მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეტყობა სოფლიდანაც ჩამოვიდნენ გამწარებული ნათესავები და დამნაშავეების ოჯახებზე შურისძიება ასე გადაწყვიტეს" - რა მოხდა 8 აგვისტოს ახალქალაქში?
"ეტყობა სოფლიდანაც ჩამოვიდნენ გამწარებული ნათესავები და დამნაშავეების ოჯახებზე შურისძიება ასე გადაწყვიტეს" - რა მოხდა 8 აგვისტოს ახალქალაქში?

8 აგ­ვის­ტოს მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, ახალ­ქა­ლაქ­ში ვი­თა­რე­ბა ამ­ჟა­მად სტა­ბი­ლუ­რია, ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლე­ბია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მის პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, რათა და­იც­ვან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი და უსაფრ­თხო­ე­ბა.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გვი­ან ღა­მით ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვლა­დი­მერ ბოც­ვა­ძე ჩა­ვი­და. მისი თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლია გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი. "გუ­შინ, ახალ­ქა­ლაქ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 1 პირი. ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1983 წელს და­ბა­დე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით გან­ზრახ მოკ­ლა 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი. მკვლე­ლო­ბის შემ­დგომ და­პი­რის­პი­რე­ბა გა­და­ი­ზარ­და ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. ამა­ვე საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე, ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ასე­ვე, ტარ­დე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმ პი­რე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, ვინც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე პი­რია და­შა­ვე­ბუ­ლი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

უკვე ცნო­ბი­ლია, რომ 27 წლის ახალ­გაზ­რდის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ახალ­ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი არ­ტურ გაბ­რი­ე­ლი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 8 აგ­ვის­ტოს კი­დევ ერთი დაჭ­რი­ლი მო­ა­თავ­სეს კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ის უკვე გა­წე­რეს. მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის ახ­ლობ­ლებ­მა ჯერ მკლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მის სას­ტუმ­რო დაწ­ვეს და შემ­დეგ ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის სახ­ლე­ბი გა­დაწ­ვეს.სულ დამ­წვა­რია 4 ად­გი­ლობ­რი­ვის სახ­ლი და ერთი სას­ტუმ­რო. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ადას­ტუ­რებს ახალ­ქა­ლა­ქის მერი იუ­რიკ უნა­ნი­ა­ნი:- ამ წუ­თას სიმ­შვი­დეა ახალ­ქა­ლაქ­ში. მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა ორ ჯგუფს შო­რის, საქ­მის გარ­ჩე­ვა იყო, ზუს­ტად ვერ გე­ტყვით მი­ზეზს, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა ხალ­ხში და და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბა რას გა­არ­კვევს. და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი, მუ­შა­ო­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი.

- ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სახ­ლე­ბია დამ­წვა­რი?

- დიახ, ეს სახ­ლე­ბი ეკუთ­ვნის ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რებ­ლებს და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ოდბ­დნენ. გარ­დაც­ვლი­ლია სო­ფელ კუ­ლი­კა­მის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი ახალ­გაზ­რდა და გარ­დაც­ვლი­ლის ბი­ჭის ხალ­ხმა დაწ­ვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სახ­ლე­ბი, ასე გა­მო­დის. ასე ამ­ბო­ბენ, ისი­ნი მი­ვიდ­ნენ იმ სახ­ლებ­ში და ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს.

- დამ­წვა­რი სას­ტუმ­რო ვის ეკუთ­ვნის?

- მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლის მა­მის არის ეს სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც ასე­ვე იმ ხალ­ხმა დაწ­ვეს. მოკ­ლულ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია. ის სო­ფელ კუ­ლი­კა­მის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი იყო. ახლა სიმ­შვი­დეა, ვი­თა­რე­ბას ად­გილ­ზე სა­მარ­თა­ლამ­ცვე­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მოკ­ლულ­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის კონ­ფლიქ­ტი რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და, რა­საც შემ­დეგ საქ­მის გარ­ჩე­ვა და სის­ხლისღვრა მოყ­ვა. ნა­ხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?!?!
1

როგორც ჩანს ახალქალაქი უპატრონოდაა მიგდებული და ხალხში იარაღიც ბლომად ტრიალებს, როდის მიხედავს ხელისუფლება ამ რეგიონს?! 

ეფროსინე
5

რავა ქართველებივით დაერიენ ერთმანეთს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"ეტყობა სოფლიდანაც ჩამოვიდნენ გამწარებული ნათესავები და დამნაშავეების ოჯახებზე შურისძიება ასე გადაწყვიტეს" - რა მოხდა 8 აგვისტოს ახალქალაქში?

"ეტყობა სოფლიდანაც ჩამოვიდნენ გამწარებული ნათესავები და დამნაშავეების ოჯახებზე შურისძიება ასე გადაწყვიტეს" - რა მოხდა 8 აგვისტოს ახალქალაქში?

8 აგვისტოს მომხდარი დაპირისპირებისა და ინციდენტის შემდეგ, ახალქალაქში ვითარება ამჟამად სტაბილურია, ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული, რომლებიც შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რათა დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძე ჩავიდა. მისი თქმით, დაკავებულია განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი. "გუშინ, ახალქალაქში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა 1993 წელს დაბადებული პირი. მკვლელობის შემდგომ დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში, რასაც შედეგად მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება. ამავე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე პირია დაშავებული და ამ მიმართულებითაც გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

უკვე ცნობილია, რომ 27 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალქალაქში მცხოვრები არტურ გაბრიელიანია დაკავებული. ჩვენი ინფორმაციით, 8 აგვისტოს კიდევ ერთი დაჭრილი მოათავსეს კლინიკაში, მაგრამ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ის უკვე გაწერეს. მკვლელობის შემდეგ მოკლული ბიჭის ახლობლებმა ჯერ მკლელობაში ბრალდებულის მამის სასტუმრო დაწვეს და შემდეგ ჩხუბში მონაწილე პირების სახლები გადაწვეს.სულ დამწვარია 4 ადგილობრივის სახლი და ერთი სასტუმრო. ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბარში ადასტურებს ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი:- ამ წუთას სიმშვიდეა ახალქალაქში. მოხდა დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის, საქმის გარჩევა იყო, ზუსტად ვერ გეტყვით მიზეზს, ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება ხალხში და დაველოდოთ გამოძიება რას გაარკვევს. დაკავებულია ერთი პირი, მუშაობენ სამართალდამცავები.

- ჩხუბში მონაწილეების სახლებია დამწვარი?

- დიახ, ეს სახლები ეკუთვნის ადგილობრივ მაცხოვრებლებს და როგორც ამბობენ, ჩხუბში მონაწილეოდბდნენ. გარდაცვლილია სოფელ კულიკამის მაცხოვრებელი ახალგაზრდა და გარდაცვლილის ბიჭის ხალხმა დაწვა მონაწილეების სახლები, ასე გამოდის. ასე ამბობენ, ისინი მივიდნენ იმ სახლებში და ცეცხლი წაუკიდეს.

- დამწვარი სასტუმრო ვის ეკუთვნის?

- მკვლელობისთვის დაკავებულის მამის არის ეს სასტუმრო, რომელიც ასევე იმ ხალხმა დაწვეს. მოკლულზე ვერაფერს გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია. ის სოფელ კულიკამის მაცხოვრებელი იყო. ახლა სიმშვიდეა, ვითარებას ადგილზე სამართალამცველები აკონტროლებენ.

კიდევ ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, რასაც შემდეგ საქმის გარჩევა და სისხლისღვრა მოყვა. ნახეთ სრულად

"ნასვამი ყოფილა, სიტუაციაც აფექტური იყო, თანაც სიყვარული ადამიანის ეიფორიულ მდგომარეობას იწვევს" - რას ამბობს ხათუნა ხოფერია ჟვანია-თოფაძის საქმეზე?

გარდაიცვალა ერთი ოჯახის 3 წევრი - ბებია, რძალი და შვილიშვილი - ბათუმი-ჩაქვის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები

"ჩაუსაფრდნენ და თითქმის 20 ტყვია დაახალეს" - კრიმინალური გარჩევა თუ სუფრაზე მომხდარი კონფლიქტის სისხლიანი გაგრძელება