პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ ისევ თავზარდაცემული ვარ... ყოველდღე მივდივარ კლინიკაში პატარების სანახავად" - გარდაცვლილი მშობიარეს მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა სურს
"ჯერ ისევ თავზარდაცემული ვარ... ყოველდღე მივდივარ კლინიკაში პატარების სანახავად" - გარდაცვლილი მშობიარეს მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა სურს

მშო­ბი­ა­რო­ბი­სას გარ­დაც­ვლი­ლი თა­მუ­ნა მი­ნაშ­ვი­ლის ტრა­გე­დი­ამმთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. 41 წლის ქალ­მა 9 წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ ტყუ­პი გა­ა­ჩი­ნა და მშო­ბი­ა­რო­ბის დროს წარ­მოქ­მნი­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

ახალ­გაზ­რა­და ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნა­ზე სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო მუ­შა­ობს. წი­ნას­წარ დი­აგ­ნო­ზად კლი­ნი­კა "ჰე­რა­ში" თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ას ასა­ხე­ლე­ბენ.

გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­უღ­ლე "ფე­ის­ბუქ­ზე" ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ტყუ­პე­ბის, და­ნი­ელ და ჯე­იმს ქუ­ა­რე­ლე­ბის ფო­ტო­ებს. რო­გორც ირ­კვე­ვა, ახალ­შო­ბი­ლე­ბი თავს კარ­გად გრძნო­ბენ.

AMBEBI.GE ბავ­შვე­ბის მა­მას, ჯე­იმს ქუ­ა­რელს ესა­უბ­რა.

- რო­გორ გრძნო­ბენ თავს თქვე­ნი შვი­ლე­ბი?

- პა­ტა­რე­ბი თავს ძა­ლი­ან კარ­გად გრძნო­ბენ. ისი­ნი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა ჯერ ისევ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბი­ან. ყო­ველ დღე მივ­დი­ვარ და ვნა­ხუ­ლობ მათ.

- რამ გა­მო­იწ­ვია თქვე­ნი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა? ექი­მებს ხომ არ ადა­ნა­შა­უ­ლებთ?

- ამ სა­კი­თხზე არ ვიცი რა ვთქვა. ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვამ­ბობ. ჯერ ისევ თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ ჩემი ულა­მა­ზე­სი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ის ისე­თი კე­თი­ლი და გუ­ლის­ხმი­ე­რი იყო. ყვე­ლა მისი მე­გო­ბა­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

ჩვენ წლე­ბის წინ ჯვა­რი ქუ­თა­ის­ში და­ვი­წე­რეთ და ბოლო ექ­ვსი წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ­დით. ძა­ლი­ან გვინ­დო­და შვი­ლე­ბი გვყო­ლო­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მას ეს ოც­ნე­ბა ვერ აუხ­და.

- ახლა რას აპი­რებთ? სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ბით თქვე­ნი შვი­ლე­ბით თუ დაბ­რუნ­დე­ბით მშობ­ლი­ურ ინ­გლის­ში?

- აქ დარ­ჩე­ნას ვა­პი­რებ. ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ ვა­პი­რებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე შე­ვი­ტა­ნო გან­ცხა­დე­ბა. იმე­დი მაქვს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი იმ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, რაც გა­და­ვი­ტა­ნეთ, გა­მო­ი­ჩენს სი­კე­თეს და ჩვენს თხოვ­ნას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე ვარ და მაქვს უფ­ლე­ბა ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მო­მე­ნი­ჭოს. ეს ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას გა­და­წყვეტს ჩემი და ჩემი შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოხუმელი ვეტერანი
5

უფალმა გაგაძლიეროთ, გფარავდეთ და გლოცავდეთ!

!!!!!!
10

იმედი მაქვს ჩვენი პრეზუდენტი უარს არ ეტყვის!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ჯერ ისევ თავზარდაცემული ვარ... ყოველდღე მივდივარ კლინიკაში პატარების სანახავად" - გარდაცვლილი მშობიარეს მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა სურს

"ჯერ ისევ თავზარდაცემული ვარ... ყოველდღე მივდივარ კლინიკაში პატარების სანახავად" - გარდაცვლილი მშობიარეს მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა სურს

მშობიარობისას გარდაცვლილი თამუნა მინაშვილის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 41 წლის ქალმა 9 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი გააჩინა და მშობიარობის დროს წარმოქმნილი გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

ახალგაზრადა ქალის გარდაცვალების მიზეზის დადგენაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მუშაობს. წინასწარ დიაგნოზად კლინიკა "ჰერაში" თრომბოემბოლიას ასახელებენ.

გარდაცვლილი ქალის მეუღლე "ფეისბუქზე" ხშირად აქვეყნებს ტყუპების, დანიელ და ჯეიმს ქუარელების ფოტოებს. როგორც ირკვევა, ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ.

AMBEBI.GE ბავშვების მამას, ჯეიმს ქუარელს ესაუბრა.

- როგორ გრძნობენ თავს თქვენი შვილები?

- პატარები თავს ძალიან კარგად გრძნობენ. ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან, თუმცა ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩებიან. ყოველ დღე მივდივარ და ვნახულობ მათ.

- რამ გამოიწვია თქვენი მეუღლის გარდაცვალება? ექიმებს ხომ არ ადანაშაულებთ?

- ამ საკითხზე არ ვიცი რა ვთქვა. ჯერჯერობით ვერაფერს ვამბობ. ჯერ ისევ თავზარდაცემული ვარ ჩემი ულამაზესი მეუღლის გარდაცვალების გამო. ის ისეთი კეთილი და გულისხმიერი იყო. ყველა მისი მეგობარი განადგურებულია.

ჩვენ წლების წინ ჯვარი ქუთაისში დავიწერეთ და ბოლო ექვსი წელი საქართველოში ვცხოვრობდით. ძალიან გვინდოდა შვილები გვყოლოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ეს ოცნება ვერ აუხდა.

- ახლა რას აპირებთ? საქართველოში დარჩებით თქვენი შვილებით თუ დაბრუნდებით მშობლიურ ინგლისში?

- აქ დარჩენას ვაპირებ. ბინადრობის უფლება მაქვს, მაგრამ ვაპირებ საქართველოს მოქალაქეობაზე შევიტანო განცხადება. იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტი იმ საშინელი ტრაგედიის შემდეგ, რაც გადავიტანეთ, გამოიჩენს სიკეთეს და ჩვენს თხოვნას დააკმაყოფილებს.

ბრიტანეთის მოქალაქე ვარ და მაქვს უფლება ორმაგი მოქალაქეობა მომენიჭოს. ეს ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას გადაწყვეტს ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებაში.

ახალციხეში 17 წლის ბიჭს ეძებენ

"პნევმონიას დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, განვითარდა სეფსისი" - გორში კორონავირუსით უროლოგი მირიან არსაკიძე გარდაიცვალა

"ბოლოს რომ ვესაუბრე, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალეო" - რას ამბობს კვაშალი წიკლაურის მდგომარეობაზე?