პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავიდან ქალბატონმა თეონამ "ფეისბუქზე" მომწერა, ვიცნობდი, თუ არა მის შვილს... არც საცოდავი ვარ, არც მოგზავნილი" - ბაჩანა ლობჟანიძე
"თავიდან ქალბატონმა თეონამ "ფეისბუქზე" მომწერა, ვიცნობდი, თუ არა მის შვილს... არც საცოდავი ვარ, არც მოგზავნილი" - ბაჩანა ლობჟანიძე

ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე, რო­მე­ლიც თავს გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის თა­მარ ბა­ჩა­ლი­ა­ში­ლის შეყ­ვა­რე­ბულს უწო­დებს, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახს ბო­დიშს უხ­დის იმ დი­ა­ლო­გის­თვის, რაც მას­სა და ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დას, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილს შო­რის შედ­გა.

ლობ­ჟა­ნი­ძე ასე­ვე აცხა­დებს, რომ ის არა­ვის­გან "მოგ­ზავ­ნი­ლი" არ არის.

"მინ­და მო­ბო­დი­შე­ბით და­წყე­ბა და ცხა­დია, არც მოგ­ზავ­ნი­ლი და არც სა­ცო­და­ვი არ­სე­ბა არ ვარ, რო­გორც თა­ვად, ქალ­ბა­ტონ­მა თე­ო­ნამ მი­თხრა.... მე და ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნას თა­ვი­დან ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია, "ფე­ის­ბუქ­ზე" მომ­წე­რა, ვიც­ნობ­დი, თუ არა მის შვილს და ასე გა­ვაგ­რძე­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. არა­ნა­ი­რი ნე­გა­ტი­უ­რი ფონი არ ყო­ფი­ლა. ეს და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც მე­სენ­ჯერ­ში მომ­წე­რა, რომ სა­ელ­ჩოს­თან აქ­ცი­ას აპი­რებ­და...

ალ­ბათ, უნდა დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, რას ვე­ტყო­დი და რას მივ­წერ­დი, ალ­ბათ, უფრო მე­ტად უნდა მე­ფიქ­რა ჩემ სი­ტყვებ­ზე. ეს სი­ტყვე­ბი ახლა, შე­იძ­ლე­ბა, ერ­თგვა­რი მო­ბო­დი­შე­ბაც იყოს ჩემ­გან. ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნას ვუ­თხა­რი, რომ FBI ეიფლთან კავ­შირ­ში არ იყო... თურ­მე, თა­მა­რი გა­ვი­ტყუე თეთ­რი­წყა­რო­ში და ჩემი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლია. როცა თა­მა­რი გა­უ­ჩი­ნარ­და, დე­ი­დას­თან ვი­ყა­ვი და ის და­ა­დას­ტუ­რებს, რომ იქ ვი­ყა­ვი. ჩემ ტი­რილ­ზე გა­იღ­ვი­ძეს სახ­ლში და ამას ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს. ქალ­ბა­ტო­ნი თე­ო­ნა მო­ი­თხოვს ჩემ ფსი­ქი­კურ დას­კვნას, მე შე­მიძ­ლია, გა­ვე­სინ­ჯო ექიმს", - აცხა­დებს ლობ­ჟა­ნი­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ
18:12 / 05-08-2020

"არანაირი საფრთხე და ელექტროშოკი არ უხსენებია ჩემთან" - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ექსკლუზიური ინტერვიუ

16:13 / 06-08-2020

"მანქანაში აღმოჩენილ ფურცელზე არსებული ჩანაწერი: "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ", შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ" - შსს

17:56 / 06-08-2020

"წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს... თვეების განმავლობაში ხდებოდა მზაკვრული გეგმის შემუშავება" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

19:13 / 06-08-2020

"თამარის მეგობარმა დაკრძალვის შემდეგ მითხრა, რომ თამარმა 3-ჯერ სცადა თვითმკვლელობა" - ბაჩანა ლობჟანიძე

22:52 / 06-08-2020

"თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4 500 ლარამდე იყო" - კომპანია ZAG-ის დირექტორი

00:12 / 07-08-2020

"როცა შევხვდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა..." - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძეზე

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დის მხრი­დან მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა და რა­ტომ არ ფიქ­რო­ბენ, რომ მა­ნაც შე­საძ­ლოა, ამის ფონ­ზე თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე იფიქ­როს.

"სახ­ლში მარ­ტო რომ ვიყო, შე­იძ­ლე­ბა, სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდეს, ასე­თი ზე­წო­ლის ფონ­ზე. როცა სახ­ლში შევ­დი­ვარ, შუქს ვან­თებ და ისე შევ­დი­ვარ. ეს მას შემ­დეგ ხდე­ბა, რაც თა­მა­რი მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს", - გა­ნა­ცხა­და ლობ­ჟა­ნი­ძემ.

ლობ­ჟა­ნი­ძის თქმით, მას თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­ზეც ჰკი­თხა, იყო თუ არა „მოგ­ზავ­ნი­ლი“. ამას­თან, ლობ­ჟა­ნი­ძე გან­მარ­ტავს, რომ მან ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ახლო მე­გობ­რის­გან თა­მა­რის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ გა­ი­გო, რომ მას წარ­სულ­ში თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა 3-ჯერ ჰქო­ნია.

"თა­მა­რი მშობ­ლებ­ზე ნაკ­ლე­ბად სა­უბ­რობ­და, მაგ­რამ როცა სა­უბ­რობ­და, ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ ჰქო­ნია. თა­მა­რის მე­გო­ბარ­მა დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ მი­თხრა, რომ თა­მარ­მა 3-ჯერ სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა და ვი­ღა­ცებ­მა გა­და­არ­ჩი­ნეს…

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას ვენ­დო­ბი, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცია არაა სან­დო. გა­რან­ტია არ მაქვს, რომ მისი ბრა­უ­ზე­რი­დან სხვამ აკ­რი­ფა ის სი­ტყვე­ბი, იქ­ნებ შეღ­წე­ვა მოხ­და მის ლეპ­ტოპ­ში”, - აცხა­დებს ლობ­ჟა­ნი­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა ჰქონ­და, ეს თა­ვად თა­მა­რის­გან გა­ი­გო. ლობ­ჟა­ნი­ძის თქმით, ის გეგ­მავ­და აზ­როვ­ნე­ბის აკე­დე­მი­ის გახ­სნას, სა­დაც ერთ-ერთი მენ­ტო­რი თა­მა­რი იქ­ნე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ira
34

ოჯახი საქართველის არ ენდობა და შენ როგორ გენდობოდეს იქნება,

უფოლოგი
18

მარტო მე ვფიქრობ, რომ დედა, მამა და შეყვარებული აბდაუბდად ლაპარაკობენ, თუ სხვებსაც ასე გეჩვენებათ? რაღაც ფრაგმენტულად, არამწყობრად საუბრობენ სულ... რამდენჯერმე ვკითხულობ და ვცდილობ გავიგო, რისი თქმა სურდათ...

ავტორი:

"თავიდან ქალბატონმა თეონამ "ფეისბუქზე" მომწერა, ვიცნობდი, თუ არა მის შვილს... არც საცოდავი ვარ, არც მოგზავნილი" - ბაჩანა ლობჟანიძე

"თავიდან ქალბატონმა თეონამ "ფეისბუქზე" მომწერა, ვიცნობდი, თუ არა მის შვილს... არც საცოდავი ვარ, არც მოგზავნილი" - ბაჩანა ლობჟანიძე

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშილის შეყვარებულს უწოდებს, ბაჩალიაშვილის ოჯახს ბოდიშს უხდის იმ დიალოგისთვის, რაც მასსა და ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს შორის შედგა.

ლობჟანიძე ასევე აცხადებს, რომ ის არავისგან "მოგზავნილი" არ არის.

"მინდა მობოდიშებით დაწყება და ცხადია, არც მოგზავნილი და არც საცოდავი არსება არ ვარ, როგორც თავად, ქალბატონმა თეონამ მითხრა.... მე და ქალბატონ თეონას თავიდან ასეთი ურთიერთობა არ გვქონია, "ფეისბუქზე" მომწერა, ვიცნობდი, თუ არა მის შვილს და ასე გავაგრძელეთ ურთიერთობა. არანაირი ნეგატიური ფონი არ ყოფილა. ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც მესენჯერში მომწერა, რომ საელჩოსთან აქციას აპირებდა...

ალბათ, უნდა დავფიქრებულიყავი, რას ვეტყოდი და რას მივწერდი, ალბათ, უფრო მეტად უნდა მეფიქრა ჩემ სიტყვებზე. ეს სიტყვები ახლა, შეიძლება, ერთგვარი მობოდიშებაც იყოს ჩემგან. ქალბატონ თეონას ვუთხარი, რომ FBI ეიფლთან კავშირში არ იყო... თურმე, თამარი გავიტყუე თეთრიწყაროში და ჩემი გაუჩინარებულია. როცა თამარი გაუჩინარდა, დეიდასთან ვიყავი და ის დაადასტურებს, რომ იქ ვიყავი. ჩემ ტირილზე გაიღვიძეს სახლში და ამას ჩემი დეიდაშვილიც დაადასტურებს. ქალბატონი თეონა მოითხოვს ჩემ ფსიქიკურ დასკვნას, მე შემიძლია, გავესინჯო ექიმს", - აცხადებს ლობჟანიძე.

მისივე განმარტებით, ბაჩალიაშვილის დედის მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და რატომ არ ფიქრობენ, რომ მანაც შესაძლოა, ამის ფონზე თვითმკვლელობაზე იფიქროს.

"სახლში მარტო რომ ვიყო, შეიძლება, სუიციდის მცდელობის სურვილი გამიჩნდეს, ასეთი ზეწოლის ფონზე. როცა სახლში შევდივარ, შუქს ვანთებ და ისე შევდივარ. ეს მას შემდეგ ხდება, რაც თამარი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს", - განაცხადა ლობჟანიძემ.

ლობჟანიძის თქმით, მას თეონა თამაზაშვილმა ადვოკატ მიხეილ რამიშვილზეც ჰკითხა, იყო თუ არა „მოგზავნილი“. ამასთან, ლობჟანიძე განმარტავს, რომ მან ბაჩალიაშვილის ახლო მეგობრისგან თამარის დაკრძალვის შემდეგ გაიგო, რომ მას წარსულში თვითმკვლელობის მცდელობა 3-ჯერ ჰქონია.

"თამარი მშობლებზე ნაკლებად საუბრობდა, მაგრამ როცა საუბრობდა, ნეგატიური დამოკიდებულება არ ჰქონია. თამარის მეგობარმა დაკრძალვის შემდეგ მითხრა, რომ თამარმა 3-ჯერ სცადა თვითმკვლელობა და ვიღაცებმა გადაარჩინეს…

საგამოძიებო უწყებას ვენდობი, მაგრამ ინფორმაცია არაა სანდო. გარანტია არ მაქვს, რომ მისი ბრაუზერიდან სხვამ აკრიფა ის სიტყვები, იქნებ შეღწევა მოხდა მის ლეპტოპში”, - აცხადებს ლობჟანიძე.

მისივე განმარტებით, ის რომ თამარ ბაჩალიაშვილს გარკვეული რაოდენობის თანხა ჰქონდა, ეს თავად თამარისგან გაიგო. ლობჟანიძის თქმით, ის გეგმავდა აზროვნების აკედემიის გახსნას, სადაც ერთ-ერთი მენტორი თამარი იქნებოდა.

"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში

რას ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი აგვისტოს ომზე, ლუგარის ლაბორატორიასა და საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე?