პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგშია - დაბა სტეფანწმინდაში, 50%-მდე ფასდაკლებით, გამოფენა-გაყიდვა იმართება
"ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგშია - დაბა სტეფანწმინდაში, 50%-მდე ფასდაკლებით, გამოფენა-გაყიდვა იმართება

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა" ყაზ­ბეგ­შია. გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს დაბა სტე­ფან­წმინ­დის ცენ­ტრა­ლურ სკვერ­ში, ალ. ყაზ­ბე­გის ქუჩა.

დაბა სტე­ფან­წმინ­და­ში მკი­თხველს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა დიდი ფას­დაკ­ლე­ბით დი­ლის 10:00 სა­ა­თი­დან დახ­ვდა, გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა 18:00 სა­ა­თამ­დე გას­ტანს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L” წელს 15 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს და მთე­ლი წელი სხვა­დას­ხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბით აქვს დატ­ვირ­თუ­ლი, მათ შო­რი­საა „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა“, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უკვე სა­ქარ­თვე­ლოს 10 ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თა.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წიგნ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმას­პინ­ძლობთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვას, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მხრი­და­ნაც დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ავ­ნია, რომ ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა", - გი­ორ­გი ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რის, სპორ­ტის, ახალ­გაზ­რდო­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის, და სოც. დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბით დაბა სი­ონს, სუ­რამს, ბა­თუმს, ოზურ­გეთ­სა და ბახ­მა­რო­საც ეწ­ვე­ვა და "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა" 19 აგ­ვის­ტოს დას­რულ­დე­ბა.

ავტორი:

"ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგშია - დაბა სტეფანწმინდაში, 50%-მდე ფასდაკლებით, გამოფენა-გაყიდვა იმართება

"ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგშია - დაბა სტეფანწმინდაში, 50%-მდე ფასდაკლებით, გამოფენა-გაყიდვა იმართება

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგშია. გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით მიმდინარეობს დაბა სტეფანწმინდის ცენტრალურ სკვერში, ალ. ყაზბეგის ქუჩა.

დაბა სტეფანწმინდაში მკითხველს მრავალფეროვანი ჟანრის ლიტერატურა დიდი ფასდაკლებით დილის 10:00 საათიდან დახვდა, გამოფენა-გაყიდვა 18:00 საათამდე გასტანს.

გამომცემლობა “პალიტრა L” წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს და მთელი წელი სხვადასხვა ტიპის აქტივობით აქვს დატვირთული, მათ შორისაა „ლიტერატურული გაჩერება“, რომლის ფარგლებშიც, ლიტერატურული ღონისძიებები უკვე საქართველოს 10 ქალაქში გაიმართა.

"ძალიან მნიშვნელოვანია წიგნთან დაკავშირებული ღონისძიებები და სიამოვნებით ვმასპინძლობთ გამომცემლობა "პალიტრა L-ის" გამოფენა-გაყიდვას, ადგილობრივების მხრიდანაც დიდი დაინტერესება შეინიშნება. მნიშვნელოავნია, რომ ხელმისაწვდომ ფასად არის წარმოდგენილი სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა", - გიორგი ავსაჯანიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის, და სოც. დაცვის სამსახურის უფროსი.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა სხვადასხვა ღონისძიებით დაბა სიონს, სურამს, ბათუმს, ოზურგეთსა და ბახმაროსაც ეწვევა და "ლიტერატურული გაჩერება" 19 აგვისტოს დასრულდება.

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-13)

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგში გრძელდება

წიგნი, რომლის კითხვისას, მკითხველი ავტორის როლს ირგებს -   7 აგვისტოდან „ფენიქსის“ კიდევ 2 ალტერნატიული გაგრძელება გამოვა