ვერელი თორაძეები მკვლელობის გამოძიებაში FBI ჩაერთო. ამის შესახებ თამარ თორაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მართალია მაგრად შემრცხვა პირველივე წინადადება FBI-ს ოფიცერისგან : 28 წელი როგორ ვერ გამოიძიეს და არავინ დასჯილა? ოჯახის ამდენი წევრი მოკლეს? ისეთი გაკვირვებული იყო, ვამშვიდებდი, ახლა კარგი მთავრობა გყვავს და ყველა დაისჯება-მეთქი ამათ ბევრი ფული აქვთ და ძნელად ისჯებიან-მეთქი. გაეცინა ჩვენ Jefrey Epstein დავაპატიმრეთ და მაგას რა მნიშვნელობა აქვსო. აი, ხო ხედავთ თქვენთან ვიწყებთ თანამშრომლობას და ჩვენც დავლაგდებით აუცილებლად ეს მთავრობა შეცვლისთქო! აბა, გილოცავთ პირველ უდიდეს ნაბიჯს, ქართველებო!" - წერს თამარ თორაძე.
თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმდინარე წლის მაისში მიმართა.
ცნობისთვის, თორაძეების ოჯახის ტრაგედია 1992 წელს მოხდა. არსებული ინფორმაციით, თორაძეები "მხედრიონს" დაუპირისპირდნენ. 1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს ლაშას, კახასა და იმედოს, ასევე მათ მეგობარს "მხედრიონმა" ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნა. 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამარ თორაძე, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
მიშა სააკაშვილო იცოდე ადრე თუ გვიან შენც მოგიწევს პასუხი აგო ჟვანიას საქმეზე იმიტომ რომ ხომ იცი მკვლელობაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება !
აგერ მაგალითი ამისა !
ღმერთო, საიდან მოვდივართ, რა დღეები გამოვიარეთ. ეპსტეინი დააპატიმრეს მინიმუმ 30 წლის მერე, მანამდე ყველამ იცოდა რას წარმოადგენდა და ვერავინ გაბედა დაეჭირათ. უბედურება სწორედ ისაა, რომ სამართალი არ არსებობს ბუნებრივად, ვიღაცას შეუშლი ხელს და მაშინ აღმოჩნდება სამართლიანი სამყარო.