პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინი წყობიდან იყო გამოსული, პირჯვარს იწერდა, როცა საქართველოს პრეზიდენტის გვარს ახსენებდა" - რა აქამდე უცნობ დეტალებს ყვება აგვისტოს ომზე სარკოზი მემუარებში
"პუტინი წყობიდან იყო გამოსული, პირჯვარს იწერდა, როცა საქართველოს პრეზიდენტის გვარს ახსენებდა" - რა აქამდე უცნობ დეტალებს ყვება აგვისტოს ომზე სარკოზი მემუარებში

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომი­დან 13 წელი შეს­რულ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა სა­ქარ­თვე­ლოს 228 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, 14 პო­ლი­ცი­ე­ლი, ხოლო 1 747 და­იჭ­რა. სახ­ლე­ბი და­ტო­ვა თით­ქმის 150 000-მა ადა­მი­ან­მა, მათ­გან დღემ­დე დევ­ნი­ლო­ბა­ში რჩე­ბა 30 000-მდე.

მა­შინ აქ­ტი­უ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ნი­კო­ლა სარ­კო­ზის ჩა­რე­ვის შე­დე­გად მო­ხერ­ხდა. სარ­კო­ზიმ 13 აგ­ვის­ტოს 6-პუნ­ქტი­ა­ნი სამ­შვი­დო­ბო გეგ­მა ჯერ მოს­კოვ­ში, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში შე­ა­თან­ხმა. 8 სექ­ტემ­ბერს კი, მედ­ვე­დევ­თან და სა­ა­კაშ­ვილ­თან სამ­შვი­დო­ბო გეგ­მის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი და­ა­ზუს­ტა.

სწო­რედ 2008 წლის მოვ­ლე­ნებ­ზე წერს დე­ტა­ლუ­რად ნი­კო­ლა სარ­კო­ზი მე­მუ­ა­რულ წიგნ­ში Le Temps des Tempêtes (ქა­რიშ­ხლე­ბის დრო). ის დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს, რო­გორ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ, რო­დე­საც თა­ვად პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ავ­ტო­რი მე­მუ­ა­რულ ჟანრ­ში ვრცლად აღ­წერს ომს და მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში მის პი­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს სარ­კო­ზის წიგ­ნი­დან, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა ელჩმა ბუბა კუ­და­ვამ თარ­გმნა:

  • 8 აგ­ვის­ტო, 2008. პე­კი­ნი. ოლიმ­პი­ა­დის გახ­ნის ცე­რე­მო­ნია სტა­დი­ონ­ზე

გა­ფით­რე­ბუ­ლი და მკაც­რი სა­ხით მო­ე­მარ­თე­ბა ჩემ­სკენ ჩემი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გუნ­დის უფ­რო­სი და ამავდრო­უ­ლად "შერ­პა" ჟან-და­ვიდ ლე­ვი­ტი. "ახ­ლა­ხან შე­ვი­ტყვე უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ამ­ბა­ვი. რუ­სე­თის არ­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის პრო­ცეს­შია. რო­გორც ჩანს, ქვეყ­ნის და­პყრო­ბა უნ­დათ. ახლა ვა­მოწ­მებ ამ მოვ­ლე­ნე­ბის სი­ნამ­დვი­ლეს".

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ჩემ­გან ოც მეტრში იყო. მა­შინ­ვე გა­ვე­მარ­თე მის­კენ. ვთხო­ვე, ორ­მოც­დარ­ვა სა­ა­თი მო­ე­ცა, ამ­ბის ჩა­სა­წყნა­რებ­ლად. მკაც­რი უარი მი­თხრა «Niet, niet, niet».

აქ ნამ­დვი­ლად არ იყო ამ­გვა­რი დის­კუ­სი­ის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი. თან, არ მინ­დო­და სა­ჯა­რო სკან­და­ლი. ნამ­დვი­ლად ვფიქ­რობ­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ბო­ლოს ტრი­ბუ­ნა­ზე ჩემს ად­გილს და­ვუბ­რუნ­დი და აღვფრ­თო­ვან­დი გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის სო­ცა­რი სი­ლა­მა­ზით. პე­კინ­ში იმ დი­ლით ჩა­მო­ვე­დი და ცე­რე­მო­ნი­ის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე უკან უნდა გავფრე­ნი­ლი­ყა­ვი. ლუი მახ­ლდა თან, ჩემი 11 წლის შვი­ლი. დიდი სიჩ­ქა­რით გა­დავკვე­თეთ ღა­მის პე­კი­ნი. პრე­ზი­დენ­ტის თვითმფრი­ნავ­ში შე­ვე­დით თუ არა, დაღ­ლი­ლო­ბის­გან მო­ვი­ცე­ლეთ. რამ­დე­ნი­მე წუ­თით ჩემს თან­მხლებ გუნდს გა­ვე­სა­უბ­რე. "სამ­წუ­ხა­როდ, ფაქ­ტე­ბი დას­ტურ­დე­ბა" - იყო ჟან-და­ვიდ ლე­ვი­ტის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი.

ამ შუ­ა­ღა­მეს არაფ­რის გა­კე­თე­ბას ან მცდე­ლო­ბას აზრი არ ჰქონ­და. ჩემი თვითმფრი­ნა­ვი ტუ­ლონ­ში უნდა დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო, რომ 15 აგ­ვის­ტოს უქ­მე­ე­ბი კაპ ნეგრზე გა­მე­ტა­რე­ბი­ნა, სა­დაც უკვე კარ­ლა მე­ლო­დე­ბო­და. ზუს­ტად დი­ლის სა­უზ­მის­თვის მი­ვე­დი. ჯა­დოს­ნუ­რი დილა იყო, მზე უკვე კარ­გად აცხუ­ნებ­და. ჩემი ცოლი მე­ლო­დე­ბო­და. ზღვა ფარ­ფლე­ბით და­ფა­რულ ტბას გავ­და, რო­მელ­ზეც თვა­ლის­მომჭრე­ლი სი­ნათ­ლე ბრწყი­ნავ­და. თვითმფრი­ნავ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი გრძე­ლი ღა­მის შემ­დეგ დაღ­ლი­ლო­ბა გა­მიქ­რა.

ყო­ველ­დღი­ურ ჯო­გინგზე გა­ვე­მარ­თე. დაბ­რუ­ნე­ბულს მი­თხრეს, რომ პა­რიზ­ში ჩა­სულ­მა ჟან-და­ვიდ ლე­ვიტ­მა ორ­ჯერ სცა­და ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბა. გა­და­ვუ­რე­კე უსაფრ­თხო კავ­ში­რით, რო­მე­ლიც უკვე და­ა­ყე­ნეს აქ. ცუდი ამ­ბე­ბი იყო, რუ­სე­თის არ­მია უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო და უა­რე­სიც, დე­და­ქა­ლაქ თბი­ლი­სის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და. მსოფ­ლიო შოკ­ში იყო.

გა­დავ­წყვი­ტე რუ­სე­თის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის­თვის და­მე­რე­კა. ამ პირ­ველ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ დიპ­ლო­მა­ტე­ბის ცხა­რე კა­მა­თი გა­მო­იწ­ვია. იყ­ვნენ ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რობ­დნენ, რომ იმ დროს ნამ­დვი­ლი და ერ­თა­დერ­თი პატ­რო­ნის­თვის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­თვის უნდა და­მე­რე­კა და ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ტო­კო­ლუ­რი წე­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის­კენ, პრე­ზი­დენ­ტის პრე­ზი­დენ­ტთან სა­უბ­რის­კენ იხ­რე­ბოდ­ნენ. მე ამ მე­ო­რე შე­თა­ვა­ზე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან ვფიქ­რობ­დი რომ სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბით პრე­ზი­დენტ მედ­ვე­დევს და­ვამ­ცი­რებ­დი, რა­საც ნამ­დვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რებ­და.

და ისიც მეს­მო­და, რომ კრი­ზი­სის სიმწვა­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ პუ­ტინს მო­უნ­დე­ბო­და ჩა­რე­ვა, უკან ნამ­დვი­ლად არ და­ი­ხევ­და. ასე რომ, მხო­ლოდ მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში პირ­ველ ეტაპ­ზე, მედ­ვე­დე­ვით დაგ­ვე­წყო. ყო­ველ­გვა­რი სირ­თუ­ლის გა­რე­შე და­ვუ­კავ­შირ­დი. სი­ტუ­ა­ცია მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ უნდა მქო­ნო­და გულ­წრფე­ლო­ბა მე­ღი­ა­რე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა მა­ნამ­დე ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა მოვ­ლე­ნე­ბის და­სა­ძა­ბად.

სწო­რედ ამის გამო მოგ­ვი­წია ელი­სეს სა­სახ­ლე­ში ამ ქვეყ­ნის ელ­ჩის და­ბა­რე­ბა რომ გაგ­ვეფრ­თხი­ლე­ბი­ნა, რომ ევ­რო­პა, ისე­ვე რო­გორც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, სამ­ხედ­რო გზით არ ჩა­ე­რე­ო­და რუ­სე­თის პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში. ბერ­ნარ კუშ­ნერ­მა და­უ­რე­კა მის ქარ­თველ კო­ლე­გას, რომ იგი­ვე გზავ­ნი­ლი გა­და­ე­ცა.აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს ორი ქარ­თუ­ლი რე­გი­ო­ნი, სამ­ხრეთ ოსე­თი და აფხა­ზე­თი, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეს წარ­მო­ად­გენ­და, რა­საც ალ­ზა­სი და ლო­ტა­რინ­გია საფ­რან­გე­თის­თვის. ამას იმის­თვის ვამ­ბობ, რომ ხაზი გა­ვუს­ვა, თუ რამ­დე­ნად მგრძნო­ბი­ა­რე თე­მას­თან გვქონ­და საქ­მე.

სა­ა­კაშ­ვილს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ეროვ­ნულ გრძნო­ბებ­ზე მოქ­მე­დე­ბა სურ­და, სა­მა­გი­ე­როდ კი მხო­ლოდ რუ­სუ­ლი დათ­ვის გაღ­ვი­ძე­ბა მო­ა­ხერ­ხა. მისი ბუ­ნაგ­ში დაბ­რუ­ნე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მე არ იქ­ნე­ბო­და.სა­ნამ მედ­ვე­დევს და­ვუ­რე­კავ­დი სამ­პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა შე­ვი­მუ­შა­ვე, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო ერ­თგვარ სტა­ტუს კვო ან­ტე­ზე დაბ­რუ­ნე­ბა. მან ჩვე­უ­ლი გუ­ლახ­დი­ლო­ბით ჩა­ი­ნიშ­ნა ჩემი წი­ნა­და­დე­ბე­ბი, მაგ­რამ არა­ფერს დამ­პი­რე­ბია. ამა­ვე დროს, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ წინსვლას ქარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. 11 აგ­ვის­ტოს, მხო­ლოდ 25 კი­ლო­მეტრში იყ­ვნენ თბი­ლი­სი­დან.

მე უა­რე­სი სცე­ნა­რის­თვის ვი­ყა­ვი მზად, რაც ნიშ­ნავ­და რომ რუ­სე­ბი და­ი­პყრობ­დნენ დე­და­ქა­ლაქს, ჩა­მო­აგ­დებ­დნენ სა­ა­კაშ­ვილს და იქ დას­ვამ­დნენ პრო­რუ­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.ჯორჯ ბუშ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა რომ ფრან­გულ გეგ­მას მხარს უჭერ­და, მაგ­რამ იქვე მო­ი­თხოვ­და, რომ რუ­სე­ბი ‘’დას­ჯი­ლიყ­ვნენ", (სა­ბედ­ნი­ე­როდ) სამ­ხედ­რო შე­ტე­ვის გა­რე­შე. ორ ცე­ცხლშუა ვი­ყა­ვი. რუ­სებს მე ქარ­თვე­ლე­ბის მხა­რეს ვე­გო­ნე, ამე­რი­კე­ლებს და ევ­რო­პის ნა­წილს კი ზედ­მე­ტად შემ­რი­გებ­ლად მი­ვაჩ­ნდი. თუ საქ­მეს ოპ­ტი­მის­ტუ­რად შევ­ხე­დავ­დით, ეს იმა­საც შე­იძ­ლე­ბო­და ნიშ­ნავ­და, რომ მე "გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი" პო­ზი­ცია მე­ჭი­რა. კი­დევ ორ­ჯერ ვე­სა­უბ­რე დი­მიტ­რი მედ­ვე­დევს.

ბუნ­დოვ­ნად ვგრძნობ­დი, რომ შორს არ იყო და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, ის რა­საც და­უ­ღა­ლა­ვად ვუხ­სნი­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან შორს მი­დი­ო­და და შე­დე­გად რუ­სე­თის რე­პუ­ტა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რის­კის ქვეშ დგე­ბო­და. ის მე ამას არ მე­ტყო­და, მაგ­რამ ვგრძნობ­დი, რომ უფრო და უფრო ნაკ­ლე­ბად იყო გა­ჯი­უ­ტე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლურ პო­ზი­ცი­ა­ზე. ვი­ცო­დი, რომ ის არ იყო სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი, მაგ­რამ პუ­ტი­ნის ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და. გა­დავ­წყვი­ტე ამ ყოყ­მა­ნის პე­რი­ო­დით მე­სარ­გებ­ლა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მე ასე მი­მაჩ­ნდა, რომ კი­დევ ერთხელ უნდა მე­ცა­და ბო­ლომ­დე. ჩემს თა­ნა­მო­სა­უბ­რეს შევ­თა­ვა­ზე მოს­კოვ­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი რე­ა­ლუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის.

ერ­თა­დერ­თი, მაგ­რამ უდი­დე­სი პი­რო­ბა წა­მო­ვა­ყე­ნე, შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა რუსი ჯა­რე­ბის წინსვლა. უფრო ზუს­ტად ეს ვუ­თხა­რი: "ჩა­მო­ვალ მოს­კოვ­ში, მაგ­რამ როცა ჩემი თვითმფრი­ნა­ვის ბორ­ბლე­ბი და­საფ­რენ ბი­ლიკს შე­ე­ხე­ბა, ვე­ლო­დე­ბი თქვენს ტე­ლეგ­რა­მას, რუ­სე­თის ჯა­რე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში არ გად­მო­ვალ თვითმფრი­ნა­ვი­დან და მა­შინ­ვე უკან გა­ვემ­გზავ­რე­ბი".

მე მჭირ­დე­ბო­და ეს გა­რან­ტია, რად­გან ჩემი გუნ­დის დიდი ნა­წი­ლი დარ­დობ­და რომ ჩემი მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტი ხა­ფან­გი იყო, რო­მე­ლიც რუ­სებს დრო­ის მო­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და, რომ და­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი სა­მუ­შაო. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ვარ­ჩიე გა­მე­რის­კა და ნდო­ბა გა­მო­მე­ცხა­დე­ბი­ნა მედ­ვე­დე­ვის­თვის. ასე რომ, პე­კი­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი სამ დღე­ში მოს­კოვ­ში წა­ვე­დით. გა­დამ­ცე­მე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტმა, რომ­ლე­ბიც თან მახ­ლდა საპ­რე­ზი­დენ­ტო თვითმფრი­ნავ­ში, დაფ­რე­ნამ­დე ათი წუ­თით ადრე გად­მომ­და კო­მუ­ნი­კე, რომ­ლი­თაც რუ­სე­თის ტან­კებს უბ­რძა­ნეს შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ წინსვლა.

ცოტა ამო­ვი­სუნ­თქე. რო­გორც იქნა, კარ­გი ამ­ბა­ვი. ამას­თან, მათი შე­ჩე­რე­ბა კარ­გი იყო, მაგ­რამ არა საკ­მა­რი­სი. ახლა უკან უნდა და­ხე­უ­ლიყ­ვნენ! მყვი­რა­ლა სი­რე­ნე­ბის ხმა­უ­რით გა­დავ­ჭე­რით მოს­კო­ვი და მი­ვე­დით კრემლში. მის­ვლი­სას გა­მა­ოგ­ნა კა­მე­რე­ბის, მიკრო­ფო­ნე­ბის და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შთამ­ბეჭ­დავ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ, და­ძა­ბუ­ლო­ბა ხელ­შე­სა­ხე­ბი იყო. ვგრძნობ­დით სი­ტუ­ა­ცი­ის სიმ­ძაფ­რეს. არა­ვინ იღი­მო­და და სი­ტყვა­საც არა­ვინ ძრავ­და ჩემს მცი­რე დე­ლე­გა­ცი­ა­ში. ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვით. ში­ნა­გა­ნად ჩემს თავს ვე­კი­თხე­ბო­დი, თუ გა­ვა­კე­თე კარ­გი არ­ჩე­ვა­ნი. ამას­თა­ნა­ვე, ახლა კი­თხვე­ბის დას­მა გვი­ან იყო.

ბო­ლომ­დე უნდა გვებ­რძო­ლა და ვი­ცო­დი, რომ არა­ვინ იყო მზად სა­ხის და­სა­კარ­გად. პრე­ზი­დენ­ტი მედ­ვე­დე­ვი და გა­უც­ვე­თა­ვი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი გვე­ლოდ­ნენ. მის­ვლის­თა­ნა­ვე ცალ­კე გა­მიყ­ვა­ნა მედ­ვე­დევ­მა: "წი­ნა­აღ­მდე­გი ხომ არ იქ­ნე­ბი, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი შე­მოგ­ვი­ერ­თდეს სა­დი­ლად?“ვუ­პა­სუ­ხე: „რას ბრძა­ნებ, პი­რი­ქით, ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი მისი ნახ­ვით“. მისი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი დას­წრე­ბა ცხად­ყოფ­და რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­დნენ რუ­სე­ბი ამ საქ­მეს. ვფიქ­რობ­დი, რომ ეს ამო­ცა­ნას გა­ა­ად­ვი­ლებ­და, რად­გან არ ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი რომ რუსი გე­ნერ­ლე­ბი მედ­ვე­დევს და­ე­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ, ხოლო პუ­ტინს - კი. მცი­რე­დი ეჭ­ვიც კი არ არ­სე­ბობ­და.

ამა­სო­ბა­ში მო­ვი­და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, ლოყა ოდ­ნავ შე­სი­ე­ბუ­ლი ჰქონ­და. შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე მო­მე­სა­ლა­მა და მი­თხრა - "კბი­ლის ექი­მის­გან მოვ­დი­ვარ, კბი­ლი მტკი­ვა და ძა­ლი­ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ". გა­ვი­ფიქ­რე, რომ უკე­თე­სი და­სა­წყი­სი მქონ­და ნა­ნა­ხი. დავ­სხე­დით პა­ტა­რა მა­გი­დის ირ­გვლივ. ორი რუსი მმარ­თვე­ლი, ჟან-და­ვიდ ლე­ვი­ტი და მე. ამ დროს, მო­პირ­და­პი­რე ოთახ­ში მე­ო­რე სა­დი­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი და მედ­ვე­დე­ვის შერ­პა, სერ­გეი პრი­ხოდ­კო, ბერ­ნარ კუშ­ნე­რი და ჩემი მრჩე­ვე­ლი და­მი­ენ ლო­რა­სი.

სა­დი­ლი რაც შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე ცუ­დად და­ი­წყო. პუ­ტი­ნი სა­უბ­რობ­და. გან­რის­ხე­ბუ­ლი იყო. სი­ტყვა ხელ­ში ჩა­იგ­დო და მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლი ჰქონ­და მთე­ლი თხუთ­მე­ტი წუთი. ეს იყო ძა­ლა­დობ­რი­ვი ბრალ­დე­ბე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის, მისი მე­თო­დე­ბის, მისი პო­ლი­ტი­კის, მისი პერ­სო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. წყო­ბი­დან იყო გა­მო­სუ­ლი და პირ­ჯვარ­საც კი იწერ­და, როცა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გვარს ახ­სე­ნებ­და. ეს მარ­თლაც შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. ბო­ლოს ისიც კი მი­თხრა „არ შე­იძ­ლე­ბა ის დარ­ჩეს იმ და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის გამო, რაც ჩა­ი­დი­ნაო“.

სიმ­შვი­დე ჩემი ძლი­ე­რი მხა­რეც არ არის. სიბ­რა­ზე მაწ­ვე­ბო­და. ამ ტი­რა­დის დროს. დი­მიტ­რი მედ­ვე­დევს ხმა არ ამო­უ­ღია. ძლივს შე­ვა­ჩე­რე ჩემი თა­ნა­მო­სა­უბ­რე და ფაქ­ტი­უ­რად ავ­ფეთ­ქდი :

„დღეს 11 აგ­ვის­ტოა, მე კაპ ნეგ­რი­დან იმი­ტომ არ ჩა­მოვ­სულ­ვარ, რომ ავი­ტა­ნო შენი გი­ნე­ბა და მუ­ქა­რა გა­ე­როს წევ­რი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის მი­სა­მარ­თით. ჩა­მო­ვე­დი სა­უ­კე­თე­სო გან­ზრახ­ვით, რომ და­გეხ­მა­როთ გა­მოხ­ვი­დეთ ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, სა­ი­და­ნაც მხო­ლოდ წა­გე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და შენ პირ­ველ რიგ­ში. შენ არაფ­რის გა­გე­ბა არ გინ­და. საკ­მა­რი­სი ვით­მი­ნე, მე მივ­დი­ვარ“.

და გა­ცხა­რე­ბუ­ლი წა­მოვ­დე­ქი, ჩა­ვიც­ვი პი­ჯა­კი, რო­მე­ლიც მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მამ­დე გა­ვი­ხა­დე, და გა­დამ­წყვე­ტი ნა­ბი­ჯე­ბით გა­ვე­მარ­თე კა­რის­კენ. შე­წუ­ხე­ბულ­მა პუ­ტინ­მა მო­მა­ძა­ხა - „კი მაგ­რამ, სად მი­დი­ხარ?“

"აღა­რა­ფე­რი მე­საქ­მე­ბა აქ. ერთ სი­ტყვას არ მათ­ქმე­ვი­ნებ, შენ არაფ­რის გა­გო­ნე­ბა არ გინ­და. გა­ვალ და ვაც­ნო­ბებ პრე­სას, რომ დავ­მარ­ცხდი".

პუ­ტი­ნი წა­მოდ­გა, და ამ­ჯე­რად უფრო მე­გობ­რუ­ლად მთხო­ვა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც მი­ვა­ნიშ­ნე, რომ ჩემს თვალ­ში, არც და­წყე­ბუ­ლა! დავ­ბრუნ­დი მა­გი­დას­თან. უნდა ით­ქვას, დავ­მშვიდ­დი, რომ ეს შევ­ძე­ლი. პუ­ტინ­მა გა­აგ­რძე­ლა:

„ერთი შე­კი­თხვა მაქვს შენ­თან. როცა შენი მე­გო­ბა­რი ბუში სა­დამ ჰუ­სე­ინს ჩა­მო­ახ­რჩობს, შენ არ აპ­რო­ტეს­ტებ. როცა მე გე­უბ­ნე­ბი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა გა­ვაგ­დოთ, წას­ვლა გინ­და. რა­ტომ გაქვს ასე­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა?“

ვუ­პა­სუ­ხე: „განა შენი ცხოვ­რე­ბის ოც­ნე­ბა ეს არის, რომ ბუ­ში­ვით და­ამ­თავ­რო, რო­მე­ლიც პლა­ნე­ტის ორ მე­სა­მედს სძულს? არ მე­გო­ნა რომ ეს იყო შენი მო­დე­ლი!“

პუ­ტინ­მა გა­და­ი­ხარ­ხა­რა და კმა­ყო­ფილ­მა მი­პა­სუ­ხა: „აქ ნამ­დვი­ლად ერ­თით ნოლს მი­გებ“.

ბო­ლოს შევ­ძე­ლით და და­ვი­წყეთ მშვი­დად გან­ხილ­ვა. კბი­ლის ტკი­ვილ­მა გა­უ­ა­რა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ჩან­და, აღარ აწუ­ხებ­და. კვლავ აღ­მო­ვა­ჩი­ნე მშვი­დი და გო­ნივ­რუ­ლი მო­სა­უბ­რე, რო­მე­ლიც აქამ­დე მომ­წონ­და. ჩემი მხრივ, ხან­გრძლი­ვად ვუხ­სნი­დი რო­გორ შეძ­ლო მან მშვი­დო­ბი­ა­ნად და ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე ფეხ­ზე და­ე­ყე­ნე­ბი­ნა თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა, რაც სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, და რა ზი­ანს მო­უ­ტან­და რუ­სეთ­საც და პი­რა­დად მა­საც, მთე­ლი ამ ის­ტო­რი­ის შე­დე­გი. არც კი მეს­მო­და სად იყო აქ პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სამ­ხედ­რო, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვა. სა­ი­თაც არ უნდა გა­მე­ხე­და, მხო­ლოდ კა­ტას­ტრო­ფის აკუ­მუ­ლა­ცი­ას ვხე­დავ­დი. რა პრეს­ტი­ჟი უნდა ყო­ფი­ლი­ყო რუ­სე­თის­თვის ოთხმი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქვეყ­ნის და­მარ­ცხე­ბა? უნდა გვე­ცა­და თა­ვა­წე­უ­ლი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით ამ სი­გი­ჟი­დან, რის გა­რე­შეც ის და­ას­რუ­ლებ­და რო­გორც სა­ძულ­ვე­ლი დიქ­ტა­ტო­რი! ოთხი სა­ა­თი ვი­სა­უბ­რეთ ისე, რომ ტონი არ აგ­ვი­წე­ვია, მაგ­რამ მა­ინც ვერ მი­ვაღ­წიე კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის წარ­მო­სად­გენ შე­თან­ხმე­ბას.

სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვი­ღა­ლე. ჩემს ორ თა­ნა­მო­სა­უბ­რეს ვთხო­ვე სე­ან­სის შე­ჩე­რე­ბა, რათა სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცე­მო­და წარ­მოგ­ვედ­გი­ნა სამ­შვი­დო­ბო გეგ­მა. გან­ვმარ­ტოვ­დი ჩემს გუნდთან ერ­თად და თა­ვად დავ­წე­რე ექ­ვსპუნ­ქტი­ა­ნი სა­მოქ­მე­დო სამ­შვი­დო­ბო გეგ­მა, რო­მე­ლიც გან­სა­ხილ­ვე­ლად რუ­სებს გა­და­ვე­ცი.

მთა­ვა­რი იყო რუ­სე­ბის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­მოყ­ვა­ნა, ისე რომ მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­დათ სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ში დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. ამ­გვა­რად, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 90% თა­ვი­სუფ­ლდებლდე­ბო­და. ეს იდე­ა­ლუ­რი არ იყო, მაგ­რამ უდა­ოდ უკე­თე­სი იყო, ვიდ­რე სრუ­ლი ოკუ­პა­ცია.

პუ­ტი­ნი და­თან­ხმდა, როცა ვუ­თხა­რი რომ ჩემი იდეა იყო მო­მა­ვალ­ში გა­მარ­თუ­ლი­ყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჟე­ნე­ვა­ში ქარ­თვე­ლებ­სა და რუ­სებს შო­რის, რათა შე­თან­ხმე­ბუ­ლიყ­ვნენ ორი პა­ტა­რა რე­გი­ო­ნის სა­ბო­ლოო სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ. ვი­ცო­დი, რომ ეს დიდ დრო­ის მო­ი­თხოვ­და და ჩვენც დროს გვაძ­ლევ­და კრი­ზი­სის პი­კის და­საძ­ლე­ვად. რუ­სე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ რომ ექ­ნე­ბო­დათ შე­თან­ხმე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ ამ ორ ტე­ირ­ტო­რი­ა­ზე, მაგ­რამ უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი.

ამის შემ­დეგ შევ­ძე­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მე­მარ­თა მედ­ვე­დევ­თან ერ­თად, სა­დაც წარ­მო­ვად­გი­ნე საფ­რან­გე­თის მიერ შე­თა­ავ­ზე­ბუ­ლი და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გეგ­მა. ეს უდაო წინსვლა იყო. უა­რე­სი თა­ვი­დან იყო აცი­ლე­ბუ­ლი.

ახლა რჩე­ბო­და ქარ­თვე­ლე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა. კვლავ ჩავ­სხე­დით თვითმფრი­ნავ­ში, ამ­ჯე­რად თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც ჩავფრინ­დით და­ახ­ლო­ე­ბით 22 სა­ათ­ზე.

ბნე­ლი ღამე იყო. ქვე­ყა­ნა ომში იყო, ჩვე­ნი ჩაფ­რე­ნის ად­გი­ლი­დან 25 კი­ლო­მეტრში სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რე­ბის ტან­კე­ბი იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. ატ­მოს­ფე­რო მწუ­ხა­რე იყო აე­რო­პორ­ტსა და პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლეს შო­რის, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი გვე­ლო­დე­ბო­და. პირ­ვე­ლად გა­დავკვე­თე ფრონ­ტის ხაზ­თან ასე ახ­ლოს მდე­ბა­რე ქა­ლა­ქი. სი­ცო­ცხლის ნა­ტა­მა­ლი არ ჩან­და. სი­ნათ­ლე­ე­ბი ჩამ­ქვრა­ლი იყო. ხალ­ხი თავს იმ­შვი­დებ­და, რო­გორც შე­ეძ­ლოთ. ირ­გვლივ ყველ­გან მზაკ­ვრუ­ლი შიში სუ­ფევ­და. გა­მო­ნაკ­ლისს დე­და­ქა­ლა­ქის ერთი ად­გი­ლი წარ­მო­ად­გენ­და. პარ­ლა­მენ­ტი, სა­დაც ასე­ვე იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე. ვგრძნობ­დი დიდ მღელ­ვა­რე­ბას, თით­ქმის ის­ტე­რი­ას.

დე­და­ქა­ლა­ქის ამაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას გან­თავ­სე­ბუ­ლი მკვეთ­რად გა­ნა­თე­ბუ­ლი შე­ნო­ბა სა­ო­ცარ კონ­ტრაქტს ქმნი­და და­ნარ­ჩენ სრუ­ლი­ად ჩაბ­ნე­ლე­ბულ ქა­ლაქს შო­რის. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­უ­წო­და თა­ვის ყვე­ლა­ზე მტკი­ცე მხარ­დამ­ჭე­რებს, შეკ­რე­ბი­ლიყ­ვნენ ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­ბო­ლოო ად­გი­ლის გარ­შე­მო, რათა და­ეც­ვათ იგი და მი­ე­ღოთ სა­ბო­ლოო მი­თი­თე­ბე­ბი. სა­დაც არ გა­ვი­ხე­დავ­დი, აღელ­ვე­ბას, ნერ­ვი­უ­ლო­ბას და მო­უს­ვენ­რო­ბას ვა­წყდე­ბო­დი.

პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში შე­სულს მო­მე­სალმნენ, გულ­წრე­ფა­ლად და უხ­ვად გა­მო­ხა­ტეს მად­ლი­ე­რე­ბა. აქ ასე­ვე იყ­ვნენ ლიტ­ვის, პო­ლო­ნე­თის და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც მხარ­და­ჭე­რა ფი­ზი­კუ­რი დას­წრე­ბით გა­მო­ხა­ტეს. მა­შინ­ვე, პრე­ზი­დენ­ტის ოთა­ხის კუ­თხე­ში ორი კაცი შევ­ნიშ­ნე, ჩან­და რომ არ იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბი და მო­შო­რე­ბით იდ­გნენ. ვი­კი­თხე, რას აკე­თებ­დნენ აქ. მი­პა­სუ­ხეს, რომ ისი­ნი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ამე­რი­კე­ლი მრჩევ­ლე­ბი იყ­ვნენ. მო­ვი­თხო­ვე, რომ მა­შინ­ვე და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ოთა­ხი. მე მინ­დო­და მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მე­სა­უბ­რა, გა­რე­შე მოწ­მის გა­რე­შე, თუ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

სა­ნამ ექ­ვსპუნ­ქტი­ან გეგ­მა­ზე სა­უ­ბარს და­ვი­წყებ­დით, სა­ა­კაშ­ვილ­მა დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით მი­თხრა:„ასორ­მოც­და­ა­თი ათა­სი კა­ცია შეკ­რე­ბი­ლი სა­სახ­ლის გარ­შე­მო. ისი­ნი შენს სა­ხელს სკან­დი­რე­ბენ. ტრი­ბუ­ნა და მიკრო­ფო­ნე­ბი და­ყე­ნე­ბუ­ლია. უნდა და­ე­ლა­პა­რა­კო მათ“. მისი სა­მუ­შაო ოთა­ხის ორ­მა­გი ფან­ჯა­რა გახ­სნა და მა­შინ­ვე შე­ვამ­ჩნი­ეთ უზარ­მა­ზა­რი ხმა­უ­რი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მაც­დუ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, მკაც­რად უარი ვთქვი ამ მოწ­ვე­ვა­ზე, რად­გან სი­ტყვა მი­ვე­ცი პუ­ტინს, ისე რო­გორც მედ­ვე­დევს, რომ თუ რუ­სე­თის არ­მია უკან და­ი­ხევ­და, ერთ ფრა­ზა­საც არ ვი­ტყო­დი მათ წი­ნა­აღ­მდეგ. მაგ­რამ ან­თე­ბულ და გაბ­რა­ზე­ბულ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მა­სას ჩემ­გან მხო­ლოდ რუ­სე­თის და­უ­ფა­რა­ვი დაგ­მო­ბის მოს­მე­ნა სურ­და. რა თქმა უნდა, მეს­მო­და მათი, მაგ­რამ თუკი ჩემი მომ­ლა­პა­რა­კებ­ლის და შემ­თან­ხმებ­ლის რო­ლი­დან გა­მო­ვი­დო­დი, უარს ვამ­ბობ­დი მთლი­ან ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე, რა­საც აშ­კა­რა მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა აქამ­დე მა­ნი­ჭებ­და..

სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში მფოფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ბო­ლო­ოდ სცა­და შე­ტე­ვა­ზე გად­მოს­ვლა: „თუ არ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი მათ, ყვე­ლა­ფერს და­ლე­წა­ვენ“.

„და­ლე­წონ თუ უნ­დათ. მე სი­ტყვა მი­ვე­ცი და ამას არ და­ვარ­ღვევ. ჩემ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რუ­სულ­მა ტან­კებ­მა და­ტო­ვონ თქვე­ნი ტე­რი­ტო­რია რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად.“

ვი­ცო­დი რომ ჩემი უმ­ცი­რე­სი გა­მოს­ვლა, სა­ჯა­რო იქ­ნე­ბო­და ეს თუ კერ­ძო, მი­ლი­მეტ­რუ­ლი სი­ზუს­ტით იქ­ნე­ბო­და მოს­კო­ვის მიერ მი­ყუ­რა­დე­ბუ­ლი. ერთი წა­მით არ მე­პა­რე­ბო­და ეჭვი, რომ ჩემი დი­ლან­დე­ლი სა­დი­ლის მო­სა­უბ­რე­ებს ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბო­დათ რომ ზუს­ტად გა­ე­გოთ რა ხდე­ბო­და თბი­ლის­ში.

მხო­ლოდ შუ­ა­ღა­მის 12 სა­ათ­ზე გა­და­ვე­დით სა­უბ­რის არსზე. გან­ვუ­მარ­ტე, რომ ან ქარ­თვე­ლე­ბი და­თან­ხმდე­ბოდ­ნენ ჩემს გეგ­მას, ან ბრძო­ლე­ბი გა­ნახ­ლდე­ბო­და, თბი­ლი­სი და­ე­ცე­მო­და და დას­რულ­დე­ბო­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. სა­ა­კაშ­ვილ­მა უარი თქვა და ბო­ლომ­დე გა­ჭირ­ვე­ულ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შექ­მნის სა­კი­თხზე, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბო­და სამ­ხრეთ ოსე­თის და აფხა­ზე­თის მო­მა­ვა­ლი სტა­ტუ­სი. ეს მისი მხრივ შეც­დო­მა იყო, რად­გან ეს იყო ირი­ბი გა­რან­ტია იმის­თვის, რომ ამ ორი ტე­რი­ტო­რი­ის რუ­სე­თის მიერ დე ფაქ­ტო ოკუ­პა­ცია არ ყო­ფი­ლი­ყო იუ­რი­დი­უ­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი.

ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან იყო და­სა­წყე­ბი. დი­ლის პირ­ველ სა­ათ­ზე გა­დავ­წყვი­ტე და­მე­რე­კა მედ­ვე­დე­ვის­თვის, რათა და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა რომ უარი გვეთ­ქვა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე ამ ორი რე­გი­ო­ნის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა რუ­სე­თის არ­მი­ას შე­ეძ­ლო იქ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მან მად­ლო­ბით და­ი­წყო იმის­თვის, რა­საც და რო­გორც ვა­კე­თებ­დი. ჩან­და, რომ ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში იყო. ქარ­თუ­ლი სის­ტე­მა უსა­ზღვროდ უფრო გამ­ტა­რი იყო, ვიდ­რე ჩემს მას­პინ­ძლებს წარ­მო­ედ­გი­ნათ.

ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ის დიდი სა­უბ­რის გა­რე­შე და­თან­ხმდა ჩემს თხოვ­ნას და ამას­თან და­მი­ზუს­ტა, რომ ბრძა­ნე­ბა გა­დას­ცა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მო­ემ­ზა­დონ უკან და­სა­ხე­ვად. ეს იყო სა­უ­კე­თე­სო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი. ამ­გვა­რად დი­ლის ცე­ცხლის დრო­ე­ბი­თი შე­წყვე­ტა მუდ­მი­ვი ხდე­ბო­და.

დი­ლის სამ სა­ათ­ზე მქონ­და პრეს­კონ­ფე­რენ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ბაღ­ში. ატ­მოს­ფე­რო იყო უც­ნა­უ­რი, არა­რე­ა­ლუ­რი, ერ­თდრო­უ­ლად ეი­ფო­რუ­ლი და სტრე­სუ­ლი.

გა­ვემ­გზავ­რე უკან კაპ ნეგ­რის­კენ. კა­ბი­ნა­ში შეს­ვლი­სას, ტი­ე­რიმ, მეტრ დო­ტელ­მა რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, მი­თხრა:„ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ მივ­დი­ვართ ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო. ნამ­დვი­ლად არ მინ­დო­და უკან და­საბ­რუ­ნე­ბელ კო­ლო­ნას ჩა­მოვ­რჩე­ნო­დი“.

„შე­გე­შინ­დათ?"

“მერე რო­გორ",მი­თხრა მან.

გუ­ლი­ა­ნად გა­ვი­ცი­ნეთ, რად­გან მტყუ­ა­ნი არ იყო, თუ და­ფიქ­რდე­ბო­დი... ამას­თა­ნა­ვე, საქ­მე ჯერ მთლი­ა­ნად არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი. მე ჯერ ჩემი ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბი უნდა და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ სა­უ­კე­თე­სო შე­თან­ხმე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ, შე­საძ­ლებ­ლის ფარ­გლებ­ში. თუმ­ცა ეს არ იყო აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ნა­წი­ლის აზრი, რო­მელ­თაც აუ­ცი­ლებ­ლად უნ­დო­დათ რუ­სებ­თან ბრძო­ლა და არ ეში­ნო­დათ ცივი ომის დაბ­რუ­ნე­ბის, რაც მე არაფ­რის ფა­სად არ მინ­დო­და. პირ­ველ სექ­ტემ­ბერს მო­ვიწ­ვიე ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო სხდო­მა ბრი­უ­სელ­ში და ან­გე­ლა მერ­კე­ლის დახ­მა­რე­ბით დიდი ბრძო­ლით გა­ვი­ტა­ნეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და შევ­ძე­ლით ევ­რო­პე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის გან­ლა­გე­ბა ქარ­თვე­ლებს და რუ­სებს შო­რის ფრონ­ტის ბოლო ხაზ­ზე. ამის შემ­დეგ, და მე ვი­ტყო­დი, რაც მთა­ვა­რია, უნდა მი­მეღ­წია რუ­სე­თის ჯა­რე­ბის სრუ­ლი გაყ­ვა­ნის­თვის.

იძუ­ლე­ბე­უ­ლი გავ­ხდი 8 სექ­ტემ­ბერს კვლავ ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი მოს­კოვ­ში, რათა მედ­ვე­დე­ვის­გან მო­მე­თხო­ვა ზუს­ტი და შე­თან­ხმე­ბუ­ლი კა­ლენ­და­რი. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ, ძა­ლი­ან აგ­რე­სი­ულ ლავ­როვ­თან ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ვის შემ­დეგ გა­და­წყდა, რომ ევ­რო­პე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის ჩას­ვლი­დან თხუთ­მე­ტი დღის შემ­დეგ რუ­სე­ბი გა­ვი­დოდ­ნენ.

2008 წლის და­სას­რულს, სა­ქარ­თვე­ლომ გა­და­არ­ჩი­ნა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი აღარ­სად იყ­ვნენ, გარ­და აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თი­სა, მაგ­რამ შე­გახ­სე­ნებთ, რომ ისი­ნი იქ უკვე კონ­ფლიქ­ტამ­დეც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ევ­რო­პამ შეძ­ლო ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და პირ­ვე­ლი­დან ბოლო დღემ­დე კრი­ზი­სის მარ­თვის არ­ქი­ტექ­ტო­რო­ბა. მე ყო­ველ­თვის ვამ­ტკი­ცებ­დი, რომ ეს პრობ­ლე­მა უნდა გა­დაჭ­რი­ლი­ყო ევ­რო­პე­ლე­ბის და არა ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ. ეს ჩვე­ნი გავ­ლე­ნის რე­გი­ო­ნია და არა მათი.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მხო­ლოდ გა­არ­თუ­ლებ­და საქ­მეს და ქარ­თულ კონ­ფლიქტს რუ­სულ-ამე­რი­კულ შე­ტა­კე­ბად გა­და­აქ­ცევ­დნენ. ისი­ნი გვენ­დნენ და დაგ­ვი­ჭი­რეს მხა­რი და მე ჯორჯ ბუ­შის მად­ლი­ე­რი ვი­ყა­ვი ამის­თვის.

და ბო­ლოს, და პა­რა­დოქ­სუ­ლად, ჩემი ნდო­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა რუს მმარ­თვე­ლებ­თან თვალ­ში­სა­ცე­მად კონ­ფორ­ტუ­ლი, მე­ტიც - გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და. პუ­ტინ­მა სი­ტყვა შე­ას­რუ­ლა და მედ­ვე­დე­ვის რო­ლიც ბევ­რად მეტი იყო, ვიდ­რე უბ­რა­ლო ფი­გუ­რან­ტი­სა. ჩვენ შეგ­ვეძ­ლო და ვალ­დე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვით ამი­ე­რი­დან ნდო­ბა გვქო­ნო­და მათი. ჩემი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­ზე უფრო ნი­უ­ან­სუ­რი იყო. ეს იყო ხა­რის­ხი­ა­ნი კაცი, რო­მელ­საც ჰქონ­და ნამ­დვი­ლი ხედ­ვა.

ამას­თან, ის იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი პო­ლიგ­ლო­ტი, რო­მე­ლიც რო­დეს­მე მი­ნა­ხავს. მაგ­რამ ის ორ­მა­გად მო­ტყუვ­და. პირ­ვე­ლი, როცა წარ­მო­იდ­გი­ნა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ომში ჩა­ებ­მე­ბო­და მის და­სა­ცა­ვად. რამ­დე­ნი­მე ამე­რი­კელ­მა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პირ­მა უთხრა მას ეს. კარ­გად რომ და­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყო, მიხ­ვდე­ბო­და რომ ეს მხო­ლოდ ზე­რე­ლე სი­ტყვე­ბი იყო.

და შემ­დეგ, მას ძა­ლი­ან გა­და­მე­ტე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­და თა­ვის ძა­ლებ­ზე. ორი შეც­დო­მა ერ­თდრო­უ­ლად, ბევ­რი აღ­მოჩ­ნდა, უდა­ოდ ზედ­მე­ტი! ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი ევ­რო­პის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტის რან­გში. მე ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი ამ ახა­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მა­ტე­ბით. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობ­და, რომ როცა ევ­რო­პა მო­ინ­დო­მებ­და, ის შეძ­ლებ­და კი­დეც!

წყა­რო: ბუბა კუ­და­ვა

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Daviti
46

არჩევნები მოდის და დაიწყებენ ეხლა.ვიცით მაგრამ ასეა

მმმ
727

და ვინც ისევ სააკაშვილის დაბრუნებას ცდილობს და ამართლებს მის მოქმედებებს 2008 წელს , ისინიც მადავით საქართველოს და ქართველი ხალხის მგრები არიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"პუტინი წყობიდან იყო გამოსული, პირჯვარს იწერდა, როცა საქართველოს პრეზიდენტის გვარს ახსენებდა" - რა აქამდე უცნობ დეტალებს ყვება აგვისტოს ომზე სარკოზი მემუარებში

"პუტინი წყობიდან იყო გამოსული, პირჯვარს იწერდა, როცა საქართველოს პრეზიდენტის გვარს ახსენებდა" - რა აქამდე უცნობ დეტალებს ყვება აგვისტოს ომზე სარკოზი მემუარებში

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

მაშინ აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 13 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა.

სწორედ 2008 წლის მოვლენებზე წერს დეტალურად ნიკოლა სარკოზი მემუარულ წიგნში Le Temps des Tempêtes (ქარიშხლების დრო). ის დეტალურად იხსენებს, როგორ დაიწყო ყველაფერი მაშინ, როდესაც თავად პეკინის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა. ავტორი მემუარულ ჟანრში ვრცლად აღწერს ომს და მოლაპარაკების პროცესში მის პირად მონაწილეობას.

გთავაზობთ ნაწყვეტს სარკოზის წიგნიდან, რომელიც საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბუბა კუდავამ თარგმნა:

  • 8 აგვისტო, 2008. პეკინი. ოლიმპიადის გახნის ცერემონია სტადიონზე

გაფითრებული და მკაცრი სახით მოემართება ჩემსკენ ჩემი დიპლომატიური გუნდის უფროსი და ამავდროულად "შერპა" ჟან-დავიდ ლევიტი. "ახლახან შევიტყვე უკიდურესად შემაშფოთებელი ამბავი. რუსეთის არმია საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პროცესშია. როგორც ჩანს, ქვეყნის დაპყრობა უნდათ. ახლა ვამოწმებ ამ მოვლენების სინამდვილეს".

ვლადიმერ პუტინი ჩემგან ოც მეტრში იყო. მაშინვე გავემართე მისკენ. ვთხოვე, ორმოცდარვა საათი მოეცა, ამბის ჩასაწყნარებლად. მკაცრი უარი მითხრა «Niet, niet, niet».

აქ ნამდვილად არ იყო ამგვარი დისკუსიისთვის შესაფერისი ადგილი. თან, არ მინდოდა საჯარო სკანდალი. ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ცუდად დასრულებულიყო. ბოლოს ტრიბუნაზე ჩემს ადგილს დავუბრუნდი და აღვფრთოვანდი გახსნის ცერემონიის სოცარი სილამაზით. პეკინში იმ დილით ჩამოვედი და ცერემონიის დასრულებისთანავე უკან უნდა გავფრენილიყავი. ლუი მახლდა თან, ჩემი 11 წლის შვილი. დიდი სიჩქარით გადავკვეთეთ ღამის პეკინი. პრეზიდენტის თვითმფრინავში შევედით თუ არა, დაღლილობისგან მოვიცელეთ. რამდენიმე წუთით ჩემს თანმხლებ გუნდს გავესაუბრე. "სამწუხაროდ, ფაქტები დასტურდება" - იყო ჟან-დავიდ ლევიტის პირველი კომენტარი.

ამ შუაღამეს არაფრის გაკეთებას ან მცდელობას აზრი არ ჰქონდა. ჩემი თვითმფრინავი ტულონში უნდა დაშვებულიყო, რომ 15 აგვისტოს უქმეები კაპ ნეგრზე გამეტარებინა, სადაც უკვე კარლა მელოდებოდა. ზუსტად დილის საუზმისთვის მივედი. ჯადოსნური დილა იყო, მზე უკვე კარგად აცხუნებდა. ჩემი ცოლი მელოდებოდა. ზღვა ფარფლებით დაფარულ ტბას გავდა, რომელზეც თვალისმომჭრელი სინათლე ბრწყინავდა. თვითმფრინავში გატარებული გრძელი ღამის შემდეგ დაღლილობა გამიქრა.

ყოველდღიურ ჯოგინგზე გავემართე. დაბრუნებულს მითხრეს, რომ პარიზში ჩასულმა ჟან-დავიდ ლევიტმა ორჯერ სცადა ჩემთან დაკავშირება. გადავურეკე უსაფრთხო კავშირით, რომელიც უკვე დააყენეს აქ. ცუდი ამბები იყო, რუსეთის არმია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო და უარესიც, დედაქალაქ თბილისისკენ მიემართებოდა. მსოფლიო შოკში იყო.

გადავწყვიტე რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევისთვის დამერეკა. ამ პირველმა გადაწყვეტილებამ დიპლომატების ცხარე კამათი გამოიწვია. იყვნენ ისეთები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ იმ დროს ნამდვილი და ერთადერთი პატრონისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის უნდა დამერეკა და ისეთები, რომლებიც პროტოკოლური წესების პატივისცემისკენ, პრეზიდენტის პრეზიდენტთან საუბრისკენ იხრებოდნენ. მე ამ მეორე შეთავაზების სასარგებლოდ მივიღე გადაწყვეტილება, რადგან ვფიქრობდი რომ სხვაგვარი ქმედებით პრეზიდენტ მედვედევს დავამცირებდი, რასაც ნამდვილად არ იმსახურებდა.

და ისიც მესმოდა, რომ კრიზისის სიმწვავის გათვალისწინებით, თუ პუტინს მოუნდებოდა ჩარევა, უკან ნამდვილად არ დაიხევდა. ასე რომ, მხოლოდ მომგებიანი იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე, მედვედევით დაგვეწყო. ყოველგვარი სირთულის გარეშე დავუკავშირდი. სიტუაცია მიუღებელი იყო, მაგრამ უნდა მქონოდა გულწრფელობა მეღიარებინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა მოვლენების დასაძაბად.

სწორედ ამის გამო მოგვიწია ელისეს სასახლეში ამ ქვეყნის ელჩის დაბარება რომ გაგვეფრთხილებინა, რომ ევროპა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, სამხედრო გზით არ ჩაერეოდა რუსეთის პასუხის შემთხვევაში. ბერნარ კუშნერმა დაურეკა მის ქართველ კოლეგას, რომ იგივე გზავნილი გადაეცა.აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს ორი ქართული რეგიონი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, საქართველოსთვის დაახლოებით იგივეს წარმოადგენდა, რასაც ალზასი და ლოტარინგია საფრანგეთისთვის. ამას იმისთვის ვამბობ, რომ ხაზი გავუსვა, თუ რამდენად მგრძნობიარე თემასთან გვქონდა საქმე.

სააკაშვილს თანამოქალაქეების ეროვნულ გრძნობებზე მოქმედება სურდა, სამაგიეროდ კი მხოლოდ რუსული დათვის გაღვიძება მოახერხა. მისი ბუნაგში დაბრუნება სასიამოვნო საქმე არ იქნებოდა.სანამ მედვედევს დავურეკავდი სამპუნქტიანი გეგმა შევიმუშავე, რომლის მიზანი იყო ერთგვარ სტატუს კვო ანტეზე დაბრუნება. მან ჩვეული გულახდილობით ჩაინიშნა ჩემი წინადადებები, მაგრამ არაფერს დამპირებია. ამავე დროს, რუსული ძალები აგრძელებენ წინსვლას ქართული ტერიტორიაზე. 11 აგვისტოს, მხოლოდ 25 კილომეტრში იყვნენ თბილისიდან.

მე უარესი სცენარისთვის ვიყავი მზად, რაც ნიშნავდა რომ რუსები დაიპყრობდნენ დედაქალაქს, ჩამოაგდებდნენ სააკაშვილს და იქ დასვამდნენ პრორუსულ ხელისუფლებას.ჯორჯ ბუშმა დამირეკა და მითხრა რომ ფრანგულ გეგმას მხარს უჭერდა, მაგრამ იქვე მოითხოვდა, რომ რუსები ‘’დასჯილიყვნენ", (საბედნიეროდ) სამხედრო შეტევის გარეშე. ორ ცეცხლშუა ვიყავი. რუსებს მე ქართველების მხარეს ვეგონე, ამერიკელებს და ევროპის ნაწილს კი ზედმეტად შემრიგებლად მივაჩნდი. თუ საქმეს ოპტიმისტურად შევხედავდით, ეს იმასაც შეიძლებოდა ნიშნავდა, რომ მე "გაწონასწორებული" პოზიცია მეჭირა. კიდევ ორჯერ ვესაუბრე დიმიტრი მედვედევს.

ბუნდოვნად ვგრძნობდი, რომ შორს არ იყო დაეჯერებინა, ის რასაც დაუღალავად ვუხსნიდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან შორს მიდიოდა და შედეგად რუსეთის რეპუტაცია მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დგებოდა. ის მე ამას არ მეტყოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ უფრო და უფრო ნაკლებად იყო გაჯიუტებული ოფიციალურ პოზიციაზე. ვიცოდი, რომ ის არ იყო საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ პუტინის ნდობით სარგებლობდა. გადავწყვიტე ამ ყოყმანის პერიოდით მესარგებლა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მიმაჩნდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა მეცადა ბოლომდე. ჩემს თანამოსაუბრეს შევთავაზე მოსკოვში ჩავსულიყავი რეალური მოლაპარაკებისთვის.

ერთადერთი, მაგრამ უდიდესი პირობა წამოვაყენე, შეეჩერებინა რუსი ჯარების წინსვლა. უფრო ზუსტად ეს ვუთხარი: "ჩამოვალ მოსკოვში, მაგრამ როცა ჩემი თვითმფრინავის ბორბლები დასაფრენ ბილიკს შეეხება, ველოდები თქვენს ტელეგრამას, რუსეთის ჯარების შეჩერების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გადმოვალ თვითმფრინავიდან და მაშინვე უკან გავემგზავრები".

მე მჭირდებოდა ეს გარანტია, რადგან ჩემი გუნდის დიდი ნაწილი დარდობდა რომ ჩემი მოსკოვში ვიზიტი ხაფანგი იყო, რომელიც რუსებს დროის მოგების საშუალებას მისცემდა, რომ დაესრულებინათ თავიანთი სამუშაო. მიუხედავად ყველაფრისა, ვარჩიე გამერისკა და ნდობა გამომეცხადებინა მედვედევისთვის. ასე რომ, პეკინიდან დაბრუნებულები სამ დღეში მოსკოვში წავედით. გადამცემების სპეციალისტმა, რომლებიც თან მახლდა საპრეზიდენტო თვითმფრინავში, დაფრენამდე ათი წუთით ადრე გადმომდა კომუნიკე, რომლითაც რუსეთის ტანკებს უბრძანეს შეეჩერებინათ წინსვლა.

ცოტა ამოვისუნთქე. როგორც იქნა, კარგი ამბავი. ამასთან, მათი შეჩერება კარგი იყო, მაგრამ არა საკმარისი. ახლა უკან უნდა დახეულიყვნენ! მყვირალა სირენების ხმაურით გადავჭერით მოსკოვი და მივედით კრემლში. მისვლისას გამაოგნა კამერების, მიკროფონების და ჟურნალისტების შთამბეჭდავმა რაოდენობამ, დაძაბულობა ხელშესახები იყო. ვგრძნობდით სიტუაციის სიმძაფრეს. არავინ იღიმოდა და სიტყვასაც არავინ ძრავდა ჩემს მცირე დელეგაციაში. ძალიან დაძაბული ვიყავით. შინაგანად ჩემს თავს ვეკითხებოდი, თუ გავაკეთე კარგი არჩევანი. ამასთანავე, ახლა კითხვების დასმა გვიან იყო.

ბოლომდე უნდა გვებრძოლა და ვიცოდი, რომ არავინ იყო მზად სახის დასაკარგად. პრეზიდენტი მედვედევი და გაუცვეთავი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გველოდნენ. მისვლისთანავე ცალკე გამიყვანა მედვედევმა: "წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ ვლადიმერ პუტინი შემოგვიერთდეს სადილად?“ვუპასუხე: „რას ბრძანებ, პირიქით, ბედნიერი ვიქნები მისი ნახვით“. მისი გაუთვალისწინებელი დასწრება ცხადყოფდა რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ რუსები ამ საქმეს. ვფიქრობდი, რომ ეს ამოცანას გააადვილებდა, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული რომ რუსი გენერლები მედვედევს დაემორჩილებოდნენ, ხოლო პუტინს - კი. მცირედი ეჭვიც კი არ არსებობდა.

ამასობაში მოვიდა ვლადიმერ პუტინი, ლოყა ოდნავ შესიებული ჰქონდა. შემოსვლისთანავე მომესალამა და მითხრა - "კბილის ექიმისგან მოვდივარ, კბილი მტკივა და ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ". გავიფიქრე, რომ უკეთესი დასაწყისი მქონდა ნანახი. დავსხედით პატარა მაგიდის ირგვლივ. ორი რუსი მმართველი, ჟან-დავიდ ლევიტი და მე. ამ დროს, მოპირდაპირე ოთახში მეორე სადილი მიმდინარეობდა - მინისტრი სერგეი ლავროვი და მედვედევის შერპა, სერგეი პრიხოდკო, ბერნარ კუშნერი და ჩემი მრჩეველი დამიენ ლორასი.

სადილი რაც შეიძლება ყველაზე ცუდად დაიწყო. პუტინი საუბრობდა. განრისხებული იყო. სიტყვა ხელში ჩაიგდო და მონოპოლიზებული ჰქონდა მთელი თხუთმეტი წუთი. ეს იყო ძალადობრივი ბრალდებები სააკაშვილის, მისი მეთოდების, მისი პოლიტიკის, მისი პერსონის წინააღმდეგ. წყობიდან იყო გამოსული და პირჯვარსაც კი იწერდა, როცა საქართველოს პრეზიდენტის გვარს ახსენებდა. ეს მართლაც შთამბეჭდავი იყო. ბოლოს ისიც კი მითხრა „არ შეიძლება ის დარჩეს იმ დანაშაულებების გამო, რაც ჩაიდინაო“.

სიმშვიდე ჩემი ძლიერი მხარეც არ არის. სიბრაზე მაწვებოდა. ამ ტირადის დროს. დიმიტრი მედვედევს ხმა არ ამოუღია. ძლივს შევაჩერე ჩემი თანამოსაუბრე და ფაქტიურად ავფეთქდი :

„დღეს 11 აგვისტოა, მე კაპ ნეგრიდან იმიტომ არ ჩამოვსულვარ, რომ ავიტანო შენი გინება და მუქარა გაეროს წევრი ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით. ჩამოვედი საუკეთესო განზრახვით, რომ დაგეხმაროთ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან, საიდანაც მხოლოდ წაგებულები იქნებიან და შენ პირველ რიგში. შენ არაფრის გაგება არ გინდა. საკმარისი ვითმინე, მე მივდივარ“.

და გაცხარებული წამოვდექი, ჩავიცვი პიჯაკი, რომელიც მაგიდასთან დაჯდომამდე გავიხადე, და გადამწყვეტი ნაბიჯებით გავემართე კარისკენ. შეწუხებულმა პუტინმა მომაძახა - „კი მაგრამ, სად მიდიხარ?“

"აღარაფერი მესაქმება აქ. ერთ სიტყვას არ მათქმევინებ, შენ არაფრის გაგონება არ გინდა. გავალ და ვაცნობებ პრესას, რომ დავმარცხდი".

პუტინი წამოდგა, და ამჯერად უფრო მეგობრულად მთხოვა დავრჩენილიყავი და გაგვეგრძელებინა საუბარი, რომელიც მივანიშნე, რომ ჩემს თვალში, არც დაწყებულა! დავბრუნდი მაგიდასთან. უნდა ითქვას, დავმშვიდდი, რომ ეს შევძელი. პუტინმა გააგრძელა:

„ერთი შეკითხვა მაქვს შენთან. როცა შენი მეგობარი ბუში სადამ ჰუსეინს ჩამოახრჩობს, შენ არ აპროტესტებ. როცა მე გეუბნები, რომ სააკაშვილი უნდა გავაგდოთ, წასვლა გინდა. რატომ გაქვს ასეთი განსხვავებული მიდგომა?“

ვუპასუხე: „განა შენი ცხოვრების ოცნება ეს არის, რომ ბუშივით დაამთავრო, რომელიც პლანეტის ორ მესამედს სძულს? არ მეგონა რომ ეს იყო შენი მოდელი!“

პუტინმა გადაიხარხარა და კმაყოფილმა მიპასუხა: „აქ ნამდვილად ერთით ნოლს მიგებ“.

ბოლოს შევძელით და დავიწყეთ მშვიდად განხილვა. კბილის ტკივილმა გაუარა, ყოველ შემთხვევაში ჩანდა, აღარ აწუხებდა. კვლავ აღმოვაჩინე მშვიდი და გონივრული მოსაუბრე, რომელიც აქამდე მომწონდა. ჩემი მხრივ, ხანგრძლივად ვუხსნიდი როგორ შეძლო მან მშვიდობიანად და ძალადობის გარეშე ფეხზე დაეყენებინა თავისი ქვეყანა, რაც სრულიად მოულოდნელი იყო, და რა ზიანს მოუტანდა რუსეთსაც და პირადად მასაც, მთელი ამ ისტორიის შედეგი. არც კი მესმოდა სად იყო აქ პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, დიპლომატიური გამოწვევა. საითაც არ უნდა გამეხედა, მხოლოდ კატასტროფის აკუმულაციას ვხედავდი. რა პრესტიჟი უნდა ყოფილიყო რუსეთისთვის ოთხმილიონიანი ქვეყნის დამარცხება? უნდა გვეცადა თავაწეული გამოვსულიყავით ამ სიგიჟიდან, რის გარეშეც ის დაასრულებდა როგორც საძულველი დიქტატორი! ოთხი საათი ვისაუბრეთ ისე, რომ ტონი არ აგვიწევია, მაგრამ მაინც ვერ მივაღწიე კრიზისიდან გამოსვლის წარმოსადგენ შეთანხმებას.

სერიოზულად დავიღალე. ჩემს ორ თანამოსაუბრეს ვთხოვე სეანსის შეჩერება, რათა საშუალება მოგვცემოდა წარმოგვედგინა სამშვიდობო გეგმა. განვმარტოვდი ჩემს გუნდთან ერთად და თავად დავწერე ექვსპუნქტიანი სამოქმედო სამშვიდობო გეგმა, რომელიც განსახილველად რუსებს გადავეცი.

მთავარი იყო რუსების სამხედრო ძალების საქართველოდან გამოყვანა, ისე რომ მათ საშუალება ეძლეოდათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დარჩენილიყვნენ. ამგვარად, საქართველოს ტერიტორიის 90% თავისუფლდებლდებოდა. ეს იდეალური არ იყო, მაგრამ უდაოდ უკეთესი იყო, ვიდრე სრული ოკუპაცია.

პუტინი დათანხმდა, როცა ვუთხარი რომ ჩემი იდეა იყო მომავალში გამართულიყო მოლაპარაკებები ჟენევაში ქართველებსა და რუსებს შორის, რათა შეთანხმებულიყვნენ ორი პატარა რეგიონის საბოლოო სტატუსის შესახებ. ვიცოდი, რომ ეს დიდ დროის მოითხოვდა და ჩვენც დროს გვაძლევდა კრიზისის პიკის დასაძლევად. რუსები ხვდებოდნენ რომ ექნებოდათ შეთანხმებული უფლება დარჩენილიყვნენ ამ ორ ტეირტორიაზე, მაგრამ უნდა დაეტოვებინათ ყველა დანარჩენი.

ამის შემდეგ შევძელი პრესკონფერენცია გამემართა მედვედევთან ერთად, სადაც წარმოვადგინე საფრანგეთის მიერ შეთაავზებული და გარანტირებული გეგმა. ეს უდაო წინსვლა იყო. უარესი თავიდან იყო აცილებული.

ახლა რჩებოდა ქართველების დარწმუნება. კვლავ ჩავსხედით თვითმფრინავში, ამჯერად თბილისის მიმართულებით, სადაც ჩავფრინდით დაახლოებით 22 საათზე.

ბნელი ღამე იყო. ქვეყანა ომში იყო, ჩვენი ჩაფრენის ადგილიდან 25 კილომეტრში საოკუპაციო ჯარების ტანკები იყო განლაგებული. ატმოსფერო მწუხარე იყო აეროპორტსა და პრეზიდენტის სასახლეს შორის, სადაც სააკაშვილი გველოდებოდა. პირველად გადავკვეთე ფრონტის ხაზთან ასე ახლოს მდებარე ქალაქი. სიცოცხლის ნატამალი არ ჩანდა. სინათლეები ჩამქვრალი იყო. ხალხი თავს იმშვიდებდა, როგორც შეეძლოთ. ირგვლივ ყველგან მზაკვრული შიში სუფევდა. გამონაკლისს დედაქალაქის ერთი ადგილი წარმოადგენდა. პარლამენტი, სადაც ასევე იყო განთავსებული პრეზიდენტის სასახლე. ვგრძნობდი დიდ მღელვარებას, თითქმის ისტერიას.

დედაქალაქის ამაღლებულ ადგილას განთავსებული მკვეთრად განათებული შენობა საოცარ კონტრაქტს ქმნიდა დანარჩენ სრულიად ჩაბნელებულ ქალაქს შორის. საქართველოს ხელისუფლებამ მოუწოდა თავის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერებს, შეკრებილიყვნენ ძალაუფლების საბოლოო ადგილის გარშემო, რათა დაეცვათ იგი და მიეღოთ საბოლოო მითითებები. სადაც არ გავიხედავდი, აღელვებას, ნერვიულობას და მოუსვენრობას ვაწყდებოდი.

პრეზიდენტ სააკაშვილის კაბინეტში შესულს მომესალმნენ, გულწრეფალად და უხვად გამოხატეს მადლიერება. აქ ასევე იყვნენ ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, რომელთაც მხარდაჭერა ფიზიკური დასწრებით გამოხატეს. მაშინვე, პრეზიდენტის ოთახის კუთხეში ორი კაცი შევნიშნე, ჩანდა რომ არ იყვნენ ქართველები და მოშორებით იდგნენ. ვიკითხე, რას აკეთებდნენ აქ. მიპასუხეს, რომ ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლები იყვნენ. მოვითხოვე, რომ მაშინვე დაეტოვებინათ ოთახი. მე მინდოდა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან მესაუბრა, გარეშე მოწმის გარეშე, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა.

სანამ ექვსპუნქტიან გეგმაზე საუბარს დავიწყებდით, სააკაშვილმა დიდი ენთუზიაზმით მითხრა:„ასორმოცდაათი ათასი კაცია შეკრებილი სასახლის გარშემო. ისინი შენს სახელს სკანდირებენ. ტრიბუნა და მიკროფონები დაყენებულია. უნდა დაელაპარაკო მათ“. მისი სამუშაო ოთახის ორმაგი ფანჯარა გახსნა და მაშინვე შევამჩნიეთ უზარმაზარი ხმაური.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაცდური შემოთავაზება იყო, მკაცრად უარი ვთქვი ამ მოწვევაზე, რადგან სიტყვა მივეცი პუტინს, ისე როგორც მედვედევს, რომ თუ რუსეთის არმია უკან დაიხევდა, ერთ ფრაზასაც არ ვიტყოდი მათ წინააღმდეგ. მაგრამ ანთებულ და გაბრაზებულ ქართველი ხალხის მასას ჩემგან მხოლოდ რუსეთის დაუფარავი დაგმობის მოსმენა სურდა. რა თქმა უნდა, მესმოდა მათი, მაგრამ თუკი ჩემი მომლაპარაკებლის და შემთანხმებლის როლიდან გამოვიდოდი, უარს ვამბობდი მთლიან ეფექტურობაზე, რასაც აშკარა მიუკერძოებლობა აქამდე მანიჭებდა..

სასოწარკვეთილებაში მფოფმა საქართველოს პრეზიდენტმა საბოლოოდ სცადა შეტევაზე გადმოსვლა: „თუ არ დაელაპარაკები მათ, ყველაფერს დალეწავენ“.

„დალეწონ თუ უნდათ. მე სიტყვა მივეცი და ამას არ დავარღვევ. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ რუსულმა ტანკებმა დატოვონ თქვენი ტერიტორია რაც შეიძლება სწრაფად.“

ვიცოდი რომ ჩემი უმცირესი გამოსვლა, საჯარო იქნებოდა ეს თუ კერძო, მილიმეტრული სიზუსტით იქნებოდა მოსკოვის მიერ მიყურადებული. ერთი წამით არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ჩემი დილანდელი სადილის მოსაუბრეებს ყველა ტექნიკური და ადამიანური საშუალება ექნებოდათ რომ ზუსტად გაეგოთ რა ხდებოდა თბილისში.

მხოლოდ შუაღამის 12 საათზე გადავედით საუბრის არსზე. განვუმარტე, რომ ან ქართველები დათანხმდებოდნენ ჩემს გეგმას, ან ბრძოლები განახლდებოდა, თბილისი დაეცემოდა და დასრულდებოდა დამოუკიდებელი საქართველო. სააკაშვილმა უარი თქვა და ბოლომდე გაჭირვეულდა საერთაშორისო მოლაპარაკებების შექმნის საკითხზე, სადაც განხილული იქნებოდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მომავალი სტატუსი. ეს მისი მხრივ შეცდომა იყო, რადგან ეს იყო ირიბი გარანტია იმისთვის, რომ ამ ორი ტერიტორიის რუსეთის მიერ დე ფაქტო ოკუპაცია არ ყოფილიყო იურიდიულად აღიარებული.

ყველაფერი თავიდან იყო დასაწყები. დილის პირველ საათზე გადავწყვიტე დამერეკა მედვედევისთვის, რათა დამერწმუნებინა რომ უარი გვეთქვა საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ამ ორი რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა რუსეთის არმიას შეეძლო იქ დარჩენილიყო. მან მადლობით დაიწყო იმისთვის, რასაც და როგორც ვაკეთებდი. ჩანდა, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყო. ქართული სისტემა უსაზღვროდ უფრო გამტარი იყო, ვიდრე ჩემს მასპინძლებს წარმოედგინათ.

ჩემდა გასაოცრად, ის დიდი საუბრის გარეშე დათანხმდა ჩემს თხოვნას და ამასთან დამიზუსტა, რომ ბრძანება გადასცა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოემზადონ უკან დასახევად. ეს იყო საუკეთესო და მოულოდნელი ამბავი. ამგვარად დილის ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მუდმივი ხდებოდა.

დილის სამ საათზე მქონდა პრესკონფერენცია საქართველოს პარლამენტის ბაღში. ატმოსფერო იყო უცნაური, არარეალური, ერთდროულად ეიფორული და სტრესული.

გავემგზავრე უკან კაპ ნეგრისკენ. კაბინაში შესვლისას, ტიერიმ, მეტრ დოტელმა რომელიც ყველაფერს ხელმძღვანელობდა, მითხრა:„ბედნიერები ვართ, რომ მივდივართ ბატონო პრეზიდენტო. ნამდვილად არ მინდოდა უკან დასაბრუნებელ კოლონას ჩამოვრჩენოდი“.

„შეგეშინდათ?"

“მერე როგორ",მითხრა მან.

გულიანად გავიცინეთ, რადგან მტყუანი არ იყო, თუ დაფიქრდებოდი... ამასთანავე, საქმე ჯერ მთლიანად არ იყო დასრულებული. მე ჯერ ჩემი ევროპელი კოლეგები უნდა დამერწმუნებინა, რომ საუკეთესო შეთანხმებას მივაღწიეთ, შესაძლებლის ფარგლებში. თუმცა ეს არ იყო აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების ნაწილის აზრი, რომელთაც აუცილებლად უნდოდათ რუსებთან ბრძოლა და არ ეშინოდათ ცივი ომის დაბრუნების, რაც მე არაფრის ფასად არ მინდოდა. პირველ სექტემბერს მოვიწვიე ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა ბრიუსელში და ანგელა მერკელის დახმარებით დიდი ბრძოლით გავიტანეთ გადაწყვეტილება და შევძელით ევროპელი დამკვირვებლების განლაგება ქართველებს და რუსებს შორის ფრონტის ბოლო ხაზზე. ამის შემდეგ, და მე ვიტყოდი, რაც მთავარია, უნდა მიმეღწია რუსეთის ჯარების სრული გაყვანისთვის.

იძულებეული გავხდი 8 სექტემბერს კვლავ ჩავსულიყავი მოსკოვში, რათა მედვედევისგან მომეთხოვა ზუსტი და შეთანხმებული კალენდარი. საგარეო საქმეთა მინისტრ, ძალიან აგრესიულ ლავროვთან ძალადობრივი დავის შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპელი დამკვირვებლების ჩასვლიდან თხუთმეტი დღის შემდეგ რუსები გავიდოდნენ.

2008 წლის დასასრულს, საქართველომ გადაარჩინა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. რუსი სამხედროები აღარსად იყვნენ, გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ისინი იქ უკვე კონფლიქტამდეც იმყოფებოდნენ. ევროპამ შეძლო ერთიანობის შენარჩუნება და პირველიდან ბოლო დღემდე კრიზისის მართვის არქიტექტორობა. მე ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ეს პრობლემა უნდა გადაჭრილიყო ევროპელების და არა ამერიკელების მიერ. ეს ჩვენი გავლენის რეგიონია და არა მათი.

ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ გაართულებდა საქმეს და ქართულ კონფლიქტს რუსულ-ამერიკულ შეტაკებად გადააქცევდნენ. ისინი გვენდნენ და დაგვიჭირეს მხარი და მე ჯორჯ ბუშის მადლიერი ვიყავი ამისთვის.

და ბოლოს, და პარადოქსულად, ჩემი ნდობის ურთიერთობა რუს მმართველებთან თვალშისაცემად კონფორტული, მეტიც - გაძლიერებული გამოვიდა. პუტინმა სიტყვა შეასრულა და მედვედევის როლიც ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალო ფიგურანტისა. ჩვენ შეგვეძლო და ვალდებულიც ვიყავით ამიერიდან ნდობა გვქონოდა მათი. ჩემი შთაბეჭდილება პრეზიდენტ სააკაშვილზე უფრო ნიუანსური იყო. ეს იყო ხარისხიანი კაცი, რომელსაც ჰქონდა ნამდვილი ხედვა.

ამასთან, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პოლიგლოტი, რომელიც როდესმე მინახავს. მაგრამ ის ორმაგად მოტყუვდა. პირველი, როცა წარმოიდგინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ომში ჩაებმებოდა მის დასაცავად. რამდენიმე ამერიკელმა საპასუხისმგებლო პირმა უთხრა მას ეს. კარგად რომ დაფიქრებულიყო, მიხვდებოდა რომ ეს მხოლოდ ზერელე სიტყვები იყო.

და შემდეგ, მას ძალიან გადამეტებული წარმოდგენა ჰქონდა თავის ძალებზე. ორი შეცდომა ერთდროულად, ბევრი აღმოჩნდა, უდაოდ ზედმეტი! ეს იყო ჩემი პირველი ქარიშხალი ევროპის კავშირის პრეზიდენტის რანგში. მე ბედნიერი ვიყავი ამ ახალი დიპლომატიური წარმატებით. მტკიცებულება არსებობდა, რომ როცა ევროპა მოინდომებდა, ის შეძლებდა კიდეც!

წყარო: ბუბა კუდავა