პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მომრავლდნენ მწერები... ძილის წინ ბავშვებს ყურადღებით დაუთვალიერეთ სხეული" - ინგა მამუჩიშვილის საზაფხულო რეკომენდაციები მშობლებს
"ძალიან მომრავლდნენ მწერები... ძილის წინ ბავშვებს ყურადღებით დაუთვალიერეთ სხეული" - ინგა მამუჩიშვილის საზაფხულო რეკომენდაციები მშობლებს

ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად მშობ­ლე­ბი ზრუ­ნა­ვენ, რომ მათი პა­ტა­რე­ბი თბი­ლისს გა­ა­რი­დონ და სოფ­ლებ­სა და აგა­რა­კებ­ზე წა­იყ­ვა­ნონ. თუმ­ცა ცხელ სე­ზონ­ზე შე­საძ­ლოა გარ­კვე­ულ­მა პრობ­ლე­მებ­მა იჩი­ნოს თავი, თუ მშობ­ლე­ბი გარ­კვე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ და­ი­ცა­ვენ. ეს ეხე­ბა ჰი­გი­ე­ნას, კვე­ბას და ჩაც­მას.

სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მშობ­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო რე­კო­მენ­და­ცი­ებს სთა­ვა­ზობს პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი:

"ძვირ­ფა­სო მშობ­ლე­ბო!!! დად­გა ზა­ფხუ­ლი და თქვენც გა­ემ­გზავ­რეთ სოფ­ლებ­ში, აგა­რა­კებ­ზე! ხან­გრძლი­ვი იზო­ლა­ცი­ის შემ­დეგ ბავ­შვე­ბი გა­ლაღ­დნენ, ეს ბუ­ნებ­რი­ვია და ძა­ლი­ან სა­ჭი­როც! მეც­ნი­ე­რე­ბი სა­ბო­ლო­ოდ მი­ვიდ­ნენ იმ დას­კვნამ­დე, რომ ინ­ფექ­ცი­ე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი პრე­ვენ­ცია ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვაა!!!

ამი­ტომ, ხში­რად და­ბა­ნეთ ბავ­შვებს ხე­ლე­ბი, უფრო ხში­რად ვიდ­რე ადრე აკე­თებ­დით ამას, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა არ ჩა­ი­დონ პირ­ში ხელი, ფო­თო­ლი, ბა­ლა­ხი, რა­საც ხში­რად აკე­თე­ბენ ბუ­ნე­ბა­ში. კარ­გად გა­რე­ცხი­ლი ხილი, ბოსტნე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ნი­ლი 30 წუ­თით მა­ინც ამ­ყო­ფეთ გამ­დი­ნა­რე წყალ­ში.

ას­ვით ბევ­რი წყა­ლი, მაგ­რამ რე­გი­ო­ნებ­ში ცენ­ტრა­ლუ­რი წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის და ზო­გა­დად წყლის პრობ­ლე­მის გამო, ჯო­ბია შეს­თა­ვა­ზოთ ნა­ყი­დი წყა­ლი ან გა­და­დუ­ღე­ბუ­ლი და გაგ­რი­ლე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდა მწე­რე­ბი, ამი­ტომ ძი­ლის წინ მა­ინც, ყუ­რა­დღე­ბით და­უთ­ვა­ლი­ე­რეთ სხე­უ­ლი, რომ არ გა­მო­გე­პა­როთ კან­ზე მიმჯდა­რი ტკი­პა.

გუ­ბე­ებ­თან სა­ღა­მო ხანს ბევ­რია მოს­კი­ტი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­დამ­ტა­ნე­ბი არი­ან, ამი­ტომ გუ­ბე­ებ­თან ნუ ითა­მა­შე­ბენ. ზო­გა­დად ჯო­ბია ჩა­აც­ვათ თხე­ლი გრძელმკლა­ვი­ა­ნი და გრძელ­ტო­ტი­ა­ნი სა­მო­სი. ნუ გა­იყ­ვანთ თა­კა­რა მზის პე­რი­ოდ­ში, თუმ­ცა მზის პირ­და­პი­რი სხი­ვი სა­სურ­ვე­ლია მოხ­ვდეთ დი­ლით 9-დან 11 მდე და სა­ღა­მოს 17-დან 19 სა­ა­თამ­დე, თუ გი­წევთ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო მზე­ზე გას­ვლა, ჩა­აც­ვით ღია ფე­რის ტან­საც­მე­ლი, და­უ­ტე­ნი­ა­ნეთ ხი­ლუ­ლი კანი მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მით SPF 30-50, და თავ­ზე და­ა­ხურთ კეპი.

მარ­კე­ტებ­ში პე­რი­ო­დუ­ლად მა­ცივ­რებს რთა­ვენ, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ეკო­ნო­მი­ის მიზ­ნით (ზუს­ტად ვიცი) ამი­ტომ ფრთხი­ლად შე­ი­ძი­ნეთ მალ­ფუ­ჭა­დი პრო­დუქ­ტე­ბი, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მი­თი­თე­ბულ ვა­დებს, პურ­ზეც აუ­ცი­ლებ­ლად, კო­ლო­ფე­ბის მთლი­ა­ნო­ბას, ნუ იყი­დით კრე­მი­ან ნამ­ცხვრებს. ზა­ფხულ­ში ხში­რია დი­ა­რეა, ღე­ბი­ნე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა კვე­ბით­მა ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვი­ოს, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის თან­ხვედ­რაც ამ სიმპტო­მებ­თან, რისი მი­ზე­ზიც ნაწ­ლა­ვუ­რი ვირუ­სე­ბი ან ბაქ­ტე­რი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დით თქვენს ექიმს ან მი­მარ­თეთ კლი­ნი­კას‼️

ბავ­შვს შე­იძ­ლე­ბა ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დეს, ამ სე­ზონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია, ცე­მი­ნე­ბა, ხვე­ლა,კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რი, შე­შუ­პე­ბა, შე­წით­ლე­ბა (მწე­რის ნაკ­ბენ­ზე) აუ­ცი­ლე­ბე­ლია დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა ექიმ­მა მო­ახ­დი­ნოს ამი­ტომ იქო­ნი­ეთ კონ­ტაქ­ტი თქვენს პე­დი­ატრთან!!

ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენ­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ შეხ­სე­ნე­ბა, მერ­წმუ­ნეთ, არ გვა­წყენს! ჯან­მრთე­ლი,ბედ­ნი­ე­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი ზა­ფხუ­ლი თქვენ და თქვენს პა­ტა­რებს" - წერს ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ძალიან მომრავლდნენ მწერები... ძილის წინ ბავშვებს ყურადღებით დაუთვალიერეთ სხეული" - ინგა მამუჩიშვილის საზაფხულო რეკომენდაციები მშობლებს

"ძალიან მომრავლდნენ მწერები... ძილის წინ ბავშვებს ყურადღებით დაუთვალიერეთ სხეული" - ინგა მამუჩიშვილის საზაფხულო რეკომენდაციები მშობლებს

ზაფხულის დადგომასთან ერთად მშობლები ზრუნავენ, რომ მათი პატარები თბილისს გაარიდონ და სოფლებსა და აგარაკებზე წაიყვანონ. თუმცა ცხელ სეზონზე შესაძლოა გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი, თუ მშობლები გარკვეულ რეკომენდაციებს არ დაიცავენ. ეს ეხება ჰიგიენას, კვებას და ჩაცმას.

სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით მშობლებს საინტერესო რეკომენდაციებს სთავაზობს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი:

"ძვირფასო მშობლებო!!! დადგა ზაფხული და თქვენც გაემგზავრეთ სოფლებში, აგარაკებზე! ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ ბავშვები გალაღდნენ, ეს ბუნებრივია და ძალიან საჭიროც! მეცნიერები საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ინფექციების ყველაზე ეფექტური პრევენცია ჰიგიენური ნორმების დაცვაა!!!

ამიტომ, ხშირად დაბანეთ ბავშვებს ხელები, უფრო ხშირად ვიდრე ადრე აკეთებდით ამას, მიაქციეთ ყურადღება არ ჩაიდონ პირში ხელი, ფოთოლი, ბალახი, რასაც ხშირად აკეთებენ ბუნებაში. კარგად გარეცხილი ხილი, ბოსტნეული და განსაკუთრებით მწვანილი 30 წუთით მაინც ამყოფეთ გამდინარე წყალში.

ასვით ბევრი წყალი, მაგრამ რეგიონებში ცენტრალური წყალგაყვანილობის და ზოგადად წყლის პრობლემის გამო, ჯობია შესთავაზოთ ნაყიდი წყალი ან გადადუღებული და გაგრილებული. ძალიან მომრავლდა მწერები, ამიტომ ძილის წინ მაინც, ყურადღებით დაუთვალიერეთ სხეული, რომ არ გამოგეპაროთ კანზე მიმჯდარი ტკიპა.

გუბეებთან საღამო ხანს ბევრია მოსკიტი, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების გადამტანები არიან, ამიტომ გუბეებთან ნუ ითამაშებენ. ზოგადად ჯობია ჩააცვათ თხელი გრძელმკლავიანი და გრძელტოტიანი სამოსი. ნუ გაიყვანთ თაკარა მზის პერიოდში, თუმცა მზის პირდაპირი სხივი სასურველია მოხვდეთ დილით 9-დან 11 მდე და საღამოს 17-დან 19 საათამდე, თუ გიწევთ აუცილებლობის გამო მზეზე გასვლა, ჩააცვით ღია ფერის ტანსაცმელი, დაუტენიანეთ ხილული კანი მზისგან დამცავი კრემით SPF 30-50, და თავზე დაახურთ კეპი.

მარკეტებში პერიოდულად მაცივრებს რთავენ, ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით (ზუსტად ვიცი) ამიტომ ფრთხილად შეიძინეთ მალფუჭადი პროდუქტები, ყურადღება მიაქციეთ მითითებულ ვადებს, პურზეც აუცილებლად, კოლოფების მთლიანობას, ნუ იყიდით კრემიან ნამცხვრებს. ზაფხულში ხშირია დიარეა, ღებინება რაც შეიძლება კვებითმა ინტოქსიკაციამ გამოიწვიოს, შეიძლება მოხდეს ტემპერატურული რეაქციების თანხვედრაც ამ სიმპტომებთან, რისი მიზეზიც ნაწლავური ვირუსები ან ბაქტერიები შეიძლება იყოს, ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ კლინიკას‼️

ბავშვს შეიძლება ალერგიული რეაქციები განუვითარდეს, ამ სეზონზე განსაკუთრებით ხშირია, ცემინება, ხველა,კანზე გამონაყარი, შეშუპება, შეწითლება (მწერის ნაკბენზე) აუცილებელია დიფერენცირება ექიმმა მოახდინოს ამიტომ იქონიეთ კონტაქტი თქვენს პედიატრთან!!

ეს ყველაფერი თქვენთვის კარგად ცნობილია, მაგრამ შეხსენება, მერწმუნეთ, არ გვაწყენს! ჯანმრთელი,ბედნიერი და მშვიდობიანი ზაფხული თქვენ და თქვენს პატარებს" - წერს ინგა მამუჩიშვილი.

"მასწავლებლად მისულ ვაჟას ამილახვრის უკანონო შვილი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა" - ვაჟა-ფშაველას პირველ მეუღლეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი

"3 ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია და სამივე სატვირთოს მძღოლია" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებზე

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 7 კი გამოჯანმრთელდა - Stopcov.ge-ს ახალი მონაცემები