სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე სანტიმეტრიანი პითონია, არც კბილები აქვს და არც - შხამი... გამიზნულად დააპანიკეს ხალხი" - რას ჰყვება დაკარგული პითონის პატრონი
"რამდენიმე სანტიმეტრიანი პითონია, არც კბილები აქვს და არც - შხამი... გამიზნულად დააპანიკეს ხალხი" - რას ჰყვება დაკარგული პითონის პატრონი

ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში გაქ­ცე­უ­ლი პი­თო­ნი და­ი­ჭი­რეს და პატ­რონს და­უბ­რუ­ნეს. შემ­თხვე­ვა გუ­შინ გლ­დან­ში მოხ­და.

მე­პატ­რო­ნემ სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე და­რე­კა და უთხრა, რომ "პი­თო­ნი გა­ექ­ცა", რის შემ­დე­გაც ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია, მაშ­ვე­ლე­ბი და ცხოვ­რელ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ძებ­ნის დროს სა­ჭი­რო გახ­და მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია.

გა­ურ­კვა, რომ პი­თო­ნის მე­პატ­რო­ნე გი­ორ­გი კი­ნო­ი­ა­ნია. მან AMBEBI.GE-სთან ქვე­წარ­მავ­ლის გაქ­ცე­ვის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა. კი­ნო­ი­ა­ნის თქმით, პი­თონ­თან და­კავ­ში­რე­ბით არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რაც, მისი აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­ა­ში პა­ნი­კის გავ­რცე­ლე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

"ეს გვე­ლი არის სულ რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი პი­თო­ნი. ახლა ხუთი თვის არის და ამი­ტომ არის ჯერ ასე პა­ტა­რა. ზრდას­რუ­ლი 7 მეტ­რამ­დეც იზ­რდე­ბა. გველს არ გა­აჩ­ნია არც კბი­ლე­ბი და არც შხა­მი. შე­სა­ბა­მი­სად? არ არის სა­ში­ში არა­ვის­თვის.

თბი­ლის­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გი­ურ­ზე­ბი გა­ცი­ლე­ბით სა­ში­შია, ვიდ­რე ეს გვე­ლი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი. ეს გვე­ლი ცოტა ხნის წინ ზო­ო­მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­ძი­ნე და ჩემს კა­ბი­ნეტ­ში ტერ­ა­რი­უმ­ში ცხივ­რობ­და. სა­ჰა­ე­რო იყო ღია და იქე­დან გა­მოძ­ვრა, რო­გორც ჩანს. მე­გო­ნა, დავ­კარ­გე და ამი­ტომ დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით მივ­მარ­თე ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გე­ტოს.

ვაჩ­ვე­ნე მათ ვი­დეო და დარ­წმუნ­დნენ, რომ სა­შიშ­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისე­თი პოს­ტი და­წე­რეს, თით­ქოს გა­მიზ­ნუ­ლად სურ­დათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­ნი­კა­ში ჩაგ­დე­ბა. მათი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პოს­ტი იყო ფარ­სი, თით­ქოს ეს იყო კა­ცი­ჭა­მია გვე­ლი.

რომ არ მცოდ­ნო­და ჩემს გველ­ზე იყო სა­უ­ბა­რი, მე­გო­ნე­ბო­და ფილ­მებ­ში რომ არის, კორ­პუ­სე­ბის მჭა­მე­ლი გვე­ლე­შა­პე­ბი. სა­მარ­თლი­ა­ნად უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ გვე­ლის მო­ძებ­ნა­ში. მე ვი­პო­ვე უშუ­ა­ლოდ. ოთახ­ში იყო და­მა­ლუ­ლი და თა­ვი­სით გა­მო­ვი­და. ახლა ჩემ­თან არის და რომ გა­იზ­რდე­ბა, შემ­დეგ ვი­ფიქ­რებ რა ვუყო ამ გველს, ზო­ო­პარკში წა­ვიყ­ვა­ნო თუ სად" - ამ­ბობს გი­ორ­გი კი­ნო­ი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
x
2

დავიჯერო, ეს "უწყინარი" პითონი არ გახდება სულ მალლე რამდენიმემეტრიანი? ითონის სახეობათა შორის ტანად ყველაზე პატარაა სამეფო პითონი (Python regius - 1,5 მ.), ყველაზე დიდი კი ბადისებრი პითონი (Python reticulatus - 10 მ-მდე), რომელიც ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და იკვებება უმთავრესად ანტილოპებით, ახალგაზრდა ირმებით და გოჭებით. ცნობილია ადამიანებზე პითონების თავდასხმის ცალკეული შემთხვევები. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ბადებრივი პითონი. იგი 10 მეტრამდე იზრდება,

საერთოდაც, ასაკრძალია ასთი საშიში ქვეწარმავლების, ისევე როპგორც მტაცებელი ცხოველების გაყიდვა. მათი ადგილი ზოოპარკშია, ან სამშობლოში

giga
5
რატომ ააქვ უფლება გველი იყოლიოს სახლში. სად არის პარლამენტი ? კანონით რატომ არ კრძალავენ ?
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"რამდენიმე სანტიმეტრიანი პითონია, არც კბილები აქვს და არც - შხამი... გამიზნულად დააპანიკეს ხალხი" - რას ჰყვება დაკარგული პითონის პატრონი

"რამდენიმე სანტიმეტრიანი პითონია, არც კბილები აქვს და არც - შხამი... გამიზნულად დააპანიკეს ხალხი" - რას ჰყვება დაკარგული პითონის პატრონი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისში გაქცეული პითონი დაიჭირეს და პატრონს დაუბრუნეს. შემთხვევა გუშინ გლდანში მოხდა.

მეპატრონემ სააგენტოს ცხელ ხაზზე დარეკა და უთხრა, რომ "პითონი გაექცა", რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია, მაშველები და ცხოვრელთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ. როგორც ცნობილი გახდა, ძებნის დროს საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.

გაურკვა, რომ პითონის მეპატრონე გიორგი კინოიანია. მან AMBEBI.GE-სთან ქვეწარმავლის გაქცევის დეტალებზე ისაუბრა. კინოიანის თქმით, პითონთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რაც, მისი აზრით, საზოგადოებიაში პანიკის გავრცელებას ისახავდა მიზნად.

"ეს გველი არის სულ რამდენიმე სანტიმეტრიანი პითონი. ახლა ხუთი თვის არის და ამიტომ არის ჯერ ასე პატარა. ზრდასრული 7 მეტრამდეც იზრდება. გველს არ გააჩნია არც კბილები და არც შხამი. შესაბამისად? არ არის საშიში არავისთვის.

თბილისში გავრცელებული გიურზები გაცილებით საშიშია, ვიდრე ეს გველი. ძალიან მიყვარს ცხოველები. ეს გველი ცოტა ხნის წინ ზოომაღაზიაში შევიძინე და ჩემს კაბინეტში ტერარიუმში ცხივრობდა. საჰაერო იყო ღია და იქედან გამოძვრა, როგორც ჩანს. მეგონა, დავკარგე და ამიტომ დახმარების მიზნით მივმართე ცხოველთა მონიტორინგის სააგეტოს.

ვაჩვენე მათ ვიდეო და დარწმუნდნენ, რომ საშიშროება არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, ისეთი პოსტი დაწერეს, თითქოს გამიზნულად სურდათ საზოგადოების პანიკაში ჩაგდება. მათი გავრცელებული პოსტი იყო ფარსი, თითქოს ეს იყო კაციჭამია გველი.

რომ არ მცოდნოდა ჩემს გველზე იყო საუბარი, მეგონებოდა ფილმებში რომ არის, კორპუსების მჭამელი გველეშაპები. სამართლიანად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან დამეხმარნენ გველის მოძებნაში. მე ვიპოვე უშუალოდ. ოთახში იყო დამალული და თავისით გამოვიდა. ახლა ჩემთან არის და რომ გაიზრდება, შემდეგ ვიფიქრებ რა ვუყო ამ გველს, ზოოპარკში წავიყვანო თუ სად" - ამბობს გიორგი კინოიანი.

"ნაცემი და თავგატეხილი პაპა გულგრილად უყურებს ახორხოცებულ მწვანე კაცუნებს" - კადრი 2008 წლის ომიდან

"ბაჩანა ლობჟანიძე ძალიან უცნაურად გამოჩნდა, ZAG-საც წერდა, თამუნაზე ინფორმაცია აინტერესებდა" - კომპანიის იურისტი

რას წერს რუსული მედია "აგვისტოს ომზე" და როგორ აფასებენ 12 წლის წინანდელ მოვლენებს