პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გასროლა ოხურეისთან...  როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი
გასროლა ოხურეისთან...  როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი

29 წლის წინ, 1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზეთ­ში ომი და­ი­წყო და 13 თვეს გას­ტა­ნა, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს და­ი­ღუ­პა 20 000-30 000 ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლი, ხოლო 250 000 დევ­ნი­ლად იქცა. გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან:

  • "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ზე, ძი­რი­თა­დად აფხა­ზე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე, იყო ტვირ­თე­ბის გა­ნუ­კი­თხა­ვი ძარ­ცვა. აგ­ვის­ტოს და­სა­წყი­სის­თვის დათ­ვლი­ლი იყო 12 მი­ლი­არ­დი მა­ნე­თის ზა­რა­ლი, სა­ი­და­ნაც 4 მი­ლი­არ­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტვირ­თი სომ­ხეთს ეკუთ­ვნო­და."თენ­გიზ სი­გუა, სამ­ხედ­რო საბ­ჭოს წევ­რი, 1992 წ.
  • "იმ დროს ძარ­ცვის ბევ­რი ფაქ­ტი იყო, მაგ­რამ ყვე­ლა მათ­განს ად­გი­ლი ჰქონ­და ზუგ­დი­დის რა­ი­ონ­ში, აფხა­ზე­თის, უფრო ზუს­ტად, გა­ლის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძარ­ცვის ერთი-ორი შემ­თხვე­ვა აღი­რი­ცხა, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი კი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხდე­ბო­და. ეს ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი სტა­ტის­ტი­კაა. ასე რომ, რკი­ნიგ­ზა მხო­ლოდ სა­ბა­ბი იყო, საბ­რძო­ლო შვე­ულმფრე­ნე­ბით და ტან­კე­ბით რკი­ნიგ­ზას არა­ვინ იცავს".სერ­გეი შამ­ბა, აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, 2007
  • "სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცია ყვე­ლა ღო­ნეს იხ­მარს, წელს ზე­ვით გავ­შიშ­ვლდე­ბით, შიშ­ვლე­ბი შევ­ვარ­დე­ბით და ამ ბან­დფორ­მი­რე­ბებს აფხა­ზეთ­ში შავ დღეს და­ვაყ­რით."რო­მან გვენ­ცა­ძე, ში­ნა­გან საქ­მე­თა ექსმი­ნის­ტრი,1992 წლის აგ­ვის­ტო

1989 წლის ივ­ლის­ში სო­ხუმ­ში ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა...

სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტო­ბა მარ­ტში მი­ღე­ბულ ლიხ­ნის დეკ­ლა­რა­ცი­ას (დეკ­ლა­რა­ცია აფხა­ზე­თის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­მო­ყო­ფას და და­მო­უ­კი­დე­ბელ რეს­პუბ­ლი­კად გა­მო­ცხა­დე­ბას მო­ი­თხოვ­და) აპ­რო­ტეს­ტებ­და, რის გა­მოც უნი­ვერ­სი­ტე­ტი აფხა­ზი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის გახ­ში­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი გახ­და, ივ­ლის­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის დროს, ქარ­თველ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ფი­ზი­კუ­რად შე­უ­რა­ცხყოფ­დნენ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში მღელ­ვა­რე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და 1989 წლის 17 ივ­ლისს სო­ხუმ­ში ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და აფხაზ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტებს შო­რის შე­ტა­კე­ბა მოხ­და. არე­უ­ლო­ბის დროს და­ი­ღუ­პა 16, და­იჭ­რა 140 კაცი, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ.იმ დრო­ის­თვის საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო ცენ­ტრა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ ფაქ­ტზე შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა ვერ მო­ახ­დი­ნა, ამი­ტომ სო­ხუმ­ში ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე თავ­დას­ხმებ­მა სტა­ბი­ლუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. 1992 წელს აფხა­ზეთ­ში სი­ტუ­ა­ცია უკვე აფეთ­ქე­ბის ზღვარ­ზე იდგა. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ აფხა­ზურ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ფორ­მი­რე­ბებ­მა ივ­ლის­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი და­ი­კა­ვეს, 1992 წლის 23 ივ­ლისს ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და და აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მოქ­მე­დე­ბა შე­ა­ჩე­რა.

მძი­მე სი­ტუ­ა­ცია იყო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც - დამ­შე­უ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა პე­რი­ო­დუ­ლად რუ­სე­თი­დან მო­მა­ვალ მა­ტა­რებ­ლებს აყა­ჩა­ღებ­და და ტვირთს იტა­ცებ­და. სომ­ხე­თის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტვირ­თე­ბის და­ტა­ცე­ბით ხელს ით­ბობ­დნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ, სა­მეგ­რე­ლო­ში მრავ­ლად იყ­ვნენ. გარ­და ამი­სა, აქ გა­აქ­ტი­ურ­დნენ პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი - ისი­ნი ზუგ­დიდს აკონ­ტრო­ლებ­დნენ. სომ­ხე­თის მთავ­რო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­და სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ზე შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭომ მი­ი­ღო რკი­ნიგ­ზის დაც­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ცენ­ტრა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ა­ხერ­ხა და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა არ­ძინ­ბა, რომ მას აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რკი­ნიგ­ზის მო­ნაკ­ვე­თის და­სა­ცა­ვად ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის 300-კა­ცი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფი შე­ეშ­ვა.თბი­ლის­ში უკვე ლა­პა­რა­კობ­დნენ სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ნამ­დვილ მი­ზან­სა და საფრ­თხე­ებ­ზე.”

"11 აგ­ვის­ტოს შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ მი­ღე­ბუ­ლი იყო ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ვუ­სა­ბუ­თებ­დი, ყვე­ლას ვუხ­სნი­დი, მათ შო­რის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც, - ცხინ­ვალ­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ძა­ლით ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­ბას ვერ გა­დავ­ჭრით. აუ­ცი­ლებ­ლად Mმოხ­დე­ბა კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცია, მძი­მე ტექ­ნი­კის გა­და­ად­გი­ლე­ბას სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბა მოჰ­ყვე­ბა, ხოლო ამას, ცხინ­ვა­ლის მსგავ­სად, უპი­რო­ბოდ მოჰ­ყვე­ბა რუ­სუ­ლი ჯა­რის სამ­შვი­დო­ბოდ შე­მოს­ვლა".გი­ორ­გი ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი, 2007 წ.

1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს, დი­ლით, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბამ და­უ­რე­კა გა­ლის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელს, რუ­დიკ ცა­ტა­ვას და გა­აფრ­თხი­ლა, - დახ­ვედ­რო­და ქარ­თულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ შე­მად­გენ­ლო­ბას და ოჩამ­ჩი­რემ­დე გა­ე­ცი­ლე­ბი­ნა, სა­დაც კო­ლო­ნას უკვე ოჩამ­ჩი­რის გამ­გე­ბე­ლი დახ­ვდე­ბო­და.მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბი სულ სხვა­ნა­ი­რად წა­რი­მარ­თა... გაგ­რძე­ლე­ბა

ავ­ტო­რი: ნინო ბურ­ჭუ­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
29

მახსოვს მამაჩემა როგორ ამომიღო ავღანეთში გასაგზავნი ხალხის სიიდან. (სიიდან რომ გიღებდენ სხვას სვამენ შენს მაგივრად) მერე აფხასეთში გაზაგნავნი ხალხის სიიდან, მერე რეზერვში ვიყავი 16 დღით, მე მინდოდა მაინტერესებდა თორემ იმ სიიდანაც ამოვაღებიებდი თავს

giorgi
27

აგვისტოს ომი რომ დაიწყო, გამახსენდა რეზერვში რომ ვიყავი იურისტმა გვითხრა რომ გამოძახებიდან 48 საათში უნდა გამოვცხადეთ. და მეც არ ვიჩქარე ვიცოდი, ვგრძნობდი 48 საათი გადამწყვეტი იქნებოდა და მერე შეიცვლებოდა ყველაფერი. აი ასეთი ეც ცხოვრება და რა კარგია თქვენ რომ ხართ ვის ხარჯეც გავდივართ ფონს. მინდა რომ ესეთი ხალხი ბევრი იყოს მაშინ ყოველთვის გავიმარჯვებს საქართველო და ჩვენც ვინც იოლად გამოვდივართ კარგად ვიქნებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

გასროლა ოხურეისთან...  როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი

გასროლა ოხურეისთან...  როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი

29 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო და 13 თვეს გასტანა, საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა 20 000-30 000 ეთნიკური ქართველი, ხოლო 250 000 დევნილად იქცა. გთავაზობთ სტატიას გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან:

  • "საქართველოს რკინიგზაზე, ძირითადად აფხაზეთის მონაკვეთზე, იყო ტვირთების განუკითხავი ძარცვა. აგვისტოს დასაწყისისთვის დათვლილი იყო 12 მილიარდი მანეთის ზარალი, საიდანაც 4 მილიარდი ღირებულების ტვირთი სომხეთს ეკუთვნოდა."თენგიზ სიგუა, სამხედრო საბჭოს წევრი, 1992 წ.
  • "იმ დროს ძარცვის ბევრი ფაქტი იყო, მაგრამ ყველა მათგანს ადგილი ჰქონდა ზუგდიდის რაიონში, აფხაზეთის, უფრო ზუსტად, გალის რაიონის ტერიტორიაზე ძარცვის ერთი-ორი შემთხვევა აღირიცხა, ყველა დანარჩენი კი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა. ეს ყველასთვის ნაცნობი სტატისტიკაა. ასე რომ, რკინიგზა მხოლოდ საბაბი იყო, საბრძოლო შვეულმფრენებით და ტანკებით რკინიგზას არავინ იცავს".სერგეი შამბა, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, 2007
  • "საქართველოს პოლიცია ყველა ღონეს იხმარს, წელს ზევით გავშიშვლდებით, შიშვლები შევვარდებით და ამ ბანდფორმირებებს აფხაზეთში შავ დღეს დავაყრით."რომან გვენცაძე, შინაგან საქმეთა ექსმინისტრი,1992 წლის აგვისტო

1989 წლის ივლისში სოხუმში ვითარება უკიდურესად დაიძაბა...

სოხუმის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტობა მარტში მიღებულ ლიხნის დეკლარაციას (დეკლარაცია აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფას და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას მოითხოვდა) აპროტესტებდა, რის გამოც უნივერსიტეტი აფხაზი ნაციონალისტების გახშირებული თავდასხმის ობიექტი გახდა, ივლისში უნივერსიტეტში, მისაღები გამოცდების დროს, ქართველ აბიტურიენტებს ფიზიკურად შეურაცხყოფდნენ, რამდენიმე დღეში მღელვარება დაპირისპირებაში გადაიზარდა და 1989 წლის 17 ივლისს სოხუმში ქართველ მოსახლეობასა და აფხაზ ნაციონალისტებს შორის შეტაკება მოხდა. არეულობის დროს დაიღუპა 16, დაიჭრა 140 კაცი, მათი უმრავლესობა ქართველები იყვნენ.იმ დროისთვის საბჭოთა საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა, ამიტომ სოხუმში ქართველ მოსახლეობაზე თავდასხმებმა სტაბილური ხასიათი მიიღო. 1992 წელს აფხაზეთში სიტუაცია უკვე აფეთქების ზღვარზე იდგა. საქმე იქამდე მივიდა, რომ აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ივლისში ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს, 1992 წლის 23 ივლისს ვლადისლავ არძინბას ხელისუფლებამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა.

მძიმე სიტუაცია იყო დასავლეთ საქართველოშიც - დამშეული მოსახლეობა პერიოდულად რუსეთიდან მომავალ მატარებლებს აყაჩაღებდა და ტვირთს იტაცებდა. სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთების დატაცებით ხელს ითბობდნენ შეიარაღებული სამხედრო ფორმირებებიც, რომლებიც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში მრავლად იყვნენ. გარდა ამისა, აქ გააქტიურდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები - ისინი ზუგდიდს აკონტროლებდნენ. სომხეთის მთავრობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა საქართველოს რკინიგზაზე შექმნილი მდგომარეობის გამო. საქართველოს სახელმწიფო საბჭომ მიიღო რკინიგზის დაცვის გადაწყვეტილება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოახერხა დაერწმუნებინა არძინბა, რომ მას აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად ქართული პოლიციის 300-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი შეეშვა.თბილისში უკვე ლაპარაკობდნენ სახელმწიფო საბჭოს ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზანსა და საფრთხეებზე.”

"11 აგვისტოს შემატყობინეს, რომ მიღებული იყო ამგვარი გადაწყვეტილება. ვუსაბუთებდი, ყველას ვუხსნიდი, მათ შორის სამხედრო ხელმძღვანელობასაც, - ცხინვალმა დაგვანახა, რომ ძალით ტერიტორიული მთლიანობის პრობლებას ვერ გადავჭრით. აუცილებლად Mმოხდება კონფლიქტის ესკალაცია, მძიმე ტექნიკის გადაადგილებას სამხედრო კონფლიქტის დაწყება მოჰყვება, ხოლო ამას, ცხინვალის მსგავსად, უპირობოდ მოჰყვება რუსული ჯარის სამშვიდობოდ შემოსვლა".გიორგი ყარყარაშვილი, 2007 წ.

1992 წლის 14 აგვისტოს, დილით, ვლადისლავ არძინბამ დაურეკა გალის რაიონის გამგებელს, რუდიკ ცატავას და გააფრთხილა, - დახვედროდა ქართულ შეიარაღებულ შემადგენლობას და ოჩამჩირემდე გაეცილებინა, სადაც კოლონას უკვე ოჩამჩირის გამგებელი დახვდებოდა.მაგრამ მოვლენები სულ სხვანაირად წარიმართა... გაგრძელება

ავტორი: ნინო ბურჭულაძე