პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა
"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღის მო­ნა­წი­ლე, რო­მე­ლიც რუ­სულ ტან­კებს ცო­ცხა­ლი შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა სა­კუ­თარ ჭერ­ზე ოც­ნე­ბობ­და.

ლელა ვე­ფხვა­ძე წლე­ბია ქი­რით ცხოვ­რობ­და და პე­რი­ო­დუ­ლად ბი­ნის დაც­ლა უწევ­და, რაც მის­თვის, რო­გორც უსი­ნათ­ლო პი­რის­თვის, დიდ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მას ეს პრობ­ლე­მა ამი­ე­რი­დან აღარ ექ­ნე­ბა, რად­გან სა­კუ­თარ სახ­ლში იცხოვ­რებს.

ლელა ვე­ფხვა­ძეს ფოდ­მა "ქარ­თუმ" ბინა უყი­და. AMBEBI.GE 9 აპ­რი­ლის გმირს და­უ­კავ­შირ­და:

- მად­ლო­ბა უფალს, რომ კარ­გად ვარ და ჩემი ბინა მაქვს. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო. მე ქი­რით ვცხოვ­რობ­დი ჩემს დიდ ოჯახ­თან ერ­თად, უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი წე­ლია. ამ ბი­ნა­ში 600 ლარს ვიხ­დი­დი ქი­რით, სა­ი­და­ნაც მე­რია 400 ლარს მი­ფი­ნან­სებ­და. მარ­თა­ლია 2 წელი კი­დევ მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ამო­წურ­ვამ­დე, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მი­კავ­შირ­და მე­პატ­რო­ნე და მი­თხრა, რომ გა­ყიდ­ვა გა­და­წყვი­ტა.

არა­სო­დეს და­მი­წე­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პე­სი­მის­ტუ­რი პოს­ტი, მაგ­რამ მე­პატ­რო­ნეს­თან სა­უბ­რის შემ­დეგ, ტე­ლე­ფო­ნი რომ გავ­თი­შე იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, რომ ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ალ­რუ ქსელ­ში დავ­წე­რე. ამის შემ­დეგ გა­მო­მეხ­მა­ურ­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და რამ­დე­ნი­მე მა­სა­ლა გა­კეთ­და. რო­გორც სტა­ტია, ასე­ვე რე­პორ­ტა­ჟი, "ტვ პირ­ველ­ზე".

გა­და­ცე­მის გას­ვლის შემ­დეგ მაკა სა­ხუ­რია და­მი­კავ­შირ­და. ეს ქალ­ბა­ტო­ნი პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გია, მი­თხრა, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­უ­კავ­შირ­და და აქ­ცი­ის და­წყე­ბას აპი­რებ­და, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ლე­ლას ჭე­რის­თვის". მა­კას ზა­რის შემ­დეგ, და­მი­რე­კა ასე­ვე ბიზ­ნეს­მენ­მა ლე­ვან მაღ­ლა­კე­ლი­ძემ, მო­ვი­და სახ­ლში ჩემ­თან და ორი თვის ბი­ნის ქირა და­მი­ტო­ვა.

რო­დე­საც ვუ­თხა­რი მა­კას აქ­ცი­ის შე­სა­ხებ, გა­ერ­თი­ან­დნენ და აქ­ცი­ას უფრო მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ე­ცა. ამ აქ­ცი­ა­ში იყო ჩარ­თუ­ლი ცნო­ბი­ლი ემიგ­რან­ტი იტა­ლი­ა­ში, 9 აპ­რი­ლის ერთ-ერთი გმი­რი გო­გო­ნა დრო­შით, ნანა მა­ხა­რა­ძე და გელა იზო­რია. აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ძა­ლი­ან ნელა გროვ­დე­ბო­და ფული და ბო­ლოს არ ვიცი რო­გორ და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყუ­რამ­დე მი­ვი­და. ძა­ლი­ან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა გულ­თან და ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი მას.

მისი ქველ­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ბევ­რი მსმე­ნია, მაგ­რამ ჩემს მი­მარ­თაც თუ იგი­ვეს გა­ა­კე­თებ­და, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და. ფონ­დი "ქარ­თუ" მა­კას და­უ­კავ­შირ­და და ბი­ნის ძებ­ნა და­ი­წყეს და მი­ყი­დეს.

- უკვე გა­დახ­ვე­დით ბი­ნა­ში?

- ჯერ არა, ყო­ფილ­მა მე­პატ­რო­ნემ მთხო­ვა, რომ ცოტა ხანს ვა­ცა­დო. დიდი ბი­ნაა და ია­ტაკ­ზე არა­ვის მოგ­ვი­წევს და­ძი­ნე­ბა. არა­სო­დეს არ ვყო­ფილ­ვარ გა­უ­მა­ძღა­რი ადა­მი­ა­ნი და რაც მაქვს, კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ვარ­კე­თილ­შია ბინა და წუ­ხელ არ მე­ძი­ნა ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან. წნე­ვამ ამი­წია და ძლივს მი­ვე­დი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლამ­დე დღეს გა­სა­ფორ­მებ­ლად. მთე­ლი ოჯა­ხი გა­ხა­რე­ბუ­ლია.

- რა შე­იც­ვლე­ბა ამით თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- არა­ვინ აღარ მო­მად­გე­ბა და არ მე­ტყვის, ჩემს ბი­ნა­ში ხარ და გა­და­დიო. იმ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სი ბინა სჭირ­დე­ბათ და რა უფ­ლე­ბა მაქვს არ და­ვუ­ცა­ლო. თან ბი­ნე­ბის შეც­ვლა­ში რა­საც ვყი­დუ­ლობ­დი ყვე­ლა­ფე­რი მე­კარ­გე­ბო­და, ფუჭ­დე­ბო­და. თან ჩემ­თვის ადაპ­ტა­ცია ად­ვი­ლი არ არის, მე ყველ­გან ვერ მი­ვალ, ძლივს მი­ვეჩ­ვიე ამ უბანს და გა­დას­ვლა მჭირ­დე­ბო­და.

მეტ­რო­ში ვმღე­რი და ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი ესაა და მეტ­როს­თან თუ ახ­ლოს არაა ბინა, ძნე­ლია ჩემ­თვის. მარ­თლა სას­წა­უ­ლია, ოც­ნე­ბა­შიც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ამას. მე ალ­ბათ ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვერ შევ­ხვდე­ბი და დიდი მად­ლო­ბა მას ყვე­ლაფ­რის­თვის, სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბია და მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გვყავს და მის ოჯახს სი­კე­თე არ მო­აკ­ლოს ღმერ­თმა. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და გი­თხრათ, რომ ამ კამ­პა­ნი­ის დროს მე შე­ვი­ძი­ნე მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და ესეც ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩემ­თვის. ბინა ბი­ნა­აა და კარ­გია, მაგ­რამ უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პოვ­ნით.

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაგდა
380

უფალი შეეწიოს იმ ადამიანებს ვინც ამ ქალბატონს, 9 აპრილის ერთერთ გმირს საკუთარი ჭერი შეუძინა ! მშვიდობაში მოგახმაროთ ღმერთმა!

 

მთ
178

კიდევ კაი არჩევნებია ხანდახან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღის მონაწილე, რომელიც რუსულ ტანკებს ცოცხალი შემთხვევით გადაურჩა, მთელი ცხოვრებაა საკუთარ ჭერზე ოცნებობდა.

ლელა ვეფხვაძე წლებია ქირით ცხოვრობდა და პერიოდულად ბინის დაცლა უწევდა, რაც მისთვის, როგორც უსინათლო პირისთვის, დიდ სირთულეს წარმოადგენდა. როგორც აღმოჩნდა, მას ეს პრობლემა ამიერიდან აღარ ექნება, რადგან საკუთარ სახლში იცხოვრებს.

ლელა ვეფხვაძეს ფოდმა "ქართუმ" ბინა უყიდა. AMBEBI.GE 9 აპრილის გმირს დაუკავშირდა:

- მადლობა უფალს, რომ კარგად ვარ და ჩემი ბინა მაქვს. ყველაფერი კი ასე დაიწყო. მე ქირით ვცხოვრობდი ჩემს დიდ ოჯახთან ერთად, უკვე ძალიან ბევრი წელია. ამ ბინაში 600 ლარს ვიხდიდი ქირით, საიდანაც მერია 400 ლარს მიფინანსებდა. მართალია 2 წელი კიდევ მქონდა დარჩენილი ხელშეკრულების ამოწურვამდე, მაგრამ მოულოდნელად დამიკავშირდა მეპატრონე და მითხრა, რომ გაყიდვა გადაწყვიტა.

არასოდეს დამიწერია სოციალურ ქსელში პესიმისტური პოსტი, მაგრამ მეპატრონესთან საუბრის შემდეგ, ტელეფონი რომ გავთიშე იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, რომ ამის შესახებ სოციალრუ ქსელში დავწერე. ამის შემდეგ გამომეხმაურნენ ჟურნალისტები და რამდენიმე მასალა გაკეთდა. როგორც სტატია, ასევე რეპორტაჟი, "ტვ პირველზე".

გადაცემის გასვლის შემდეგ მაკა სახურია დამიკავშირდა. ეს ქალბატონი პირველი კლასიკური გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, მითხრა, რომ ბევრი ადამიანი დაუკავშირდა და აქციის დაწყებას აპირებდა, სახელწოდებით - "ლელას ჭერისთვის". მაკას ზარის შემდეგ, დამირეკა ასევე ბიზნესმენმა ლევან მაღლაკელიძემ, მოვიდა სახლში ჩემთან და ორი თვის ბინის ქირა დამიტოვა.

როდესაც ვუთხარი მაკას აქციის შესახებ, გაერთიანდნენ და აქციას უფრო მასშტაბური სახე მიეცა. ამ აქციაში იყო ჩართული ცნობილი ემიგრანტი იტალიაში, 9 აპრილის ერთ-ერთი გმირი გოგონა დროშით, ნანა მახარაძე და გელა იზორია. აქციის ფარგლებში ძალიან ნელა გროვდებოდა ფული და ბოლოს არ ვიცი როგორ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მივიდა. ძალიან ახლოს მიიტანა გულთან და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას.

მისი ქველმოქმედების შესახებ ძალიან ბევრი მსმენია, მაგრამ ჩემს მიმართაც თუ იგივეს გააკეთებდა, წარმოდგენა არ მქონდა. ფონდი "ქართუ" მაკას დაუკავშირდა და ბინის ძებნა დაიწყეს და მიყიდეს.

- უკვე გადახვედით ბინაში?

- ჯერ არა, ყოფილმა მეპატრონემ მთხოვა, რომ ცოტა ხანს ვაცადო. დიდი ბინაა და იატაკზე არავის მოგვიწევს დაძინება. არასოდეს არ ვყოფილვარ გაუმაძღარი ადამიანი და რაც მაქვს, კმაყოფილი ვარ. ვარკეთილშია ბინა და წუხელ არ მეძინა ბედნიერებისგან. წნევამ ამიწია და ძლივს მივედი იუსტიციის სახლამდე დღეს გასაფორმებლად. მთელი ოჯახი გახარებულია.

- რა შეიცვლება ამით თქვენს ცხოვრებაში?

- არავინ აღარ მომადგება და არ მეტყვის, ჩემს ბინაში ხარ და გადადიო. იმ ადამიანებს თავისი ბინა სჭირდებათ და რა უფლება მაქვს არ დავუცალო. თან ბინების შეცვლაში რასაც ვყიდულობდი ყველაფერი მეკარგებოდა, ფუჭდებოდა. თან ჩემთვის ადაპტაცია ადვილი არ არის, მე ყველგან ვერ მივალ, ძლივს მივეჩვიე ამ უბანს და გადასვლა მჭირდებოდა.

მეტროში ვმღერი და ჩემი შემოსავალი ესაა და მეტროსთან თუ ახლოს არაა ბინა, ძნელია ჩემთვის. მართლა სასწაულია, ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას. მე ალბათ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვერ შევხვდები და დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის, საოცარი ბუნების ადამიანებია და მიხარია, რომ საქართველოში ასეთი ადამიანები გვყავს და მის ოჯახს სიკეთე არ მოაკლოს ღმერთმა. აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ამ კამპანიის დროს მე შევიძინე მეგობრები, რომლებიც ძალიან კეთილშობილი ადამიანები არიან და ესეც ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. ბინა ბინააა და კარგია, მაგრამ უბედნიერესი ვარ ამ ადამიანების პოვნით.