პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკული საოჯახო ფერმიდან მშობლიურ მეურნეობაში - როგორ აისრულა ყვარლელმა ახალგაზრდამ ბავშვობის ოცნება
ამერიკული საოჯახო ფერმიდან მშობლიურ მეურნეობაში - როგორ აისრულა ყვარლელმა ახალგაზრდამ ბავშვობის ოცნება

ახალ­გაზ­რდა ფერ­მე­რი თენ­გიზ კუ­პა­ტა­ძე, რო­მელ­საც ყვა­რელ­ში ახალ­გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხი, თხი­ლი­სა და კა­რა­ლი­ო­კის ბა­ღე­ბი აქვს, აგ­რო­ნო­მე­ბის ოჯახ­შია გაზ­რდი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი რამ იცო­და, ამე­რი­კა­ში სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რა და დღეს ამ გა­მოც­დი­ლე­ბას თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში იყე­ნებს.

თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ის­წავ­ლა, რა სი­ახ­ლე­ე­ბი იყო და რა ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რულ სექ­ტორ­ში, გა­იც­ნო ბევ­რი ფერ­მე­რი თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც დამ­წყებ ფერ­მე­რებს ხელს უწყო­ბენ. ფერ­მერ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ის (AFRD) დახ­მა­რე­ბით აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა ცოდ­ნი­სა და პრაქ­ტი­კის მი­სა­ღე­ბად ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მით. ამის­თვის რამ­დე­ნი­მე­ე­ტა­პი­ა­ნი შერ­ჩე­ვი­სა და კონ­კურ­სის გავ­ლა­მაც მო­უ­წია.

თენ­გიზ კუ­პა­ტა­ძე: - ჩემი მშობ­ლე­ბი აგ­რო­ნო­მე­ბი არი­ან. პა­პაც აგ­რო­ნო­მი იყო და ბავ­შვო­ბი­დან მას­წავ­ლი­და მცე­ნა­რე­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით, ვა­ზის მოვ­ლას. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხვდი, რომ სხვა რა­მის კე­თე­ბა მინ­დო­და. ბევ­რი არ მი­ფიქ­რია - ვა­ზის და მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლამ ფერ­მე­რო­ბამ­დე მი­მიყ­ვა­ნა.

ამე­რი­კი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად მექ­ცია. 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნე­სო­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩემი პრო­ექ­ტით სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი მო­ვი­პო­ვე - სა­ფე­რა­ვის ჯი­შის ვე­ნა­ხი, თხი­ლი­სა და კა­რა­ლი­ო­კის ბა­ღე­ბი გა­ვა­შე­ნე.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ყო­ველ­თვის იყო ჩემი ჰობი, შემ­დგომ კი პრო­ფე­სი­აც გახ­და. ეს სწორ არ­ჩევ­ნად მი­მაჩ­ნია, დღეს ნამ­დვი­ლად გვჭირ­დე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ა­ხერ­ხე­ბენ ტრა­დი­ცი­უ­ლი ცოდ­ნი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ნაკ­ლებ შეც­დო­მას და­უშ­ვე­ბენ აგ­რო­ბიზ­ნე­სის და­გეგ­მვი­სა და ფერ­მის მარ­თვის სა­კი­თხებ­ში. ამა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მას, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი.

- აშშ-ში სად მი­ი­ღეთ აგ­რა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა?

- მი­ნე­სო­ტის შტატ­ში. პრაქ­ტი­კა გა­ვი­ა­რე ერთ-ერთ დიდ და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით აღ­ჭურ­ვილ ფერ­მე­რულ მე­ურ­ნე­ო­ბა Green Barn Garden Center-ში, აგ­რეთ­ვე მი­ნე­სო­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვით ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. აშშ-ის სას­წავ­ლო სის­ტე­მა ისეა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი, რომ თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პრაქ­ტი­კულ­თან, რაც სა­ბო­ლო­ოდ ეფექ­ტი­ან შე­დეგს იძ­ლე­ვა.

პროგ­რა­მა ორი ეტა­პის­გან შედ­გე­ბო­და - თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბა მას­პინ­ძელ ფერ­მა­ში ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბით. პრაქ­ტი­კის დროს მას­პინ­ძელ ფერ­მა "გრინ ბარ გარ­დენ სენ­ტერ­ში" ვი­მუ­შა­ვე: ყვა­ვი­ლე­ბის ორან­ჟე­რე­ა­ში, სხვა­დას­ხვა ჯი­შის კარ­ტო­ფი­ლი­სა და პა­მიდვ­რის ნაკ­ვე­თებ­ში, გოგ­რის, სა­ზამ­თრო­სა და ნეს­ვის ბა­ღჩებ­ში (ის ჯი­შე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ არის შე­მო­სუ­ლი). პრაქ­ტი­კაც გა­ვი­ა­რეთ კვლე­ვით ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სა­დაც ვაკ­ვირ­დე­ბო­დით ვა­ზის სხვა­დას­ხვა ჯიშს.

- ამე­რი­კა­ში პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით...

- სტუ­დენ­ტე­ბი მას­პინ­ძელ ოჯახ­ში ვცხოვ­რობ­დით. ოჯახს უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჰქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რომ სტუ­დენ­ტებს მათ ფერ­მა­ში პრაქ­ტი­კა გა­ევ­ლოთ. გარ­და იმი­სა, რაც ზე­მოთ და­ვა­სა­ხე­ლე, მოჰ­ყავ­დათ ბა­ლა­ხიც, თი­ვას ამ­ზა­დებ­დნენ და ყიდ­დნენ. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ტექ­ნი­კა. ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნა იყო, თუ რო­გორ მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი საქ­მის გა­კე­თე­ბა სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით. ჩვენ უამ­რა­ვი რამ გვაქვს კარ­გი, მაგ­რამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სიმ­წი­რის გამო ბევ­რი საქ­მის კე­თე­ბა არ გა­მო­დის, ან მეტ სა­მუ­შაო ძა­ლას მო­ი­თხოვს.

- ტრაქ­ტო­რი კარ­გია, მაგ­რამ თოხს მა­ინც ვერ ცვლი­სო, ამ­ბო­ბენ, იქ რო­გორ იყო ამ მხრივ საქ­მე?

- ვნა­ხე თო­ხის ჩამ­ნაც­ვლე­ბე­ლი ტექ­ნი­კაც, პრი­მი­ტი­უ­ლად ჰქონ­დათ გა­კე­თე­ბუ­ლი - ტრაქ­ტორ­ზე იყო თო­ხის­მაგ­ვა­რი რამ მიბ­მუ­ლი.

- ბევ­რი ფერ­მე­რის­გან მსმე­ნია, რომ უცხო­უ­რი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დის, შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბი­თაა სავ­სე და გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ამე­რი­კუ­ლი ფერ­მა რა სა­სუქს იყე­ნებ­და?

- თვი­თო­ნაც ამ­ბობ­დნენ, რომ მიწა, რო­მელ­საც ამუ­შა­ვებ­დნენ, არ არის ხა­რის­ხი­ა­ნი და მას ბი­ო­სა­სუ­ქე­ბით აჯე­რებ­დნენ. ჰქონ­დათ თა­ნა­მედ­რო­ვე სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც უნა­ყო­ფო მიწა ნა­ყო­ფი­ე­რი ხდე­ბო­და. ეს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბი­ო­მე­ურ­ნე­ო­ბა გახ­ლდათ და ასე­თი­ვე პრო­დუქტს აწარ­მო­ებ­და. ჰყავ­დათ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მუ­შა­ხე­ლიც. მათ­თან ბევ­რი სა­ერ­თო გა­მოვ­ნა­ხე, გა­მოც­დი­ლე­ბას და­უ­ნა­ნებ­ლად გვი­ზი­ა­რებ­დნენ. აქე­დან რამ­დე­ნი­მე სა­ხის ღვი­ნო ჩა­ვუ­ტა­ნე, მო­ე­წო­ნათ, ჩურ­ჩხე­ლაც გა­ვა­სინ­ჯე.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში იქა­ურ გა­მოც­დი­ლე­ბას რო­გორ იყე­ნებთ?

- ამე­რი­კი­დან ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის საგ­რან­ტო პროგ­რა­მა­ში ჩა­ვერ­თე და ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბის­თვის და­ფი­ნან­სე­ბა მო­ვი­პო­ვე. ამან სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა რე­ა­ლო­ბად მექ­ცია.დღეს 1 ჰექ­ტარ­ზე სა­ფე­რა­ვის ჯი­შის ვე­ნა­ხი ქინ­ძმა­რა­უ­ლის მიკ­რო­ზო­ნა­შია გა­შე­ნე­ბუ­ლი, ასე­ვე თხი­ლი­სა და კა­რა­ლი­ო­კის ბა­ღე­ბი. დრო­დად­რო ვეხ­მა­რე­ბი ად­გი­ლობ­რივ ფერ­მე­რებს და გა­მოც­დი­ლე­ბას ვუ­ზი­ა­რებ.

ავტორი:

ამერიკული საოჯახო ფერმიდან მშობლიურ მეურნეობაში - როგორ აისრულა ყვარლელმა ახალგაზრდამ ბავშვობის ოცნება

ამერიკული საოჯახო ფერმიდან მშობლიურ მეურნეობაში - როგორ აისრულა ყვარლელმა ახალგაზრდამ ბავშვობის ოცნება

ახალგაზრდა ფერმერი თენგიზ კუპატაძე, რომელსაც ყვარელში ახალგაშენებული ვენახი, თხილისა და კარალიოკის ბაღები აქვს, აგრონომების ოჯახშია გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ იცოდა, ამერიკაში სტაჟირება გაიარა და დღეს ამ გამოცდილებას თავის საქმიანობაში იყენებს.

თავდაპირველად შეისწავლა, რა სიახლეები იყო და რა ვითარება საქართველოს აგრარულ სექტორში, გაიცნო ბევრი ფერმერი თუ ორგანიზაცია, რომლებიც დამწყებ ფერმერებს ხელს უწყობენ. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის (AFRD) დახმარებით აშშ-ში გაემგზავრა ცოდნისა და პრაქტიკის მისაღებად ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით. ამისთვის რამდენიმეეტაპიანი შერჩევისა და კონკურსის გავლამაც მოუწია.

თენგიზ კუპატაძე: - ჩემი მშობლები აგრონომები არიან. პაპაც აგრონომი იყო და ბავშვობიდან მასწავლიდა მცენარეების, განსაკუთრებით, ვაზის მოვლას. სკოლის დამთავრების შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ სხვა რამის კეთება მინდოდა. ბევრი არ მიფიქრია - ვაზის და მცენარეების მოვლამ ფერმერობამდე მიმიყვანა.

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე ბავშვობის ოცნება რეალობად მექცია. 18 თვის განმავლობაში მინესოტის უნივერსიტეტში მიღებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ჩემი პროექტით სახელმწიფო გრანტი მოვიპოვე - საფერავის ჯიშის ვენახი, თხილისა და კარალიოკის ბაღები გავაშენე.

სოფლის მეურნეობა ყოველთვის იყო ჩემი ჰობი, შემდგომ კი პროფესიაც გახდა. ეს სწორ არჩევნად მიმაჩნია, დღეს ნამდვილად გვჭირდება კვალიფიციური ახალგაზრდები, რომლებიც მოახერხებენ ტრადიციული ცოდნისა და ინოვაციების გაერთიანებას, ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ აგრობიზნესის დაგეგმვისა და ფერმის მართვის საკითხებში. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის სტაჟირების პროგრამას, რომელშიც ჩართული ვიყავი.

- აშშ-ში სად მიიღეთ აგრარული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება?

- მინესოტის შტატში. პრაქტიკა გავიარე ერთ-ერთ დიდ და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ფერმერულ მეურნეობა Green Barn Garden Center-ში, აგრეთვე მინესოტის უნივერსიტეტის კვლევით ლაბორატორიაში. აშშ-ის სასწავლო სისტემა ისეა ინტეგრირებული, რომ თეორიული სწავლება დაკავშირებულია პრაქტიკულთან, რაც საბოლოოდ ეფექტიან შედეგს იძლევა.

პროგრამა ორი ეტაპისგან შედგებოდა - თეორიული სწავლება უნივერსიტეტში და პრაქტიკული სწავლება მასპინძელ ფერმაში ანაზღაურებადი სტაჟირებით. პრაქტიკის დროს მასპინძელ ფერმა "გრინ ბარ გარდენ სენტერში" ვიმუშავე: ყვავილების ორანჟერეაში, სხვადასხვა ჯიშის კარტოფილისა და პამიდვრის ნაკვეთებში, გოგრის, საზამთროსა და ნესვის ბაღჩებში (ის ჯიშები საქართველოში ჯერ არ არის შემოსული). პრაქტიკაც გავიარეთ კვლევით ლაბორატორიაში, სადაც ვაკვირდებოდით ვაზის სხვადასხვა ჯიშს.

- ამერიკაში პრაქტიკის შესახებ მოგვიყევით...

- სტუდენტები მასპინძელ ოჯახში ვცხოვრობდით. ოჯახს უნივერსიტეტთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რომ სტუდენტებს მათ ფერმაში პრაქტიკა გაევლოთ. გარდა იმისა, რაც ზემოთ დავასახელე, მოჰყავდათ ბალახიც, თივას ამზადებდნენ და ყიდდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ტექნიკა. ჩემთვის აღმოჩენა იყო, თუ როგორ მარტივად შეიძლება ბევრი საქმის გაკეთება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით. ჩვენ უამრავი რამ გვაქვს კარგი, მაგრამ ტექნოლოგიების სიმწირის გამო ბევრი საქმის კეთება არ გამოდის, ან მეტ სამუშაო ძალას მოითხოვს.

- ტრაქტორი კარგია, მაგრამ თოხს მაინც ვერ ცვლისო, ამბობენ, იქ როგორ იყო ამ მხრივ საქმე?

- ვნახე თოხის ჩამნაცვლებელი ტექნიკაც, პრიმიტიულად ჰქონდათ გაკეთებული - ტრაქტორზე იყო თოხისმაგვარი რამ მიბმული.

- ბევრი ფერმერისგან მსმენია, რომ უცხოური პროდუქტი, რომელიც საქართველოში შემოდის, შხამქიმიკატებითაა სავსე და გენმოდიფიცირებულია. ამერიკული ფერმა რა სასუქს იყენებდა?

- თვითონაც ამბობდნენ, რომ მიწა, რომელსაც ამუშავებდნენ, არ არის ხარისხიანი და მას ბიოსასუქებით აჯერებდნენ. ჰქონდათ თანამედროვე სარწყავი სისტემები, რომელთა საშუალებითაც უნაყოფო მიწა ნაყოფიერი ხდებოდა. ეს სერტიფიცირებული ბიომეურნეობა გახლდათ და ასეთივე პროდუქტს აწარმოებდა. ჰყავდათ დაქირავებული მუშახელიც. მათთან ბევრი საერთო გამოვნახე, გამოცდილებას დაუნანებლად გვიზიარებდნენ. აქედან რამდენიმე სახის ღვინო ჩავუტანე, მოეწონათ, ჩურჩხელაც გავასინჯე.

- საქართველოში იქაურ გამოცდილებას როგორ იყენებთ?

- ამერიკიდან ჩამოსვლისთანავე სოფლის მეურნეობის საგრანტო პროგრამაში ჩავერთე და ვენახის გაშენებისთვის დაფინანსება მოვიპოვე. ამან საშუალება მომცა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა რეალობად მექცია.დღეს 1 ჰექტარზე საფერავის ჯიშის ვენახი ქინძმარაულის მიკროზონაშია გაშენებული, ასევე თხილისა და კარალიოკის ბაღები. დროდადრო ვეხმარები ადგილობრივ ფერმერებს და გამოცდილებას ვუზიარებ.

"3 ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია და სამივე სატვირთოს მძღოლია" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებზე

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 7 კი გამოჯანმრთელდა - Stopcov.ge-ს ახალი მონაცემები

"დაიბადა ჩემი ბიჭი, ბებია ვარ" - ნინო ნადირაძესა და გუგა კუზანოვს შვილიშვილი შეეძინათ