პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წუთი - წუთზე უნდა მივიღოთ სამოქმედო გეგმა"  - კორონავირუსის გავრცელების მომატებული საფრთხის გამო მესტია ჩაიკეტება?!
"წუთი - წუთზე უნდა მივიღოთ სამოქმედო გეგმა"  - კორონავირუსის გავრცელების მომატებული საფრთხის გამო მესტია ჩაიკეტება?!

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს გა­მოვ­ლე­ნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის 25 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 17 მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­დას­ტურ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის დღე­ვან­დე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მოვ­ლე­ნილ შემ­თხვე­ვა­თა რი­ცხვს.

სვა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა მხა­რის რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლემ ნინო ვიბ­ლი­ან­მა. მისი გან­ცხა­დე­ბით, ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი მეს­ტი­ა­ში ერთ-ერთ ოჯახ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სტუმ­რად და ვირუ­სი სა­ვა­რა­უ­დოდ, მის­გან გა­და­ე­დოთ.

"მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში იკ­ვე­თე­ბა ერთი ოჯა­ხი, რო­მელ­საც ჰყავ­და სტუ­მა­რი და სა­ვა­რა­უ­დოდ, ვირუ­სი გა­და­ე­დოთ მის­გან, ვირუ­სი გა­და­ე­დოთ ამ ოჯა­ხის კონ­ტაქ­ტებს, სა­უ­ბა­რია სულ 17 და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ზე, აქე­დან მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მკვიდ­რი არის 7. პა­ცი­ენ­ტე­ბი მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ნა­წი­ლის გად­მოყ­ვა­ნა ხდე­ბა ახლა და მო­თავ­სდე­ბი­ან რო­გორც ზუგ­დი­დის, ასე­ვე სხვა კლი­ნი­კებ­ში. მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი ეპიდკვლე­ვა და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის 5 ბრი­გა­და დღეს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვებს სო­ფელ­ში და მოხ­დე­ბა ყვე­ლა მცხოვ­რე­ბის­თვის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის აღე­ბა"- გა­ნა­ცხა­და ნინო ვიბ­ლი­ან­მა.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუ­სის მო­მა­ტე­ბუ­ლი საფრ­თხის გამო შე­საძ­ლოა, სვა­ნე­თი ჩა­ი­კე­ტოს. მეს­ტი­ა­ში და­მა­ტე­ბი­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ. რაც შე­ე­ხე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, მი­ნის­ტრის თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბის დე­ტა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა ჯერ­ჯე­რო­ბით ამის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა.

"ამ მო­მენ­ტის­თვის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა სვა­ნეთ­ში, და­ნარ­ჩე­ნი რი­ცხვე­ბი არ გვაძ­ლევს იმის სა­ფუძ­ველს, რომ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გარ­კვე­უ­ლი გამ­კაც­რე­ბე­ბი გვქონ­დეს. კვლავ გვექ­ნე­ბა მიზ­ნობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა, ბევ­რად უფრო გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი და მივ­ყვე­ბით იმ სტრა­ტე­გი­ულ გეგ­მას, რო­მე­ლიც დღემ­დე გვქონ­და და­სა­ხუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ შემ­თვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­დე­ბა, უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სრუ­ლად, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა უკვე 5 ბრი­გა­და, რო­მე­ლიც კვლე­ვებს დე­ტა­ლუ­რად აწარ­მო­ებს. ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მაქვს კონ­კრე­ტუ­ლი შეხ­ვედ­რა საბ­ჭო­ში და მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­მა­ტე­ბი­თი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ, თუ რა ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ვა­ტა­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

სვა­ნე­თის ჩა­კეტ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით AMBEBI.GE მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ას და­უ­კავ­შირ­და. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მხა­რის ჩა­კეტვის შე­სა­ხებ აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლო­ბენ, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლი ამის თა­ო­ბა­ზე ჯერ არ მი­უ­ღი­ათ.

"ამა­ზე არის სა­უ­ბა­რი ჩვენ­თა­ნაც, რომ შე­საძ­ლოა ჩა­ი­კე­ტოს მეს­ტია. ვე­ლო­დე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ პრო­ტო­კოლს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან და მთავ­რო­ბის ად­მი­ნიტ­რა­ცი­ის­გან. წუთი - წუთ­ზე უნდა მი­ვი­ღოთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რის შემ­დე­გაც ალ­ბათ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად შეგ­ვეძ­ლე­ბა ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა „ - გვი­თხრეს მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში.

P.S. სტა­ტია უკვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მეს­ტი­ა­ში, უშ­გულ­სა და ლენ­ჯერ­ში სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვა და­წეს­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

.აბასთუმანში.ზოგიერთი არაა დარწმუნებული ვირუსის არსებობაში. არავითარი პირბადეეან დისტანცია მიხედეთ

)))
0

ჯარი რათ უნდა? )))

ავტორი:

"წუთი - წუთზე უნდა მივიღოთ სამოქმედო გეგმა"  - კორონავირუსის გავრცელების მომატებული საფრთხის გამო მესტია ჩაიკეტება?!

"წუთი - წუთზე უნდა მივიღოთ სამოქმედო გეგმა"  - კორონავირუსის გავრცელების მომატებული საფრთხის გამო მესტია ჩაიკეტება?!

საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ბოლო პერიოდში ყოველდღიურად გამოვლენილ შემთხვევათა რიცხვს.

სვანეთში კორონავირუსის გავრცელების დეტალებზე ისაუბრა მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა. მისი განცხადებით, ვირუსით დაინფიცირებული პირი მესტიაში ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად და ვირუსი სავარაუდოდ, მისგან გადაედოთ.

"მესტიის მუნიციპალიტეტში იკვეთება ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ვირუსი გადაედოთ მისგან, ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებს, საუბარია სულ 17 დადასტურებულ შემთხვევაზე, აქედან მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის 7. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში, ნაწილის გადმოყვანა ხდება ახლა და მოთავსდებიან როგორც ზუგდიდის, ასევე სხვა კლინიკებში. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის 5 ბრიგადა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და მოხდება ყველა მცხოვრებისთვის ბიოლოგიური მასალის აღება"- განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის მომატებული საფრთხის გამო შესაძლოა, სვანეთი ჩაიკეტოს. მესტიაში დამატებითი რეგულაციების ამოქმედების შესახებ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. რაც შეეხება რეგულაციების ამოქმედებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მინისტრის თქმით, ინფიცირების დეტალური სტატისტიკა ჯერჯერობით ამის საფუძველს არ იძლევა.

"ამ მომენტისთვის რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შემთვევებთან დაკავშირებით თუ რა ღონისძიებები გატარდება, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

"გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია სრულად, ადგილზე იმყოფება უკვე 5 ბრიგადა, რომელიც კვლევებს დეტალურად აწარმოებს. ამ შეხვედრის შემდეგ მაქვს კონკრეტული შეხვედრა საბჭოში და მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედების შესახებ, თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

სვანეთის ჩაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით AMBEBI.GE მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მხარის ჩაკეტვის შესახებ აქტიურად მსჯელობენ, თუმცა ოფიციალური პროტოკოლი ამის თაობაზე ჯერ არ მიუღიათ.

"ამაზე არის საუბარი ჩვენთანაც, რომ შესაძლოა ჩაიკეტოს მესტია. ველოდებით ოფიციალურ პროტოკოლს ჯანდაცვის სამინისტროსგან და მთავრობის ადმინიტრაციისგან. წუთი - წუთზე უნდა მივიღოთ სამოქმედო გეგმა, რის შემდეგაც ალბათ დადასტურებულად შეგვეძლება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა „ - გვითხრეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში.

P.S. სტატია უკვე გამოქვეყნებული იყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა დაწესდა.

სემეკმა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა

ვინ არის 44 გამოჯანმრთელებული და რას ამბობენ ექიმები ახალი ინფიცირებულების წყაროს შესახებ

"დღეიდან აგრილდება" - როგორი ამინდი იქნება საქართველოში კვირის ბოლომდე