კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძე მესტიაში, პირბადითა და სვანური ქუდით - რას ამბობს მთავარი ეპიდემიოლოგი ადგილზე არსებულ სიტუაციაზე
ამირან გამყრელიძე მესტიაში, პირბადითა და სვანური ქუდით - რას ამბობს მთავარი ეპიდემიოლოგი ადგილზე არსებულ სიტუაციაზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე მეს­ტი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა და არ­სე­ბულ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას ად­გილ­ზე ეც­ნო­ბა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, დღეს გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხუთი ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან ორი მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, მეს­ტი­ა­ში გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა გრძელ­დე­ბა.

"ხუთი ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან ორი უკავ­შირ­დე­ბა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს. ორი­ვეს კავ­ში­რი აქვს ლენ­ჯე­რის თემ­თან, თუმ­ცა ერთ-ერთი მათ­გა­ნი ცხოვ­რობს მეს­ტი­ა­ში, მაგ­რამ კონ­ტაქ­ტია ლენ­ჯე­რის თემ­თან.

ამი­ტომ ტეს­ტი­რე­ბა დღეს ფარ­თოვ­დე­ბა მეს­ტი­ა­სა და რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გუ­შინ 975 ნი­მუ­ში გა­კეთ­და და იქი­დან ორია მხო­ლოდ და­დე­ბი­თი. ეს პროგ­ნო­ზუ­ლად კე­თილ­სა­ი­მე­დოა, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი დამ­შვი­დე­ბის სა­ფუძ­ველს არ გვაძ­ლევს" - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 5 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და ჯამ­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1283 - მდე გა­ი­ზარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლებს, მათი რი­ცხვი 10 - ით გა­ი­ზარ­და და 1068 - ს შე­ად­გენს. კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 7718. კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში 17 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. უცხო­ე­თი­დან სამ­კურ­ნა­ლოდ გად­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 41 მო­ქა­ლა­ქე.

ამ დრო­ის­თვის მა­ღა­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი რის­კის გამო შე­ი­ზღუ­და შეს­ვლა-გა­მოს­ვლა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში: დაბა მეს­ტი­ის, ბე­ჩოს, ეცე­რის, იდ­ლი­ა­ნის, იფა­რის, კა­ლას, ლა­ტა­ლის, ლა­ხა­მუ­ლის, ლენ­ჯე­რის, მუ­ლა­ხის, ნაკ­რას, უშ­გუ­ლის, ფა­რის, ცხუ­მა­რის, წვირ­მის, ჭუ­ბე­რის და ხა­ი­შის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
3

ფაუჩმა თუ იცის მაქ რომ ბრძანდებით.

ამირანი
6

აიღეთ ნიმუშები სვანური გენომის და გადაუგზავნეთ ბილ გეითსებს და როკფელერებს რომ იქნებ დაამუშავონ კარგად.

ავტორი:

ამირან გამყრელიძე მესტიაში, პირბადითა და სვანური ქუდით - რას ამბობს მთავარი ეპიდემიოლოგი ადგილზე არსებულ სიტუაციაზე

ამირან გამყრელიძე მესტიაში, პირბადითა და სვანური ქუდით - რას ამბობს მთავარი ეპიდემიოლოგი ადგილზე არსებულ სიტუაციაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მესტიაში იმყოფება და არსებულ ეპიდსიტუაციას ადგილზე ეცნობა.

მისი განცხადებით, დღეს გამოვლენილი ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. როგორც გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას აღნიშნა, მესტიაში გაფართოებული ტესტირება გრძელდება.

"ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს. ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ცხოვრობს მესტიაში, მაგრამ კონტაქტია ლენჯერის თემთან.

ამიტომ ტესტირება დღეს ფართოვდება მესტიასა და რამდენიმე სოფელში. მოგეხსენებათ, გუშინ 975 ნიმუში გაკეთდა და იქიდან ორია მხოლოდ დადებითი. ეს პროგნოზულად კეთილსაიმედოა, მაგრამ არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს" - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1283 - მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10 - ით გაიზარდა და 1068 - ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 7718. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამ დროისთვის მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

რა უნდა ვიცოდე გაცვლითი პროგრამების შესახებ

5 მიზეზი, თუ რატომ არის სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი

ლალი მოროშკინა თბილისში სახლს ყიდის და საცხოვრებლად სიღნაღში გადადის - "ოპტიმისტი ვარ, შევძლებ და მუყაითი შრომით ახალ ცხოვრებას ავაშენებ..."