27-28 აგვისტოს საქართველოში ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება.