პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეპარატმა, სახელად "სასწაული" 144 უკუჩვენება გამოავლინა" - რას ამბობენ ვირუსოლოგები ვაქცინაზე, რომელსაც რუსეთში "საიდუმლო სპუტნიკ V" უწოდეს
"პრეპარატმა, სახელად "სასწაული" 144 უკუჩვენება გამოავლინა" - რას ამბობენ ვირუსოლოგები ვაქცინაზე, რომელსაც რუსეთში "საიდუმლო სპუტნიკ V" უწოდეს

რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ორ კვი­რა­ში "COVID-19"-ის პირ­ვე­ლი პარ­ტია ზო­გი­ერ­თი ექი­მის­თვის მზად იქ­ნე­ბა. უწყე­ბის ცნო­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერტთა ნა­წი­ლის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა, რომ მოს­კო­ვის მიერ წამ­ლის სწრა­ფად დამ­ტკი­ცე­ბა შე­საძ­ლოა საფრ­თხეს შე­ი­ცავ­დეს, უსა­ფუძ­ვლოა. კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ვაქ­ცი­ნის გა­მოც­დის მსურ­ველ­მა ათა­სო­ბით მო­ხა­ლი­სემ რე­გის­ტრა­ცია უკვე გა­ი­რა.

მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­სა და მეც­ნი­ე­რის მო­საზ­რე­ბით, ვაქ­ცი­ნის ასე­თი სწრა­ფი შე­მუ­შა­ვე­ბა იმის დას­ტუ­რია, რომ ვაქ­ცი­ნის შე­საძ­ლო გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შეს­წავ­ლი­ლი არ არის.

"გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი, შე­საძ­ლოა ბევ­რი არ იყოს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა შე­ეძ­ლოთ" - ამ­ბო­ბენ ისი­ნი.

თუმ­ცა, რუ­სე­თი სულ უფრო და უფრო და­ბე­ჯი­თე­ბით ცდი­ლობს მისი სან­დო­ო­ბის ხა­რის­ხი აწი­ოს. ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის თქმით, ვაქ­ცი­ნა მოს­კოვ­ში, გა­მა­ლე­ი­ას სა­ხე­ლო­ბის უმუ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში შექ­მნეს, ის უსაფრ­თხოა და მის ქა­ლიშ­ვილ­საც გა­უ­კე­თეს.

"ვიცი, რომ ის საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს, ძლი­ერ იმუ­ნი­ტეტს აყა­ლი­ბებს, რად­გან ვაქ­ცი­ნამ ყვე­ლა სა­ჭი­რო შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­რა" - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

amerikiskhma.com-სთანსა­უ­ბარ­ში ლონ­დო­ნის გე­ნე­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის ექ­სპერ­ტი ფრან­სუა ბა­ლუქ­სი აცხა­დებს, რომ სრუ­ლე­ბით "ეს უგუ­ნუ­რი და სუ­ლე­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა".

"სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია მა­სობ­რი­ვი აც­რე­ბი ვაქ­ცი­ნით, რო­მელ­თაც საკ­მა­რი­სი ტეს­ტი­რე­ბა არ აქვთ. ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც რუ­სულ ვაქ­ცი­ნას შე­ექ­მნე­ბა იქ­ნე­ბა კა­ტას­ტრო­ფა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით - ხალ­ხის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ნე­გა­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა და მო­მა­ვალ­ში, ვაქ­ცი­ნე­ბი­სად­მი მიმ­ღებ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში" - ამ­ბობს ის.

"ვაქ­ცი­ნა და პო­ლი­ტი­კა" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სე­თის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ჩი­ნეთ­ში მო­მუ­შა­ვე ექი­მი ამარ ალ­ბა­და­ნი, რო­მე­ლიც COVID-19-ის ეპი­და­ფეთ­ქე­ბის დროს უხა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობ­და.

"და­ვი­წყოთ იმით, რომ მეც­ნი­ე­რე­ბას პა­ტი­ვი უნდა ვცეთ და აქ გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი არ უნდა არ­სე­ბობ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სეთ­მა უნდა გა­მოქ­ვეყ­ნოს ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბის დე­ტა­ლე­ბი, შემ­ცვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვი­სა და გა­მოც­დის პა­სუ­ხე­ბი... ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, მსოფ­ლიო სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ა­ფა­სებს მას და ისიც გა­და­წყდე­ბა, კრი­ტი­კა და შარ­ჟი უსა­ფუძ­ვლოა თუ და­იმ­სა­ხუ­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ირო­ნი­ულ პოს­ტებს ამე­რი­კი­დან, ეს ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­საც რუ­სე­თის კრი­კი­ტა შე­უძ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ მხრივ ამე­რი­კაც არა­ნაკ­ლებ მძი­მე დღე­შია, ვიდ­რე რუ­სე­თი. ამი­ტომ რაც უფრო და­აგ­ვი­ა­ნებს რუ­სე­თი არ­სე­ბულ კი­თხვებ­ზე პა­სუხს, მით უფრო მეტი ეჭვი განჩდე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლია" - ამ­ბობს ექი­მი ალ­ბა­და­ნი, რო­მელ­საც წლე­ბია ჩი­ნეთ­ში თა­ვი­სი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა აქვს.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად მე­დია გა­მა­ლე­ბით სა­უბ­რობს რუ­სულ ვაქ­ცი­ნა­ზე, რო­მელ­მაც "COVID-19" უნდა და­ა­მარ­ცხოს.

"პირ­ვე­ლად მსოფ­ლი­ო­ში რუ­სე­თის მიერ და­რე­გის­ტრი­რე­ბულ ვაქ­ცი­ნას, რო­მელ­მაც "COVID-19" უნდა და­ა­მარ­ცხოს, "სპუტ­ნიკ V" ჰქვია და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს სწო­რედ ამ ვაქ­ცი­ნით უმ­კურ­ნა­ლე­ბენ. კრემლში ასე­ვე ფიქ­რო­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნის არ­სე­ბო­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბას შე­უ­წყობს ხელს და ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნე­სე­ბი სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ამუ­შავ­დე­ბა..." - წერს გა­მო­ცე­მა.

"სა­ი­დუმ­ლო “სპუტ­ნიკ V" - წერს business-gazeta.ru, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია უსაფრ­თხოა თუ არა რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნას წი­ნა­აღ­მდეგ.

"პრე­პა­რა­ტი-სას­წა­უ­ლი", რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჯერ სრუ­ლი­ად არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, 42 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 38-მა სრულ­წლო­ვან­მა მო­ხა­ლი­სემ და­ტეს­ტა და მათ 144 არა­სა­სურ­ვე­ლი უკუჩ­ვე­ნე­ბა გა­მო­უვ­ლინ­დათ..." - წერს გა­მო­ცე­მა.

გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში ის­რა­ე­ლის კლი­ნი­კა Ихилов-ის ვირუ­სო­ლო­გი ეკა­ტე­რი­ნა ზა­ლენ­ცო­ვა ამ­ბობს, რომ "რუ­სეთ­მა ვი­თომ და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს და­ას­წრო და ვაქ­ცი­ნა შემ­ცი­რე­ბულ დრო­ში შე­ი­მუ­შა­ვა".

"რუ­სეთ­მა და­ა­ას­წრო იმ ქვეყ­ნებს, რომ­ლებ­მაც ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა მა­იშნ­ვე და­ი­წყეს, რო­გორც კი "COVID-19" გა­მოჩ­ნდა. ისი­ნი ახლა მხო­ლოდ მე­სა­მე ეტაპ­ზე არი­ან, რუ­სე­თი კი მის მიერ გა­მო­გო­ნი­ლი ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მსგავ­სი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ?!.. ანუ რუ­სე­თი გა­და­ახ­ტა რა­ღაც ეტაპს თუ შე­ამ­ცი­რა?.. მა­შინ, რო­დე­საც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს რა­ღაც ფა­ზის გა­დახ­ტო­მას. ვფიქ­რობ, რომ მსოფ­ლიო სა­მე­დი­ცი­ნო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და ექ­სპერ­ტე­ბის ეჭ­ვე­ბი რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის მი­მართ სრუ­ლი­ად სა­ფუძ­ვლი­ა­ნია..." - ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნა ზა­ლენ­ცო­ვა.

რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე ეჭ­ვებს გა­მოთ­ქვა­მენ რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც, რო­მელ­თაც თქმი­თაც, "პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვილ­ზე ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და არ­გუ­მენ­ტი არ არის.

"მით უფრო, რომ არა­ვინ იცის ნამ­დვი­ლად ასეა, თუ პუ­ტი­ნი უბ­რა­ლოდ ასე­თი პრო­პა­გან­დით საბ­ჭო­თა კა­გე­ბეს ხაზსს აგ­რძე­ლებს" - წერს ნა­დია დუ­ზო­ვა.

"ახლა სხვა მხრი­დან შე­ვუქ­მე­ნით მსოფ­ლი­ოს საფრ­თხე... ტემპს არ ვაგ­დებთ. თან მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, შე­საძ­ლოა, ცოტა, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნოს ადა­მი­ან­სო. ანუ შე­საძ­ლოა, უახ­ლო­ეს სთვე­ებ­ში არა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ აი­სა­ხოს მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ჩვენ ხომ მხო­ლოდ პირ­ვე­ლად ეფექ­ტზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რო­გორც ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში. რა­კე­ტის გავ­შე­ბის პრო­ცე­სი გა­მახ­სენ­და, რო­მელ­ზეც მა­შინ დიდ რუ­სეთს მთელ­მა მსოფ­ლი­ომ დას­ცი­ნა...!" – წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხრე­ბე­ლი ოლეგ გრი­კო.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Goga
58

მოვითხოვ ავცრათ ყველა რუსეთუმე კრემლის ვაქცინებით :D დავისვენებთ რა, მაინც მაგათი ბედისწერა ეგაა და :D

xx
36

რომელი ვირუსოლოგები? გამყრელიძე და ეზუხბაია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"პრეპარატმა, სახელად "სასწაული" 144 უკუჩვენება გამოავლინა" - რას ამბობენ ვირუსოლოგები ვაქცინაზე, რომელსაც რუსეთში "საიდუმლო სპუტნიკ V" უწოდეს

"პრეპარატმა, სახელად "სასწაული" 144 უკუჩვენება გამოავლინა" - რას ამბობენ ვირუსოლოგები ვაქცინაზე, რომელსაც რუსეთში "საიდუმლო სპუტნიკ V" უწოდეს

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ორ კვირაში "COVID-19"-ის პირველი პარტია ზოგიერთი ექიმისთვის მზად იქნება. უწყების ცნობით, საერთაშორისო ექსპერტთა ნაწილის მიერ გამოთქმული შეშფოთება, რომ მოსკოვის მიერ წამლის სწრაფად დამტკიცება შესაძლოა საფრთხეს შეიცავდეს, უსაფუძვლოა. კრემლის განცხადებით, ვაქცინის გამოცდის მსურველმა ათასობით მოხალისემ რეგისტრაცია უკვე გაირა.

მსოფლიოს არაერთი კვალიფიციური სამედიცინო ექსპერტისა და მეცნიერის მოსაზრებით, ვაქცინის ასეთი სწრაფი შემუშავება იმის დასტურია, რომ ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენები, დიდი ალბათობით, შესწავლილი არ არის.

"გვერდითი ეფექტები, შესაძლოა ბევრი არ იყოს, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეეძლოთ" - ამბობენ ისინი.

თუმცა, რუსეთი სულ უფრო და უფრო დაბეჯითებით ცდილობს მისი სანდოობის ხარისხი აწიოს. ვლადიმირ პუტინის თქმით, ვაქცინა მოსკოვში, გამალეიას სახელობის უმუნოლოგიის ინსტიტუტში შექმნეს, ის უსაფრთხოა და მის ქალიშვილსაც გაუკეთეს.

"ვიცი, რომ ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ძლიერ იმუნიტეტს აყალიბებს, რადგან ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

amerikiskhma.com-სთან საუბარში ლონდონის გენეტიკის ინსტიტუტის ექსპერტი ფრანსუა ბალუქსი აცხადებს, რომ სრულებით "ეს უგუნური და სულელური გადაწყვეტილებაა".

"სრულიად მიუღებელია მასობრივი აცრები ვაქცინით, რომელთაც საკმარისი ტესტირება არ აქვთ. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც რუსულ ვაქცინას შეექმნება იქნება კატასტროფა ორი მიმართულებით - ხალხის ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზეგავლენა და მომავალში, ვაქცინებისადმი მიმღებლობის ნაკლებობა საზოგადოებაში" - ამბობს ის.

"ვაქცინა და პოლიტიკა" - ასე ეხმაურება რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას ჩინეთში მომუშავე ექიმი ამარ ალბადანი, რომელიც COVID-19-ის ეპიდაფეთქების დროს უხანის პროვინციაში მოხალისედ მუშაობდა.

"დავიწყოთ იმით, რომ მეცნიერებას პატივი უნდა ვცეთ და აქ გასაიდუმლოებული მასალები არ უნდა არსებობდეს. შესაბამისად, რუსეთმა უნდა გამოქვეყნოს ვაქცინაზე მუშაობის დეტალები, შემცველი ნივთიერებები, კლინიკური კვლევისა და გამოცდის პასუხები... ამ ყველაფრის შემდეგ, მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება შეაფასებს მას და ისიც გადაწყდება, კრიტიკა და შარჟი უსაფუძვლოა თუ დაიმსახურა.

რაც შეეხება ირონიულ პოსტებს ამერიკიდან, ეს ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთის კრიკიტა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ამერიკაც არანაკლებ მძიმე დღეშია, ვიდრე რუსეთი. ამიტომ რაც უფრო დააგვიანებს რუსეთი არსებულ კითხვებზე პასუხს, მით უფრო მეტი ეჭვი განჩდება, რომ ეს ყველაფერი პროპაგანდის ნაწილია" - ამბობს ექიმი ალბადანი, რომელსაც წლებია ჩინეთში თავისი სამედიცინო დაწესებულება აქვს.

novayagazeta.ru-ს ცნობით, რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედია გამალებით საუბრობს რუსულ ვაქცინაზე, რომელმაც "COVID-19" უნდა დაამარცხოს.

"პირველად მსოფლიოში რუსეთის მიერ დარეგისტრირებულ ვაქცინას, რომელმაც "COVID-19" უნდა დაამარცხოს, "სპუტნიკ V" ჰქვია და უახლოეს პერიოდში ინფიცირებულ პაციენტებს სწორედ ამ ვაქცინით უმკურნალებენ. კრემლში ასევე ფიქრობენ, რომ ვაქცინის არსებობა ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს და ქვეყანაში ბიზნესები სრული დატვირთვით ამუშავდება..." - წერს გამოცემა.

"საიდუმლო “სპუტნიკ V" - წერს business-gazeta.ru, რომლის ცნობითაც, ჯერჯერობით უცნობია უსაფრთხოა თუ არა რუსული ვაქცინა კორონას წინააღმდეგ.

"პრეპარატი-სასწაული", რომლის შესახებაც ჯერ სრულიად არაფერია ცნობილი, 42 დღის განმავლობაში 38-მა სრულწლოვანმა მოხალისემ დატესტა და მათ 144 არასასურველი უკუჩვენება გამოუვლინდათ..." - წერს გამოცემა.

გამოცემასთან საუბარში ისრაელის კლინიკა Ихилов-ის ვირუსოლოგი ეკატერინა ზალენცოვა ამბობს, რომ "რუსეთმა ვითომ დანარჩენ მსოფლიოს დაასწრო და ვაქცინა შემცირებულ დროში შეიმუშავა".

"რუსეთმა დააასწრო იმ ქვეყნებს, რომლებმაც ვირუსის ვაქცინაზე მუშაობა მაიშნვე დაიწყეს, როგორც კი "COVID-19" გამოჩნდა. ისინი ახლა მხოლოდ მესამე ეტაპზე არიან, რუსეთი კი მის მიერ გამოგონილი ვაქცინის უსაფრთხეობაზე საუბრობს, როგორ შეიძლება მსგავსი უპასუხისმგებლობა, როდესაც ადამიანების ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ?!.. ანუ რუსეთი გადაახტა რაღაც ეტაპს თუ შეამცირა?.. მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კატეგორიულად გამორიცხავს რაღაც ფაზის გადახტომას. ვფიქრობ, რომ მსოფლიო სამედიცინო ორგანიზაციების და ექსპერტების ეჭვები რუსული ვაქცინის მიმართ სრულიად საფუძვლიანია..." - ამბობს ეკატერინა ზალენცოვა.

რუსული ვაქცინის ეფექტურობაზე ეჭვებს გამოთქვამენ რუსი ინტერნეტმომხმარებლებიც, რომელთაც თქმითაც, "პუტინის ქალიშვილზე ვაქცინის გამოცდა არგუმენტი არ არის.

"მით უფრო, რომ არავინ იცის ნამდვილად ასეა, თუ პუტინი უბრალოდ ასეთი პროპაგანდით საბჭოთა კაგებეს ხაზსს აგრძელებს" - წერს ნადია დუზოვა.

"ახლა სხვა მხრიდან შევუქმენით მსოფლიოს საფრთხე... ტემპს არ ვაგდებთ. თან მეცნიერები ამბობენ, შესაძლოა, ცოტა, მაგრამ მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს ადამიანსო. ანუ შესაძლოა, უახლოეს სთვეებში არა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ აისახოს მის ჯანმრთელობაზე. ჩვენ ხომ მხოლოდ პირველად ეფექტზე ვართ ორიენტირებული, როგორც ყველგან და ყველაფერში. რაკეტის გავშების პროცესი გამახსენდა, რომელზეც მაშინ დიდ რუსეთს მთელმა მსოფლიომ დასცინა...!" – წერს ინტერნეტმომხრებელი ოლეგ გრიკო.

"ლუქს-კარანტინი" მფრინავების, მძღოლების და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს - როგორ იცავს ვლადიმირ პუტინი თავს კორონავირუსისგან

ტრაგედია ტაივანში - სარკინიგზო ავარიის შედეგად დაიღუპა 36 და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი

"საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირისგან საქმის ჩვეულებრივ გაგრძელებას" - ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებაზე საუბრობენ