მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, ციხეში არ გაგვიშვათო" - რას წერს ბაია პატარაია გორში გოგოს მოტაცების ფაქტზე
"მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, ციხეში არ გაგვიშვათო" - რას წერს ბაია პატარაია გორში გოგოს მოტაცების ფაქტზე

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ერთ-ერთ სო­ფელ­ში 17 წლის გო­გო­ნა ცო­ლად მოყ­ვა­ნის მიზ­ნით მო­ი­ტა­ცეს. ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გუ­შინ გავ­რცელ­და. გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე დღე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი იყო. მას მშობ­ლე­ბი ვერ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სწო­რედ ამის შემ­დეგ მი­მარ­თეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა).

ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა "სა­ფა­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია:

"გორ­ში გო­გოს გა­ტა­ცე­ბის ამ­ბა­ვი სამ­წუ­ხა­როდ ისევ მან­კი­ე­რად ვი­თარ­დე­ბა. მთე­ლი ღამე გო­გოს ოჯახს შინ ეჯდა ბი­ჭის ოჯა­ხი და ეხ­ვე­წე­ბო­და, არ დაგვღუ­პოთ, ცი­ხე­ში არ გაგ­ვიშ­ვა­თო. ნე­ბის­მი­ე­რი არას­რულ­წლო­ვა­ნის­თვის სა­კი­თხის ისე და­ყე­ნე­ბა, რომ თით­ქოს მისი გა­და­სა­წყვე­ტია, ვინ წავა ცი­ხე­ში და ვინ არა - არის და­ნა­შა­უ­ლი ამ ბავ­შვის წი­ნა­შე. ჯერ ხომ მო­ტა­ცე­ბი­სა­გან ვერ იცავს სა­ხელ­მწი­ფო გო­გო­ებს და გა­ტა­ცე­ბუ­ლებს ვერ/არ პო­უ­ლობს დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში;

და მერე კი­დევ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ექ­ცე­ვი­ან ამ გა­ტან­ჯულ ბავ­შვებს, კი­სერ­ზე ჰკი­დე­ბენ რა ვი­ღაც მო­ძა­ლა­დის და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. სულ ვამ­ბობ და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, ამ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­არმ­დეგ მებ­რძო­ლი ქა­ლე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან სა­ში­ნელ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წნეხს და მოწ­მე­ზე ზე­წო­ლას, რაც ცალ­კე სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო ასე არ უყუ­რებს - არ იცავს მოწ­მე­ებს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს და მათ ოჯა­ხებს და პა­სი­უ­რად ელო­დე­ბა, ვინ გა­ტყდე­ბა პირ­ვე­ლი; და ამის მი­ხედ­ვით აწყო­ბენ შემ­დეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს. ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს უდი­დე­სი და­ნა­შა­უ­ლი გა­ტა­ცე­ბუ­ლი გო­გო­ე­ბის წი­ნა­შე" - წერს ბაია პა­ტა­რა­ია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
321
68

შენ ვისი ტიკი-ტომარა ხარ?

მშობლები მიჰხედავენ თავის შვილს!

veronika
41

მეც ქალი ვარ მარა ამ ბაიას დაცული ქალები მანახეთ ერთი? ეს არის გრანტი ჭამია.

ავტორი:

"მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, ციხეში არ გაგვიშვათო" - რას წერს ბაია პატარაია გორში გოგოს მოტაცების ფაქტზე

"მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, ციხეში არ გაგვიშვათო" - რას წერს ბაია პატარაია გორში გოგოს მოტაცების ფაქტზე

გორის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში 17 წლის გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს. ინფორმაცია მომხდარის შესახებ გუშინ გავრცელდა. გოგონა რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. მას მშობლები ვერ უკავშირდებოდნენ და სამართალდამცველებს სწორედ ამის შემდეგ მიმართეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია:

"გორში გოგოს გატაცების ამბავი სამწუხაროდ ისევ მანკიერად ვითარდება. მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, არ დაგვღუპოთ, ციხეში არ გაგვიშვათო. ნებისმიერი არასრულწლოვანისთვის საკითხის ისე დაყენება, რომ თითქოს მისი გადასაწყვეტია, ვინ წავა ციხეში და ვინ არა - არის დანაშაული ამ ბავშვის წინაშე. ჯერ ხომ მოტაცებისაგან ვერ იცავს სახელმწიფო გოგოებს და გატაცებულებს ვერ/არ პოულობს დღეების განმავლობაში;

და მერე კიდევ არაადამიანურად ექცევიან ამ გატანჯულ ბავშვებს, კისერზე ჰკიდებენ რა ვიღაც მოძალადის დაპატიმრების გადაწყვეტილებას. სულ ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, ამ ქვეყანაში ძალადობის წინაარმდეგ მებრძოლი ქალები ექვემდებარებიან საშინელ საზოგადოებრივ წნეხს და მოწმეზე ზეწოლას, რაც ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ სახელმწიფო ასე არ უყურებს - არ იცავს მოწმეებს, დაზარალებულებს და მათ ოჯახებს და პასიურად ელოდება, ვინ გატყდება პირველი; და ამის მიხედვით აწყობენ შემდეგ სისხლის სამართლის საქმეს. ეს არის სახელმწიფოს უდიდესი დანაშაული გატაცებული გოგოების წინაშე" - წერს ბაია პატარაია.

"ჯადო აქვთ გაკეთებული - ძლივს ვაქცინა "დაითრიეს" და ევროპის 9 ქვეყანამ შეაჩერა ამ ვაქცინის გამოყენება" - რას წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუქზე"?

"მიშა აფინანსებს ტვ "პირველსო", სათნო სახით ამტკიცებს "ოცნების" თავმჯდომარე, თან მეცინება და თან ვბრაზობ" - გრიგოლია კობახიძეს პასუხობს

დღის ფოტო: გმირი მაშველები, რომლებმაც გომისმთაზე ჩარჩენილი მოქალაქეები გადაარჩინეს