პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახდა აგრესიული, ხმაურობდა... შემდეგ დაბრუნდა ოთახში და მეოთხე სართულიდან გადახტა" - შსს-ს განცხადება საკარანტინო ზონაში მომხდარ ინციდენტზე
"გახდა აგრესიული, ხმაურობდა... შემდეგ დაბრუნდა ოთახში და მეოთხე სართულიდან გადახტა" - შსს-ს განცხადება საკარანტინო ზონაში მომხდარ ინციდენტზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ­მის ერთ-ერთი სას­ტუმ­როს სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში მყო­ფი პირი, რო­მე­ლიც ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტა, სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და, და­ტო­ვა ოთა­ხი, ხმა­უ­რობ­და დე­რე­ფან­ში, რის შემ­დე­გაც უკან დაბ­რუნ­და და მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა.

რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უკვე გა­მო­კი­თხეს 10-მდე პირი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი მიმ­დი­ნა­რე წლის 14 აგ­ვის­ტოს, ბა­თუმ­ში, ერთ-ერთი სას­ტუმ­როს სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე გა­მო­ძი­ე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით აწარ­მო­ებს. საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს და უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის გა­მო­კი­თხუ­ლია მომ­ხდარ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი 10-მდე პირი და ამო­ღე­ბუ­ლია ფ.ჯ.-ს პი­რა­დი ნივ­თე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 14 აგ­ვის­ტოს, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფ.ჯ. ბა­თუმ­ში, ერთ-ერთი სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში, სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნის გავ­ლის მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბო­და თა­ვის მე­გო­ბარ­თან - შ.თ.-სთან ერ­თად.გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში ფ.ჯ. გახ­და აგ­რე­სი­უ­ლი და იქ­ცე­ო­და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად. კერ­ძოდ, მან და­ტო­ვა სას­ტუმ­როს ნო­მე­რი, გა­მო­ვი­და დე­რე­ფან­ში და ხმა­უ­რობ­და, და­ა­ზი­ა­ნა სას­ტუმ­როს ინ­ვენ­ტა­რი, რი­თაც და­არ­ღვია სა­კა­რან­ტი­ნო წე­სე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შ.თ. შე­ე­ცა­და მე­გობ­რის დამ­შვი­დე­ბას. წეს­რი­გის დაც­ვის­კენ ფ.ჯ.-ს დაც­ვის პო­ლი­ცი­ის და სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც მო­უ­წო­დეს, თუმ­ცა იგი არ და­ე­მორ­ჩი­ლა მათ მო­წო­დე­ბას, რის გა­მოც სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხა.

ად­გილ­ზე მი­სულ­მა აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ფ.ჯ.-ს სიმ­შვი­დი­სა და წეს­რი­გის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დეს ასე­ვე სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას დახ­მა­რე­ბაც შეს­თა­ვა­ზეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ ფ.ჯ. დამ­შვიდ­და, და­ე­მორ­ჩი­ლა პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნას და სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა, მი­სი­ვე დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ოთა­ხის­კენ გა­ე­მარ­თა, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მიბ­რუნ­და და სას­ტუმ­როს მე-4 სარ­თუ­ლი­დან შე­ნო­ბის შიდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დახ­ტა.ამ დრო­ის­თვის, და­შა­ვე­ბუ­ლი ფ.ჯ. იმ­ყო­ფე­ბა თბი­ლი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tatoo
0

შესაძლოა ნარკომანი იყო და ლომკა დაეწყო

???
0

Რა მოწია ამ საწყალმა ამისთანა... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გახდა აგრესიული, ხმაურობდა... შემდეგ დაბრუნდა ოთახში და მეოთხე სართულიდან გადახტა" - შსს-ს განცხადება საკარანტინო ზონაში მომხდარ ინციდენტზე

"გახდა აგრესიული, ხმაურობდა... შემდეგ დაბრუნდა ოთახში და მეოთხე სართულიდან გადახტა" - შსს-ს განცხადება საკარანტინო ზონაში მომხდარ ინციდენტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა, სასტუმროს ნომერში აგრესიულად იქცეოდა, დატოვა ოთახი, ხმაურობდა დერეფანში, რის შემდეგაც უკან დაბრუნდა და მეოთხე სართულიდან გადახტა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს 10-მდე პირი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს. საქმეზე მიმდინარეობს და უკვე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია მომხდართან შემხებლობაში მყოფი 10-მდე პირი და ამოღებულია ფ.ჯ.-ს პირადი ნივთები. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, 1993 წელს დაბადებული ფ.ჯ. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით იმყოფებოდა თავის მეგობართან - შ.თ.-სთან ერთად.გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, საკარანტინო სივრცეში ფ.ჯ. გახდა აგრესიული და იქცეოდა არაადეკვატურად. კერძოდ, მან დატოვა სასტუმროს ნომერი, გამოვიდა დერეფანში და ხმაურობდა, დააზიანა სასტუმროს ინვენტარი, რითაც დაარღვია საკარანტინო წესები.

გამოძიების ინფორმაციით, შ.თ. შეეცადა მეგობრის დამშვიდებას. წესრიგის დაცვისკენ ფ.ჯ.-ს დაცვის პოლიციის და სასტუმროს თანამშრომლებმაც მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ მოწოდებას, რის გამოც სასტუმროს ადმინისტრაციამ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

ადგილზე მისულმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფ.ჯ.-ს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს ასევე საჭიროების შემთხვევაში მას დახმარებაც შესთავაზეს.

სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ ფ.ჯ. დამშვიდდა, დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სასტუმროს ნომერში დაბრუნება გადაწყვიტა, მისივე დროებითი საცხოვრებელი ოთახისკენ გაემართა, თუმცა მოულოდნელად მიბრუნდა და სასტუმროს მე-4 სართულიდან შენობის შიდა ტერიტორიაზე გადახტა.ამ დროისთვის, დაშავებული ფ.ჯ. იმყოფება თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში“,- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს თავს დაესხა - შსს-ს განცხადება

"რთული პაროლი ექნებოდა... საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არ შეინახავდა" - რას ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი წაშლილ ფაილებზე

"ყველა ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება" - რაზე მიიღო პასუხი აშშ-დან ბაჩალიაშვილის ოჯახმა