მოზაიკა
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავა
პროკურატურამ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავა

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე",თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" დი­რექ­ტო­რი გ.ლ. და ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მი ვ.ყ. და­ა­კა­ვეს, ხოლო უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე მ.ხ.-ს მი­მართ და­უს­წრებ­ლად იქნა გა­მო­ტა­ნი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2018 წლის ზა­ფხულ­ში მო­ქა­ლა­ქე ნ.ც.-მ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, კლი­ნი­კა - შპს "თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო“-ს მი­მარ­თა, სა­დაც მას კონ­სულ­ტა­ცია ექიმ­მა ვ.ყ.-მ გა­უ­წია.

"პა­ცი­ენ­ტი- ნ.ც. და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­არ­წმუ­ნა, რომ პა­ცი­ენ­ტი­სათ­ვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბი იტა­ლი­ა­ში გა­და­აგ­ზავ­ნეს და მათი რე­კო­მენ­და­ცი­ით უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია, რო­მელ­საც ასე­ვე იტა­ლი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექი­მე­ბი გა­ა­კე­თებ­დნენ. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ოპე­რა­ცია , შპს "თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო“-ში 2018 წლის 18 სექ­ტემ­ბერს ექიმ­მა ვ.ყ.-მ თა­ვად გა­უ­კე­თა პა­ცი­ენტს, ისე რომ მას არ გა­აჩ­ნდა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სერ­ტი­ფი­კა­ტი სპე­ცი­ა­ლო­ბით "ორ­თო­პე­დია-ტრავ­მა­ტო­ლო­გია“, ასე­ვე მან ოპე­რა­ცი­ა­ზე და­იხ­მა­რა მ.ხ. რო­მელ­საც ასე­ვე არ გა­აჩ­ნდა სა­ხელ­მწი­ფო და/ან დრო­ე­ბი­თი სერ­ტი­ფი­კა­ტი არც ერთ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში და იგი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კონ­სულ­ტან­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ნ.ც.-ს ტკი­ვი­ლე­ბი გა­ნუ­ახ­ლდა, რის გა­მოც პა­ცი­ენ­ტმა აღ­ნიშ­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფოს ისევ მი­მარ­თა. ვ.ყ-მ და­ი­ყო­ლია პა­ცი­ენ­ტი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გან­მე­ო­რე­ბი­თი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, იმ არ­გუ­მენ­ტით, რომ ეს იტა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცია იყო და რომ ოპე­რა­ცი­ას იტა­ლი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექი­მე­ბი თა­ვად ჩა­ა­ტა­რებ­დნენ. ნ.ც.-ს გან­მე­ო­რე­ბი­თი ოპე­რა­ცია 2018 წლის 10 დე­კემ­ბერს გა­უ­კეთ­და და ისე­ვე რო­გორც პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია იტა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ნაც­ვლად, შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის არმ­ქო­ნე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩა­ა­ტა­რეს. ექი­მე­ბის მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი უყუ­რა­დღე­ბო­ბი­სა და დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გამო პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და იგი დღემ­დე კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ პა­ცი­ენ­ტის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ორი­ვე ოპე­რა­ცი­ის დროს კლი­ნი­კას გ.ლ. ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მელ­მაც ჯე­როვ­ნად არ შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა. ნ.ც.-ს მი­მართ და­გეგ­მილ ოპე­რა­ცი­ას, მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, ექი­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის არ­სე­ბო­ბის კონ­ტრო­ლის სა­კითხს, ასე­ვე პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას მო­ე­კი­და და­უ­დევ­რად.

ვ.ყ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ბ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 246-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გ.ლ.-ს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 2201-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორი­დან ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შე­ე­ხე­ბა მ.ხ.-ს, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა და უარს აცხა­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე, მის მი­მართ და­უს­წრებ­ლად იქნა გა­მო­ტა­ნი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 246-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაა???
4

ინიცისკებით რატომ? არასრულწლოვნები არიან?

lm
2

ყველაფერს როგორ გვიმალავთ, ვინ მოიიგონა ეს სისულელე .

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

პროკურატურამ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავა

პროკურატურამ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავა

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა - შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია.

"პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად.

ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის შაქარაშვილმა სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო" - ადვოკატი გუკა ამირხანაშვილის დაკითხვის დეტალებზე

"ამ ჯგუფში ნათესავის მეშვეობით მოვხვდი, ის მაწვდიდა უკვე დაფასოებულს და მისამართებს, სადაც ვალაგებდი" - რას ყვება ნარკორეალიზატორი

სოფელ შროშაში ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - ავარიას მსხვერპლი მოჰყვა