სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ გეტყვით ვინ მეხმარება, ჩემი ყოფილი კოლეგები, ხმის დაშიფვრის ოფიცრები არიან" - დაკავებული არასრულწლოვნის მამამ გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო
"ვერ გეტყვით ვინ მეხმარება, ჩემი ყოფილი კოლეგები, ხმის დაშიფვრის ოფიცრები არიან" - დაკავებული არასრულწლოვნის მამამ გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნის ზ.ხ.-ს მა­მის თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის­მა ოჯახ­მა შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ი­წყო.

რო­გორც თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­ნუ­ცხა­და, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ოჯახ­მა და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს და ის ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

ხო­მა­სუ­რი­ძის თქმით, ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბით ოჯა­ხი ცდი­ლობს და­ამ­ტკი­ცოს, რომ მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის ზ.ხ.-ს ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ იკ­ვე­თე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში.

თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ის წარ­სულ­ში რამ­დე­ნი­მე უწყე­ბა­ში მუ­შა­ობ­და,მათ შო­რის, კონ­ტრდაზ­ვერ­ვა­ში, იუს­ტი­ცი­ის სპეც­რაზმში და დაზ­ვერ­ვის სპე­ცი­ა­ლურ დი­ვერ­სი­ულ ჯგუფ­ში. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სწო­რედ ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ში. ამას­თან, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძე თავს იკა­ვებს, და­ა­კონ­კრე­ტოს ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მე­ლი უწყე­ბე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან მას.

მისი თქმით,საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 40-ზე მეტი პირი.

თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად საქ­მე­ში კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბია გა­მოკ­ვე­თი­ლი, თუმ­ცა არ აკონ­კრე­ტებს, რა ფაქ­ტებ­ზეა სა­უ­ბა­რი. ამას­თან, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძე გან­მარ­ტავს, რომ ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ ად­ვო­კა­ტი არ არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი.

თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდა არ უპა­სუ­ხებს, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ კა­ნონს არ არ­ღვევს.

"ჩვენს ინ­ტე­რე­სებს ვი­ცავთ, თუმ­ცა ვერ გე­ტყვით ვინ მეხ­მა­რე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ში.გე­ტყვით იმას, რომ ჩემი ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბი, ხმის და­შიფვ­რის ოფიც­რე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ასე ვთქვათ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩავ­ნერ­გე,რომ­ლებ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი სკო­ლა აქვთ გავ­ლი­ლი. მი­ნი­მუმ ხუ­თწ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე,სე­რი­ო­ზუ­ლი ხალ­ხია,რომ­ლებ­საც გა­მო­ძი­ე­ბა არ ეს­წავ­ლე­ბათ, თა­ვის დრო­ზე რუ­სე­თი აგენ­ტებს ავ­ლენ­დნენ.

თუ რა მე­თო­დე­ბით ვიკ­ვლევთ საქ­მეს ვერ გე­ტყვით, თუმ­ცა ვცდი­ლობთ, რომ კა­ნო­ნი არ და­ვარ­ღვი­ოთ. უკვე ვართ იმ ეტაპ­ზე, რომ ჩვენ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. ახლა,ვაგ­რო­ვებთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. რომ გი­თხრათ იმის შე­სა­ხებ, თუ რა მოქ­მე­დე­ბებს ვა­ტა­რებთ, შე­იძ­ლე­ბა, აქე­დან ხელ­ბორ­კი­ლე­ბით წა­მიყ­ვა­ნონ. ჩა­ნერ­გი­ლი გვყავს ხალ­ხი ყვე­ლას­თან ვინც საქ­მე­შია.

გა­მოკ­ვე­თი­ლია ის, რომ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი და შა­ქა­რაშ­ვი­ლი ერ­თად იმა­ლე­ბოდ­ნენ ფე­რა­დი შე­ნო­ბის უკან. უნდა და­ვა­ზუს­ტოთ ვინ მოკ­ლა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, თუ ის მოკ­ლეს. ვინ მეხ­მა­რე­ბა,ნუ მკი­თხავთ, მა­გას არა­ვის ვე­ტყვი“,- გა­ნა­ცხა­და ხო­მა­სუ­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
3

უბრალოდ შერაცხადობაზე შეამოწმეთ...

Status quo
2

სადაც ხომასურიძე მუშაობდა, ის ორგანიზაციებია ჩამოთვლილი, რომლებიც აზრზე არ არიან გამოძიების, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საერთოდ კოდექსის და მხოლოდ კუნთმაგარი და უტვინოს ასოციაციას ქმნიან. ამათ რა უნდა გამოიძიონ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ვერ გეტყვით ვინ მეხმარება, ჩემი ყოფილი კოლეგები, ხმის დაშიფვრის ოფიცრები არიან" - დაკავებული არასრულწლოვნის მამამ გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო

"ვერ გეტყვით ვინ მეხმარება, ჩემი ყოფილი კოლეგები, ხმის დაშიფვრის ოფიცრები არიან" - დაკავებული არასრულწლოვნის მამამ გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს მამის თამაზ ხომასურიძის ინფორმაციით, მისმა ოჯახმა შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო.

როგორც თამაზ ხომასურიძემ ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურასთან განუცხადა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებები ოჯახმა დაიწყო მას შემდეგ, რაც შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს და ის ამ დრომდე გრძელდება.

ხომასურიძის თქმით, ამ საგამოძიებო მოქმედებებით ოჯახი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის ზ.ხ.-ს ბრალეულობა არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თამაზ ხომასურიძე ირწმუნება, რომ ის წარსულში რამდენიმე უწყებაში მუშაობდა,მათ შორის, კონტრდაზვერვაში, იუსტიციის სპეცრაზმში და დაზვერვის სპეციალურ დივერსიულ ჯგუფში. მისივე განცხადებით, სწორედ ყოფილი თანამშრომლები ეხმარებიან დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებებში. ამასთან, თამაზ ხომასურიძე თავს იკავებს, დააკონკრეტოს ჩამოთვლილთაგან კონკრეტულად, რომელი უწყებების ყოფილი თანამშრომლები ეხმარებიან მას.

მისი თქმით,საქმეში ჩართულია დაახლოებით 40-ზე მეტი პირი.

თამაზ ხომასურიძის განცხადებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქმეში კონკრეტული ფაქტებია გამოკვეთილი, თუმცა არ აკონკრეტებს, რა ფაქტებზეა საუბარი. ამასთან, თამაზ ხომასურიძე განმარტავს, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ადვოკატი არ არის ინფორმირებული.

თამაზ ხომასურიძის თქმით, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, თუ პროკურატურას შეკითხვები გაუჩნდა არ უპასუხებს, რადგან მიიჩნევს, რომ კანონს არ არღვევს.

"ჩვენს ინტერესებს ვიცავთ, თუმცა ვერ გეტყვით ვინ მეხმარება საგამოძიებო მოქმედებებში.გეტყვით იმას, რომ ჩემი ყოფილი კოლეგები, ხმის დაშიფვრის ოფიცრები არიან ჩართულები. ასე ვთქვათ, სპეციალისტები ჩავნერგე,რომლებსაც სპეციალური სკოლა აქვთ გავლილი. მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილების მქონე,სერიოზული ხალხია,რომლებსაც გამოძიება არ ესწავლებათ, თავის დროზე რუსეთი აგენტებს ავლენდნენ.

თუ რა მეთოდებით ვიკვლევთ საქმეს ვერ გეტყვით, თუმცა ვცდილობთ, რომ კანონი არ დავარღვიოთ. უკვე ვართ იმ ეტაპზე, რომ ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. ახლა,ვაგროვებთ მტკიცებულებებს. რომ გითხრათ იმის შესახებ, თუ რა მოქმედებებს ვატარებთ, შეიძლება, აქედან ხელბორკილებით წამიყვანონ. ჩანერგილი გვყავს ხალხი ყველასთან ვინც საქმეშია.

გამოკვეთილია ის, რომ ამირხანაშვილი და შაქარაშვილი ერთად იმალებოდნენ ფერადი შენობის უკან. უნდა დავაზუსტოთ ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი, თუ ის მოკლეს. ვინ მეხმარება,ნუ მკითხავთ, მაგას არავის ვეტყვი“,- განაცხადა ხომასურიძემ.

ბაღების მუშაობის ახალი პროტოკოლი - პროგრამაში შევიდა ახალი თამაშები, აიკრძალა მშობლების დაშვება და შეიცვალა ბავშვის გამოყვანის წესი

"ჩემს ქვევრს თანატოლი მსოფლიოში არ ჰყავს, არც მის ტევადობას აქვს ანალოგი" - გაიცანით ოსტატი მექვევრეების ყველაზე ცნობილი სოფლიდან

"ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე იაკობმა