საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია" - საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა
"3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია" - საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 8 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1455 გახ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის სპე­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერდ stopcov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 6-ით გა­ი­ზარ­და და 1196-ს შე­ად­გენს.

თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 8 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 3 პა­ცი­ენ­ტის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო უც­ნო­ბია.

მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 4 კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე და 17 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს.

“დაგ­ვე­მა­ტა 8 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და ჯამ­ში გახ­და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 1455 შემ­თხვე­ვა. ახა­ლი 8 შემ­თხვე­ვი­დან 2 პა­ცი­ენ­ტის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო არის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი, 3 შემ­თხვე­ვა იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, სა­მი­ვე სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლია, 3 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის წყა­რო­ზე გრძელ­დე­ბა კვლე­ვა კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბის და წყა­როს დად­გე­ნის მიზ­ნით.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვი მხო­ლოდ 6-ით გა­ი­ზარ­და და გახ­და 1196. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა კვლავ 82%-არის.

ამ ეტაპ­ზე, კო­ვიდ ცენ­ტრებ­ში მკურ­ნა­ლობს 232 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. აქე­დან, კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე და მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უც­ვლე­ლია. კო­ვიდ ცენ­ტრე­ბის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ და ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში მკურ­ნა­ლობს 4 კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე და 17 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, კლი­ნი­კა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 18 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს. აქე­დან 1 კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა, ერთი კი მძი­მე, თუმ­ცა, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო 3 დღეა რაც სტა­ბი­ლუ­რია.

ცნო­ბის­თვის, კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბა 5943 მო­ქა­ლა­ქე, სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 252.

უცხო­ე­თი­დან სამ­კურ­ნა­ლოდ გად­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 41 მო­ქა­ლა­ქე. კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში 19 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

"3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია" - საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა

"3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია" - საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1455 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 1196-ს შეადგენს.

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

“დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და ჯამში გახდა დადასტურებული 1455 შემთხვევა. ახალი 8 შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო არის კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი, 3 შემთხვევა იმპორტირებულია, სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3 ინფიცირებულის წყაროზე გრძელდება კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის მიზნით.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 6-ით გაიზარდა და გახდა 1196. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 82%-არის.

ამ ეტაპზე, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 232 დადასტურებული შემთხვევა. აქედან, კრიტიკულად მძიმე და მძიმე პაციენტების რაოდენობა უცვლელია. კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიურ განყოფილებებში მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს. აქედან 1 კრიტიკულად მძიმეა, ერთი კი მძიმე, თუმცა, მათი მდგომარეობა ბოლო 3 დღეა რაც სტაბილურია.

ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

როგორია შატილის გზაზე, ავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტის მდგომარეობა - ლევან რატიანი უახლესი ინფორმაციით

მარიამობა: მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი დღესასწაული - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესთან დაკავშირებით

"როდესაც ღვინის ბიზნესით ჩემი პირველი ფული ვიშოვე, მივხვდი, რომ ეს უდიდესი აზარტია" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი