გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურპროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, უწყებასთან განცხადება ხვალ, 6 აგვისტოს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.
ცნობისთვის, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, "რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში", ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ.
ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ უკვე ნამეტანი ამოხვედით ყელში,მაინტერესებს,რაც თქვენი შვილი გარდაიცვალა რამდენჯერ იყავით სასაფლაოზე.თუ ნაცხროვამ იმდენი გადაგიხადათ რომ მკვდარი აღარ გაინტერესებთ,თუ ასეა თემა მაინც შეცვალეთ,საცოდავი გოგო ალბად თავისი მშობლების საქციელის გამო მიწაში ტრიალებს.