პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2020 წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის ვაქცინა უნდა იყოს საბოლოო სახით ფორმირებული" - მაია ბუწაშვილი
"2020 წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის ვაქცინა უნდა იყოს საბოლოო სახით ფორმირებული" - მაია ბუწაშვილი

დღეს არ­სე­ბუ­ლი დი­ნა­მი­კით, 2020 წლის ბო­ლოს, ან 2021 წლის და­სა­წყის­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა უნდა იყოს სა­ბო­ლოო სა­ხით ფორ­მი­რე­ბუ­ლი. შემ­დე­გი ჯერი მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­ზე იქ­ნე­ბა, რამ­დე­ნად სწრა­ფად და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ მო­თხოვ­ნას,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა მაია ბუ­წაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის გან­ცხა­დე­ბით, ვიდ­რე ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას დას­რუ­ლე­ბუ­ლად არ გა­მო­ა­ცხა­დებს, დამ­შვი­დე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის.

„სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ­თან სი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლუ­რია. ეპიდსი­ტუ­ა­ცია მოკ­ლედ შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც ძა­ლი­ან კარ­გი. შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო და დღე-ღა­მუ­რი რი­ცხვი ძა­ლი­ან და­ბა­ლია, რო­გორც რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ასე­ვე, სა­ერ­თოდ, მსოფ­ლი­ოს სა­შუ­ა­ლო შემ­თხვე­ვებ­თან შე­და­რე­ბით.

იმე­დია, ასე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა თით­ქოს დამ­შვიდ­და - „კო­რო­ნა და­ვა­მარ­ცხეთ“, ეს არა­რე­ა­ლის­ტუ­რი იყო. სა­ნამ პან­დე­მია გრძელ­დე­ბა და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლი, ჩვენ რის­კის წი­ნა­შე ვრჩე­ბით. თუმ­ცა, სი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლუ­რი რჩე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და მაია ბუ­წაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნა გა­და­ვი­და კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დის ფა­ზა­ზე და შე­დე­გე­ბი იმე­დის­მომ­ცე­მია.

„რო­გორც კი გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ი­ტა­როს. რა თქმა უნდა, გრი­პის ვაქ­ცი­ნა არ შვე­ლის კო­რო­ნა­ვირუსს, მაგ­რამ გრი­პის­გან მა­ინც და­ვიც­ვათ თავი, რომ არ მოხ­დეს ორი პრობ­ლე­მის ერ­თმა­ნეთ­ზე ზედ­დე­ბა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ზე უფრო მე­ტია მო­ლო­დი­ნი, ვიდ­რე მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე. ჯერ­ჯე­რო­ბით ლი­დე­რი ვაქ­ცი­ნე­ბი, რო­მე­ლიც და­წი­ნა­ურ­და და გა­და­ვი­და კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დის შემ­დეგ ფა­ზა­ზე, ძა­ლი­ან იმე­დის­მომ­ცემ მო­ნა­ცე­მებს წერს. ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და და გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი მი­ნა­მა­ლუ­რია, იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი კარ­გია“,- ამ­ბობს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანო
0

ბილ გეიტსი 2021 წლის მეორე ნახევრიდან დაგვპირდა..

ბესო
0

შენ და შენმა შვილებმა გაიკეთეთ პირველებმა ეგ ვაკცინები მერე მუშკეტერებს გაუკეთეთ და მერე მთრლმა პარლამენტმა გაიკეტოს დაგიცდით 2 3 წელს თუ გადარჩით მერე გავიკეთებთ ყველა ...

ავტორი:

"2020 წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის ვაქცინა უნდა იყოს საბოლოო სახით ფორმირებული" - მაია ბუწაშვილი

"2020 წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის ვაქცინა უნდა იყოს საბოლოო სახით ფორმირებული" - მაია ბუწაშვილი

დღეს არსებული დინამიკით, 2020 წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის ვაქცინა უნდა იყოს საბოლოო სახით ფორმირებული. შემდეგი ჯერი მწარმოებელ კომპანიებზე იქნება, რამდენად სწრაფად დააკმაყოფილებენ მოთხოვნას,- ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

ინფექციონისტის განცხადებით, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კორონავირუსის პანდემიას დასრულებულად არ გამოაცხადებს, დამშვიდების საფუძველი არ არის.

„საბედნიეროდ, ჩვენთან სიტუაცია სტაბილურია. ეპიდსიტუაცია მოკლედ შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალიან კარგი. შემთხვევების საერთო და დღე-ღამური რიცხვი ძალიან დაბალია, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ასევე, საერთოდ, მსოფლიოს საშუალო შემთხვევებთან შედარებით.

იმედია, ასე შენარჩუნდება. იყო პერიოდი, როდესაც ჩვენი მოსახლეობა თითქოს დამშვიდდა - „კორონა დავამარცხეთ“, ეს არარეალისტური იყო. სანამ პანდემია გრძელდება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუცხადებია პანდემიის დასასრული, ჩვენ რისკის წინაშე ვრჩებით. თუმცა, სიტუაცია სტაბილური რჩება“,-განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა გადავიდა კლინიკური გამოცდის ფაზაზე და შედეგები იმედისმომცემია.

„როგორც კი გრიპის ვაქცინაცია დაიწყება, მოსახლეობამ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. რა თქმა უნდა, გრიპის ვაქცინა არ შველის კორონავირუსს, მაგრამ გრიპისგან მაინც დავიცვათ თავი, რომ არ მოხდეს ორი პრობლემის ერთმანეთზე ზედდება.

კორონავირუსის ვაქცინაზე უფრო მეტია მოლოდინი, ვიდრე მედიკამენტებზე. ჯერჯერობით ლიდერი ვაქცინები, რომელიც დაწინაურდა და გადავიდა კლინიკური გამოცდის შემდეგ ფაზაზე, ძალიან იმედისმომცემ მონაცემებს წერს. ათასობით ადამიანს ჩაუტარდა და გვერდითი მოვლენები მინამალურია, იმუნური პასუხი კარგია“,- ამბობს ინფექციონისტი.

"წუთი - წუთზე უნდა მივიღოთ სამოქმედო გეგმა"  - კორონავირუსის გავრცელების მომატებული საფრთხის გამო მესტია ჩაიკეტება?!

"ვირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხე სოფელში აღარ არის" - სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა