მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადავწყვიტე, "გირჩის" სახელით კენჭი ვიყარო დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში" - ზურაბ ჯაფარიძე
"გადავწყვიტე, "გირჩის" სახელით კენჭი ვიყარო დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში" - ზურაბ ჯაფარიძე

პარ­ტია „გირ­ჩის“ ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე სა­კუ­თარ „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე ავ­რცე­ლებს.

ჯა­ფა­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, „გირჩმა“ მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის 6 ოქლის გარ­და, სხვა ოლ­ქებ­ში ერ­თი­ან ოპო­ზი­ცი­ურ კან­დი­და­ტებ­ზე შე­თან­ხმე­ბის პრო­ცე­სის გარ­თუ­ლე­ბის გამო მი­ი­ღო.

„რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ „გირჩმა“ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­თი­შო­და ოპო­ზი­ი­ცი­ის შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე, მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებ­ში ერ­თი­ა­ნი კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცესს. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო სურ­ვი­ლით გა­ად­ვი­ლე­ბუ­ლი­ყო შე­თან­ხმე­ბა ერ­თი­ან კან­დი­და­ტებ­ზე. მე სა­ჯა­როდ და­ვუ­ჭი­რე მხა­რი „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ კან­დი­დატს ვა­კის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას და ვრჩე­ბი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ერ­თგუ­ლი.

იმის გამო, რომ დრო­ში გა­ი­წე­ლა თბი­ლი­სის 6 ოქლის გარ­და სხვა ოლ­ქებ­ში ერ­თი­ან ოპო­ზი­ცი­ურ კან­დი­და­ტებ­ზე შე­თან­ხმე­ბის პრო­ცე­სი, „გირჩმა“ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩა­ერ­თოს მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მგო­ნია ჩემი აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა „გირ­ჩის“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, რთუ­ლად წარ­მო­მიდ­გე­ნია „გირ­ჩის“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ში ისე, რომ მე არ ვიყო კან­დი­და­ტი რო­მე­ლი­მე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში. გა­დავ­წყვი­ტე „გირ­ჩის“ სა­ხე­ლით კენ­ჭი ვი­ყა­რო თბი­ლის­ში, დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში. წი­ნას­წა­რი კონ­სულ­ტა­ცია მქონ­და რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დერ­თან, რომ­ლებ­მაც და­მი­დას­ტუ­რეს სა­კუ­თა­რი კე­თილ­გან­წყო­ბა ჩემს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში,“ - აცხა­დებს ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის ოლ­ქში მისი კონ­კუ­რენ­ტი გია ვოლ­სკი იქ­ნე­ბა და მას­თან სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ის გა­სა­მარ­თად მზად არის.

„იმე­დი მაქვს ეს კე­თილ­გან­წყო­ბა გა­და­ი­თარ­გმნე­ბა პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რა­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან, „საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ზე ოც­ნე­ბი­დან“ ჩემი კონ­კუ­რენ­ტი დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის ოლში იქ­ნე­ბა გია ვოლ­სკი, რო­მელ­საც ამ წუ­თი­დან ვიწ­ვევ სა­ჯა­როდ სა­სა­უბ­როდ ქვეყ­ნის­თვის სა­ჭირ­ბო­რო­ტო ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე, იქ­ნე­ბა ეს ეკო­ნო­მი­კა თუ იქ­ნე­ბა ეს დე­ო­კუ­პა­ცია, მის­თვის მი­სა­ღებ ნე­ბის­მი­ერ მე­დია პლატ­ფორ­მა­ზე, ნე­ბის­მი­ერ დღეს, ნე­ბის­მი­ერ დროს, ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
41

ყველაზე თანამედროვე ახალგაზრდების იდეების მცოდნე პოლიტიკოსი 

ინტუიცია
8

აშკარად ეზოთერული ცოდნა აქვს ამ კაცს. თვითონ სახელიც "გირჩი" ეპიფიზის, რომელსაც პაწაწინა ნაძვის გირჩს ამსგავსებენ ('шишковидние железа") ტყუილად არ დაირქვა, მაინც საშიში ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. დიდუბელებს ვურჩევდი ეს რეპტილიური ტვინის უბნით მოაზროვნე ადამიანი არ ააღზევონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"გადავწყვიტე, "გირჩის" სახელით კენჭი ვიყარო დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში" - ზურაბ ჯაფარიძე

"გადავწყვიტე, "გირჩის" სახელით კენჭი ვიყარო დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში" - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.

ჯაფარიძის განმარტებით, „გირჩმა“ მაჟორიტარულ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება თბილისის 6 ოქლის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესის გართულების გამო მიიღო.

„რამდენიმე კვირის წინ „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშოდა ოპოზიიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული.

იმის გამო, რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა „გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია „გირჩის“ მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე, რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. გადავწყვიტე „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

მისივე თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მისი კონკურენტი გია ვოლსკი იქნება და მასთან საჯარო დისკუსიის გასამართად მზად არის.

„იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან, „საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან“ ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლში იქნება გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ეკა ბერიძე, ვიქტორ ყიფიანი, თამთა მეგრელიშვილი -  კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში?

IRI-ის კეთილგანწყობის რეიტინგით: პირველი პატრიარქია, მეორე გამყრელიძე, მესამე გახარია... ივანიშვილი კი მეშვიდეა

IRI-ის მორიგი კვლევა: "ქართული ოცნება" - 33% , "ნაციონალური მოძრაობა" - 16%