სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 აგვისტოდან მკითხველი "ფენიქსის“ 4 ალტერნატიულ დასასრულს გაეცნობა
25 აგვისტოდან მკითხველი "ფენიქსის“ 4 ალტერნატიულ დასასრულს გაეცნობა

25 აგ­ვის­ტო­დან „ფე­ნიქ­სის“ 4 ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი და­სას­რუ­ლი გა­მო­დის: „გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, „ლა­ბი­რინ­თი“, „სი­ჩუ­მე“ და „ელი­ტე­ბი“, შე­სა­ბა­მი­სად, მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, გა­ეც­ნოს რო­გორც „გა­დატ­ვირ­თვის“, ისე „ჩა­ფერფვ­ლის“ ის­ტო­რი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას და შე­ი­ტყოს, რა მოს­დით ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რო­მა­ნის გმი­რებს, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა მათი ცხოვ­რე­ბა.

„ფე­ნიქ­სი“ პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნია, რო­მელ­შიც მკი­თხვე­ლი გაგ­რძე­ლე­ბა­სა და და­სას­რულს თა­ვად ირ­ჩევს, საკ­ვან­ძო მო­მენ­ტებ­ში თა­ვად წყვეტს, რო­გორ გაგ­რძელ­დეს ამ­ბა­ვი, ვის­თან ერ­თად წა­ვი­დეს მთა­ვა­რი გმი­რი და რო­გორ გა­აგ­რძე­ლოს მოქ­მე­დე­ბა.

მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ წიგ­ნი არ იკი­თხე­ბა თან­მიმ­დევ­რო­ბით, არა­მედ თა­ვად შეგ­ვიძ­ლია, შე­ვარ­ჩი­ოთ, რო­მე­ლი გაგ­რძე­ლე­ბა გვსურს და ამის მი­ხედ­ვით ავა­წყოთ რო­მა­ნი. ეს ერ­თგვა­რი ფაზ­ლია, რომ­ლის აწყო­ბაც სრულ სუ­რათს დაგ­ვა­ნა­ხებს.

„ფე­ნიქ­სის“ თი­თო­ე­ულ ნა­წილს სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რი ჰყავს, რო­მელ­თაც ის­ტო­რი­ე­ბი თა­ვი­სე­ბუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ნა­ვი­თა­რეს. ავ­ტო­რებს მკი­თხვე­ლი უკვე კარ­გად იც­ნობს და მათი რო­მა­ნე­ბი ბესტსე­ლე­რე­ბა­დაც იქცა. ელის დოჯ­სო­ნი, თეა ინა­სა­რი­ძე, ტო­რე­სა მოსი და ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი „ფე­ნიქ­სის“ სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლის, მაგ­რამ ერთი ამ­ბის ავ­ტო­რე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს, პერ­სო­ნა­ჟის ცხოვ­რე­ბა თა­ვი­ან­თი შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნა­ვი­თა­რონ.

ყვე­ლა­ფე­რი კი იწყე­ბა პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით - „ას­ტრო­ი­დით“, რო­მე­ლიც ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რის - სა­ლის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. გო­გო­ნა პრო­ფე­სი­ით ქი­მი­კო­სია, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად კი კა­ფე­ში ბა­რის­ტად მუ­შა­ობს. მისი თით­ქოს მშვი­დი და ერ­თფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა მალე სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა ისე­თი ჩვუ­ე­ლებ­რი­ვი, რო­გორც ყო­ველ­თვის იყო.

„ას­ტრო­იდ­ში“ ის ორი ადა­მი­ანს ხვდე­ბა: ახალ­გაზ­რდა სიმ­პა­თი­ურ, მუ­დამ მკაც­რი დრეს­კო­დის მქო­ნე მა­მა­კაცს ვა­ტოს, რომ­ლის სპორ­ტუ­ლი სა­ა­თი - „გარ­მი­ნის“ „ფე­ნიქ­სი“ სა­ლის ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს და გი­გას, რო­მე­ლიც გო­გო­ნას­თან და­ახ­ლო­ე­ბას ცდი­ლობს და მას კი­ნო­ში და­პა­ტი­ჟებს. გი­გას­თან შე­სახ­ვედ­რად წა­სუ­ლი სალი კი გზად, მეტ­როს ბა­ქან­ზე ვა­ტოს ხვდე­ბა და მის­გან დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნას იღებს, აი, აქ უნდა გა­და­წყვი­ტოს მკი­თხველ­მა, რო­გორ გაგ­რძელ­დეს სა­ლის ის­ტო­რია!

„ას­ტრო­ი­დის“ ორ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გაგ­რძე­ლე­ბა­ში მოვ­ლე­ნე­ბი სა­ლის არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით ვი­თარ­დე­ბა. თუ გსურთ, რომ სალი ვა­ტოს გაჰ­ყვეს, „გა­დატ­ვირ­თვა“ უნდა წა­ი­კი­თხოთ, ხოლო თუ გი­გას - „ჩა­ფერფვ­ლა“. „გა­დატ­ვირ­თვა“ სა­ი­დუმ­ლო ის­ტო­რი­ე­ბის, ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბის, მის­ტი­კის შე­სა­ხებ მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვია, ხოლო „ჩა­ფერფვ­ლა“ - დე­ტექ­ტი­ვი, კრი­მი­ნა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი.

თუ „გა­დატ­ვირ­თვის“ ხაზს მიჰ­ყვე­ბით და „კულ­ტი“ და „გაქ­ცე­ვა“ უკვე წა­ი­კი­თხეთ, მა­შინ „სი­ჩუ­მე“ და „ელი­ტე­ბი“ და­გა­ინ­ტე­რე­სებთ. „ჩა­ფერფვ­ლის“ ის­ტო­რია კი „ზღვარ­ზე“ და „და­ბა­დე­ბის დღით“ გრძელ­დე­ბა, რა­საც მოს­დევს „გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ და „ლა­ბი­რინ­თი“.

ეს მის­ტი­კით, კრი­მი­ნა­ლით, უც­ნა­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბით სავ­სე ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნი ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში უკვე მო­ექ­ცა. მისი ბოლო ნა­წი­ლე­ბი დღის შუქს მალე იხი­ლა­ვენ და შე­ვი­ტყობთ, რო­გო­რია პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რო­მა­ნის ყვე­ლა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი და­სას­რუ­ლი.

ავტორი:

25 აგვისტოდან მკითხველი "ფენიქსის“ 4 ალტერნატიულ დასასრულს გაეცნობა

25 აგვისტოდან მკითხველი "ფენიქსის“ 4 ალტერნატიულ დასასრულს გაეცნობა

25 აგვისტოდან „ფენიქსის“ 4 ალტერნატიული დასასრული გამოდის: „გათავისუფლება“, „ლაბირინთი“, „სიჩუმე“ და „ელიტები“, შესაბამისად, მკითხველს საშუალება აქვს, გაეცნოს როგორც „გადატვირთვის“, ისე „ჩაფერფვლის“ ისტორიების გაგრძელებას და შეიტყოს, რა მოსდით ინტერაქციული რომანის გმირებს, როგორ ვითარდება მათი ცხოვრება.

„ფენიქსი“ პირველი ქართული ინტერაქციული წიგნია, რომელშიც მკითხველი გაგრძელებასა და დასასრულს თავად ირჩევს, საკვანძო მომენტებში თავად წყვეტს, როგორ გაგრძელდეს ამბავი, ვისთან ერთად წავიდეს მთავარი გმირი და როგორ გააგრძელოს მოქმედება.

მკითხველისთვის საინტერესოა ისიც, რომ წიგნი არ იკითხება თანმიმდევრობით, არამედ თავად შეგვიძლია, შევარჩიოთ, რომელი გაგრძელება გვსურს და ამის მიხედვით ავაწყოთ რომანი. ეს ერთგვარი ფაზლია, რომლის აწყობაც სრულ სურათს დაგვანახებს.

„ფენიქსის“ თითოეულ ნაწილს სხვადასხვა ავტორი ჰყავს, რომელთაც ისტორიები თავისებურად განსხვავებულად და საინტერესოდ განავითარეს. ავტორებს მკითხველი უკვე კარგად იცნობს და მათი რომანები ბესტსელერებადაც იქცა. ელის დოჯსონი, თეა ინასარიძე, ტორესა მოსი და ნიკოლას მაჩაბელი „ფენიქსის“ სხვადასხვა ნაწილის, მაგრამ ერთი ამბის ავტორები არიან, რომელთაც მკითხველს საშუალება მისცეს, პერსონაჟის ცხოვრება თავიანთი შეხედულების მიხედვით განავითარონ.

ყველაფერი კი იწყება პირველი ნაწილით - „ასტროიდით“, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გმირის - სალის შესახებ მოგვითხრობს. გოგონა პროფესიით ქიმიკოსია, სწავლის პარალელურად კი კაფეში ბარისტად მუშაობს. მისი თითქოს მშვიდი და ერთფეროვანი ცხოვრება მალე სულაც არ იქნება ისეთი ჩვუელებრივი, როგორც ყოველთვის იყო.

„ასტროიდში“ ის ორი ადამიანს ხვდება: ახალგაზრდა სიმპათიურ, მუდამ მკაცრი დრესკოდის მქონე მამაკაცს ვატოს, რომლის სპორტული საათი - „გარმინის“ „ფენიქსი“ სალის ყურადღებას იპყრობს და გიგას, რომელიც გოგონასთან დაახლოებას ცდილობს და მას კინოში დაპატიჟებს. გიგასთან შესახვედრად წასული სალი კი გზად, მეტროს ბაქანზე ვატოს ხვდება და მისგან დახმარების თხოვნას იღებს, აი, აქ უნდა გადაწყვიტოს მკითხველმა, როგორ გაგრძელდეს სალის ისტორია!

„ასტროიდის“ ორ ალტერნატიულ გაგრძელებაში მოვლენები სალის არჩევანის მიხედვით ვითარდება. თუ გსურთ, რომ სალი ვატოს გაჰყვეს, „გადატვირთვა“ უნდა წაიკითხოთ, ხოლო თუ გიგას - „ჩაფერფვლა“. „გადატვირთვა“ საიდუმლო ისტორიების, ორმაგი ცხოვრების, მისტიკის შესახებ მოთხრობილი ამბავია, ხოლო „ჩაფერფვლა“ - დეტექტივი, კრიმინალური ისტორიები.

თუ „გადატვირთვის“ ხაზს მიჰყვებით და „კულტი“ და „გაქცევა“ უკვე წაიკითხეთ, მაშინ „სიჩუმე“ და „ელიტები“ დაგაინტერესებთ. „ჩაფერფვლის“ ისტორია კი „ზღვარზე“ და „დაბადების დღით“ გრძელდება, რასაც მოსდევს „გათავისუფლება“ და „ლაბირინთი“.

ეს მისტიკით, კრიმინალით, უცნაური და საინტერესო ისტორიებით სავსე ინტერაქციული წიგნი ქართველი მკითხველის ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. მისი ბოლო ნაწილები დღის შუქს მალე იხილავენ და შევიტყობთ, როგორია პირველი ქართული ინტერაქციული რომანის ყველა ალტერნატიული დასასრული.

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-18)

24 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ელიზაბეტ ჯილბერტის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" გამოვა

"ფენიქსის" ავტორები ბათუმსა და ოზურგეთში ადგილობრივ მკითხველს შეხვდნენ