პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა.
შესაბამისად, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე, აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება.
„განმეორებითი ტესტირების შედეგად, კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც“, - აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.
ღმერთმა მშვიდობა არ მოუშალოს ყველა ჩემი ქვეყნის მოქალაქეს, წესიერი ახალგაზრდაა და ანგელოზივით ცოლშვილი ჰყავს. მეტი სიფრთხილე გვართებს მეგობრებო, ეს ვირუსი ვერაგი რამაა.
არადა რა ახლოს ვიყავით, ეჰ...