პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა მიიღო" - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი და როგორ გადანაწილდა გრანტები
"100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა მიიღო" - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი და როგორ გადანაწილდა გრანტები

წელს სტუ­დენ­ტი 29 614 აბი­ტუ­რი­ენ­ტი გახ­და. სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი კი 6550-მდე გა­მო­საც­დელ­მა მო­ი­პო­ვა.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გი დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი.

„დღეს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ინ­ფორ­მა­ცია ჩა­რი­ცხვე­ბი­სა და გრან­ტის გა­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ. 2020 წელს უმაღ­ლეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლას გა­აგ­რძე­ლებს 29 614 აბი­ტუ­რი­ენ­ტი. ვუ­ლო­ცავ თი­თო­ე­ულ მათ­განს და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე.

მათ კი, ვინც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო ვერ შეძ­ლეს წელს ამ არც თუ ისე მარ­ტივ პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, ვთხოვ არ და­კარ­გონ მო­ტი­ვა­ცია - უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მა­ვალ­შიც ექ­ნე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და სო­ფიო გორ­გო­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო 1000-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა, 70%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა - 1500-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტმა, 50%-იანი გრან­ტი კი 4000-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა და­იმ­სა­ხუ­რა.

„წინა წელს თუ შე­ვა­და­რებთ, შარ­შან სტუ­დენ­ტი გახ­და რე­გის­ტრი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტთა 71%, წელს კი - 75%. ასე რომ, ამ თვალ­საზ­რი­სით წელს უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს.

ეს წელი გა­მოც­და იყო თა­ვად ცენ­ტრის­თვი­საც, რად­გა­ნაც მას უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში მო­უ­წია სხვა­დას­ხვა გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 70.000 ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. მად­ლო­ბას ვუხ­დი პრო­ცეს­ში ჩარ­თულ თი­თო­ე­ულ პი­როვ­ნე­ბას, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმი­სათ­ვის, რომ სა­გა­მოც­დო პრო­ცესს გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, ობი­ექ­ტუ­რად, გა­მო­საც­დე­ლე­ბი­სათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლად და უსაფრ­თხოდ ჩა­ევ­ლო.

მინ­და შე­ვახ­სე­ნო იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლებ­მაც მო­ი­პო­ვეს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, რომ რე­გის­ტრა­ცი­ის გა­სავ­ლე­ლად უშუ­ა­ლოდ უნდა მი­მარ­თონ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და გორ­გო­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა მიიღო" - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი და როგორ გადანაწილდა გრანტები

"100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა მიიღო" - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი და როგორ გადანაწილდა გრანტები

წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა. სახელმწიფო გრანტი კი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგი დღეს გახდა ცნობილი.

„დღეს აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ. 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას გააგრძელებს 29 614 აბიტურიენტი. ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე.

მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს წელს ამ არც თუ ისე მარტივ პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ვთხოვ არ დაკარგონ მოტივაცია - უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

მისივე თქმით, 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი დაფინანსება - 1500-მდე აბიტურიენტმა, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.

„წინა წელს თუ შევადარებთ, შარშან სტუდენტი გახდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 71%, წელს კი - 75%. ასე რომ, ამ თვალსაზრისით წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.

ეს წელი გამოცდა იყო თავად ცენტრისთვისაც, რადგანაც მას უპრეცენდენტოდ რთულ ვითარებაში მოუწია სხვადასხვა გამოცდის ჩატარება დაახლოებით 70.000 ადამიანისათვის. მადლობას ვუხდი პროცესში ჩართულ თითოეულ პიროვნებას, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საგამოცდო პროცესს გართულებების გარეშე, ობიექტურად, გამოსაცდელებისათვის მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ ჩაევლო.

მინდა შევახსენო იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რომ რეგისტრაციის გასავლელად უშუალოდ უნდა მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს“, - განაცხადა გორგოძემ.

18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, თანხების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - პრემიერი დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე

18- წლამდე ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალ იწყება - დეტალური ინფორმაცია

მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან - რა ფასში იბარებენ წელს თხილს?