სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოვიდცენტრებში 241 ადამიანი მკურნალობს... მცირე მატება ილუზიას ქმნის, თითქოს ქვეყანაში ინფიცირებულები არ არიან" - მარინა ეზუგბია ეპიდსიტუაციაზე
"კოვიდცენტრებში 241 ადამიანი მკურნალობს... მცირე მატება ილუზიას ქმნის, თითქოს ქვეყანაში ინფიცირებულები არ არიან" - მარინა ეზუგბია ეპიდსიტუაციაზე

თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 2 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან ერთი, უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის კონ­ტაქ­ტია, ხოლო მე­ო­რე პა­ცი­ენ­ტის ეპიდკვლე­ვა, კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბი­სა და წყა­როს დად­გე­ნის მიზ­ნით, ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ეზუგ­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 4 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტია, რო­მელ­თა­გან სამი ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და.

„დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 1179 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვი გა­ი­ზარ­და 4-ით, იყო 955 და გახ­და 959. ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­ვი­დცენ­ტრებ­ში დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით, მკურ­ნა­ლობს 241 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა არის 81,5% და ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით მუდ­მი­ვად 1,44%-სა და 1,46%-ს შო­რის მერ­ყე­ობს და დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 1,44%-ა. 2 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან ერთი არის და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან კონ­ტაქ­ტი, ხოლო მე­ო­რის ეპიდკვლე­ვა გრძელ­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბი­სა და წყა­როს დად­გე­ნის თვალ­საზ­რი­სით. ჩვე­ნი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, გუ­შინ გვყავ­და 40 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, გა­მო­ჯან­მრთელ­და 3 პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­მაც და­ტო­ვა ჩვე­ნი ცენ­ტრი და დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მკურ­ნა­ლობს 37 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, არა­ვის­თან არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა გან­ხი­ლი­ლე­ბა რო­გორც სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­სა და სა­შუ­ა­ლო­ზე მსუ­ბუ­ქი,“ - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, თუ ჩვენს თავს და­ვი­ცავთ და ერ­თმა­ნეთს არ შე­ვუქ­მნით საფრ­თხეს, ქვე­ყა­ნა­ში კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი, მცი­რე მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა, რაც მისი გან­მარ­ტე­ბით, ქმნის ილუ­ზი­ას, თით­ქოს ქვე­ყა­ნა­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ზო­მი­ე­რი, კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მა­ტე­ბა, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის კარგ იმე­დებს იძ­ლე­ვა და ამის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­ლავთ ჩვე­ნი საქ­ცი­ე­ლი - ჩვენ რო­გორ მო­ვიქ­ცე­ვით მო­მა­ვალ­ში. კო­ვიდ­და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი არ გაქ­რე­ბი­ან ქვეყ­ნი­დან. თუ ჩვენს თავს და­ვი­ცავთ და ერ­თმა­ნეთს არ შე­ვუქ­მნით საფრ­თხეს და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­თი კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი, მცი­რე მა­ტე­ბა გვექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ილუ­ზი­ას ქმნის, თით­ქოს ქვე­ყა­ნა­ში არ არი­ან კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არი­ან და უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა თუ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

ადამიანი
0

ჯერ სად ვართ , ეკონომიკის სამინისტრომ აზერბაიჯანიდან ბიზნეს ვიზიტორებს შემოსვლის უფლება დართო . უმეზეს აზერბაიჯანის მოქალაქეს აქ გახსნილი აქვს კომპანიები და მათვვის პრობლემას არ წარმოადგენს ფიქტიური მოწვევის გაკეთება . დაკეტეთ საზღვრები !!!! ამ გაჭირვებულ ხალხს საშუალება მოგვეცით შევინარჩუნოთ არსებული ეპიდმდგომარეობა , ეკონომიკის სამინისტრო ცოტა ხალხზეც იფიქრეთ !!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"კოვიდცენტრებში 241 ადამიანი მკურნალობს... მცირე მატება ილუზიას ქმნის, თითქოს ქვეყანაში ინფიცირებულები არ არიან" - მარინა ეზუგბია ეპიდსიტუაციაზე

"კოვიდცენტრებში 241 ადამიანი მკურნალობს... მცირე მატება ილუზიას ქმნის, თითქოს ქვეყანაში ინფიცირებულები არ არიან" - მარინა ეზუგბია ეპიდსიტუაციაზე

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი, უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორე პაციენტის ეპიდკვლევა, კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, 4 გამოჯანმრთელებული პაციენტია, რომელთაგან სამი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

„დღევანდელი მონაცემებით, 1179 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 4-ით, იყო 955 და გახდა 959. ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებში დღევანდელი სიტუაციით, მკურნალობს 241 დადასტურებული კოვიდინფიცირებული. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 81,5% და ლეტალობის მაჩვენებელი, დაახლოებით მუდმივად 1,44%-სა და 1,46%-ს შორის მერყეობს და დღევანდელი მონაცემებით, 1,44%-ა. 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ხოლო მეორის ეპიდკვლევა გრძელდება კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. ჩვენი ცენტრის მონაცემებით, გუშინ გვყავდა 40 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, რომელმაც დატოვა ჩვენი ცენტრი და დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობს 37 დადასტურებული შემთხვევა. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, არავისთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომარეობა განხილილება როგორც საშუალო სიმძიმისა და საშუალოზე მსუბუქი,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, თუ ჩვენს თავს დავიცავთ და ერთმანეთს არ შევუქმნით საფრთხეს, ქვეყანაში კონტროლირებადი, მცირე მატება იქნება, რაც მისი განმარტებით, ქმნის ილუზიას, თითქოს ქვეყანაში კოვიდინფიცირებულები არ არიან.

„საქართველოში არის ზომიერი, კონტროლირებადი მატება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგ იმედებს იძლევა და ამის საფუძველი გახლავთ ჩვენი საქციელი - ჩვენ როგორ მოვიქცევით მომავალში. კოვიდდაავადებულები არ გაქრებიან ქვეყნიდან. თუ ჩვენს თავს დავიცავთ და ერთმანეთს არ შევუქმნით საფრთხეს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით, ასეთი კონტროლირებადი, მცირე მატება გვექნება, რომელიც ილუზიას ქმნის, თითქოს ქვეყანაში არ არიან კოვიდინფიცირებულები, მაგრამ ნამდვილად არიან და უნდა გავაგრძელოთ თავშეკავებული ცხოვრება თუ ეს შესაძლებელი იქნება,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

"ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზაა" - მეგობრები 26 წლის ბიჭის სიცოცხლისთვის იბრძვიან

ინფლუენსერები და ინფლუენსერ მარკეტინგი - infleuncer.ge

1 ბავშვი 5 კვ.მ-ზე - რა წესების დაცვა მოუწევთ მშობლებსა და პედაგოგებს ბაგა-ბაღებში