პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„შენი იდეა ქალაქის მერს“ – „მენაშენეთა ასოციაციის“ ინიციატივიდან ჭავჭავაძის გამზირის რეკონსტრუქციამდე
„შენი იდეა ქალაქის მერს“ – „მენაშენეთა ასოციაციის“ ინიციატივიდან ჭავჭავაძის გამზირის რეკონსტრუქციამდე

„შენი იდეა ქა­ლა­ქის მერს“ – ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ერთ–ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რად არ­ჩე­ვის შემ­დეგ გა­აჟ­ღე­რა კახა კა­ლა­ძემ. „მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლი, თა­ვის გუნდთან ერ­თად, მა­შინ­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მე­რის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას და მრა­ვალ­პუნ­ქტი­ა­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­მო­ქა­ვეყ­ნა მე­დი­ა­ში.

ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლი უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტე­ტად ქვე­ი­თებ­სა და მათ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს ასა­ხე­ლებ­და, რაც მან­ქა­ნე­ბის ხარ­ჯზე უნდა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო ტრო­ტუ­ა­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, გზებ­ზე რკი­ნის გა­და­სას­ვლე­ლე­ბის დე­მონ­ტა­ჟი „ზებ­რე­ბის“ და­ხაზ­ვა, და­მა­ტე­ბი­თი შუქ­ნიშ­ნე­ბი­სა და საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა, რაც ქვე­ი­თებს გა­უ­ად­ვი­ლებ­და გა­და­ად­გი­ლე­ბას. ასე­ვე შე­ე­ხე­ბო­და სა­უ­ბა­რი ვე­ლო­ბი­ლი­კებ­სა და ბას­ლა­ი­ნებს. ერთ–ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლი ტრო­ტუ­ა­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბას და მან­ქა­ნე­ბის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ხარ­ჯზე, მათ გა­ფარ­თო­ე­ბას ასა­ხე­ლებ­და, რომ­ლე­ბიც მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი უნდა გახ­დეს იგი­ვე ე.წ. „ღა­მის ეკო­ნო­მი­კის“ გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

თბი­ლის­ში არა­ერ­თი ქუჩა მო­წეს­რიგ­და. ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნოა ვა­კე­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­მე­ლიც ქვე­ი­თებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზეა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი. ტრო­ტუ­ა­რე­ბი კომ­ფორ­ტუ­ლია მო­ქა­ლა­ქე­თა გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის, ხოლო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით რამ­დე­ნი­მე წუთ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი მთე­ლი გამ­ზი­რის გავ­ლა, ყო­ველ­გვა­რი სა­ცო­ბი­სა და შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე. ასე­ვე მოხ­და რკი­ნის გა­და­სას­ვლე­ლის დე­მონ­ტა­ჟი ჭავ­ჭა­ვა­ძე–მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩის კუ­თხე­ში. გამ­ზირ­ზე ბევრ ად­გილ­ზე და­ი­ხა­ზა „ზებ­რე­ბი“, და­ე­მა­ტა 14 ახა­ლი შუქ­ნი­შა­ნი და ბას­ლა­ი­ნე­ბი.

„მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლი და­დე­ბი­თად აფა­სებს თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ექტს და აცხა­დებს, რომ ეს პრო­ცე­სი დე­და­ქა­ლაქ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გაგ­რძელ­დეს.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, რო­გორც ვხე­დავთ, მე­რი­ამ თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

– ჩვენ ბევრ სა­კი­თხზე გვაქვს მე­რი­ას­თან კონ­სულ­ტა­ცია და კა­მა­თიც. მაგ­რამ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ არა­ნა­ი­რი კონ­სულ­ტა­ცია არ გვქო­ნია მე­რი­ას­თან. როცა ახალ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­მო­ცხა­და პროგ­რა­მა „შენი იდეა ქალ­ქის მერს“, ჩვენ ჩა­მოვ­წე­რეთ ტრან­სპორ­ტის მოგ­ვა­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ეს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ. ვერც იმას გე­ტყვით და და­ვიბ­რა­ლებთ რომ ეს ჩვე­ნი იდე­აა და ჩვე­ნი იდე­ე­ბის გამო და­ი­წყო მე­რი­ამ ასე­თი სტრა­ტე­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა. რე­ა­ლუ­რად ეს არის მსო­ფი­ლო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის მიერ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი რო­გორც სა­უ­კე­თე­სო. ჩვენც ზუს­ტად ეს ჩა­მოვ­წე­რეთ - ეს არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი სტრა­ტე­გია. ის, რაც ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე გა­კეთ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას ეყ­რდნო­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ პრი­ო­რი­ტე­ტია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბა. თბი­ლი­სის მე­რია ამ მხრივ სწორ ნა­ბი­ჯებს დგამს. მე­რი­ამ, რო­გორც ვიცი, და­ი­ქი­რა­ვა სატ­რან­სპორ­ტო და­გეგ­მვის უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, და ცხა­დია, ისი­ნიც ზუს­ტად იგი­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ას მის­ცემ­დნენ, რა­საც ჩვენ ვამ­ბობ­დით.

შე­სა­ბა­მი­სად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლინ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ჯერ კი­დევ 2018-ში დავ­წე­რეთ, არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ აქ რამე როლი ვი­თა­მა­შეთ. უბ­რა­ლოდ, ვინც სწო­რად ფიქ­რობს, ყვე­ლა ამ სტრა­ტე­გი­ამ­დე მივა

- ოპო­ნენ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ რომ ეს მიდ­გო­მა შექ­მნის სა­ცო­ბებს, რაც ვნა­ხეთ კი­დე­ვაც პირ­ველ დღეს, როცა გა­იხ­სნა ჭავ­ჭა­ვა­ძე

– რა თქმა უნდა, სა­ცო­ბე­ბი იქ­ნე­ბა. და უნდა იყოს კი­დეც. პრინ­ცი­პი არის შემ­დე­გი - ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ქა­ლა­ქი­დან უნდა გა­და­ვი­დეთ ფეხ­მავ­ლის ქა­ლაქ­ზე. აქამ­დე ეს იყო გზე­ბი, ახლა უნდა გახ­დეს ქუ­ჩე­ბი. თუ გინ­და მან­ქა­ნით სი­ა­რუ­ლი, მოხ­ვდე­ბი სა­ცობ­ში, მაგ­რამ როცა გაქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა კომ­ფორ­ტუ­ლი, სწრა­ფი და პროგ­ნი­ზი­რე­ბა­დი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის, უკვე და­ფიქ­რდე­ბი, გი­ღირს თუ არა სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა.

ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა დღეს არის მენ­ტა­ლო­ბის გა­დარ­თვა - რაც არ არის მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი. მენ­ტა­ლო­ბა უნდა შე­ვიც­ვა­ლოთ ყვე­ლამ – მე, თქვენ, ნე­ბის­მი­ერ­მა მო­ქა­ლა­ქემ... ასე­თი ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რად იზ­რდე­ბა (შე­საძ­ლოა არა­საკ­მა­რი­სად, მაგ­რამ ფაქ­ტია იზ­რდე­ბა) ეს პირ­და­პირ ნიშ­ნავს მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას, შე­სა­ბა­მი­სად ვე­რა­ნა­ი­რი ეს­ტა­კა­დე­ბი და გზე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა ვერ უშ­ვე­ლის სა­ცო­ბებს. ეს კი ქა­ლაქს მძი­მე ეკო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნებს. გა­მო­სა­ვა­ლი არის მხო­ლოდ მან­ქა­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში - მან­ქა­ნა უნდა იყოს ბევ­რად უფრო დის­კომ­ფორ­ტუ­ლი ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი.

და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს პრო­ცე­სი არ უნდა გა­ჩერ­დეს - თუ მხო­ლოდ ჭავ­ჭა­ვა­ძით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით, მა­შინ ჩათ­ვა­ლეთ რომ ჯობ­და ესეც არ გა­კე­თებ­ლი­ყო. მთე­ლი ქა­ლა­ქი უნდა გა­და­ვი­დეს ახალ სტრა­ტე­გი­ა­ზე. თბი­ლი­სი არ იწყე­ბა და არ მთავ­რდე­ბა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რით. პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ნარ­ჩენ გამ­ზი­რებ­სა და ქუ­ჩებ­ზეც. თბი­ლი­სის მერს ბევ­რი არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა მო­უ­წევს, მაგ­რამ გზე­ბის რე­ფორ­მა ღირს ამად. მა­გა­ლი­თად, დღეს უკვე ტაქ­სე­ბი ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე ვე­ღარ „თევ­ზა­ო­ბენ“, ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე ვერ გა­უ­ჩე­რე­ბენ მგზავრს, ვი­ნა­ი­დან მოძ­რა­ო­ბის სე­რი­ო­ზულ შე­ფერ­ხე­ბას გა­მო­იწ­ვე­ვენ. ტაქ­სე­ბის გა­სა­ჩე­რებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი ზო­ნე­ბი უნდა გა­მო­ი­ყოს, ან მომ­ხმა­რე­ბელ­მა შე­სა­ბა­მი­სი აპ­ლი­კა­ცი­ით უნდა გა­მო­ი­ძა­ხოს ტაქ­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე. აქვე ვი­ტყვი იმა­საც, რომ თბი­ლის­ში ტაქ­სე­ბის სიმ­რავ­ლე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბის პირ­და­პი­რი ინ­დი­კა­ტო­რია. რო­დე­საც ქა­ლაქ­ში "ბას­ლა­ი­ნე­ბის“ ქსე­ლი მო­წეს­რიგ­დე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა ავ­ტო­ბუ­სე­ბით, სა­ცო­ბებ­ში დგო­მის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა, ვიდ­რე თუნ­დაც ტაქ­სით. მით უმე­ტეს, რომ ავ­ტო­ბუ­სი გა­ცი­ლე­ბით ია­ფია ტაქსთან შე­და­რე­ბით. ასე­ვე, მო­წეს­რი­გე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე გა­დაჯ­დე­ბა ბევ­რი ავ­ტომფლო­ბე­ლი, ვი­ნა­ი­დან ასე უფრო მოკ­ლე დრო­ში მივა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე“, – გან­მარ­ტავს ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლი.

გარ­და თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა, რე­გი­ო­ნებ­შიც მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი. მა­გა­ლი­თად, კა­ხეთ­ში არის რკი­ნიგ­ზა, რო­მელ­ზეც მა­ტა­რე­ბე­ლი წლე­ბია არ და­დის. ამი­ტომ, თუ, მა­გა­ლი­თად, თე­ლა­ველ მო­ქა­ლა­ქეს საქ­მე აქვს თბი­ლის­ში, იძუ­ლე­ბუ­ლია მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით ჩა­ვი­დეს დე­და­ქა­ლაქ­ში, ან სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით. ეს კი­დევ მე­ტად ტვირ­თავს ქა­ლაქს. ასე­ვე, თუ, მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ა­ნი გო­რი­დან მი­დის რუს­თავ­ში, ან პი­რი­ქით, მან თბი­ლი­სი არ უნდა გა­ი­ა­როს, უნდა მო­წეს­რიგ­დეს შე­მოვ­ლი­თი გზა, რაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­ტვირ­თავს მტკვრის სა­ნა­პი­რო­ებს.

NS

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
4

ამის "მოღავწეობა" ხომ კარგად ახსოვთ თბილისელებს! აი ამისთანა ბრიყვის ჭკუაზე როცა დადიხარ, აი ეგეთ სირეგვნეებიც დაგემართებათ!

გ. გ.
0

რა გინდათ ამ კაცისგან?! ყოველთვის აზრიან და ჭკვიანურ აზრებს გამოსთქვამს! გვიმრავლოს ასეთი ხალხი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

„შენი იდეა ქალაქის მერს“ – „მენაშენეთა ასოციაციის“ ინიციატივიდან ჭავჭავაძის გამზირის რეკონსტრუქციამდე

„შენი იდეა ქალაქის მერს“ – „მენაშენეთა ასოციაციის“ ინიციატივიდან ჭავჭავაძის გამზირის რეკონსტრუქციამდე

„შენი იდეა ქალაქის მერს“ – ეს ინიციატივა ერთ–ერთი პირველი იყო, რომელიც თბილისის მერად არჩევის შემდეგ გააჟღერა კახა კალაძემ. „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი, თავის გუნდთან ერთად, მაშინვე გამოეხმაურა მერის ამ ინიციატივას და მრავალპუნქტიანი რეკომენდაციები გამოქავეყნა მედიაში.

ირაკლი როსტომაშვილი უმთავრეს პრიორიტეტად ქვეითებსა და მათთან გათანაბრებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ასახელებდა, რაც მანქანების ხარჯზე უნდა განვითარებულიყო. მისი ინიციატივა იყო ტროტუარების გაფართოება, გზებზე რკინის გადასასვლელების დემონტაჟი „ზებრების“ დახაზვა, დამატებითი შუქნიშნებისა და საგზაო ნიშნების დამონტაჟება, რაც ქვეითებს გაუადვილებდა გადაადგილებას. ასევე შეეხებოდა საუბარი ველობილიკებსა და ბასლაინებს. ერთ–ერთ პრიორიტეტად ირაკლი როსტომაშვილი ტროტუარების მოწესრიგებას და მანქანების სავალი ნაწილის ხარჯზე, მათ გაფართოებას ასახელებდა, რომლებიც მრავალფუნქციური უნდა გახდეს იგივე ე.წ. „ღამის ეკონომიკის“ განვითარებისთვის.

თბილისში არაერთი ქუჩა მოწესრიგდა. ყველაზე თვალსაჩინოა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ქვეითებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა ადაპტირებული. ტროტუარები კომფორტულია მოქალაქეთა გადაადგილებისთვის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით რამდენიმე წუთშია შესაძლებელი მთელი გამზირის გავლა, ყოველგვარი საცობისა და შეფერხებების გარეშე. ასევე მოხდა რკინის გადასასვლელის დემონტაჟი ჭავჭავაძე–მოსაშვილის ქუჩის კუთხეში. გამზირზე ბევრ ადგილზე დაიხაზა „ზებრები“, დაემატა 14 ახალი შუქნიშანი და ბასლაინები.

„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი დადებითად აფასებს თბილისის მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირის რეკონსტრუქციის პროექტს და აცხადებს, რომ ეს პროცესი დედაქალაქში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

- ბატონო ირაკლი, როგორც ვხედავთ, მერიამ თქვენი რეკომენდაციები გაითვალისწინა.

– ჩვენ ბევრ საკითხზე გვაქვს მერიასთან კონსულტაცია და კამათიც. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი კონსულტაცია არ გვქონია მერიასთან. როცა ახალმა ადმინისტრაციამ გამოცხადა პროგრამა „შენი იდეა ქალქის მერს“, ჩვენ ჩამოვწერეთ ტრანსპორტის მოგვარების რეკომენდაციები და ეს გამოვაქვეყნეთ. ვერც იმას გეტყვით და დავიბრალებთ რომ ეს ჩვენი იდეაა და ჩვენი იდეების გამო დაიწყო მერიამ ასეთი სტრატეგიის განვითარება. რეალურად ეს არის მსოფილოში აპრობირებული სტრატეგია, რომელიც ყველა განვითარებული ქვეყნის მიერ არის აღიარებული როგორც საუკეთესო. ჩვენც ზუსტად ეს ჩამოვწერეთ - ეს არის ერთადერთი სწორი სტრატეგია. ის, რაც ჭავჭავაძის გამზირზე გაკეთდა, საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა. ეს ნიშნავს, რომ პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფეხით გადაადგილება. თბილისის მერია ამ მხრივ სწორ ნაბიჯებს დგამს. მერიამ, როგორც ვიცი, დაიქირავა სატრანსპორტო დაგეგმვის უცხოური კომპანიები, და ცხადია, ისინიც ზუსტად იგივე რეკომენდაციას მისცემდნენ, რასაც ჩვენ ვამბობდით.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ძალინ სწორი მიმართულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ 2018-ში დავწერეთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ რამე როლი ვითამაშეთ. უბრალოდ, ვინც სწორად ფიქრობს, ყველა ამ სტრატეგიამდე მივა

- ოპონენტები საუბრობენ რომ ეს მიდგომა შექმნის საცობებს, რაც ვნახეთ კიდევაც პირველ დღეს, როცა გაიხსნა ჭავჭავაძე

– რა თქმა უნდა, საცობები იქნება. და უნდა იყოს კიდეც. პრინციპი არის შემდეგი - ავტომობილების ქალაქიდან უნდა გადავიდეთ ფეხმავლის ქალაქზე. აქამდე ეს იყო გზები, ახლა უნდა გახდეს ქუჩები. თუ გინდა მანქანით სიარული, მოხვდები საცობში, მაგრამ როცა გაქვს ალტერნატივა კომფორტული, სწრაფი და პროგნიზირებადი საზოგადოებრივი ტრანსპორტის, უკვე დაფიქრდები, გიღირს თუ არა საკუთარი მანქანით გადაადგილება.

ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს არის მენტალობის გადართვა - რაც არ არის მარტივი პროცესი. მენტალობა უნდა შევიცვალოთ ყველამ – მე, თქვენ, ნებისმიერმა მოქალაქემ... ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან არაპოპულარულია, მაგრამ აუცილებელია.

საქართველო ეკონომიკურად იზრდება (შესაძლოა არასაკმარისად, მაგრამ ფაქტია იზრდება) ეს პირდაპირ ნიშნავს მანქანების რაოდენობის ზრდას, შესაბამისად ვერანაირი ესტაკადები და გზების გაფართოება ვერ უშველის საცობებს. ეს კი ქალაქს მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენებს. გამოსავალი არის მხოლოდ მანქანების შემცირებაში - მანქანა უნდა იყოს ბევრად უფრო დისკომფორტული ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ უნდა გაჩერდეს - თუ მხოლოდ ჭავჭავაძით შემოვიფარგლებით, მაშინ ჩათვალეთ რომ ჯობდა ესეც არ გაკეთებლიყო. მთელი ქალაქი უნდა გადავიდეს ახალ სტრატეგიაზე. თბილისი არ იწყება და არ მთავრდება ჭავჭავაძის გამზირით. პროცესის გაგრძელება აუცილებელია დანარჩენ გამზირებსა და ქუჩებზეც. თბილისის მერს ბევრი არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, მაგრამ გზების რეფორმა ღირს ამად. მაგალითად, დღეს უკვე ტაქსები ჭავჭავაძეზე ვეღარ „თევზაობენ“, ნებისმიერ ადგილზე ვერ გაუჩერებენ მგზავრს, ვინაიდან მოძრაობის სერიოზულ შეფერხებას გამოიწვევენ. ტაქსების გასაჩერებლად სპეციალური ზონები უნდა გამოიყოს, ან მომხმარებელმა შესაბამისი აპლიკაციით უნდა გამოიძახოს ტაქსი დანიშნულების ადგილზე. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ თბილისში ტაქსების სიმრავლე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებლობის პირდაპირი ინდიკატორია. როდესაც ქალაქში ,,ბასლაინების“ ქსელი მოწესრიგდება, მოქალაქეებისთვის გაცილებით კომფორტული იქნება ავტობუსებით, საცობებში დგომის გარეშე გადაადგილება, ვიდრე თუნდაც ტაქსით. მით უმეტეს, რომ ავტობუსი გაცილებით იაფია ტაქსთან შედარებით. ასევე, მოწესრიგებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდება ბევრი ავტომფლობელი, ვინაიდან ასე უფრო მოკლე დროში მივა დანიშნულების ადგილამდე“, – განმარტავს ირაკლი როსტომაშვილი.

გარდა თბილისის ქუჩების რეკონსტრუქციისა, რეგიონებშიც მოსაწესრიგებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაგალითად, კახეთში არის რკინიგზა, რომელზეც მატარებელი წლებია არ დადის. ამიტომ, თუ, მაგალითად, თელაველ მოქალაქეს საქმე აქვს თბილისში, იძულებულია მიკროავტობუსით ჩავიდეს დედაქალაქში, ან საკუთარი მანქანით. ეს კიდევ მეტად ტვირთავს ქალაქს. ასევე, თუ, მაგალითად, ადამიანი გორიდან მიდის რუსთავში, ან პირიქით, მან თბილისი არ უნდა გაიაროს, უნდა მოწესრიგდეს შემოვლითი გზა, რაც ასევე მნიშვნელოვნად განტვირთავს მტკვრის სანაპიროებს.

NS

ვინ არის 44 გამოჯანმრთელებული და რას ამბობენ ექიმები ახალი ინფიცირებულების წყაროს შესახებ

"დღეიდან აგრილდება" - როგორი ამინდი იქნება საქართველოში კვირის ბოლომდე

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს - უახლესი ცნობები რეგიონიდან