მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, სადაც კოვიდინფიცირების ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
კორონავირუსი დღეს აღნიშნულ სოფელში 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა, რომელიც ოჯახთან ერთად სვანეთში კვირიკობის დღესასწაულზე სტუმრად ჩავიდა და რამდენიმე დღით დარჩა.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში, მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ განაცხადა, "პისიარ" ტესტირება უკვე ჩაუტარდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა მოზარდის ოჯახის წევრებს. ამ დრომდე მიმდინარეობს სხვა კონტაქტების მოძიება და მათგან ბიოლოგიური ნიმუშების აღება ლაბორატორიული კვლევისთვის.
ინფიცირებულის ოჯახის წევრები კი საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილი.