ფული და ისე გავუკეთეთ ოპერაცია. ბატონ ბიძინას რომ გაეგო, სიკვდილის პირას არ მიატოვებდა თავის ობოლ ძმისშვილს. ალეკომ გაიგო, მაგრამ არ დაგვეხმარა.

- საქართველოში ხომ არ აპირებთ ჩამოსვლას?

- რისთვის ჩამოვიდე, რა აზრი აქვს, რომ ვიჩივლე, იმასაც ვნანობ. ყველანაირად გამანადგურეს, რის ფასად დაგვიჯდა ეს გვარი. მეგონა, მადლობას მეტყოდნენ, ეს რა შვილი გაზარდეო. მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, მას ბევრი არასწორი ინფორმაცია მისდის. გვარი კი მიიღო თეონამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ არ მჯერა, რომ ბატონ ბიძინას საავადმყოფოში მიეტოვებინა ძმისშვილი. ვერ დავიჯერებ ამას, ატყუებენ მას. მინდა, მივმართო ალეკოს პირად ადვოკატს, არჩილ კბილაშვილს, ყოფილ პროკურორს, ასე როგორ მოგვექეცით?! გვეუბნებოდა კიდევ ჩავაბაროთ ანალიზიო, ყველაფერში ვეთანხმებოდით. ყველამ იცის ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ რისი გამყალბებელი ვიყავით?!

ფოტოზე - თეონას ბებია

პანდემიის დროს, აქ, როგორც ღატაკებს, ისე დაგვირიგეს სურსათი და სურათები გადაგვიღეს. ალეკოს ეს სურათებიც გაუგზავნეს და რეაქცია არ ჰქონია. თეონა დაოჯახებულია, ორი ბიჭი ჰყავს, პატარა სასწაულად ჰგავს ბატონ ბიძინას, დედაჩემი ბიძინას ეძახის. ჩემი სიძე ქართველია, ხაშურიდან, აქ ჩამოდიოდა ბებიასთან და შეუყვარდათ ერთმანეთი.

ალეკო ივანიშვილის სიყვარულისა და ერთგულებისთვის სულიერად გავნადგურდი ამ ცხოვრებაში. ალეკო ივანიშვილო, იქნებ ოდესმე შენც აგო პასუხი ღმერთის წინაშე, თუმცა ღმერთიც თქვენი მოსყიდულია.

თეონა ხინჩაგაშვილ-ივანიშვილი

- მინდა, იმ ხალხს მივმართო, ვისაც ჰგონია, რომ რადგან ივანიშვილები მდიდრები არიან, ამიტომ ვითხოვდი გვარს და აღიარებას. აქამდე ალეკოსგან არაფერი მიმიღია, მხოლოდ ბიძაჩემმა, ბიძინა ივანიშვილმა მიპატრონა და 32 წლამდე ხინჩაგაშვილებმა მომიყვანეს და ახლაც ასე ვარ. რომ მცოდნოდა ასეთ დღეში ჩამაგდებდნენ, სულ დავივიწყებდი, რომ ივანიშვილი ვარ და ხმას არ ამოვიღებდი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დავამთავრე და ხუთი წლის განმავლობაშო ხმა არ ამომიღია, ვისი შვილი ვიყავი.

ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების 4 რიტუალი აღმოსავლეთის ლამაზმანებისგან

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო.." - ნინო შუბლაძემ დის კოვიდთან ბრძოლის უმძიმესი ამბავი გაიხსენა

"არასოდეს დავნებდები, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ" - კრისტიან ერიქსენის პირველი კომენტარი მოედანზე მომხდარი დრამატული შემთხვევის შემდეგ